Plasmon

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრაზე. კვალიფიკაცია გაიარა ქ. მოსკოვის (რუსეთი) ადამიანის ფსიქიური ჯანმრთელობის ინსტიტუტსა და ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკებში რადიოლოგიის განყოფილებებში. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მუშაობდა: ქ. თბილისის ნევროლოგიის ინსტიტუტში 1992 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი და მრავალი სერტიფიკატის მფლობელი. მისი ნაშრომები შესულია ჰარვარდის, კემბრიჯის და ნასას მონაცემთა ბაზაში. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. არის საქართველოს რადიოლოგთა, ევროპის რადიოლოგთა, ათეროსკლეროზისა და კარდიორადიოლოგიური ასოციაციების წევრი.