შემადგენლობა
5 მლ
ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . 80 მგ
სულფამეტოქსაზოლი . . . . . 400 მგ
ორი აქტიური ნივთიერების ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავის სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის დათრგუნვას.
პრეპარატი თრგუნავს შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და გამრავლებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, ნაწლავის ჩხირი, პროტეუსის ჩხირი.
ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატის 60-80%-ი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით.
სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლისმომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, ნაწლავის ჩხირით; სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის (მათ შორის ჭრილობით განპირობებული) ინფექციები.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 2 ამპულა (10 მლ), მძიმე შემთხვევებში 3 ამპულა (15 მლ) ყოველ 12 საათში.
ბავშვებში 12 წლის ასაკის ქვევით: 30 მგ სულფამეტოქსაზოლი და 6 მგ ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში 2-ად დაყოფილ დოზებად.
3 თვიდან – 5 თვემდე: 1.25 მლ ყოველ 12 საათში.
6 თვიდან – 5 წლამდე: 2.5 მლ ყოველ 12 საათში.
6 წლიდან – 12 წლამდე: 5 მლ ყოველ 12 საათში. განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 50%-ით. პრეპარატის მიღების ზოგადი
კურსი შეადგენს 2-5 დღე.
პნევმონია, გამოწვეული Pneumocystis carinii- ით 100 მგ სულფამეტოქსაზოლის და 20 მგ ტრიმეტოპრიმი 1 კგ სხეულის მასაზე, დღე-ღამეში 4 დაყოფილი დოზით, ყოველ 6 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.
შეყვანის მეთოდი:
სამკურნალო პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად, წინასწარი გაზავების შემდეგ, ნელი წვეთოვანი გადასხმით. მომზადებული ხსნარი საგულდაგულოდ უნდა განზავდეს და სწრაფად იქნას შეყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილი იქნა სითხის დალექვა ან ამღვრევის ნიშნები, ხსნარი აღარ გამოიყენება.
პრეპარატი ზავდება შემდეგი სქემით:
1 ამპულა (5 მლ) 125 მლ გასახსნელი სითხე.
2 ამპულა (10 მლ) 250 მლ გასახსნელი სითხე.
დასაშვების შემდეგი სითხეების გამოყენება:
- 5% და 10% გლუკოზის ხსნარი;
- 0.9%-ანი NaCl ხსნარი;
- რინგერის ხსნარი;
- 0.45% NNaCI ხსნარი, 2.5%–ანი გლუკოზის ხსნართან ერთად.
არ გამოიყენება სხვა გასახსნელ ხსნარებთან ერთად.
შენიშვნა: თუ პაციენტისთვის არ შეიძლება სითხის დიდი დოზით მიღება, დასაშვებია პრეპარატატის უფრო მაღალი დოზის გამოყენება: 5 მლ _ 75 მლ, 5%-ან გლუკოზაზე.
ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.
იშვიათად გვხვდება: კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა კანის და თვალის ლორწოვანის სინდრომი (სტივენ-ჯონსის სინდრომი), ეპიდერმული ტოქსიკური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი); ღვიძლში ცვლილებები, მათ შორის სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი; ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება. პრეპარატის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ადგილას. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.