1. პრეპარატ არიფონ რეტარდის აღწერა და ჩვენება მისი გამოყენებისთვის
არიფონ რეტარდი – ეს არის პროლონგირებული მოქმედების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც აქტიური ინგრედიენტის სახით შეიცავენ ინდაპამიდს.
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) შესამცირებლად მოზრდილებში.
ინდაპამიდი – წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზულების უმეტესობა ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზულებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას.
ამავე დროს აფართოებს სისხლძარღვებს, იმისთვის, რომ სისხლს ჰქონდეს შესაძლებლობა იოლად გაიაროს მათში. ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
2. რისი ცოდნაა საჭირო არიფონ რეტარდის მიღებამდე
არიფონ რეტარდის მიღება არ შეილება:
ინდაპამიდზე ალერგიის დროს, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე ან ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე რომელიც შედის მოცემული სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6);
თირკმლის სერიოზული დაავადების დროს; ღვიძლის სერიოზული დაავადების ან მდგომარეობის დროს, სახელწოდებით ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის ქსოვილებში დეგენერაციული ცვლილებები)
კალიუმის დაბალი დონის დროს სისხლში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
არიფონ რეტარდის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
ღვიძლის მხრივ პრობლემების არსებობისას;
დიაბეტის არსებობისას;
პოდაგრის არსებობისას;
გულისცემის რითმის პრობლემის ან თირკმლის დაავადებების არსებობისას;
მხედველობის დაქვეითების ან თვალების ტკივილის არსებობისას. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძაღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომი, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს არიფონ რეტარდი 1.5მგ მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის-კვირის შემდეგ. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაკარგვა. ანამნეზში პენიცილინზე ან სულფონამიდებზე ალერგიის არსებობისას, მსგავსი სიმპტომების განვიტარების რისკი იზრდება.
კუნთების მხრივ პრობლემების არსებობისას, კუნთების ტკივილის, მტკივნეული მგრძნობელობის და კუნთების სისუსტის ან სპაზმების ჩათვლით.
პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევუის აუცილებლობის დროს.
აუცილებელია გააფრთხილოთ თქვენი მკურნალი ექიმი თუ მიდრეკილი ხართ ფოტოსენსიბილიზაციური რეაქციებისკენ.
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დაბალი დონეების გამოსავლენად.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული შეიძლება გადაგხდეთ ან თუ გაქვთ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით ეჭვები ან კითხვები, კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სპორტსმენები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, იმის შესახებ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, რომელსაც შეუძლია დადებითი რეაქციის ჩვენება დოპინგის ტესტზე.
სხვა პრეპარატები და არიფონ რეტარდი:
აცნობეთ თქვენს ექიმს და ფარმაცევტს, იმის შესახებ, რომ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით, ან შესაძლოა დაიწყოთ რაიმე სხვა პრეპარატის მიღება.
არ შეიძლება არიფონ რეტარდის ერთდროული მიღება ლითიუმთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ერთად, რადგანაც ამან შეიძლება გამოწვიოს სისხლში ლითიუმის შემცველობის რისკის გაზრდა.
აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი, თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, რადგანაც მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
პრეპარატები რომლებიც დანიშნულია გულისცემის რითმის დარღვევისას (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუთილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისის პრეპარატები, ბრეტილიუმი);
მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ისეთის როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია, და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპსიური საშუალებები, როგორიცაა ამისულპრიდი, სულპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი),
ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომელიც იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში),
ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ);
ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, (მაგალითად, სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინი საინექციო)
ვინკამინი ინექციებისთვის (გამოიყენება სიმპტომური კოგნიტური დარღვევებისას ხანდაზმულ პაციენტებში, მეხსიერების დაქვეითების ჩათვლით),
ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
პენტამიდინი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის პნევმონიის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკუნალოდ, ისეთების, როგორიცაა თივის ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ასთემიზოლი, ტერფენადინი);
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ტკივილის შესამცირებლად (მაგალითად, იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები,
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ) (ინჰიბიტორები) (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
საინექციო ამფოტერიცინ B, (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),
ორალური კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, ასთმის და რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმების ჩათვლით.
მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები,
ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მრავლობითი სკლეროზი),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ)
კალიუმის შემნახველი დიურეზულები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი):
მეტფორმინი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ),
იოდის შემცველი საკონტრასტო პრეპარატები (გამოიყენება გამოკვლევის ჩატარებისას რენტგენის სხივებით),
კალციუმის ტაბლეტები ან სხვა კალციუმის შემცველი დანამატები,
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, რომლებიც ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ, აუტოიმუნური, დაავადებების ან მწვავე ფორმის რევმატიზმის ან დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ტეტრაკოზაკტიდი (გამოიყენება კრონის დაავადების სამკურნალოდ);
მეთადონი (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ)
ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, მანამ სანამ დაიწყებთ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებას.
მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება ორსულობის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. თუ დაგეგმილია ორსულობა ან დასტურდება, აუცილებელია უფრო სწრაფი გადასვლა ალტერნატიულ მკურნალობაზე. გთხოვთ შეატყობინოთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.
პრეპარატის აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა ლაქტატში. მოცემული პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:
არტერიული წნევის დაწევის გამო, მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობა (იხილეთ განყოფილება 4). ამ გვერდითი ეფექტების განვითარება უფრო მეტად შესაძლებელია მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის გაზრდის შემდეგ. მათი განვითარებისას საჭიროა სატრანსპორტო საშუალების მართვისგან თავის შეკავება და სხვა აქტივობებისგან რომელებიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. თუმცა, სწორი კონტროლის შემთხვევაში ასეთი გვერდითი ეფექტების განვითარება ნალკებსავარაუდოა.
არიფონ რეტარდი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს:
თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.
3. როგორ მიიღება არიფონ რეტარდი
პრეპარატის მიღება საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი შესაბამისობით. შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ მათ რჩევისთვის.
რეკომენდებული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში, სასურველია დილით. პრეპარატის მიღება შეიძლება კვებისგან დამოუკიდებლად. საჭიროა მისი მთლიანად გადაყლაპვა, წყლის დაყოლებით. არ დაყოთ ტაბლეტი ნაწილებად და არ დაღეჭოთ.
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება მთელი ცხოვრება.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით არიფონ რეტარდი:
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
არიფონ რეტარდის ძალიან დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დაბალი არტერიული წნევა, სპაზმები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების გამომუშავებული შარდის მოცულობის შეცვლა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ არიფონ რეტარდის მიღება:
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის რიგითი დოზის მიღება, მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
თუ თქვენ წყვეტთ არიფონ რეტარდის მიღებას:
იქედან გამომდინარე, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა გრძელდება მთელი ცხოვრება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
თუ თქვენ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე როგორც სხვა ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც, თუმცა არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
შეწყვითეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ნებისმიერი შემდეგი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს სერიოზული:
ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, კანის საფარველების ან სახის შეშუპებით, ტუჩების და ენის შეშუპებით, ხორხის და სასუნთქი გზების ლორწოვნების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).
კანის მწვავე რეაქციები, რომლებიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, მთელი სხეულის ზედაპირის კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების გაჩენა, კანის აქერცლვა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები. (ძალიან იშვიათი) (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).
სიცოცხლისთვის სახიფათო არითმია. (სიხშირე უცნობია).
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინტენსიური ტკივილები, მუცლისდ აზურგის არეში, შეუძლოდ ყოფნის ტანხლებით. (ძალიან იშვიათი). (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 10000-დან 1 პაციენტს).
თავის ტვინის დაავადება, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით *ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). (სიხშირე უცნობია).
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). (სიხშირე უცნობია).
კუნთური სისუსტე, სპაზმები, მტკივნეული მგრძნობელობა ან ტკივილები, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს ან ტემპერატურის მომატებისას – ეს მდგომარეობები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთური ქსოვილის უჯრედების რღვევის ანომალური პროცესით. (სიხშირე უცნობია).
განვითარების სიხშირის შემცირების მიხედვით სხვა გვედითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს:
ხშირი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10-დან 1 პაციენტს):
კანის ამობურცული წითელი გამონაყარი;
ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიური ხასიათის, პაციენტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობით
კალიუმის დაბალი შემცველობა სისხლში.
არაგავრცელებული (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 100-დან 1 პაციენტს):
ღებინება;
კანზე წითელი, წერტილოვანი ლაქები (პურპურა)
სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება და არტერიული წნევის შემცირება;
იმპოტენცია (ერექციის მიღწევის და შენარჩუნების შეუძლებლობა).
იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭარბებს 1000-დან 1 პაციენტს):
დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), თავბრუსხვევა;
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (როგორიც არის გულისრევა, ყაბზობა), პირის სიმშრალე.
ქლორიდის დაბალი შემცველობა სისხლში.
მაგნიუმის დაბალი შემცველობა სისხლში.
ძალიან იშვიათი (განვითარების სიხშირე არ აჭრბებს 10000-დან 1 პაციენტს):
სისხლის უჯრედების ცვლილება, როგორიც არის თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც იწვევს ადვილად განვითარებად სილურჯეებს და ცხვირიდან სისხლდენებს), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სხეულის ტემპერატურის აუხსნელ მომატებას, ყელის ტკივილს და გრიპის მსგავს სხვა სიმპტომებს – მათი გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს) და ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება);
სისხლში კალციუმის მაღალი დონე;
გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა;
თირკმელების დაავადება;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
სიხშირე უცნობია (თუ სიხშირის დადგენა შეუძლებელია მოცემული მონაცემებით):
გულის წასვლა;
თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), შესაძლებელია გაუარესება;
არის ცნობები ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ (კანის გარეგნული სახის ცვლილება) მზის ან ხელოვნური უტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ;
ახლომხედველობა (მიოპია);
არამკაფიო მხედველობა;
მხედველობის დარღვევა;
მხედველობის სიმახვილის შემცირება, ან თვალების ტკივილი მარალი წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის შესაძლო ნიშნები (ქორიოიდული გამომაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა).
შესაძლებელია ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), ამიტომ თქვენი მდგომარეობის შესამოწმებლად თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ჩატარება. შეიძლება განვითარდეს ლაბორატორიული მონაცემების შემდეგი ცვლილებები:
- შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს პოდაგრა (სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხების),
- დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა,
- ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება,
ანომალიები ეკგ-ზე.
შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე
თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი ეფქტი, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩნართში.
არასასურველი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.
5. როგორ ინახება არიფონ რეტარდი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.
არ გამოიყენოთ მუყაოს კოლოფზე და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას, იგულისხმება მითითებული თვის უკანასკნელი რიცხვი.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ ჩააგდოთ წამლები კანალიზაციაში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გათავისუფლდეთ იმ წამლებისგან რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა მონაცემები
რას შეიცავს არიფონ რეტარდი:
აქტიური კომპონენტია ინდაპამიდი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ინდაპამიდს.
სხვა კომპონენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლიდური უწყლო დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი;
აპკიანი გარსი: გლიცერინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.
როგორ გამოიყურება არიფონ რეტარდი და შეფუთვის შიგთავსი:
მოცემული სამკურნალო საშუალება გამოდის აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, თეთრი, პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტების სახით. კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი კონტურულ-უჯრედულ (პვქ/ალუმინი) შეფუთვაში:
2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა, თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული, პროლონგირებული მოქმედების 15 ტაბლეტი, ასევე ფურცელი-ჩანართი, პაციენტის ინფორმაციით, მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
სამედიცინო პრეპარატი, გაიცემა ექიმის დანიშნულებით მიღებისთვის.