არკოლევურეს გამოყენება ბავშვთა ასაკში
ფრანგული პრეპარატი არკოლევურე (კომპანია არკოფარმა) წარმოადგენს სამედიცინო საფუარის (საქარომიცეს ბულარდი) და ვარდკაჭაჭას ინულინის კომბინაციას.
არკოლევურე შეიცავს საქარომიცეს ბულარდის 2,5მლრდ ცოცხალ უჯრედს და 60მგ. ვარდკაჭაჭას ინულინს.
საქარომიცეს ბულარდი, წარმოადგენს პრობიოტიკს, რომლის მოქმედების მექანიზმი ძირითადად განპირობებულია ზოგიერთი ბაქტერიული ტოქსინის ინჰიბიციით, ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით, ასევე იმუნომასტიმულირებელი თვისებებით.
თანამედროვე მედიცინაში საქარომიცეს ბულარდი წარმატებით გამოიყენება პედიატრიულ პოპულაციაში მწვავე გასტროენტერიტების დროს, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან ასოცირებული დიარეების შემთხვევაში. ასევე გამოიყენება მოგზაურთა დიარეის დროს და ჰელიკობაქტერია პილორის ერადიკაციის მიზნით.
ვარდკაჭაჭას ინულინი, რომელიც შედის არკოლევურეს შემადგენლობაში, წარმოადგენს პრებიოტიკს - საკვებს პრობიოტიკისთვის, იგი ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო მიკროფლორის ზრდას, ნორმალური მიკრობიომის აღდგენას. ასევე აქვს დადებითი ზეგავლენა ნაწლავის პერისტალტიკაზე, ხელს უწყობს ჭარბი ლორწოს გამოდევნას, ბაქტერიული ტოქსინების მოცილებას. ინულინის დადებითი ზეგავლენა ბავშვებში აუტისტური სპექტრით წარმოადგენს ექიმების ინტერესის და შესწავლის საგანს.
საქარომიცეს ბულარდი და ინულინი წარმოადგენს უსაფრთხო პროდუქტს ბავშვებისთვის - მინიმალური გვერდითი მოვლენებით.
არკოლევურე მიიღება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. საჭიროების შემთხვევაში კაფსულის შიგთავსი შესაძლოა შევურიოთ საკვებს ან სითხეს. გასათვალისწინებელია, რომ არკოლევურე შეიცავს ცოცხალ უჯრედებს, ამიტომ არ შეიძლება მისი შერევა ცხელ საკვებთან ან სითხეებთან (500-ზე მეტი).
არკოლევურეს დოზირება ბავშვებში - 1 კაფსულა დღეში საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი.
არკოლევურე მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში
ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა და აბაშიძის ქუჩა 34
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09
მედიკამენტი
არკოლევურე ინულინი / ARKOLEVURE
ბოლო სიახლეები
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ჯივინოსტატს შეიძენს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
182
LIVE ქირურგია სამედიცინო კონფერენციაზე — ონკო-გინეკოლოგიაში რობოტის გამოყენებით შესრულებული რადიკალური ჰისტერექტომია
2,402
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?