შემადგენლობა:
1 შუშხუნა ტაბლეტი (4,1 გ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს
თეთრი ტირიფის ქერქი 120 მგ
ქოლინი 41,5 მგ
ნატრიუმი 264 მგ
კალიუმი 100 მგ
ქლორიდი 152,3 მგ
გლუკოზა 500 მგ
ვიტამინი B6 1,4 მგ
სხვა ნივთიერებები: ციტრატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, სილიკონის დიოქსიდი, სუკრალოზა, რიბოფლავინი, ჭარხლის კონცენტრატი.
მოქმედების მექანიზმი:
ალკორესტი წარმოადგენს სინერგიული მოქმედების, კომბინირებულ საშუალებას ნაბახუსევთან დაკავშირებული სიმპტომების მოსახსნელად.
თეთრი ტირიფის ქერქი (შალიხ ალბა) – წარმოადგენს აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) ბუნებრივ, მცენარეულ წყაროს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. თეთრი ტირიფის ქერქი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, მათ შორის თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. სუფთა სახის ასპირინისგან განსხვავებით, თეთრი ტირიფის ქერქი ნაკლებად იწვევს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას და მასთან დაკავშირებულ ისეთ ჩივილს, როგორიცაა გულძმარვა.
ქოლინი – წარმოადგენს შეუცვლელ ნუტრიენტს, რომელსაც ლიტერატურაში B4 ვიტამინის სახელითაც ვხვდებით. ქოლინი ხელს უწყობს ჰეპატოციტების რეგენერაციას, უზრუნველყოფს მათი მემბრანის სტაბილურობას და ავლენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას. იგი მონაწილეობს ცხიმების მეტაბოლიზმში და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ნატრიუმის ქლორიდი (Nაჩლ) – ახდენს ნატრიუმის დეფიციტის (ჰიპონატრემიის) პრევენციას სითხის დანაკარგით მიმდინარე მდგომარეობების დროს (ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და სხვა). ნატრიუმი არეგულირებს ორგანიზმში წყალ-მარილოვან ბალანსს. ასევე მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემისა და კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვის პროცესში.
კალიუმის ქლორიდი (Kჩლ) – ახდენს კალიუმის დეფიციტის (ჰიპოკალემიის) პრევენციას სითხის დანაკარგით მიმდინარე მდგომარეობების დროს (ღებინება, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა და სხვა). კალიუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია გულის, კუნთების, თირკმლის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების გამართული ფუნქციონირებისთვის.
გლუკოზა – წარმოადგენს ენერგიის უნიკალურ წყაროს ორგანიზმისთვის. იგი აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიურ ფუნქციას, ხელს უწყობს ნაწლავის კედლიდან წყლისა და მინერალების აბსორბციას და ორგანიზმის რეჰიდრატაციას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში, ასევე ნეირომედიატორებისა და მიელინის გარსისთვის აუცილებელი ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზში, უზრუნვეყოფს მეხსიერების გაუმჯობესებას, დადებით გავლენას ახდენს გუნება-განწყობაზე, ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ჩვენებები:
- ნაბახუსევთან დაკავშირებული დისკომფორტი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება
- ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვითარებული დეჰიდრატაცია
- ალკოჰოლის ჭარბი მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაცია
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა ალკორესტში შემავალი კომპონენტების მიმართ
- ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი
სიფრთხილის ზომები:
ალკორესტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
მიღების წესი და დოზირება: 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში. სითხის მიღება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. მაქსიმალური დღიური დოზაა 3 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, 0-25ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტი №10