Plasmon
არკოლევურე ინულინი / ARKOLEVURE


შემადგენლობა: 

ერთი კაფსულა შეიცავს:

250 მგ სამედიცინო საფუარს (Saccharomyces Boulardii) = 2,5მილიარდი CFU (Colony Forming Units), 60 მგ ვარდკაჭაჭას ინულინს.

კაფსულის გარსი - მცენარეული წარმოშობის ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.

არ შეიცავს ლაქტოზას, შაქარს და საღებავებს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკოლევურეს შემადგენლობაში შემავალი სამედიცინო საფუარი (Saccharomyces Boulardii) წარმოადგენს პრობიოტიკს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენას და კუჭ-ნაწლავის ბარიერული ფუნქციის სტაბილიზაციას. სამედიცინო საფუარი ახდენს პარაზიტების და პათოგენური ბაქტერიების ზრდის დათრგუნვას, ბაქტერიების ვირულენტობის ფაქტორის ნეიტრალიზაციას. არეგულირებს იმუნურ პასუხს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

ინულინი წარმოადგენს საკვებ ბოჭკოს. იგი ოლიგოსაქარიდია პრებიოტიკული აქტივობით. ინულინი ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ზრდას ნაწლავში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში. 

 

ჩვენებები:

• მწვავე ბაქტერიული ან ვირუსული დიარეა

• ანტიბიოტიკების, ქიმიოპრეპარატების მიღებისა და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა 

• მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი

• დისპეპსიური სინდრომი - დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი

• კრონის დაავადება

• ფსევდომემბრანული კოლიტი

• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

• მოგზაურთა დიარეა

• ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები

• აკნე

 

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვები 3-დან 6 წლამდე: ერთი კაფსულა დღეში (შესაძლებელია კაფსულის გახსნა და შიგთავსის შერევა საკვებთან ან წვენთან);

ბავშვები 7 წლიდან და მოზრდილები: ერთი კაფსულა დღეში, 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

არკოლევურე შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, ამიტომ არ შეიძლება მისი შერევა ცხელ საკვებთან ან სითხესთან (500C ზე მეტი).

 

განსაკუთრებული მითითებები:

არკოლევურეს მიღება არ არის რეკომენდებული იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც სარგებლობს ცენტრალური ვენის კათეტერით. მნიშვნელოვანია რეკომენდებული დღიური დოზის დაცვა. 

 

ორსულობა და ლაქტაცია:
არკოლევურე გამოიყენება ორსულებში მე-2 ტრიმესტრიდან და მეძუძურებში.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  არკოლევურეს ბლისტერი დამზადებულია ორმაგი, გაუმჭირვალე ალუმინისგან, რაც უზრუნველყოფს კაფსულის მაქსიმალურ დაცვას გარემო პირობების ზემოქმედებისგან.

 

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ორმაგი ალუმინის ბლისტერში, 3 ბლისტერი კოლოფში. საკვები დანამატი.

სად შევიძინოთ?