შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები
- ლიმონმჟავა
- ნატრიუმის ბიკარბონატი
- Lactobacillus fermentum - 400 მილიონი.
- Lactobacillus acidophilus - 400 მილიონი
- ფრუქტოოლიგისაქარიდი (ფრუქტოზა)- 332 მგ
- არაბინოგალაქტანი- 273 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება
ფარმაკოდინამიკა: ლიმონმჟავა და ნატრიუმის ბიკარბონატი ქმნიან არახელსაყრელ გარემოს CO2 წარმოქმნით ანაერობული შტამებისათვის.
ლაქტობაქტერიები, Lactobacillus fermentum, Lactobacillus acidophilus , რომლითაც დასახლებულია ვაგინალური ლორწოვანი გარსი, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს და ხელს უშლიან პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების გამრავლებას. ლაქტობაქტერიები ახდენენ საშოს рН-ის ნორმალიზაციას(4-4,5) და ხელს უწყობენ რძემჟავას ნორმალური დონის შენარჩუნებას, რაც არახელსაყრელ გარემოს ქმნის მჟავას მიმართ მგრძნობიარე პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის. შედეგად, ხდება მიკროფლორის დარღვეული ბალანსის აღდგენა.
ფრუქტოოლიგისაქარიდი ფრუქტოზა წარმოადგენს საკვებ დანამატს ლაქტობაქტერიებისათვის.
არაბინოგალაქტანი -მედიცინაში გამოიყენება, როგორც ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება. ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს სხვადასხვა ინფექციური აგენტის მიმართ. აგრეთვე აღსანიშნავია მისი, როგორც კატალიზატორის ფუნქცია პრეპარატის კლინიკურ ეფექტურობაში.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი არ შეიწოვება საშოდან, ამიტომ არ ახდენს ორგანიზმზე სისტემურ ზემოქმედებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიების კოლონიზაციის უნარი ძლიერდება მასში შემავალი არაბინოგალაქტანის ხარჯზე და კლინიკური ეფექტი იწყება 30 წუთის შემდეგ.
ჩვენებები
• საშოს სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი (გარდნერელოზი)
• სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ვულვოვაგინიტი
• ანტიბიოტიკო, ქიმიო და სხივური თერაპიის შემდგომი, აგრეთვე ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებით განპირობებული დისბაქტერიოზი
• სამეანო ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტული მანიპულაციების შემდგომი, აგრეთვე პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
• გეგმიური გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის მომზადება
• რისკის ჯგუფის ორსულების მშობიარობისწინა მომზადება საშოს დისბაქტერიოზის პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით
• საშოს სიმშრალე (მ.შ. კლიმაქტერიულ პერიოდში)
მიღების წესები და დოზები:
1 სანთელი 1 ჯერ ღრმად საშოში საღამოს 5 დღე. შემდეგ მე-8, მე-11 და მე-15 დღეს 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში ვაგინალურად.
გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გამოშვების ფორმა: 1,3 გრ-ისნი N 8 ვაგინალური კაფსულა შეფუთვაში