შემადგენლობა
ყურის წვეთები: 25 მლ ფლაკონი პიპეტით.
100 მლ ხსნარი შეიცავს: 1 000000 სე პოლიმიქსინ B სულფატს, 0.5 მგ ნეომიცინის სულფატს (375000სე-ის ექვივალენტი), ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 4.0 გრ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.01 გ, პროპილენგლიკოლი 44 მლ, გლიცერინი 26.5 გ, გამოხდილი წყალი 100 მლ.
ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედების კომბინირებული პრეპარატი ყურის ანთებითი დაავადებების დროს. ნეომიცინის სულფატი და პოლიმიქსინი B – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია (Pseuvdomonas aeruginosa; Staphylococcus aureus; Proteus spp; Steptococcii; Escherichia coli). ლიდოკაინი, გააჩნია რა ადგილობრივი ტკივილსაწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს ტკივილსა და ქავილს ყურის ანთებითი დაავადებების დროს.
- მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტი;
- შუა ოტიტი პერფორაციის სტადიამდე;
- სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ტიმპანოპლასტიკა, ანტროტომია, ფენესტრაცია)
- ბავშვები: 2-3 წვეთი დღეში 3-4 ჯერ.
- მოზრდილები: 4-5 წვეთი დღეში 2-4 ჯერ.
მკურნალობის კურსი არაუმეტეს 7 დღისა.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია , 1 წლამდე ასაკის ბავშვები
შეუთავსებელია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან ნეტილმიცინთან.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.