Plasmon
ბე-ვიტა / Be-vita


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ტაბლეტი შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) - 5 მგ; 
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც 1 მგ რიბოფლავინის (ვიტამინი B2) ეკვივალენტურია; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) - 4 მგ;
ნიკოტინამიდს (ვიტამინი PP) - 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: 
კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, აეროსილი, ტალკი.
1 ამპულა (2 მლ) შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) - 10 მგ; 
რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატს, რომელიც 2 მგ რიბოფლავინის (ვიტამინი B2) ეკვივალენტურია; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6) - 10 მგ;
ნიკოტინამიდს (ვიტამინი PP) - 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ტრილონ B, ნიპაგინი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბე-ვიტა კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. 
თიამინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციების კოფერმენტს, რომელიც მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების ცვლაში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარებაში. თიამინს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციებისა და გულის მოქმედების განხორციელებაში. იგი ახდენს განგლიომაბლოკირებელ და კურარეს მსგავს მოქმედებას.
რიბოფლავინი მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პროცესებში. იგი არეგულირებს მხედველობით ფუნქციას, ჰემოგლობინისა და ერითროპოეტინის სინთეზს. 
რიბოფლავინის მეშვეობით ხორციელდება პირიდოქსინის აქტივაცია, ტრიპტოფანის გარდაქმნა ნიკოტინის მჟავად. იგი შედის გლუტათიონრედუქტაზასა და ქსანთინოქსიდაზას შემადგენლობაში. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. იგი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ვიტამინი В6 აქტიურად მონაწილეობს ამინომჟავების (ტრიპტოფანი, მეთიონინი, ცისტეინი, გლუტამინი და სხვა), ჰისტამინის, ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ნეირომედიატორების (დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი და სხვა) ბიოსინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, არეგულირებს კალიუმისა და ნატრიუმის ბალანს ორგანიზმში და ზრდის დიურეზს. ათეროსკლეროზის დროს ვიტამინი B6 აუმჯობესებს ლიპიდურ ცვლას.
ნიკოტინამიდი მოქმედების მექანიზმით ნიკოტინის მჟავას მსგავსია და მასთან ერთად განიხილება როგორც ვიტამინი PP ან ვიტამინი B3. იგი მონაწილეობს ცხიმების, პროტეინების, ამინომჟავების, პურინების მეტაბოლიზმში, ქსოვილოვანი სუნთქვის და გლიკოგენოლიზის პროცესებში, წარმოადგენს სასქესო ჰორმონების, კორტიზონის, თიროქსინისა და ინსულინის სინთეზის აუცილებელ ელემენტს. ნიკოტინის მჟავასაგან განსხვავებით ნიკოტინამიდს არ ახასიათებს გამოხატული სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და, შესაბამისად, იგი არ იწვევს კანის ჰიპერემიას და სისხლის მოწოლის შეგრძნებას თავში. მას გააჩნია პელაგრის საწინააღმდეგო მოქმედება. ოსტეოართრიტის დროს იგი ამცირებს ტკივილს სახსრებში. მისი გამოყენებისას შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის განვითარების თავიდან აცილება. ვიტამინი PP აუცილებელია ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი დადებითად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე.

ფარმაკოკინეტიკა
თიამინის ჰიდროქლორიდი ძირითადად თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავიდან აბსორბირდება. იგი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუნთში შეყვანისას. თიამინი ნაწილდება ყველა ქსოვილში. ფოსფორილირდება ღვიძლში. იგი ძირითადად ღვიძლში, გულის კუნთში, ტვინში, თირკმლებში, ელენთაში გროვდება. გამოიყოფა ნაწლავით და თირკმლებით. 
რიბოფლავინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ორგანიზმში არათანაბრად ნაწილდება: უმეტესი ნაწილი აღინიშნება გულის კუნთში, ღვიძლში თირკმლებში. 60% უკავშირდება პლაზმის ცილებს. გადის პლაცენტურ ბარიერს, გადადის დედის რძეში. გამოიყოფა თირკმლებით.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პლაზმის ცილებს არ უკავშირდება. გამოიყოფა თირკმლებით.
ნიკოტინამიდი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ასევე სწრაფად შეიწოვება იგი პარენტერალური შეყვანის დროს. თანაბრად ნაწილდება ყველა ორგანოებსა და ქსოვილებში. ბიოტრანსფორმაციას ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში განიცდის, მათ შორის, სისხლში. მეტაბოლიზმის შედეგად მეთილნიკოტინამიდი წარმოიქმნება. გამოიყოფა თირკმლებით მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები
• B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;
• არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური);
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერიტიტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის, ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა;
• ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრალგია, ნევრიტები (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის ფონზე), რადიკულიტი, პერიფერიული პარეზი ან დამბლა, ნევროპათია;
• გრძნობათა ორგანოების დაავადებები: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ფოტოფობია, რქოვანას ვასკულარიზაცია, ჰემერალოპია;
• კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები: დერმატოზი, დერმატიტი, ეგზემა, ლიქენი, ფსორიაზი (მათ შორის, ატოპიური და სებორეული), ექსუდაციური დიათეზი, დამწვრობა;
• სისხლის დაავადებები: ჰიპოქრომული და მიკროციტული ანემია;
• ენდოკრინული დაავადებები: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი;
• ქრონიკული ინფექციური დაავადებები, ჰერპესული ინფექციები (Varicella zoster, Herpes simplex);
• ზოგადი სისუსტე, დაქანცულობა, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა, ხანგრძლივი ციება, გამოჯანმრთელების პერიოდი, ინტენსიური ზრდის პერიოდი, ჰემოდიალიზი;
• ორსულობა, ჰესტოზი.

მიღების წესები და დოზები
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხსა და პრეპარატის ამტანობაზე.
პერორალურად მოზრდილებში ინიშნება 1_2 ტაბლეტი 2_3-ჯერ დღეში, 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში _ 1_2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
პრეპარატი საინექციო ხსნარის სახით შეჰყავთ კუნთში ან ვენაში. სადღეღამისო დოზაა 1_2 მლ. პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დღეგამოშვებით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5_10 დღე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და გარდამავალი ხასიათისაა.
ზოგჯერ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (ქავილი, ჭინჭრის ციება, კონტაქტური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი) განვითარება. 
გვერდითი მოვლენების განვითარებისას მიმართეთ მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
• II და III ხარისხის ჰიპერტენზია.

ორსულობა და ლაქტაცია
თერაპიული დოზებით შესაძლებელია პრეპარატის ორსულობის პერიოდში გამოყენება. in utero პირიდოქსინის მაღალი დოზების ზემოქმედებამ ახალშობილში შეიძლება პირიდოქსინული დამოკიდებულების სინდრომი გამოიწვიოს. ვიტამინი B6 გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები
გამოყენების თავისებურებები:
კიბოს უჯრედების პროლიფერაციის შესაძლო სტიმულირების გამო პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ავთვისებიანი დაავადებების დროს. მაღალი დოზებით მკურნალობისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პერიფერიული ნევროპათიის განვითარებას, რომელიც ვლინდება სიარულის დარღვევითა და ქუსლებში მწვავე ტკივილით. ეს სიმპტომები მკურნალობის შემდეგ 1 თვიდან 3 წლამდე შეიძლება გამოვლინდეს. რიბოფლავინმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოყვითალო შეფერილობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც თქვენ ამჟამად იღებთ ან იღებდით ცოტა ხნის წინ.
ვიტამინი B6 ამცირებს ლევოდოპას ეფექტიანობას. პრეპარატმა მის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი B1-ს გამო, შეიძლება გამოიწვიოს ადრენოლიზური და სიმპატოლიზური საშუალებების ეფექტის შემცირება, ასევე ბარბიტურატებისა და გლუტეთიმიდის სედაციური ეფექტის დათრგუნვა.
ქლორპრომაზინი ზრდის ვიტამინი B2-ს ექსკრეციას შარდთან ერთად, პრობენეციდი თრგუნავს ვიტამინი B2-ს ტუბულარულ სეკრეციასა და რეაბსორბციას, რის გამოც მისი ექსკრეცია შარდით მცირდება.

შენახვის პირობები და ვადები
ტაბლეტები: ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
საინექციო ხსნარი: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ვარგისობის ვადა 
ტაბლეტები: 2 წელი.
საინექციო ხსნარი: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ტაბლეტები: ურეცეპტოდ.
საინექციო ხსნარი: რეცეპტით.

რეგისტრაციის # და თარიღი
№R-002637
05.06.2010 - 05.06.2015

სად შევიძინოთ?