Plasmon
ამლესა / Amlessa


წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა
4 მგ/5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 5 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
4 მგ/10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 10 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
8 მგ/5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 5 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).
8 მგ/10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილ ერბუმინს და 10 მგ ამლოდიპინს (ბლისტერის ფორმით).

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, ნარტიუმის სახამებელგლიკოლატი, კალციუმის ქლორიდ ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა
4 მგ/5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, მცირედ ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით.
4 მგ/10 მგ ტაბლეტები: კაფსულისმაგვარი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ღარით. ღარი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის თანაბარ ნაწილებად გასაყოფად, ამასთან შეიძლება გამოყენებული იყოს ტაბლეტის გასატეხად, გადაყლაპვის გაადვილების მიზნით. 
8 მგ/5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით.
8 მგ/10 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, დამრეცი კიდეებით და ღარით ერთ მხარეს. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ტოლ ნაწილებად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აგფ ინჰიბიტორები კომბინაციაში კალციუმის არხების ბლოკატორებთან.

ათქ კოდი: C09BB04.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პერინდოპრილი
პერინდოპრილი – ფერმენტის ინჰიბიტორია, რომელიც ანგიოტენზინ I გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი, აგფ). 
აგფ აქტივობის დათრგუნვა იწვევს ანგიოტენზინ II დონის დაქვეითებას და პლაზმაში რენინის აქტივობის მომატებას, ალდოსტერონის სეკრეციის შესუსტებას, ასევე მოცირკულირე და ადგილობრივი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობის მომატებას და პროსტაგლანდინის სისტემის აქტივაციას. პერინდოპრილი მოქმედებს თავისი აქტიური მეტაბოლიტის – პერინდოპრილატის მეშვეობით. სხვა მეტაბოლიტებმა ინ ვიტრო არ გამოავლინა დამთრგუნველი მოქმედება აგფ-ის მიმართ.
ჰიპერტენზია
პერინდოპრილი აქტიურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერ სტადიაზე: მსუბუქი, ზომიერი, მძიმე. აღინიშნება სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება, როგორც მწოლიარე, ასევე მდგომარე მდგომარეობაში. 
პრეპარატი ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, რის შედეგადაც ძლიერდება პერიფერიული სისხლის ნაკადი, გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე. თირკმლის სისხლის ნაკადი იზრდება, მაშინ როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) უცვლელი რჩება. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი თავის მაქსიმუმს აღწევს პერინდოპრილის ერთჯერადი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში: ნარჩენი ეფექტი შეადგენს 87%-100% მაქსიმალურიდან. არტერიული წნევის დაქვეითება სწრაფად ხდება. პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ მკურნალობაზე, წნევის ნორმალიზება მიიღწევა ერთი თვის განმავლობაში და ნარჩუნდება ტაქიფილაქსიის განვითარების გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას.
პერინდოპრილი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. ადამიანში დამტკიცებული იყო მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი თვისებები. პრეპარატი აუმჯობესებს მსხვილი არტერიების ელასტიურობას და წვრილ სისხლძარღვებში ამცირებს კედლის სისქის სანათურთან ფარდობას.
პაციენტები გულის სტაბილური იშემიური დაავადებით
ჩატარებული იყო ოთხწლიანი, მრავალცენტრული, საერთაშორისო, რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა EUROPA. გამოსაკვლევ პოპულაციას დადგენილი ქონდა კორონარული არტერიების დაავადება გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნების გარეშე. ზოგადად, პაციენტთა 90% წარსულში გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი და/ან კორონარული არტერიების რევასკულარიზაცია. მათი უმრავლესობა ტრადიციულ მიღებულ თერაპიაზე, რომელიც მოიცავდა თრომბოციტების ინჰიბიტორებს, ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებს და ბეტა-ბლიკატორებს, დამატებით იღებდა გამოსაკვლევ პრეპარატს.
ეფექტურობის ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენდა მოვლენათა ერთობლიობა (გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობა, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი და/ან გულის გაჩერება წარმატებულ რეანიმაციასთან). 8 მგ პერინდოპრილ ტრეტ-ბუთილამინის დღეღამეში ერთხელ მიღებამ გამოიწვია პირველადი საბოლოო წერტილების მნიშვნელოვანი აბსოლუტური დაქვეითება 1,9%-ით (ფარდობითი რისკის შემცირება 20%-ით). პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტით და/ან ანამნეზში რევასკულარიზაციით აღინიშნა პირველადი საბოლოო წერტილების აბსოლუტური დაქვეითება 2,2%-ით, რაც შეესაბამება ფარდობითი რისკის შემცირებას 22,4%-ით, პლაცებოსთან შედარებით. 
ამლოდიპინი
ამლოდიპინი – კალციუმის იონების ანტაგონისტია, რომელიც აბლოკირებს კალციუმის იონების შეცვლას მიოკარდიუმის კუნთის უჯრედებში და სისხლძარღვებში.  ანტიჰიპერტენზიული ეფექტების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური მოქმედებით. სტენოკარდიისას ამლოდიპინის ზუსტი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე დადგენილი არ არის, უცნობია შემდეგი ორი გზა:
1. ამლოდიპინი აფართოვებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას), რაც იწვევს მიოკარდიუმის მიერ ენერგიის მოხმარების და ჟანგბადზე მისი მოთხოვნილების შემცირებას.
2.ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი შესაძლოა ასევე დაკავშირებული იყოს მსხვილი კორონარული არტერიების და არტერიოლების გაფართოვებასთან, რაც იწვევს მიოკარდიუმთან ჟანგბადის მიწოდების გაზრდას პაციენტებში ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით (პრინცმეტალეს სტენოკარდია). ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ამლოდიპინის მიღება დღეღამეში ერთხელ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას (როგორც წოლის, ასევე დგომის მდგომარეობაში) 24 საათის განმავლობაში. 
პაციენტებში სტენოკარდიით, ამლოდიპინის ერთჯერადი სადღეღამისო მიღება ზრდის ფიზიკური დატვირთვის საერთო დროს, აფერხებს სტენოკარდიის შეტევის განვითარებას და ზრდის შთ სეგმენტის 1 მმ-ზე დეპრესიის განვითარების დროს, ასევე ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის ტაბლეტების მოხმარების რაოდენობას.
ამლოდიპინი არ იწვევს არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს, ან სისხლის პლაზმაში ლიპიდების დონის შეცვლას, ამიტომ შეიძლება გამოყენებული იქნას პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და პოდაგრით.

ფარმაკოკინეტიკა
პერინდოპრილის და ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი, როგორც მონოპრეპარატების, ასევე პრეპარატ ამლესსას შემადგენლობაში მნისვნელოვნად არ განსხვავდება.
პერინდოპრილი
პერინდოპრილი შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1 საათის განმავლობაში; ნახევარდაშლის პერიოდი პლაზმაში – 1 საათი.
პერინდოპრილი წარმოადგენს პროწამალს – მიღებული დოზის 27% ხვდება სისხლის მიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატის სახით. 
პლაზმაში პერინდოპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათში. 
საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილის გარდაქმნას პერინდოპრილატად, ანუ აქვეითებს მის ბიოშეღწევადობას. შესაბამისად, პერინდოპრილი უნდა იქნას მიღებული პერორალურად, დღეღამეში ერთხელ, დილით, ჭამამდე.
დამტკიცებული იყო ხაზოვანი დამოკიდებულება პერინდოპრილის დოზას და პლაზმაში მის ექსპოზიციას შორის.
შეუკავშირებელი პერინდოპრილის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,2ლ/კგ. პერინდოპრილის შეკავშირება პლაზმის ცილებთან, ძირითადად ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან, შეადგენს 20% და დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.
პერინდოპრილი გამოიყოფა შარდით, არაშეკავშირებული ფრაქციის ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს, რაც 4 დღეში სტაციონარული მდგომარეობის მიღწევის საშუალებას იძლევა. 
პერინდოპრილის გამოყოფა ქვეითდება ხანდაზმულ და გულის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ ასეთ პაციენტებზე სამედიცინო დაკვირვება უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონის ხშირ მონიტორინგს.
დიალიზისას პერინდოპრილის კლირენსი შეადგენს 70 მლ/წთ.
პერინდოპრილის კინეტიკა შეცვლილია ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი შემცირებულია ორჯერ. თუმცა წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, ამიტომ პაციენტთა ამ კატეგორიისათვის დოზის შერჩევა საჭირო არ არის.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში პერორალურად მიღებისას კარგად შეიწოვება და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 6-12 საათში მიღებიდან. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა გათვლებით შეადგენს 64-80%. განაწილების მოცულობა დაახლოებით 21 ლ/კგ. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას ბიოშეღწევადობაზე. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან.
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ტერმინალური დრო შეადგენს 35-50 საათს და მუდმივია პრეპარატის დღეღამეში ერთხელ მიღებისას.
ამლოდიპინის მნიშვნელოვანი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით, 10% - შეუცვლელი ამლოდიპინის სახით.
პლაზმაში ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. უკანასკნელებს აღენიშნებათ ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითების ტენდენცია, რაც იწვევს AUC და ნახევარგამოყოფის დროის გაზრდას. მათთვის დოზირების რეკომენდებული რეჟიმი ისეთივეა, როგორიც ახალგაზრდებისათვის, თუმცა დოზის ზრდა საჭიროა სიფრთხილით. 
სხვა კალციუმის ანტაგონისტების მსგავსად, ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.

მიღების ჩვენებები
ამლესსა ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის და/ან კორონარული არტერიების სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ მკურნალობა პერინდოპრილით და ამლოდიპინით.

წინააღმდეგჩვენებები
პერინდოპრილთან დაკავშირებული
• ჰიპერმგრძნობელობა პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ.
• ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობასთან.
• მემკვიდრული ან იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება.
• ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრი. 

ამლოდიპინთან დაკავშირებული
• გამოხატული ჰიპოტენზია.
• ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების მიმართ.
• შოკი, კარდიოგენული შოკის ჩათვლით.
• მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ. მძიმე აორტალური სტენოზი).
• გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ (პირველი 28 დღის განმავლობაში).

ამლესსასთან დაკავშირებული
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წინააღმდეგჩვენებები, რომლებიც დაკავშირებულია თითოეულ კომპონენტთან, ასევე ვრცელდება ფიქსირებულ კომბინაციაზე პერინდოპრილი/ამლოდიპინი.
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის დამხმარე კომპონენტები მიმართ.

მიღების წესი და დოზები
პერორალური მიღებისათვის.
მიიღება 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში, უმჯობესია დილით, ჭამის წინ.
ფიქსირებული დოზების კომბინაცია არ არის განკუთვნილი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დასაწყებად. დოზის შეცვლის აუცილებლობისას რეკომენდებულია პრეპარატის ცალკეული კომპონენტის ინდივიდუალურად შერჩევა.
პაციენტები თირკმლის დარღვეული ფუნქციით და ხანდაზმული პაციენტები
რადგან მოცემული კატეგორიის პაციენტებში პერინდოპრილის გამოყოფა შენელებულია, ჩვეულებრივ სამედიცინო დაკვირვება უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონეების კონტროლს. 
პრეპარატი ამლესსა შეიძლება დანიშნული იყოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით ≥60 მლ/წთ და არ არის მისაღები <60 მლ/წთ კრეატინინის კლირენსისას. ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის შერჩევა ინდივიდუალურად. 
ამლოდიპინის კონცენტრაციის ცვლილება პლაზმაში არ კოლერილებს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხთან.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ამ კატეგორიის პაციენტებისათვის, დოზირების რეჟიმი დადგენილი არ არის. მითითებული კომბინაციის დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვები და მოზარდები
არ გამოიყენება, რადგან პერინდოპრილის და ამლოდიპინის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ამტანობა მონოთერაპიის ან კომბინაციის სახით მოცემული კატეგორიის პაციენტებში შესწავლილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
შემდგომ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები აღინიშნა პერინდოპრილით ან ამლოდიპინით მონოთერაპიისას.
გვერდითი ეფექტების განვითარების კლასიფიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისია:
• ძალიან ხშირი (≥1/10);
• ხშირი (≥1/100 <1/10);
• არახშირი (≥1/1000 <1/100);
• იშვიათი (≥1/10000 <1/1000);
• ძალიან იშვიათი (<1/10000).
• სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება).

ამლოდიპინთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია
კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებისას, ცნობილია ექსტრაპირამიდული სინდრომის ერთეული (გამონაკლისი) შემთხვევები. 

დოზის გადაჭარბება
ადამიანებში პრეპარატ ამლესსას დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ არის. აგფ ინჰიბიტორების დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჰიპოტენზიას, ცირკულატორულ შოკს, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერვენტილაციას, ტაქიკარდიას, გულის ცემის გახშირებას, ბრადიკარდიას, თავბრუსხვევას, შფოთვას და ხველას.
მკურნალობა. რეკომენდებულია იზოტონური მარილოვანი ხსნარის ინტრავენური ინფუზიის ჩატარება. ჰიპოტენზიის განვითარებისას, პაციენტი უნდა მოთავსდეს “ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, მცირედ წამოწეული ფეხებით”. შესაძლებლობისას შეყავთ ანგიოტენზინ II ინფუზიის სახით და/ან კატექოლამინები ინტრავენურად. პერინდოპრილი სისტემური სისხლის მიმოქცევიდან შეიძლება გამოდევნილი იქნას ჰემოდიალიზის გზით. ბრადიკარდიისას, რომელიც არ ექვემდებარება თერაპიას, ნაჩვენებია რითმის წამყვანის (პეისმეიკერის) გამოყენება. საჭიროა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლების, ასევე კრეატინინის კონცენტრაციის და შრატში ელექტროლიტების მუდმივი კონტროლი.
სიმპტომები. არსებული მონაცემებით, ამლოდიპინის დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ვაზოდილატაცია შემდგომი გამოხატული და სავარაუდოდ ხანგრძლივი სისტემური ჰიპოტენზიით.
მკურნალობა. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ჰიპოტენზია მოითხოვს პაციენტზე დაკვირვებას ინტენსიური თერაპიის კარდიოლოგიურ განყოფილებაში. ვაზოკონსტრიქტორები შეიძლება დაგვეხმაროს სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნევის აღდგენაში, იმ პირობით, რომ მათი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენები არ არის. კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად, შეიძლება ეფექტური იყოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა. ამლოდიპინი არ ეფვემდებარება დიალიზს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, ასევე ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პერინდოპრილთან დაკავშირებული 
ერთდოული გამოყენება რეკომენდებული არ არის
კალიუმის შემცველი დიურეტიკები და კალიუმის პრეპარატები
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ კალიუმის შემცველობა შრატში რჩება ნორმის ფარგლებში, ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილს, შეიძლება აღენიშნოს ჰიპერკალიემია. კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (მაგ. სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ან ამილორიდი), კალიუმის პრეპარატები, ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები შეიძლება იყოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატების მიზეზი, ამიტომ მათი აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ ერთდროული გამოყენება ნაჩვენებია დამტკიცებული ჰიპოკალიემიის გამო, აუცილებელია სიფრთხილე და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის ხშირი კონტროლი.
ლითიუმი
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, რეგისტრირებული იყო სისხლის შრატში ლითიუმს შექცევადი მატების და მისი ტოქსიურობის გაძლიერების შემთხვევები (მძიმე ნეიროტოქსიური ეფექტებით). აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასეთი კომბინირებული თერაპიის აუცილებლობისას, საჭიროა სისხლის შრატში ლითიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი.
ესტრამუსტინი
არასასურველი ეფეტების გაძლიერების რისკი, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (ანგიოშეშუპება).
ერთდროული გამოყენება, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა ≥3 გ/დღეღამეში
აგფ ინჰიბიტორების არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავა დოზებით, რომელიც ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, ცოგ-2 ინჰიბიტორები და არასელექტიური აასს) ერთად გამოყენება შეიძლება გახდეს აგფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითების მიზეზი. მითითებული პრეპარატების ერთდროული გამოყენება ასევე ზრდის თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარებამდე და სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მატებას, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის არსებული დარღვევით. ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში. პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა, ასევე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი მკურნალობის დაწყებამდე და მის პერიოდში.
ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი, ჰიპოგლიკემიური სულფანილამიდები)
აგფ ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური ეფექტი პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ ინსულინს, ან სულფონილშარდოვანას პრეპარატებს. შემთხვევითი ჰიპოგლიკემია აღინიშნება ძალიან იშვიათად (გლუკოზისადმი ტოლერანტობის გაუმჯობესება იწვევს ინსულინის მოთხოვნის შემცირებას).
ერთდროული გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს
დიურეტიკები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, განსაკუთრებით ჰიპოვოლემიით და /ან მარილების დეფიციტით, აგფ ინჰიბიტორების მიღების დასაწყისში შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება. ჰიპოტენზიის რისკი შეიძლება შემცირდეს დიურეტიკის მოხსნით, მკურნალობის დასაწყისში სითხის ან მარილის მოხმარების გაზდრით, ასევე პერინდოპრილის დაბალი საწყისი დოზების დანიშვნით, შემდგომ მისი თანდათან მომატებით. 
სიმპათომიმეტიკები
სიმპათომიმეტიკებმა შეიძლება შეასუსტოს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
ოქროს პრეპარატები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოქროს საინექციო პრეპარატებს (ნატრიუმის აუროთიომალატი) და აგფ ინჰიბიტორებს, პერინდოპრილის ჩათვლით, იშვიათ შემთხვევაში აღინიშნა ნიტრიტოიდული რეაქციები (სიმპტომები: სახის ჰიპერემია, გულისრევა, ღებინება და ჰიპოტენზია).
ამლოდიპინთან დაკავშირებული
ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
დანტროლენი (ინფუზია)
ცხოველებში ვერაპამილის და დანტროლენის ი/ვ შეყვანისას აღინიშნება პარკუჭების ფიბრილაცია, რომელსაც მოსდევს ლეტალური შედეგი. ამლოდიპინის და დანტროლენის კომბინირებული გამოყენებისათვის საჭიროა თავის არიდება.
ერთდროული გამოყენება, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს
СYP 3A4 ინჰიბიტორები
გამორიცხული არ არის, რომ ერთდოულად ძლერი СYP 3A4 ინჰიბიტორების (კეტონალი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის მომატება, ამიტომ მითითებული პრეპარატების კომბინირებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
СYP 3A4 ინდუქტორები (რიფამპიცინი, პერფორირებული კრაზანა (Hypericum perforatum), ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარტიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი)
ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება ამ ინდუქტორებით მისი ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის გაზრდის გამო. კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, აუცილებლობის შემთხვევაში ამლოდიპინის დოზა შეიძლება იყოს ადაპტირებული.
ერთდროული გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას
ბეტა-ბლოკერები, რომლებიც ინიშნება გულის უკმარისობისას (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი)
არსებობს ჰიპოტენზიის, გულის მუშაობის შესუსტების რისკი პაციენტებში ლატენტური ან არაკონტროლირებადი გულის უკმარისობით (უარყოფითი ინოტროპული მოქმედების გაძლიერება).
გარდა ამისა, ჭარბი ჰემოდინამიკური რეპერკუსიის შემთხვევაში ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება შეამცირონ სიმპათიკური რეფლექსი.
სხვა კომბინაციები
მონოთერაპიისას ამლოდიპინი უსაფრთხოდ გამოიყენება თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკერებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინის სუბლინგუალურ ფორმებთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, სიმჟავის საწინააღმდეგო საშუალებებთან (ალუმინის ჰიდროქსიდის გელთან, მაგნიუმის ჰიდროქსიდთან, სიმეტიკონთან), ციმეტიდინთან, არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან.
სპეციალურმა გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარებულია რიგ პრეპარატებზე, არ გამოავლინა გავლენა ამლოდიპინზე:
• ამლოდიპინის და ციმეტიდინის ერთდროული მიღება არ ცვლიდა ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკას.
• სილდენაფილის და ამლოდიპინის კომბინირებისას, თითოეული პრეპარატი ახდენდა თავის დამოუკიდებელ ჰიპოტენზიურ ეფექტს.
• გრეიფრუტის წვენი: 240 მლ გრეიფრუტის წვენის და 10 მგ ამლოდიპინის ერთჯერადი პერორალური დოზის ერთდროულ მიღებას 20 ჯანმრთელ მოხალისეში თან არ ახლდა უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება.
გარდა ამისა, სპეციალურმა კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა ზოგიერთ პრეპარატზე, არ გამოავლინა ამლოდიპინის გავლენა მათ ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე:
• ატორვასტატინი: 10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ ატორვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთდროული გამოყენება არ იწვევს უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვან ცვლილებას წონასწორული კონცენტრაციის მიღწევის შემდეგ.
• დიგოქსინი: ამლოდიპინის და დიგოქსინის ერთდროულ მიღებას ჯანმრთელ მოხალისეებში თან არ ახლავს უკანასკნელის შრატის კონცენტრაციების, ან თირკმლის კლირენსის ცვლილება.
• ვარფარინი: ამლოდიპინის და ვარფარინის ერთდროული მიღება არ ახდენს გავლენას პროთრომბინის ინდექსზე.
• ციკლოსპორინი: ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა ციკლოსპორინით აჩვენა, რომ ამლოდიპინი მნიშვნელოვნად არ ცვლის უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკას.
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
ბაკლოფენი: ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირება. აუცილებელია არტერიული წნევის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი, ასევე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის დოზის კორექცია.
კომბინაციები, რომლების გათვალისწინებაც აუცილებელია
• ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები) და ვაზოდილატატორები: ამ საშუალებებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პერინდოპრილის და ამლოდიინის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
• კომბინირებულმა მიღებამ ნიტროგლიცერინთან, სხვა ნიტრატებთან, ან ვაზოდილატატორებთან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დამატებითი დაქვეითება და ამიტომ მოითხოვს სიფრთხილეს.
• კორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი: ამცირებენ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს (კორტიკოსტეროიდების მოქმედებით მარილის და სითხის შეკავება).
• ალფა-ბლოკატორები (პრაზოზინი, ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, ტამსულოზინი, ტერაზოზინი): ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება და ორთოსტატიური ჰიპოტენზიის განვითარების რისკის მომატება.
• ამიფოსტინი: შეიძლება მოახდინოს ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის პოტენცირება.
• ტრიციკლური ანტიდეპრესანტები/ანტიფსიქოზური პრეპარატები/საანესთეზოი პრეპარატები: ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება და ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი.

განსაკუთრებული მითითებები
ყველა მითითებები, რომელიც დაკავშირებულია თითოეულ კომპონენტთან ცალ-ცალკე, ასევე ეხება ამლესსას ფიქსირებულ კომბინაციას.
პერინდოპრილთან დაკავშირებული
განსაკუთრებული მითითებები
მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად იყო ცნობები სახის, კიდურების, ტუჩების, ლორწოვანი გარსების, ენის, ხორხის და/ან ხახის ანგიონევროზული შეშუპების შესახებ პაციეტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა აგფ ინჰიბიტორებით. ეს მდგომარეობები შეიძლება განვითარდეს თერაპიის ნებისმიერ მომენტში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და პაციენტის მდგომარეობაზე შესაბამისი კონტროლის დაწესება სიმპტომების სრულ გაქრობამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც შეშუპება ეხება მხოლოდ სახეს და ტუჩებს, მისი გამოვლინებები ჩვეულებრივ სპეციალური მკურნალობის გარეშე გაივლის, თუმცა სიმპტომების შესამსუბუქებლად შესაძლებელია ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება. 
ანგიონევროზულმა შეშუპებამ, რომელსაც თან ახლავს ხორხის შეშუპება, შეიძლება ლეტალური გამოსავალი გამოიწვიოს. ენის, ყიის ან ხორხის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს გადაუდებელი თერაპია, რომელიც უნდა მოიცავდეს ადრენალინის დანიშვნას და/ან ზომები სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველსაყოფად. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მუდმივი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ სიმპტომების სრულ გაქრობამდე. პაციენტებს ანგიონევროზული შეშუპებით ანამნეზში, რომელიც არ არის დაკავშირებული აგფ ინჰიბიტორებით თერაპიასთან, შესაძლოა ქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების მომატებული რისკი ამ ჯგუფის პრეპარატების მიღებისას. 
აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის ფონზე, ცნობილია ნაწლავთა სისხლძარღვების შეშუპების განვითარების იშვიათი შემთხვევები. მითითებული მოვლენები საჭიროა გათვლისწინებული იქნას დიფერენციალური დიაგნოსტიკისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს და სტაციონარში შემოდიან მუცლის ტკივილით.
ანაფილაქტოიდური რეაქციები დსლპ-აფერეზისას 
პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს დსლპ-აფერეზის ჩატარებისას დექსტრანის სულფატის გამოყენებით, აღინიშნა სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევები. ასეთი რეაქციების განვითარება შეიძლება თავიდან ავიცილოთ აფერეზის ყოველი პროცედურის წინ აგფ ინჰიბიტორის მიღების დროებით შეწყვეტით.     
ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის ჩატარებისას
სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები იშვიათ შემთხვევაში ვითარდებოდა პაციენტებში, რომლებიც დესენსიბილიზაციური თერაპიის პერიოდში (მაგ. სიფრიფანაფრთიანი მწერების შხამით) იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ამ პაციენტებში მითითებული რეაქციის განვითარებას თავიდან იცილებდნენ აგფ ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტით დესენსიბილიზაციის ყოველი პროცედურის წინ, თუმცა ასეთი მოვლენები ხელახლა ვითარდებოდა პრეპარატის განმეორებითი გაუფრთხილებლად მიღების შემთხვევაში.
ნეიტროპენია/აგრანულოციტოზი/თრომბოციტოპენია/ანემია
პაციენტებში, რომლებიც იღებენ აგფ ინჰიბიტორებს, შესაძლებელია ნეიტროპენიის/აგარანულოციტოზის, თრომბოციტოპენიის, ანემიის განვითარების შემთხვევები. პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, სხვა გართულებების არარსებობისას ნეიტროპენია იშვიათად ვითარდება. პერინდოპრილი გარკვეული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში კოლაგენოზებით, რომლებსაც უტარდებათ იმუნოსუპრესიული მკურნალობა, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის უკვე არსებული დარღვევისას. ასეთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სერიოზული ინფექციები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ პასუხობს ინტენსიურ ანტიბიოტიკოთერაპიას. პერინდოპრილის დანიშვნის შემთხვევაში, რეკომენდებულია პერიოდულად ლეიკოციტების რაოდენობის კონტროლი; პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ ინფექციური დაავადების რაიმე ნიშნების გამოვლენისას (ყელის ტკივილი, ცხელება), აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

უსაფრთხოების ზომები
ჰიპოტენზია 
აგფ ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. სიმპტომური ჰიპოტენზია იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პაციენტებში გაურთულებელი ჰიპერტენზიით და მეტად სავარაუდოა პირებში დაქვეითებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით (მსმ), მაგ. დიურეტიკების მიღების, დიალიზის, დიარეის, ან ღებინების შედეგად, შეზღუდული რაოდენობის მარილის მიღებით დიეტისას, ან რენინ-დამოკიდებული მძიმე ჰიპერტენზიისას. რისკის ჯგუფის პაციენტებში, ამლესსას მიღების დროს აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციის, შრატში კალიუმის დონის კონტროლი.
უსაფრთხოების იგივე ზომები ეხება პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით, ან ცერებროვასკულური დაავადებით, რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრმა დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს “ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ოდნავ წამოწეული ფეხებით” და აუცილებლობისას ინტრავენურად შეყვანილი იქნას ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 9 მგ/მლ (0,9%). გარდამავალი ჰიპოტენზია არ არის წინააღმდეგჩვენება შემდგომი თერაპიისათვის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არტერიული წნევის აღდგენის შემდეგ მსმ-ის გაზრდის შედეგად.
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი/ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა აგფ ინჰიბიტორების მსგავსად, პერინდოპრილი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში მიტრალური სარქვლის სტენოზით და მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქციით, მაგ. აორტის სტენოზისას, ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ) რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ინდივიდუალურად შერჩევა. ასეთი პაციენტების ჩვეულებრივი სამედიცინო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის რეგულარულ კონტროლს. 
ზოგიერთ პაციენტს თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით, ან ერთადართი თირკმლის არტერიის სტენოზით, რომელიც იღებს აგფ ინჰიბიტორს, პრეპარატის მოხსნის შემდეგ აღენიშნა შარდოვანას და კრეატინინის შრატის კონცენტრაციების შექცევადი მომატება. ასეთი ცვლილებები მეტად სავარაუდოა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით. 
რენოვასკულური ჰიპერტენზიისას ასევე არსებობს მძიმე ჰიპერტენზიის და თირკმლის უკმარისობის მომატებული რისკი. 
ზოგიერთ პაციენტს ჰიპერტენზიით თირკმლის სისხლძარღვების დაზიანების აშკარა ნიშნების გარეშე, განსაკუთრებით პერინდოპრილის დიურეტიკებთან ერთად მიღებისას, შრატში აღენიშნებოდა შარდოვანას და კრეატინინის უმნიშვნელო და გარდამავალი მატება. ეს ცვლილებები უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ თირკმლის უკმარისობა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
იშვიათ შემთხვევებში აგფ ინჰიბიტორებით თერაპიას თან ახლდა სინდრომი, რომელიც იწყებოდა ქოლესტაზური სიყვითლით, პროგრესირებდა ღვიძლის ფულმინანტურ ნეკროზამდე (ზოგჯერ), მთავრდებოდა ლეტალური გამოსავლით. ამ სინდრომის მექანიზმი უცნობია. პაციენტებმა, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, რომლებსაც უვითარდებათ სიყვითლე, ან მნიშვნელოვნად იმატებს ღვიძლის ფერმენტების დონე, უნდა შეწყვიტონ აგფ ინჰიბიტორების მიღება და გაიარონ გულმოდგინე სამედიცინო შემოწმება.
ეთნიკური თავისებურებები
აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად უვითარდებათ მუქკანიან პაციენტებს. სხვა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მსგავსად, პერინდოპრილი ნაკლებად ეფექტურია ნეგროიდული რასის ადამიანებში, შესაძლებელია იმის გამო, რომ ამ პოპულაციის პაციენტებში ჰიპერტენზია უფრო ხშირად რენინის დაბალი შემცველობის ფონზე მიმდინარეობს.
ხველა
აგფ ინჰიბიტორებით თერაპიისას, შეიძლება განვითარდეს არაპროდუქტიული, პერსისტული ხველა, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდეგ გაივლის. აგფ ინჰიბიტორების მიღებით გამოწვეული ხველა გათვალისწინებული უნდა იყოს დიფერენციალური დიაგნოსტირებისას.
ქირურგიული ჩარევა/ანესთეზია 
ქირურგიული ჩარევისას, ან ანესთეზიისას ჰიპოტენზიის გამომწვევი პრეპარატებით, ამლესსამ რენინის კომპენსატორული გამონთავისუფლების შედეგად, შეიძლება დაბლოკოს ანგიოტენზინ II წარმოქმნა. რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე. სავარაუდოდ ამ მექანიზმით ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში,  საჭიროა მსმ-ის გაზრდა. 
ჰიპერკალიემია
ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორებით, პერინდოპრილის ჩათვლით, აღენიშნა სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატების შემთხვევები. ჰიპერკალიემიის რისკ-ფაქტორები მოიცავენ თირკმლის უკმარისობას, ასაკი >70წ, შაქრიან დიაბეტს, ზოგიერთი თანმხლებ მდგომარეობებს (დეჰიდრატაცია, გულის მწვავე უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, მეტაბოლური აციდოზი), ასევე კალიუმის პრეპარატებს, ან კალიუმის შემცველ მარილების შემცველებს. რისკის ჯგუფს ასევე მიეკუთვნებიან პაციენტები, რომლებიც იღებენ სხვა პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატებას (მაგ. ჰეპარინი). კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეტიკების, ან კალიუმის ფუძეზე მარილების შემცვლელების დანიშვნამ პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით, შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მომატება და როგორც შედეგი გულის რითმის სერიოზული დარღვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. თუ ზემოთ მითითებული საშუალებების დანიშვნა აუცილებელია, მათი მიღება უნდა ხდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლით.
პაციენტები შაქრიანი დიაბეტით
აგფ ინჰიბიტორების დანიშვნისას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს, ან ინსულინს, თერაპიის პირველი თვის განმავლობაში აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი, სხვა კალციუმის ანტაგონისტების მსგავსად, მომატებულია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ასეთ შემთხვევებში პრეპარატი მიღებული უნდა იქნას სიფრთხილით, ღვიძლის ფერმენტების გულმოდგინე მონიტორინგით.
გულის უკმარისობა
პაციენტებში გულის უკმარისობით, მკურნალობა ტარდება სიფრთხილით.
ხანგრძლივ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები არაიშემიური ეტიოლოგიის (III და IV ფუნქციური კლასები NYHA-თი) გულის უკმარისობით, ამლოდიპინის მიღებას თან ახლდა ფილტვების შეშუპების სიხშირის ზრდა, გულის უკმარისობის გაუარესების შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი განსხვავებების არარსებობის მიუხედავად პლაცებოსთან შედარებით. 

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში. 
არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის, ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, დედისთვის აღნიშნული თერაპიის აუცილებლობის გათვალისწინებით.
ორსულობა
პერინდოპრილი
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აგფ ინჰიბიტორების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში. 
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას ტერატოგენობის რისკის გამოვლენის ეპიდემიოლოგიური მონაცემები არ იძლევა საბოლოო დასკვნის საშაულებას, თუმცა არ შეიძლება გამოირიცხოს რისკის რამდენადმე მატება. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია აგფ ინჰიბიტორების ალტერნატიული თერაპიით შეცვლა, პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილნი უნდა იყვნენ იმ სამკურნალო საშუალებებით თერაპიაზე, რომელთა უსაფრთხოების პროფილი ორსული ქალებისათვის კარგადაა შესწავლილი. ორსულობის დადგომისას, აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობისას დაინიშნოს სხვა თერაპია. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას, დადგენილია ფოტოტოქსიური მოქმედების (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგოჰიდროამნიოზი, ქალას ძვლების გაძვალების შეფერხება) და ნეონატალური ტოქსიურობის (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) გამოვლენა. იმ შემთხვევაში, როდესაც აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ხდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის და ქალას ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ახალშობილები, რომელთა დედები იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს, უნდა იმყოფებოდნენ გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ამლოდიპინი
ორსულობის პერიოდში ამლოდოპინის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ცხოველებზე ჩაატრებულ კვლევებში მაღალი დოზების გამოყენებისას, გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ორსულობის პერიოდში გამოყენება შეიძლება რეკომენდებული იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის უფრო უსაფრთხო ალტერნატივა, ხოლო დაავადება დედას და ნაყოფს დიდ რისკს უქმნის.
ლაქტაციის პერიოდი
პერინდოპრილი
ლაქტაციის პერიოდში პერინდოპრილის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის. მოცემული კატეგორიის პაციენტებისათვის პრეპარატი არ არის რეკომენდებული. ძუძუთი კვების პერიოდში უმჯობესია დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა, უსაფრთხოების დადგენილი პროფილით, განსაკუთრებით ახალშობილის ძუძუთი კვებისას, ან დღენაკლულ ბავშვებში.
ამლოდიპინი
მონაცემები ამლოდიპინის შესახებ არ არის. დადგენილია, რომ დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის არხების ბლოკატორები ექსკრეტირდება დედის რძეში. გადაწყვეტილება გაგრძელდეს/შეწყდეს ძუძუთი კვება, ან გაგრძელდეს/შეწყდეს ამლოდიპინით თერაპია, მიღებული უნდა იყოს ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიის აუცილებლობის გათვალისწინებით.

გავლენა ავტომობილის მართვისა და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კვლევა პრეპარატის გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის მართვის ან ტექნიკასთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. სატრანსპორტო საშუალებების მართვისას, ან ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობისას, აუცილებელია შესაძლო თავბრუსხვევის ან დაღლილობის განვითარების გათვალისწინება.

გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი (3 ბლისტერი 10-10 ტაბლეტით) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში, ორიგინალ შეფუთვაში სინათლის და ტენისგან დასაცავად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.  
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?