განათლება:
1978-1983 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგიის განხრით; 1983-1985 წწ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი; 1985 წ. პათოფსიქოლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის შემსწავლელი კურსი; 1990-1994 წწ. ჰამბურგის (გერმანია) ევრითმიის აკადემია; 1992 წლიდან საყოველთაო ანთროპოსოფიული საზოგადოების ცალკეული წევრი გოეთიანუმში (დორნახი/შვეიცარია); 2001-2005 წწ. თვალების სამკურნალო ევრითმიის შემსწავლელი კურსი (დორნახი/შვეიცარია); 2003 წ. ფილდერშტატის (გერმანია) საექიმო სემინარი.
სამუშაო გამოცდილება:
1983 წ. დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1984 წ. მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1990 წწ. ა/კ რკინიგზის საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ნეიროფსიქოლოგი; 1995-1997 წწ. ოშელბრონის (გერმანია) ონკოლოგიური კლინიკის, ჰამბურგ-რისენის (გერმანია) კლინიკის, ბუხენბახის ფსიქიატრიული, ჰერდეკეს (გერმანია), და არლესჰაიმის (შვეიცარია) კლინიკებში მკურნალი ევრითმისტი; 1997 წლიდან დღემდე მკურნალი ევრითმისტი „თერაპიის სახლში“, ვალდორფის სკოლაში, „სოციალური თერაპიის სახლში“, მოგვიანებით (2001 წლიდან) თემ - „ქედელში“; ამავე წლიდან საქართველოში ანთროპოსოფიული მედიცინის განვითარების ხელშემწყობი კავშირის „ადამიანი და ბუნება“ გამგეობის წევრი და საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობაზე პასუხისმგებელი; 1999 წლიდან დღემდე ანთროპოსოფიული მედიცინის სემინარის დოცენტი ევრითმიასა და სამკურნალო ევრითმიაში; 2001 წლიდან სოციალურად უმწეოთა დახმარების კავშირისა და კავშირის „ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვა რომ საჭიროებენ“ გამგეობის წევრი; 2002 წლიდან ექიმთათვის სამკურნალო ევრითმიის შემსწავლელი კურსის ინიციატორი და ხელმძღვანელი; ამავე წლიდან საქართველოში ანთროპოსოფიული საზოგადოების გამგეობის წევრი და სულისმეცნიერების უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2003 წლიდან ევროპის მკურნალ ევრითმისტთა პროფესიული კავშირის წევრი და მკურნალ ევრითმისტთა საერთაშორისო ფორუმში საქართველოს წარმომადგენელი.
კვალიფიკაციები:
1995 წლიდან დღემდე ყოველწლიური მონაწილეობა გოეთეანუმში (დორნახი/შვეიცარია) მსოფლიო საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში და ასევე საქართველოში ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში; 1996 წლიდან საკვალიფიკაციო მივლინებები გერმანიის, შეიცარიის და შვედეთის ანთროპოსოფიულ კლინიკებში; 2003 წლიდან მონაწილეობა მკურნალ ევრითმისტთა საერთაშორისო ფორუმის და პროფესიული კავშირის კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში (გერმანიასა და შვეიცარიაში); 2008 წელს მონაწილეობა მკურნალ ევრითმისტთა საერთაშორისო კონფერენციაში.