ბენევიტალი / Benevital
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Biotrex Nutraceuticals
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: საშეტი #10
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი ალიმენტარული ტრაქტისა და მეტაბოლიზმის დარღვევებისთვის
შემადგენლობა
თითოეული 3.3 გ საშეტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს: L-კარნიტინი 1 000 მგ, L-არგინინი 1 500 მგ, კოენზიმი Q10 100 მგ, ფოლიუმის მჟავა 200 მკგ, თუთია (თუთიის ბისგლიცინატი) 25 მგ, სელენი (L-სელენომეთიონინი) 35 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნუტრიციული მახასიათებლები
აქტიური ნივთიერებები 1 დოზა
აქტიური ნივთიერებები |
1 დოზა (1 საშეტი) |
%NRV* |
L-კარნიტინი |
1 000 მგ |
- |
L-არგინინი |
1 500 მგ |
- |
კოენზიმი Q10 |
100 მგ |
- |
ფოლიუმის მჟავა |
200 მკგ |
50% |
თუთია |
25 მგ |
227% |
სელენი |
35 მკგ |
64% |
*ნუტრიციული რეფერენსის ღირებულება
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენევიტალი არის ნუტრიენტების კომპლექსი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს. მას აქვს მრავალი სარგებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ალიმენტარული ტრაქტისა და მეტაბოლიზმის დარღვევებისთვის. ბენევიტალი ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს ფიზიკურ და მენტალურ შრომისუნარიანობას, ზრდის სპორტულ პერფორმანსს, ეფექტურია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, ასევე კაცისა და ქალის უნაყოფობისას, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობას.
ამინომჟავა L-კარნიტინი არის კოფაქტორი, რომელიც აუცილებელია თავისუფალი გძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების აცილკარნიტინებად გარდაქმნისა და შემდგომი გადატანისთვის მიტოქონდიებში, სადაც ისინი განიცდიან ბეტა ოქსიდაციას და შედეგად წარმოიქმნება უჯრედული ენერგია.
გულს, ჩონჩხის კუნთებს, ღვიძლს, თირკმლებსა და სათესლე ჯირკვლების დანამატებს აქვს სპეციფიკური სატრანსპორტო სისტემები, რომლებიც ახდენს კარნიტინის მათში დაგროვებას.
L-კარნიტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ასევე უზრუნველყოფს ნორმალურ კუნთოვან მოძრაობას და ორგანიზმის სხვა პროცესებს.
L-კარნიტინის მიღება ეფექტურია მისი დეფიციტის დროს, რომელიც გენეტიკური ან სხვა დარღვევებით არის გამოწვეული. აღნიშნული მდგომარეობებისას L-კარნიტინი დამტკიცებულია FDA-ს (ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია) მიერ.
L-კარნიტინი გამოიყენება გულსისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროს. მისი პერორალური მიღება სტანდარტულ თერაპიულ საშუალებებთან ერთად აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას გულის იშემიური დაავადებისას. გულის უკმარისობით დაავადებულ პირებში L-კარნიტინი აუმჯობესებს გულის უკმარისობის სიმპტომებს და ზრდის ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. L-კარნიტინი ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს ჰიპერლიპიდემიით დაავადებულ პაციენტებში.
L-კარნიტინი სასარგებლოა ტიპი-2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამცირებს უზმოდ სისხლში შაქრისა და ჰემოგლობინ A1ც-ს დონეს, ასევე აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას დიაბეტიან, ჭარბწონიან და სიმსუქნის მქონე პაციენტებში. L-კარნიტინი ახდენს ხანდაზმულთა მენტალური დარღვევების პრევენციას და აუმჯობესებს დასწავლის მარკერებს. მისი ყოველდღიური მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას დემენციის დროს.
L-კარნიტინი ზრდის სპერმის მოძრაობის უნარს და რაოდენობას კაცის უნაყოფობის დროს. კვლევებით დასტურდება, რომ L-კარნიტინი ზრდის ორსულობის სიხშირეს.
L-კარნიტინის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულის მასას, სხეულის მასის ინდექსს და ცხიმოვან მასას. მას საკვანძო როლი აქვს ორსულთა მეტაბილიზმში და რეკომენდებულია იმ ორსულებში, რომელთაც ორსულობის დასაწყისში აღენიშნებათ ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.
L-კარნიტინი გამოიყენება სპორტული პერფორმანსის გაუმჯობესებისთვის, ზრდის ენერგიის წარმოქმნის უნარს და სისხლის ნაკადს, გამძლეობას, ახდენს ჟანგბადის მოხმარების მაქსიმიზაციას, ამავე დროს ამცირებს რძემჟავას წარმოქმნას, აუმჯობესებს კუნთების აღდგენას.
L-კარნიტინი ეფექტურია შემდეგი მდგომარეობებისას: ანორექსია, ქრონიკული დაღლილობა, კარდიოვასკულური დაავადებები (სტენოკარდია, ჰიპერტენზია), ჰიპოგლიკემია, კაცის უნაყოფობა, კუნთოვანი მიოპათიები, ინტერფერონითა და რიბავირინით, ასევე ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ჰეპატოტოქსიკურობა.
L-არგინინი არის არაესენციური ამინომჟავა, თუმცა ის მიჩნეულია ესენციურ ან ნახევრად ესენციურ ნივთიერებად ისეთი სტრესული მდგომარეობების დროს, როდესაც მისი სინთეზი დარღვეულია. L-არგინინი არის აზოტის ოქსიდის დონორი, რომელიც ზრდის სისხლის ნაკადსა და ჯანგბადის მიწოდებას ქსოვილებში. L-არგინინი არის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში პროტეინების წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. L-არგინინი გამოიყენება კარდიოვასკულური დაავადებების დროს მისი ანტიათეროგენული, ანტიიშემიური, ანტიაგრეგანტული და ანტითრომბული თვისებების გამო. L-არგინინი ასევე ეფექტურია თირკმლის დაავადებების, დიაბეტის, ცისტური ფიბროზის და ერექციული დისფუნქციის დროს.
L-არგინინი ამცირებს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის სტენოკარდიის სიმპტომებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
L-არგინინი აქვეითებს არტერიულ წნევას ჰიპერტენზიულ პაციენტებში, ასევე გამოიყენება პულმონური ჰიპერტენზიის მართვისას.
L-არგინინი სასარგებლოა დიაბეტიან პაციენტებში, რადგან აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ინსულინის მგრძნობელობას.
L-არგინინისა და სტატინის კომბინაცია ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების გავრცელებას.
L-არგინინი აუმჯობესებს სექსუალურ დისფუნქციას ერექციული დისფუნქციის მქონე კაცებში, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიული არტერიების დაავადების დროს.
ორსულებში L-არგინინი აუმჯობესებს ნაყოფისა და დედის ჰემოდინამიკას, ნაყოფის წონას დაბადებისას, გესტაციის ხანგრძლივობას, ახდენს პრეეკლამპსიის პრევენციას.
L-არგინინი აუცილებელია ინფექციური დაავადებებისა და ტრავმების დროს, როდესაც მასზე იზრდება ფიზიოლოგიური მოთხოვნა. L-არგინინი ხშირად გამოიყენება ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორიცაა სეფსისი, დამწვრობები, ქრონიკული დაავადებები, ჭრილობები, აგრეთვე პრე და პოსტოპერაციულად.
L-არგინინი ზრდის სპორტსმენების პერფორმანსს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის მომატების გზით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და კუნთების ოქსიგენაციას.
კოენზიმი Q10 მნიშვნელოვანი ვიტამინის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმში მრავალი ორგანოს სათანადო ფუნქციონირებისთვის და ქიმიური რეაქციებისთვის არის საჭირო. ის უზრუნველყოფს ენერგიის წარმოქმნას უჯრედებისთვის, აქვს ანტიოქსიდანტური თვისება. კოენზიმი Q10-ის რაოდენობა შეიძლება დაქვეითებული იყოს სისხლში ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, ღრძილების დაავადება, პარკინსონის დაავადება, სისხლის ინფექციები, კუნთების ზოგიერთი დაავადება, აივ ინფექცია.
კოენზიმი Q10-ის დეფიციტის დროს მისი მიღება ამცირებს სიმპტომებს, მათ შორის სისუსტეს, დაღლილობას და გულყრას.
კოენზიმი Q10 ამცირებს კუნთოვან სისუსტის (მიტოქონდრიული მიოპათიები) გამომწვევი დაავადებების სიმპტომებს.
კვლევებით დადასტურებულია, რომ გულის უკმარისობა შეიძლება ასოცირებული იყოს კოენზიმი Q10-ის დაბალ შემცველობასთან. კოენზიმი Q10 ეფექტურია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ამცირებს როგორც დაავადებით განპირობებულ სიკვდილიანობას, ასევე ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს.
დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობისას კოენზიმი Q10 ამცირებს დიაბეტით გამოწვეულ ნერვების დაზიანებას.
კოენზიმი Q10 ამცირებს ტკივილს, დაღლილობას და ძილის პრობლემებს ფიბრომიალგიის მქონე პაციენტებში. ის ასევე უზრუნველყოფს მიგრენით გამოწვეული თავის ტკივილის შემცირებას.
გაფანტული სკლეროზის დროს კოენზიმი Q10 ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
გენეტიკური დაავადება კუნთოვანი დისტროფიისას, როდესაც პაციენტებს აქვთ კუნთოვანი სისუსტე და კუნთოვანი მასის დანაკარგი, კოენზიმი Q10 -ის მიღება აუმჯობესებს ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
მტკივნეული ერექციით მიმდინარე პეირონის დაავადების დროს კოენზიმი Q10 აუმჯობესებს ერექციას.
ფოლიუმის მჟავა არის B9 ვიტამინი, რომელიც გამოიყენება ფოლიუმის მჟავას დეფიციტისა და ორსულობის გართულებების პრევენციისთვის.
ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ნაყოფის ნერვული ღეროს თანდაყოლილი მანკის (სპინა ბიფიდა) თავიდან ასაცილებლად. ფოლიუმის მჟავა ასევე გამოიყენება დეპრესიის, ინსულტის, მეხსიერების გაუარესების, აზროვნების უნარის დარღვევებისა და სხვა პრობლემების დროს.
ჰიპერჰომოცისტეინემია დაკავშირებულია გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარებასთან. ფოლიუმის მჟავას მიღება ამცირებს ჰომოცისტეინის დონეს და აღნიშნული დაავადებების სიმპტომებს.
ფოლიუმის მჟავა ასევე ეფექტურია დეპრესიის დროს ანტიდეპრესანტებთან ერთად კომბინაციაში დანიშვნისას.
თუთია არის ესენციური მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ადამიანის ორგანიზმი არ ინახავს თუთიას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოს ადამიანმა. თუთია აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ჭრილობის შეხორცებისთვის, სისხლის შედედებისთვის, ფარისებრი ჯირკვლისთვის და სხვა. თუთიას აქვს მნიშვნელოვანი როლი მხედველობისთვის და იცავს ვირუსებისგან. თუთია ძირითადად გამოიყენება თუთიის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, დიარეისთვის და ვილსონის დაავადებისთვის, ასევე აკნეს დროს, დიაბეტის, ანორექსიის და სხვა მდგომარეობების შემთხვევაში.
თუთიას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა კაცის სქესობრივი განვითარებისთვის და მისი დაბალი შემცველობა იწვევს სპერმის რაოდენობის დაქვეითებას. თუთია გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. ის აუცილებელია ზრდის, რეპროდუქციისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სელენი არის ესენციური მიკროელემენტი, რომელიც ორგანიზმში მრავალი პროცესის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სელენი ზრდის ანტიოქსიდანტურ ეფექტებს ორგანიზმში. მისი მიღება ახდენს სელენის დეფიციტის პრევენციას და მკურნალობას. გამოიყენება სტატინებით გამოწვეული გართულებების დროს.
სელენის მიღება ეფექტურია თირეოიდულ ჰორმონებთან ერთად აუტოიმუნური თირეოდიტის მკურნალობისას.
ჩვენებები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ანორექსია, ფიზიკური და მენტალური შრომისუნარიანობის დაქვეითება, სპორტსმენების პერფორმანსის გაუმჯობესება, იმუნიტეტის დაქვეითება, ჭრილობები, ინფექციური დაავადებები, ჰეპატიტები, ტიპი-2 დიაბეტი, დიაბეტური ნეიროპათია, გაფანტული სკლეროზი, დისლიპიდემია, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერტენზია, პერიფერიული არტერიების დაავადება, ერექციული დისფუნქცია, მტკივნეული ერექცია, კუნთოვანი მიოპათიები, შაკიკი, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია, კაცისა და ქალის უნაყოფობა.
დოზირება და მიღების წესი
ბავშვებისა და მოზრდილებისთვის 12 წლიდან. მიიღეთ 1 საშეტი 1-2-ჯერ დღეში. გახსენით 1 საშეტი 1 ჭიქა წყალში (200 მლ) და დალიეთ. მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ. გამოიყენება ბავშვებში 12 წლამდე ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას ექიმის კონსულტაციის გარეშე.
დიეტური დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად.
არ მიიღოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს დიეტური დანამატების მიღების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან და სითბოს წყაროსგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: რეცეპტის გარეშე.