Plasmon
ბიოდორნაზა / BIODORNAZE


შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებებია: სტრეპტოკინაზა 15 000 სე
სტრეპტოდორნაზა 1250 სე.

დამხმარე ნივთიერებებია:
თხევადი პარაფინი და მყარი ცხიმი. ერთი სანთლის წონა - 1,4 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ბიოდორნაზას შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხასიათდებიან ფერმენტული აქტივობით: სტრეპტოკინაზას აქვს ფიბრინოლიზური მოქმედება პლაზმინოგენის ფერმენტის გააქტიურების გამო, რომელიც მისი გავლენით გადადის აქტიურ ფორმაში  და ხელს უწყობს თრომბოლიზური მასების გაწოვას.

სტრეპტოდორნაზა - ენდონუკლეაზა (დეზოქსირიბონუკლეაზას ფერმენტი) - იწვევს დნმ-ის, ნუკლეოტიდების და ნუკლეოზიდების განადგურებას, ნეკროზული და ჩირქოვანი მასების დაშლას. იგი არ მოქმედებს ცოცხალი უჯრედების სტრუქტურასა და ფუნქციაზე. სტრეპტოკინაზასა და სტრეპტოდორნაზას საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება ფაგოციტების კონცენტრაცია, უმჯობესდება მათი მობილობა. ბიოდორნაზას სუპოზიტორების გამოყენება იწვევს: ლეიკოციტური მასების სწრაფ ლიზისს, სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას ანთებით კერაში, ანტიბაქტერიული და სხვა პრეპარატების კონცენტრაციის მატებას ანთებით კერაში, ინფილტრაციის, შეშუპების და კლინიკურ გამოვლინებების  სწრაფ აღმოფხვრას,  სკლეროზული პროცესების განვითარების პრევენციას.

ჩვენებები: 
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები:
- საშვილოსნოს დანამატების ანთება,
- საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება,
- ქვედა საშარდე გზების ანთებითი დაავადებები,
- მცირე მენჯის ორგანოების პოსტოპერაციული ინფილტრაციული დაზიანებები;
- მწვავე და ქრონიკული ბუასილი;
- პერირექტალური აბსცესი და ფისტულა გავრცელებული ანთებითი ინფილტრაციით;
- ჩირქოვანი კაუდალური კისტები.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მიღების გზაა - სწორი ნაწლავიდან. სანთელი უნდა მოთავსდეს ღრმად სწორ ნაწლავში, დეფეკაციის შემდგომ.დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ დაავადების სიმწვავის მიხედვით. სერიოზული და ქრონიკული მდგომარეობების დროს უნდა მოხდეს სანთლების შემდეგნაირად გამოყენება: 1 სანთელი 3-ჯერ დღეში 3 დღე. 1 სანთელი 2-ჯერ დღეში 3 დღე. 1 სანთელი ყოველდღე 3 დღე. მაქსიმალური დოზა შეადგენს 18 სანთელს 9 დღე. ნაკლებად სერიოზული მდგომარეობებისას დროს უნდა მოხდეს სანთლების შემდეგი რაოდენობის გამოყენება: 1 სანთელი 2-ჯერ დღეში 3 დღე. 1 სანთელი დღეში 4 დღე. მაქსიმალური დოზაა 10 სანთელი 7 დღიანი კურსის მანძილზე. მსუბუქი მდგომარეობების დროს უნდა მოხდეს სანთლების შემდეგი რაოდენობის გამოყენება: 1 სანთელი 2-ჯერ დღეში 2 დღე. მაქსიმალური დოზაა 4 სანთელი 2 დღიანი კურსის მანძილზე. უეფექტობის ან მდგომარეობის რეციდივის შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა დანიშნოს მკურნალობის განმეორებითი კურსი.

გვერდითი მოვლენები:
ლოკალური ტკივილი; ადგილობრივი შეშუპება; მაღალი ტემპერატურა; სისხლდენა გამოყენების ადგილიდან; ალერგიული რეაქციები გამოყენების ადგილას.

უკუჩვენებები:
ალერგია სტრეპტოკინაზას, სტრეპტოდორნაზას ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ; ახალი, ახლად ჩამოყალიბებული ქერქით დაფარული ჭრილობები, ქირურგიული ნაკერები და დაახლოებით 10 დღის სისხლდენის შემდგომი პერიოდი. ანტიკოაგულანტებთან კომბინირებული გამოყენება, რადგან შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი სისხლდენა; პაციენტები სისხლის შედედების დარღვევებით; კალციუმის მარილების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პროდუქტის მიღება დაუშვებელია ანტიკოაგულანტებთან ერთად, რადგან შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი სისხლდენა. ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, უნდა ეცნობოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები:
ბიოდორნაზას გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ჩირქოვანი ან ჰემორაგიული ექსუდატების ან ადგილობრივი კოლტების გასათხიერებლად. ბიოდორნაზას სანთლების მიღების დავიწყების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს გამოტოვებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია:
დადგენილი ან შესაძლო ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:
რეკომენდირებულზე დიდი დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: მუყაოს კოლოფი შეიცავს ფარმაცევტული ფოლგისგან დამზადებულ ბლისტერს №6 სანთლით.

შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაცივარში 2-8 C ტემპერატურაზე. არ უნდა მოხდეს გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?