ონკოქირურგი, ზოგადი ქირურგი, თორაკალური ქირურგი
საქმიანობის აღწერა
2000-ზე მეტი ოპერაცია: სარძევე ჯირკვალზე, ენდოკრინულ ორგანოებზე, მუცლის ღრუსა და გულმკერდის ღრუს ორგანოებზე, კანსა და რბილ ქსოვილებზე.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციული-პლასტიკური ოპერაციები.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ქირურგიული მკურნალობა, ენდოსკოპიური მეთოდით ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე, კანისა და რბილი ქსოვილების სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.
კლინიკური საქმიანობის დასაწყისი – 2002 წლიდან.
სამეცნიერო საქმიანობა
მესამე ფაზის 3 კლინიკური კვლევის მონაწილე.
სემინარები/ტრენინგები
შესაბამისი სერტიფიკატით – ენდოვიდეოქირურგიაში, ზოგად ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიაში, კლინიკურ ონკოლოგიაში, კლინიკურ ტრანსფუზიოლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში.
ასოციაციები
ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა სკოლის (ESO) წევრი.
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი.