Plasmon
ბაუმე / BAUME


შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფეროდან ღია მოყვითალო ფერამდე ზეთოვანი სითხე.
შემადგენლობა:
ყურის წვეთების 1 მლ შეიცავს:
ქლორამფენიკოლს – 50 მგ;
ბეკლომეთაზონის დიპროპიონატს – 0.25 მგ;
კლოტრიმაზოლს – 10 მგ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს – 20 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი მოქმედების კომბინირებული პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ანთებისა და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით.
ქლორამფენიკოლი _ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც ხასიათდება ბაქტერიოსტატული ეფექტით. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედში ცილის სინთეზის ინჰიბირებით. ქლორამფენიკოლი ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. მიკროორგანიზმების მდგრადობა ქლორამფენიკოლის მიმართ შედარებით ნელა ვითარდება. 
ბეკლომეთაზონის დიპროპიონატი _ გლუკოკორტიკოსტეროიდი, ეფექტურად ხსნის ანთებით პროცესს. კლოტრიმაზოლი _ ფართო სპექტრის მქონე გარეგანი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. კლოტრიმაზოლის მოქმედების ეფექტი განპირობებულია სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობის დარღვევით, განვლადობის შეცვლით და უჯრედის შემდგომი ლიზისით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი _ ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. იგი აფერხებს ნატრიუმის იონების შეღწევას ნერვული უჯრედების მემბრანაში, რის შედეგადაც ნერვულ ბოჭკოებში შექცევადად ფერხდება იმპულსის გატარება, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივ ანესთეზიას. ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი ხსნის ტკივილსა და ქავილს, რომელიც ხშირად თან ახლავს ყურის დაავადებებს.

ფარმაკოკინეტიკა
არ არსებობს მონაცემები ბაუმეს ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

ჩვენებები
- ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
- ყურზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა.

მიღების წესები და დოზები
ინიშნება 4-5 წვეთი სამ-ოთხჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. 
პრეპარატის ჩაწვეთებამდე დაზიანებული ყურის გარეთა სასმენი მილი უნდა იქნას ბამბით გამოწმენდილი და გამშრალებული, აგრეთვე რეკომენდებულია ყურის წვეთების შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე. ბაუმეს ჩაწვეთების შემდეგ რამოდენიმე წთ-ის განმავლობაში თავი უნდა იყოს მოხრილი საწინააღმდეგო მხარეს (დაზიანებული ყურით ზევით), რომ არ მოხდეს პრეპარატის გამოჟონვა ყურიდან.
გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. 
გვერდითი მოვლენების განვითარებისას შესაძლოა, საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა. 
4 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ბაუმეს გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
ბაუმე, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ადგილობრივად - წვა, ქავილი).

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია
ბაუმეს გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში და ძუძუთი კვების პერიოდში დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს მონაცემები ბაუმეს დოზის გადაჭარბების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები ბაუმეს ურთიერთქმედების შესახებ სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?