toto toto situs toto toto situs togel toto slot slot slot slot toto
არისტა / ARISTA | მედიკამენტები | vidal.ge
Nuk
არისტა / ARISTA


საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ტადალაფილი, Tadalafil

 

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ტადალაფილი 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

არისტა 5 მგ და 10 მგ: ოპადრი® II ყვითელი 31F38002 (ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი).

არისტა 20 მგ: ოპადრი® II ყვითელი 31К32498 (ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი შავი).

 

სამკურნალო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: წვეთის ფორმის, ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

 

გამოყენების ჩვენებები

ერექციული დისფუნქციის (ედ) მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში (პრეპარატი ეფექტურია მხოლოდ სექსუალური სტიმულაციის პირობებში);

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (წჯკჰ) სიმპტომების მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში (მხოლოდ არისტა 5 მგ).

პრეპარატი არ არის განკუთვნილი ქალებში გამოსაყენებლად.

 

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

მოზრდილი მამაკაცები ედ-ით

რეკომენდებული დოზა არის ტადალაფილის 10 მგ მოსალოდნელ სექსუალურ აქტივობამდე.

პაციენტებში, რომლებშიც ტადალაფილის 10 მგ დოზა არ უზრუნველყოფს საკმარის ეფექტს, შესაძლებელია სამკურნალო საშუალების 20 მგ-ის გამოყენება. პრეპარატი მიიღება მოსალოდნელ სექსუალურ აქტივობამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე.

პრეპარატის მიღების მაქსიმალური სიხშირე - დღეში ერთხელ.

ტადალაფილი 10 მგ და 20 მგ დოზით მიიღება მოსალოდნელ სექსუალურ აქტივობამდე; სამკურნალო საშუალების ყოველდღიური უწყვეტი მიღება ზემოთ მითითებულ დოზებში არ არის რეკომენდებული.

პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ სამკურნალო საშუალების ხშირ გამოყენებას (კვირაში არანაკლებ ორჯერ), შესაძლებელია მისაღები იყოს ტადალაფილის დაბალი დოზების ყოველდღიური მიღების რეჟიმი, პაციენტის არჩევანის და ექიმის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ასეთ პაციენტებში რეკომენდებული დოზა შეადგენს ტადალაფილის 5 მგ დღეში ერთხელ დაახლოებით ერთი და იგივე დროს. სამკურნალო საშუალების ამტანობის შესაბამისად, დოზა შესაძლებელია შემცირდეს 2,5 მგ-მდე (სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს შესაბამისი დოზირებით, რომელიც იძლევა დოზირების მითითებული რეჟიმის დაცვის საშუალებას).

საჭიროა პრეპარატის ყოველდღიური მიღების მიზანშეწონილობის პერიოდული განმეორებითი შეფასება.

მოზრდილი მამაკაცები წჯკჰ (მხოლოდ არისტა 5 მგ)

რეკომენდებული დოზა შეადგენს ტადალაფილის 5 მგ ყოველდღიურად დღეღამის დაახლოებით ერთი და იგივე დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. მოზრდილ მამაკაცებში, რომლებიც ტადალაფილით თერაპიას იღებენ ერთდროულად წჯკჰ და ედ-ის გამო, რეკომენდებული დოზა ასევე შეადგენს 5 მგ ყოველდღიურად დღე-ღამის ერთი და იგივე დროს.

თუ პაციენტს ცუდად გადააქვს წჯკჰ მკურნალობა ტადალაფილის 5 მგ დოზით, საჭიროა ალტერნატიული თერაპიის საკითხის განხილვა, რადგან წჯკჰ მკურნალობის ეფექტურობის მონაცემები ტადალაფილის 2,5 მგ დოზით არ არის.

 

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის მამაკაცები

სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ არის საჭირო.

მამაკაცები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევით, სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია არ არის საჭირო. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს ტადალაფილის 10 მგ.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით, არ არის რეკომენდებული  ტადალაფილის 2,5 მგ ან 5 მგ დოზის ყოველდღიური მიღება როგორც წჯკჰ, ასევე ედ თერაპიის დროს.

მამაკაცები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში ედ-ით, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, რეკომენდებული დოზა შეადგენს ტადალაფილის 10 მგ მოსალოდნელ სექსუალურ აქტივობამდე, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტადალაფილის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური მონაცემები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (ჩაილდ-პიუს С კლასი) შეზღუდულია. ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენებისას უნდა ჩატარდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის მკაცრი ინდივიდუალური შეფასება. ტადალაფილის გამოყენების მონაცემები 10 მგ მეტი დოზით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ არის.

ტადალაფილის ყოველდღიური მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება ედ და წჯკჰ თერაპიისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არ არის შეფასებული, ამიტომ, ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების ყოველდღიური გამოყენებისას უნდა ჩატარდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის მკაცრი ინდივიდუალური შეფასება.

მამაკაცები შაქრიანი დიაბეტით

სამკურნალო საშუალების დოზის კორექცია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით არ არის საჭირო.

ბავშვები

პრეპარატი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება შიგნით საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ნებისმიერი სამკურნალო ფორმის ორგანული ნიტრატების ერთდროული გამოყენება - კლინიკურ კვლევებში დადგენილი იყო, რომ ტადალაფილი აძლიერებს ორგანული ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სამკურნალო საშუალებების კომბინირებულ მოქმედებასთან სიგნალის უჯრედშიდა გადაცემის პროცესზე აზოტის ოქსიდაზას/ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) მონაწილეობით;

მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის შედეგად (აწიონ), ფოსფოდიესთერაზას ტიპი 5-ის (ფდე5) ინჰიბიტორების წინა მიღებასთან კავშირის მიუხედავად;

გუანილატციკლაზას სტიმულატორების ერთდროული მიღება, მაგალითად, რიოციგუატი, სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების პოტენციური რისკის გამო.

პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ვისთვისაც სექსუალური აქტივობა არ არის რეკომენდებული. პაციენტებში უკვე არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, სექსუალური აქტივობის დროს საჭიროა კარდიოლოგიური რისკის ხარისხის გათვალისწინება.

პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებით (გამოყენების უსაფრთხოების ინფორმაციის არარსებობის გამო):

მიოკარდიუმის ინფარქტი, გადატანილი ბოლო 90 დღის განმავლობაში;

არასტაბილური სტენოკარდია ან სტენოკარდია, რომელიც ვითარდება სქესობრივი აქტის დროს;

გულის უკმარისობა II კლასი ან მეტი (ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის კლასიფიკაციით (NYHA)) ბოლო 6 თვის განმავლობაში;

არაკონტროლირებადი არითმია;

არტერიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევა (აწ) 90/50 ვ.წყ.სვ ნაკლები) ან არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;

ინსულტი, გადატანილი ბოლო 6 თვის განმავლობაში.

 

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ტადალაფილით მკურნალობის დაწყებამდე

ტადალაფილით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ანამნეზის შეგროვება და პაციენტის ფიზიკალური კვლევა ედ ან წჯკჰ დიაგნოსტირების მიზნით და დაავადების განვითარების შესაძლო მიზეზების დასადგენად.

ედ თერაპიის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შეფასება, რადგან არსებობს კარდიოლოგიური რისკის გარკვეული ხარისხი სექსუალური აქტივობის დროს. ტადალაფილი ფლობს სისხლძარღვთა გამაფართოებელ მოქმედებას, მისი გამოყენებისას აღინიშნება აწ-ის უმნიშვნელო ტრანზიტორული დაწევა და ძლიერდება ორგანული ნიტრატების ჰიპოტენზიური მოქმედება.

ედ დროს, შესაბამისი სამედიცინო კვლევის შემდეგ, საჭიროა დაავადების განვითარების შესაძლო მიზეზის დადგენა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. უცნობია, არის თუ არა ტადალაფილით თერაპია ეფექტური პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ოპერაციული ჩარევა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ან რადიკალური პროსტატექტომია ნერვების შენარჩუნების გარეშე.

ტადალაფილით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებში წჯკჰ-ით (მხოლოდ არისტა 5 მგ), წინამდებარე ჯირკვლის კარცინომის გამორიცხვის მიზნით, საჭიროა შესაბამისი კვლევის ჩატარება, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გულმოდგინე შეფასება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მძიმე არასასურველი რეაქციები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის უეცარი სიკვდილის, არასტაბილური სტენოკარდიის, პარკუჭოვანი არითმიის, ინსულტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის, მკერდში ტკივილის, პალპიტაციის და ტაქიკარდიის ჩათვლით, აღინიშნებოდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში და/ან კლინიკურ კვლევებში. პაციენტების უმრავლესობას, რომლებსაც აღენიშნებოდათ ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები, უკვე ჰქონდათ რისკ-ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ზემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციებს და რისკ-ფაქტორებს, ტადალაფილის გამოყენებას, სექსუალურ აქტივობას ან ამ ან სხვა ფაქტორების ერთობლიობას შორის პირდაპირი ურთიერთკავშირის ზუსტი დადგენა.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თერაპიას ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით, ტადალაფილმა შესაძლებელია გამოიწვიოს აწ-ის დაწევა. ასეთ პაციენტებში, სამკურნალო საშუალების ყოველდღიური მიღების დაწყებამდე (მხოლოდ არისტა 5 მგ) საჭიროა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის კორექციის საკითხის განხილვა.

ზოგიერთ პაციენტში, α1-ადრენობლოკატორებით თერაპიის დროს, ტადალაფილის გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზია. ტადალაფილის გამოყენება დოქსაზოზინთან კომბინაციაში არ არის რეკომენდებული.

მხედველობა

არის შეტყობინებები ვიზუალური ველის დეფექტების განვითარების შესახებ, მათ შორის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათიის (ცსქრ) და არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის შემთხვევების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია ტადალაფილის და ფდე5 სხვა ინჰიბიტორების გამოყენებასთან. ცსქრ-ის შემთხვევების უმეტესობა სპონტანურად გაქრა ტადალაფილის მიღების შეწყვეტის შემდეგ. რაც შეეხება არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიას ობსერვაციული მონაცემების ანალიზები მოწმობენ, რომ ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებში წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის განვითარების რისკი იზრდება ტადალაფილის ან ფდე5 სხვა ინჰიბიტორების გამოყენების შემდეგ. ვინაიდან ეს შეიძლება ეხებოდეს ყველა პაციენტს, რომელებიც იღებენ ტადალაფილს, პაციენტები ინფორმირებულნი უნდა უყვნენ, რომ თუ მხედველობის ველის დეფექტები, მხედველობის სიმახვილის ცვლილება და/ან მხედველობის დარღვევა მოულოდნელად განვითარდა, მათ უნდა შეწყვიტონ პრეპარატ არისტას გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

სმენის დაქვეითება ან სმენის უეცარი დაკარგვა

ტადალაფილის გამოყენებისას აღწერილია სმენის უეცარი დაკარგვის შემთხვევები; ამასთან, ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა სხვა რისკ ფაქტორები (როგორიც არის ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სმენის დაკარგვა ანამნეზში). საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ სმენის უეცრად დაქვეითების ან სმენის დაკარგვის შემთხვევაში, მათ უნდა შეწყვიტონ სამკურნალო საშუალების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

პრეპარატის გამოყენება ყოველდღიურ რეჟიმში პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით არ არის რეკომენდებული სისხლის შრატში ტადალაფილის კონცენტრაციის მომატების გამო („კონცენტრაცია-დროის“ (AUC) მრუდის შეფასება), ასევე პაციენტების მოცემულ კატეგორიაში და დიალიზის არაეფექტურობის გამო სამკურნალო საშუალების მსგავსი გამოყენების შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო.

პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური მონაცემები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (ჩაილდ-პიუს С კლასი) შეზღუდულია. ტადალაფილის ყოველდღიური გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ედ და წჯკჰ თერაპიის დროს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ არის შეფასებული. ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალების გამოყენებისას საჭიროა სარგებელი/რისკის მკაცრი ინდივიდუალური შეფასება.

პრიაპიზმი და სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაცია

საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ ხანგრძლივი ერექციის განვითარებისას (4 საათი და მეტი), მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას. პრიაპიზმის არადროული თერაპიისას შესაძლებელია მოხდეს სასქესო ასოს ქსოვილის დაზიანება და პოტენციის შეუქცევადი დაკარგვა.

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ტადალაფილის გამოყენებისას პაციენტებში სასქესო ასოს ანატომიური დეფორმაციით (მაგალითად, გამრუდება, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში პრიაპიზმისადმი წინასწარგანწყობით (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკოზი).

CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება

ტადალაფილის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორებით თერაპიას (რიტონავირი, საკვინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი), საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან ტადალაფილის კონცენტრაცია სისხლის შრატში ამ დროს იზრდება (AUC შეფასება).

ტადალაფილი და ედ სხვა სამკურნალო საშუალებები

ტადალაფილის ფდე-5 სხვა ინჰიბიტორებთან ან ედ სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა საშუალებებთან კომბინირებული გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა. საჭიროა პაციენტების ინფორმირება, რომ ასეთი კომბინაციების გამოყენება არ უნდა მოხდეს.

დამხმარე ნივთიერებები

არისტა შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდებიან  გალაქტოზის აუტანლობით, ლაქტაზური უკმარისობით ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ სამკურნალო საშუალება.

არისტა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) 1 ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს“.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ტადალაფილის 10 მგ და/ან 20 მგ დოზების ურთიერთქმედების კვლევების შედეგები მოყვანილია ქვემოთ. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების განვითარების შესაძლებლობა, რომელიც აღინიშნებოდა  სამკურნალო საშუალების მხოლოდ 10 მგ დოზით გამოყენების კვლევებში, არ უნდა გამოირიცხოს სამკურნალო საშუალების დიდ დოზებში გამოყენების შემთხვევაში.

ტადალაფილზე სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება

ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების ინჰიბიტორები

ტადალაფილის მეტაბოლიზმის პროცესში უპირატესად მონაწილეობს CYP3A4. CYP3A4 სელექციური ინჰიბიტორის კეტოკონაზოლის (დღეში 200 მგ დოზით) ტადალაფილთან (დოზა 10 მგ) ერთდროული გამოყენებისას, ამ უკანასკნელის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) იზრდებოდა 15%-ით, ხოლო AUC მნიშვნელობა იზრდებოდა 2-ჯერ ტადალაფილის მონოთერაპიის დროს არსებულ ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. კეტოკონაზოლის 400 მგ სადღეღამისო დოზით კომბინირებული გამოყენებისას, ტადალაფილის კონცენტრაცია (დოზა 20 მგ) სისხლის შრატში იზრდებოდა 4-ჯერ (AUC შეფასება), ხოლო Cmax მნიშვნელობა იზრდებოდა 22%-ით. CYP3A4, CYP2C9, CYP2C19 და CYP2D6 ინჰიბიტორთან რიტონავირთან (პროტეაზას ინჰიბიტორი; დოზა 200 მგ დღეში 2-ჯერ) ერთდროული გამოყენებისას, ტადალაფილის კონცენტრაცია (დოზა 20 მგ) სისხლის შრატში იზრდებოდა 2-ჯერ (AUC შეფასება), ხოლო Cmax მნიშვნელობა ამ დროს არ იცვლებოდა.

ტადალაფილის სპეციფიკური ურთიერთზემოქმედების კვლევები პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან (მაგალითად, საკვინავირი) და  CYP3A4 სხვა ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი და გრეიფრუტის წვენი) არ ჩატარებულა. ასეთი კომბინაციები გამოიყენებიან სიფრთხილის ზომების დაცვით, რადგან ამ დროს შესაძლებელია გაიზარდოს ტადალაფილის კონცენტრაცია სისხლის შრატში, და შედეგად შესაძლებელია გაიზარდოს ,,არასასურველი რეაქციები“-ს ნაწილში მითითებული არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე.

ცილა-გადამტანები

ცილა-გადამტანების მნიშვნელობა (მაგალითად, Р-გლიკოპროტეინი) ორგანიზმში  ტადალაფილის გადანაწილების პროცესში უცნობია. არსებობს ცილა-გადამტანების ინჰიბირებით განპირობებული სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედების რისკი.

ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტების ინდუქტორები

რიფამპიცინთან, CYP3A4 ინდუქტორთან, ერთდროული გამოყენებისას, ტადალაფილის (დოზა 10 მგ) AUC მნიშვნელობა მცირდებოდა 88%-ით ტადალაფილით მონოთერაპიის მონაცემთან შედარებით. შესაძლებელია მცირდებოდეს ტადალაფილის ეფექტურობაც; ეფექტურობის შემცირების ხარისხი უცნობია. CYP3A4 სხვა ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას (მაგალითად, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი) ტადალაფილის კონცენტრაცია სისხლის შრატში ასევე შესაძლებელია შემცირდეს.

ტადალაფილის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ორგანული ნიტრატები

კლინიკურ კვლევებში დადგინდა, რომ ტადალაფილი 5 მგ, 10 მგ და 20 მგ დოზებში აძლიერებს ორგანული ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ტადალაფილის ნებისმიერი სამკურნალო ფორმის ორგანულ ნიტრატებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, რომელშიც 150 პაციენტი იღებდა ტადალაფილს 20 მგ სადღეღამისო დოზით 7 დღის განმავლობაში და ნიტროგლიცერინს სუბლინგვალურად 0,4 მგ დოზით სხვადასხვა დროს, ურთიერთზემოქმედება გრძელდებოდა 24 საათზე მეტი პერიოდი და არ განისაზღვრებოდა ტადალაფილის ბოლო მიღებიდან 48 საათის შემდეგ. შესაბამისად, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტადალაფილით თერაპიას ნებისმიერი დოზით (2,5-დან 20 მგ-მდე) და რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებისას ესაჭიროებათ ორგანული ნიტრატების გამოყენება, უნდა მიიღონ მხედველობაში, რომ ორგანული ნიტრატების გამოყენებამდე, ტადალაფილის ბოლო დოზის მიღებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირედ 48 საათი; ასეთ მდგომარეობაში ნიტრატების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობით, ჰემოდინამიკის შესაბამისი მონიტორინგით.

ჰიპოტენზიური საშუალებები (კალციუმის არხების ბლოკატორების ჩათვლით)

დოქსაზოზინის (დოზა 4 მგ და 8 მგ დღეში) და ტადალაფილის (სადღეღამისო დოზა 5 მგ და 20 მგ ერთჯერადი დოზის სახით) ერთდროული გამოყენებისას, α-ადრენობლოკატორის ჰიპოტენზიური მოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება; ეფექტი გრძელდება არანაკლებ 12 საათი და შესაძლებელია თან ახლდეს კლინიკური სიმპტომების განვითარება, გულის წასვლის ჩათვლით. ამ მიზეზის გამო, არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალებების ზემოთ მითითებული კომბინაციის გამოყენება.

ურთიერთზემოქმედების კვლევებში ჯანმრთელი მოხალისეების შეზღუდული რაოდენობის მონაწილეობით, ტადალაფილის ალფუზოზინთან ან ტამსულოზინთან კომბინირებული გამოყენებისას, მსგავსი გვერდითი ეფექტების განვითარება არ არის აღწერილი. თუმცა, ტადალაფილის გამოყენებისას პაციენტებში (განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის), რომლებიც იტარებენ თერაპიას ნებისმიერი α-ადრენობლოკატორით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა; მკურნალობა უნდა დაიწყოს ტადალაფილის მინიმალური დოზით, მისი შემდგომი კორექციით.

კლინიკურ კვლევებში ასევე ფასდებოდა ტადალაფილის პოტენციალი ისეთი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებაზე, როგორებიც არიან კალციუმის არხების ბლოკატორები (ამლოდიპინი), ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ენალაპრილი), β-ადრენობლოკატორები (მეტოპროლოლი), თიაზიდური დიურეტიკები (ბენდროფლუაზიდი) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (სხვადასხვა ტიპი და დოზა, მონო- ან კომბინირებული თერაპია თიაზიდურ დიურეტიკებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, β-ადრენობლოკატორებთან და/ან α-ადრენობლოკატორებთან). ტადალაფილის (დოზა 10 მგ; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან და ამლოდიპინთან ურთიერთზემოქმედების კვლევის გარდა, რომელშიც გამოიყენებოდა 20 მგ დოზა) კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთზემოქმედება ზემოთ მითითებული კლასის სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღმოჩენილი. სხვა კლინიკურ კვლევებში ტადალაფილის (დოზა 20 მგ) ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან (ერთდროულად 4 კლასამდე) კომბინირებული გამოყენებისას დადგენილი იყო, რომ პაციენტებში ამბულატორიულ პირობებში, რამდენიმე ანტიჰიპერტენზიული საშუალებით თერაპიის ფონზე ტადალაფილის გამოყენებისას, აწ იცვლებოდა მისი კონტროლის ხარისხის შესაბამისად. პაციენტებში, აწ შესაბამისი კონტროლით, აღინიშნებოდა აწ მინიმალური დაწევა, ჯანმრთელ მოხალისეებში დაფიქსირებული დაწევის ანალოგიურად. პაციენტებში, რომლებშიც აწ-ის კონტროლი არ ხდებოდა, აწ-ის შემცირება იყო უფრო გამოხატული, თუმცა, უმრავლესობაში არტერიულ ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული სიმპტომები არ ვლინდებოდა. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით თერაპიას, ტადალაფილის 20 მგ დოზით მიღების ფონზე აწ შესაძლებელია შემცირდეს; ამასთან, აწ ცვლილება, როგორც წესი, არის სუსტად გამოხატული და ნაკლებად შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი (α-ადრენობლოკატორებით თერაპიის შემთხვევების გარდა - იხ. ზემოთ). კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად (ფაზა 3), სხვაობა არასასურველი რეაქციების პროფილში პაციენტებში, რომლებიც ტადალაფილს იღებდნენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში ან მათ გარეშე, არ არის აღმოჩენილი. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, უნდა მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები ტადალაფილის მიღების ფონზე აწ-ის შესაძლო დაწევასთან დაკავშირებით.

რიოციგუატი

დოკლინიკურ და კლინიკურ კვლევებში დადგენილია, რომ რიოციგუატი აძლიერებს ფდე-5 ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას. არ არის მიღებული მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ასეთი კომბინაციის უფრო მაღალ კლინიკურ ეფექტურობაზე. რიოციგუატის ფდე-5 ინჰიბიტორებთან, მათ შორის ტადალაფილთან, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

5-α-რედუქტაზას ინჰიბიტორები

კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ფასდებოდა ტადალაფილის (დოზა 5 მგ) და ფინასტერიდის (დოზა 5 მგ), ასევე ფინასტერიდის (დოზა 5 მგ) და პლაცებოს ერთდროული გამოყენება წჯკჰ სიმპტომების შესამსუბუქებლად, ახალი არასასურველი რეაქციები არ გამოვლენილა. თუმცა, ვინაიდან სამკურნალო საშუალებების ურთიერთზემოქმედების ფორმალური კვლევები ტადალაფილის და 5-α-რედუქტაზას ინჰიბიტორების ეფექტების შეფასებით არ ჩატარებულა, მსგავსი კომბინაციების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

CYP1A2 სუბსტრატები (მაგალითად, თეოფილინი)

კლინიკურ კვლევებში ტადალაფილის 10 მგ დოზის თეოფილინთან (ფოსფოდიესთერაზას არასელექციური ინჰიბიტორი) კომბინირებული გამოყენებისას, სამკურნალო საშუალებებს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთზემოქმედება არ გამოვლენილა; ამასთან გამოვლენილია ფარმაკოდინამიკური ურთიერთზემოქმედება, რომლის შედეგად უმნიშვნელოდ (წუთში 3,5 დარტყმით) იზრდებოდა გულის შეკუმშვის სიხშირე. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ეფექტი იყო სუსტად გამოხატული და არ ჰქონდა კლინიკური მნიშვნელობა, მსგავსი კომბინაციის გამოყენებისას გასათვალისწინებელია მისი განვითარების შესაძლებლობა.

ეთინილესტრადიოლი და ტერბუტალინი

დადგენილია, რომ ტადალაფილის გამოყენებისას ეთინილესტრადიოლის ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას იზრდება, ასევე, მოსალოდნელია ტერბუტალინის ბიოშეღწევადობის ანალოგიური მატება შიგნით მიღებისას; ამ ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ალკოჰოლი

ტადალაფილის 10 მგ ან 20 მგ დოზით გამოყენებისას, ალკოჰოლის კონცენტრაცია სისხლის შრატში (Cmax საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 0,08%) არ იცვლებოდა. ასევე, ალკოჰოლის მიღებიდან 3 საათის განმავლობაში არ აღინიშნებოდა ტადალაფილის კონცენტრაციის ცვლილება სისხლის შრატში. ალკოჰოლის მიღების პროცედურა ხორციელდებოდა ისე, რომ მიღწეული ყოფილიყო შეწოვის მაქსიმალური სიჩქარე (დილით უზმოზე, ალკოჰოლის გამოყენებიდან 2 საათის განმავლობაში საკვების მიღების გარეშე). ტადალაფილი 20 მგ დოზით არ აძლიერებდა ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას (0,7 გ/კგ ან დაახლოებით 180 მლ 40% ალკოჰოლი (არაყი) მამაკაცებისთვის 80 კგ სხეულის წონით), თუმცა, ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა პოსტურალური თავბრუსხვევა და ორთოსტატიკური ჰიპოტენზია. ტადალაფილის ალკოჰოლის უფრო დაბალ დოზებთან (0,6 გ/კგ) მიღებისას, აწ-ის დაწევა არ არის აღწერილი, ხოლო თავბრუსხვევა დარეგისტრირებული იყო იმ რაოდენობით, რომელიც იყო ალკოჰოლის ცალკე მიღების დროს განვითარებული სიხშირის მსგავსი. ტადალაფილი 10 მგ დოზით არ აძლიერებდა ალკოჰოლის მოქმედებას კოგნიტურ ფუნქციაზე.

სამკურნალო საშუალებები, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობენ P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტები

არ არის მოსალოდნელი, რომ ტადალაფილი გამოავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას სამკურნალო საშუალებების კლირენსზე, რომელთა მეტაბოლიზმში მონაწილეობენ P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტები. დადგენილია, რომ ტადალაფილი არ აინჰიბირებს და არ ზრდის P450 ციტოქრომის სისტემის იზოფერმენტების აქტივობას, CYP3A4, CYP1A2, CYP2D6, CYP2E1, CYP2C9 და CYP2C19 ჩათვლით.

CYP2C9 სუბსტრატები (მაგალითად, R-ვარფარინი)

ტადალაფილი 10 მგ და 20 მგ დოზებში არ ავლენდა კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას S-ვარფარინის ან R-ვარფარინის CYP2C9 სუბსტრატის კონცენტრაციაზე სისხლის შრატში  (შეფასება AUC), ასევე არ მოქმედებდა ვარფარინის გამოყენებასთან დაკავშირებულ პროთრომბინული დროის მნიშვნელობის ცვლილებაზე.

აცეტილსალიცილის მჟავა

ტადალაფილი 10 მგ და 20 მგ დოზებში არ მოქმედებდა აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებასთან დაკავშირებულ სისხლდენის დროის გაზრდაზე.

დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები

დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ურთიერთზემოქმედების სპეციფიური კვლევები არ ჩატარებულა.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ გამოიყენება ქალებში.

ფერტილობა

კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ნაკლებად შესაძლებელია, რომ სამკურნალო საშუალებამ უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ფერტილობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მამაკაცში მისი გამოყენებისას აღინიშნებოდა სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება სათესლე სითხეში.

 

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი ახდენს უმნიშვნელო ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ კვლევებში ტადალაფილის გამოყენებისას თავბრუსხვევის განვითარების სიხშირე იყო პლაცებოს გამოყენების დროს განვითარებული სიხშირის ტოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას სიფრთხილის ზომები.

 

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების მოკლე პროფილი

წჯკჰ და ედ მქონე პაციენტების ტადალაფილით თერაპიისას, ყველაზე ხშირად ვითარდებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები თავის ტკივილი, დეპრესია, ტკივილი ზურგში და მიალგია; მათი განვითარების სიხშირე იზრდებოდა სამკურნალო საშუალების დოზის მომატებისას. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, იყო უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატული და ატარებდნენ ტრანზიტორულ ხასიათს. უმრავლეს შემთხვევაში, ტადალაფილის ყოველდღიურ მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი, რეგისტრირდებოდა მკურნალობის დაწყებიდან პირველი 10-30 დღის განმავლობაში.

არასასურველი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირებული იყო პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში (8022 პაციენტი, იღებდნენ ტადალაფილს და 4422 პაციენტი, იღებდნენ პლაცებოს) და ნებაყოფლობით შეტყობინებებში ედ დროს სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ან ედ და წჯკჰ დროს სამკურნალო საშუალების ყოველდღიური გამოყენებისას, ჩამოთვლილია ქვემოთ, სისტემური-ორგანოების კლასების შესაბამისად MedDRA-ით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგი გზით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი  (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი  (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).

იმუნური სისტემის მხრივ: არახშირი - ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება*.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი; არახშირი - თავბრუსხვევა; იშვიათი - ინსულტი# (ჰემორაგიული გართულებების ჩათვლით), უგონო მდგომარეობა, ტრანზიტორული იშემიური შეტევები#, შაკიკი*, კრუნჩხვები*, ტრანზიტორული ამნეზია.

მხედველობის ორგანოების მხრივ: არახშირი - მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, შეგრძნება, რომლის აღწერა ხდებოდა როგორც ტკივილი თვალებში; იშვიათი - მხედველობის არის დეფექტი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის ჰიპერემია, არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია*, ბადურას სისხლძარღვების ოკლუზია*, სიხშირე უცნობია - ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია.

სმენის ორგანოების მხრიდან და ლაბირინთის დარღვევები: არახშირი - ხმაური ყურებში; იშვიათი - სმენის უეცარი დაკარგვა.

გულის მხრივ: არახშირი - ტაქიკარდია, პალპიტაცია; იშვიათი - მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია*, პარკუჭოვანი არითმია*.

სისხლძარღვების მხრივ: ხშირი - წამოხურება; არახშირი - არტერიული ჰიპოტენზია^, არტერიული ჰიპერტენზია.

სუნთქვის სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირი - ცხვირის დაგუბება; არახშირი - ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - დისპეფსია; არახშირი - ტკივილი მუცელში, ღებინება, გულისრევა, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ხშირი - გამონაყარი; იშვიათი - ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, ექსფოლიაციური დერმატიტი*, ჰიპერჰიდროზი (მომატებული ოფლიანობა).

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ხშირი - ტკივილი ზურგში, მიალგია, ტკივილი კიდურებში.

თირკმლის და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: არახშირი - ჰემატურია.

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ: არახშირი - ხანგრძლივი ერექცია; იშვიათი - პრიაპიზმი, სისხლდენა სასქესო ასოდან, ჰემატოსპერმია.

საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი - ტკივილი მკერდის არეში#, პერიფერიული შეშუპება, დაღლა; იშვიათი - სახის შეშუპება*, უეცრად განვითარებული გულის სიკვდილი*#.

არასასურველი რეაქციები, რომელიც ვითარდებოდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში, მაგრამ არ იყო დარეგისტრირებული პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში.

პაციენტების უმრავლესობას ჰქონდათ რისკ-ფაქტორები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

არასასურველი რეაქციები, ყველაზე ხშირად ვითარდებოდა ტადალაფილის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს.

ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერილობა

ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), პირველ რიგში სინუსური ბრადიკარდია, პაციენტებში, რომლებიც ტადალაფილით თერაპიას იღებდნენ ყოველდღიურად აღინიშნებოდა უფრო მაღალი სიხშირით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ეკგ-ზე ცვლილებების უმრავლესობა არ იყო დაკავშირებული არასასურველი რეაქციების განვითარებასთან.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ედ ან წჯკჰ თერაპიის სახით 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ტადალაფილის გამოყენების კლინიკური კვლევების მონაცემები შეზღუდულია. კლინიკურ კვლევებში ტადალაფილის გამოყენებისას ედ-ის სამკურნალოდ, დიარეა უფრო ხშირად აღინიშნებოდა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში ტადალაფილის 5 მგ დოზით დღეში ერთჯერ ყოველდღიური გამოყენებისას წჯკჰ სამკურნალოდ, თავბრუსხვევა და დიარეა უფრო ხშირად დარეგისტრირებული იყო 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.

 

შეტყობინებები შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ

მნიშვნელოვანია ინფორმირება საეჭვო არასასურველ რეაქციებზე სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციების განვითარებისას ან ახალი არასასურველი რეაქციების განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ თავში, გთხოვთ გააგზავნოთ შეტყობინება ფარმაკოზედამხედველობის ნაციონალური სისტემის შესაბამისად.

 

ჭარბი დოზირება

ტადალაფილის 500 მგ-მდე დოზის ერთჯერადი გამოყენებისას ჯანმრთელ მოხალისეებში და დღეში 100 მგ-მდე დოზით მრავალჯერადი გამოყენებისას პაციენტებში, არასასურველი რეაქციები იყო სამკურნალო საშუალების უფრო დაბალ დოზებში გამოყენების დროს მიღებული მონაცემების მსგავსი.

ჭარბი დოზის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სტანდარტული სიმპტომური მკურნალობა. ტადალაფილი უმნიშვნელო ხარისხით გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიაში გამოსაყენებული საშუალებები. ერექციული დისფუნქციის დროს გამოსაყენებული  საშუალებები. ათქ კოდი  G04BE08

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ტადალაფილი არის მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზას შექცევადი სელექციური ინჰიბიტორი (ფდე-5), რომელიც მონაწილეობს ფოსფოდიეთერის კავშირის ჰიდროლიზის პროცესში ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) მოლეკულაში. სექსუალური სტიმულაციის ფონზე, აზოტის ოქსიდის ადგილობრივი გამოთავისუფლებისას, ტადალაფილით ფდე-5 ინჰიბირება იწვევს ცგმფ-ის დონის მომატებას სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში, შედეგად ხდება გლუვი კუნთების მოდუნება, იზრდება სასქესო ასოს ქსოვილებში სისხლის მიდინება, რაც იწვევს ერექციას. ერექციული დისფუნქციის (ედ) თერაპიისას სექსუალური სტიმულირების არარსებობის პირობებში ტადალაფილი არაეფექტურია.

ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია ფდე-5 ინჰიბირებასთან სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში ცგმფ-ის კონცენტრაციის გაზრდისას, ასევე აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის და ამ ორგანოების სისხლძარღვების გლუვ კუნთებში. სისხლძარღვების მოდუნების შედეგად იზრდება სისხლის მიმოქცევა ქსოვილებში; ეს მექანიზმი ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების გამოხატულების შემცირებასთან (წჯკჰ). ტადალაფილის მიღებისას, ზემოთ ხსენებულ სისხლძარღვოვან ეფექტებს შესაძლებელია დაემატოს შარდის ბუშტის აფერენტული ნერვის აქტივობის შემცირება და წინამდებარე ჯირკვლის და შარდის ბუშტის გლუვი კუნთების მოდუნება.

In vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ ტადალაფილი წარმოადგენს ფდე-5 სელექტიურ ინჰიბიტორს. ფდე-5 აღმოჩენილია მღვიმოვანი სხეულის გლუვ კუნთებში, შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, ჩონჩხის კუნთებში, თრომბოციტებში, თირკმელში, ფილტვში, ნათხემში. ტადალაფილის მაინჰიბირებელი მოქმედება ფდე-5-ის მიმართ უფრო გამოხატულია ვიდრე სხვა ფოსფოდიესთერაზების მიმართ - 10000-ჯერ მეტად ვიდრე ფდე-1, ფდე-2, ფდე-4 მიმართ (აღმოჩენილია გულში, თავის ტვინში, სისხლძარღვებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებში), 10000-ჯერ მეტად ვიდრე ფდე-3 მიმართ (აღმოჩენილია გულში და  სისხლძარღვებში), 10000-ჯერ მეტად ვიდრე ფდე-7-ფდე-10 და დაახლოებით 700-ჯერ ვიდრე ფდე-6 (აღმოჩენილია ბადურაში და მონაწილეობს ფოტოტრანსდუქციის პროცესში). ფდე-3-თან შედარებით, ფდე-5-ის მიმართ ტადალაფილის უფრო მაღალ სელექტიურ მოქმედებას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ფდე-3 არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს გულის კუნთის შეკუმშვის პროცესში.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

შიგნით მიღების შემდეგ, ტადალაფილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (კნტ); სამკურნალო საშუალების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში (Cmax) მიიღწევა საშუალოდ 2 საათის შემდეგ. ტადალაფილის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას არ არის დადგენილი.

საკვები არ მოქმედებს ტადალაფილის შეწოვის ხარისხზე და სიჩქარეზე, ამიტომ, სამკურნალო საშუალების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. ტადალაფილის მიღების დროს (დილა ან საღამო)  არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი  აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხზე.

გადანაწილება

ტადალაფილის გადანაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 63 ლ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამკურნალო საშუალება ნაწილდება ქსოვილებში. თერაპიულ კონცენტრაციაში ტადალაფილის შეკავშირების ხარისხი სისხლის შრატის ცილებთან შეადგენს 94%-ს; ის არ იცვლება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.

ჯანმრთელ მოხალისეებში ტადალაფილის შეყვანილი დოზის 0,0005% ნაკლებია აღმოჩენილი სათესლე სითხეში.

მეტაბოლიზმი

ტადალაფილის მეტაბოლიზმის პროცესში უპირატესად მონაწილეობს CYP3A4, ციტოქრომ P450 სისტემის იზოფერმენტი. სისხლში მოცირკულირე ძირითადი მეტაბოლიტი არის მეთილკატექოლგლუკურონიდი, რომლის მაინჰიბირებელი მოქმედება ფდე5-ის მიმართ უფრო ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე ტადალაფილის (სულ მცირედ 13000-ჯერ); სისხლის შრატში განსაზღვრული კონცენტრაციის გათვალისწინებით, მისი მოქმედება ნაკლებად იქნება კლინიკურად მნიშვნელოვანი.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოხალისეებში, ტადალაფილის კლირენსი შიგნით მიღებისას შეადგენს საშუალოდ 2,5 ლ/სთ, სამკურნალო საშუალების ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 17,5 საათს. ტადალაფილი გამოიყოფა ორგანიზმიდან უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების სახით; გამოყოფის ძირითადი გზა - კნტ-დან (დოზის დაახლოებით 61%), მცირე ხარისხით სამკურნალო საშუალება გამოიყოფა შარდით (დოზის დაახლოებით 36%).

ხაზოვნობა/არახაზოვნობა

ჯანმრთელ მოხალისეებში, ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია დროსთან და დოზასთან მიმართებაში. 2,5-20 მგ დოზის დიაპაზონში, სამკურნალო საშუალების კონცენტრაცია სისხლის შრატში (შეფასება ფართი მრუდის ქვეშ ,,კონცენტრაცია-დრო“ (AUC)) იზრდება დოზის პროპორციულად. ტადალაფილის წონასწორული კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა 5 დღის განმავლობაში დღეში ერთჯერ მიღების პირობებში.

პოპულაციური მეთოდის გამოყენებით შეფასებული ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მსგავსია პაციენტებში ედ-ით და ედ-ს გარეშე.

 

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დადგენილია, რომ ხანდაზმული ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში (65 წელი და მეტი) ტადალაფილის კლირენსი უფრო ნაკლებია, ხოლო კონცენტრაცია სისხლის შრატში (შეფასება AUC) 25%-ით მეტია 19-45 წლის ასაკის ჯანმრთელ მოხალისეების მონაცემებთან შედარებით. ამ გარემოებას არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა, ტადალაფილის დოზის კორექცია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ არის საჭირო.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, 5-20 მგ დოზით ერთჯერადი მიღებისას, ტადალაფილის კონცენტრაცია სისხლის შრატში (შეფასება AUC) პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 51-80 მლ/წთ) ან საშუალო (კრეატინინის კლირენსი 31-50 მლ/წთ) სიმძიმის ხარისხის დარღვევით და პაციენტებში თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიით, რომლებიც არიან დიალიზზე, იზრდება დაახლოებით ორჯერ. პაციენტებში, რომლებიც არიან ჰემოდიალიზზე, Cmax იზრდება 41%-ით ჯანმრთელი მოხალისეების იგივე მონაცემებთან შედარებით. ტადალაფილი უმნიშვნელო ხარისხით გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

10 მგ დოზით მიღებისას, ტადალაფილის კონცენტრაცია სისხლის შრატში (შეფასება AUC) პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევით (ჩაილდ-პიუს А და В კლასი) იყო ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემების მსგავსი. ტადალაფილის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური მონაცემები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით (ჩაილდ-პიუს С კლასი) შეზღუდულია; სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასება. პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ტადალაფილის ყოველდღიური მიღების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შეფასებული, ამიტომ, სამკურნალო საშუალების ყოველდღიური გამოყენებისას ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასება.

ტადალაფილის 10 მგ მეტი დოზით გამოყენების მონაცემები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ არის.

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით

ტადალაფილის კონცენტრაციის მნიშვნელობა სისხლის შრატში (შეფასება AUC) პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით იყო დაახლოებით 19%-ით ნაკლები ჯანმრთელი მოხალისეების მონაცემებთან შედარებით; ტადალაფილის დოზის კორექცია ასეთ პაციენტებში არ არის საჭირო.

 

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

არისტა 5 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

14 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

არისტა 10 მგ და 20 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

2 ან 4 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

 

სად შევიძინოთ?