Nuk
ბრეილი / Breil


1. რა არის ბრეილი და რისთვის გამოიყენება

რა არის ბრეილი

ბრეილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტიკაგრელორს. იგი მიეკუთვნება ანტიაგრეგატული პრეპრატების ჯგუფს.

 

რისთვის გამოიყენება ბრეილი

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. თქვენ დაგინიშნეს ეს წამალი ვინაიდან თქვენ გქონდათ:

- გულის შეტევა, ერთი წლის წინ.

იგი ამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს, ასევე ინსულტის და სიკვდილის ალბათობას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

 

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტებელეტები:

ბრეილის კომბინაცია აცეტილსალიცილის მჟავასთან (სხვა ანტიაგრეგანტი) დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. თქვენ დაგინიშნეს ეს წამალი ვინაიდან თქვენ გქონდათ:

- გულის შეტევა, ან

- არასტაბილური სტენოკარიდა (სტენოკარდია ან ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ცუდად ექვემდებარება კონტროლს).

იგი ამცირებს განმეორებითი შეტევის რისკს, ასევე ინსულტის და სიკვდილის ალბათობას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან.

 

ბრეილის მოქმედება:

ბრეილი მოქმედებს სისხლის უჯრედებზე თრომბოციტებზე. ეს მცირე ზომის სისხლის უჯრედები მონაწილობენ სისხლის შედედების პროცესში. თრომბოციტები შეწებების ხარჯზე ქოლავენ სისხლძარღვებში არსებულ ნაპრალებს და/ან ჭრლობებს და აჩერებენ სისხლდენას. 

თრომბოციტებს ასევე შეუძლიათ წარმოქმნან თრომბები გულისა და ტვინის დაავადებულ სისხლძარღვებში. ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში, ვინაიდან:

• თრომბს შეუძლია სრულად შეაჩეროს სისხლის მიწოდება ქსოვილებში; ამან კი შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტი, ან:

• თრომბს შეუძლია ნაწილობრივ დაბლოკოს გულის სისხლძარღვები; ეს ამცირებს სისხლის ნაკადს გულში და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში, ეს ტკივილი არ არის პერმანენტული და შეტევა არის პერიოდული (ე.წ. "არასტაბილური სტენოკარდია").

ბრეილი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციის პროცესს და ამცირებს სისხლში თრომბის წარმოქმნის ალბათობას, რაც თავის მხრივ ზრდის სისხლის ნაკადის დენადობას.

 

2. რა უნდა იცოდეთ ბრეილის გამოყენებამდე

არ მიიღოთ ბრეილი თუ:

- თუ გაქვთ ალერგია ტიკაგრელორის, ასევე პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ნაწილში 6;

- გაქვთ სისხლდენა

- გქონიათ ინსულტი, ტვინში სისხლჩაქცევის გამო

- გაქვთ მძიმე ღვიძლის დაავადება

- იღებთ ნებისმიერ, ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

- კეტოკონაზოლს (სოკოვანი ინფეციების სამკურნალოდ);

- კლარითრომიცინს (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ);

- ნეფაზოდონს (ანტიდეპრესანტი);

- რიტონავირს და ატაზანოვირს (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ)

არ მიიღოთ ბრეილი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან თუნდაც ერთი მაინც გეხებათ თქვენ. თუ არ ხართ რაიმე საკითხში დარწმუნებული, პრეპარატ ბრეილის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ბრეილის მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.

გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი ვინაიდან:

-ახლო წარსულში გქონდა სერიოზული ტრავმა;

ახლო წარსულში გაიკეთეთ ოპერაცია (სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩათვლით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენ სტომატოლოგთან)

გაქვთ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე

უახლოეს წარსულში გქონდათ კუჭიდან და ნაწლავური სისხლდენა (მაგალითად კუჭის წყლულის ან მსხვილ ნაწლავში პოლიპების გამო)

ბრეილის მიღების ფონზე თქვენ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია (სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩათვლით). შესაბამისად იზრდება სისხლდენის რისკი. თქვენმა ექიმმა შესაძლოა მოგთხოვოთ, რომ ოპერაციამდე 5 დღით ადრე შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება.

თქვენი გულისცემის სიხშირე არანორმალურად დაბალია (ჩვეულებრივ წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები) და თქვენ ჯერ არ გაქვთ ჩადგმული მოწყობილობა (კარდიოსტიმულატორი), რომელიც არეგულირებს გულისცემას.

გაქვთ ასთმა ან ფილტვების სხვა პრობლემები, ან გრთულებული სუნთქვა

გაქვთ ღვიძლის პრობლემები ან გქონიათ დაავადებები, რომელმაც იმოქმედა თქვენს ღვიძლზე.

თქვენი სისხლის ანალიზის შედეგებმა აჩვენა შარდმჟავას მომატებული დონე. 

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ერთდროულად იღებთ ორივე პრეპარატს ბრეილს და ჰეპარინს:

შეიძლება თქვენმა ექიმმა მოითხოვოს თქვენი სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტირება, თუ ის ეჭვობს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტების იშვიათ დარღვევაზე. მნიშვნელოვანია აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ბრეილს და ჰეპარინს, ვინაიდან ბრეილის მიღების ფონზე შესაძლოა შეიცვალოს სისხლის სადიაგნოსტიკო ტესტების შედეგები.

 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ ბრეილის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბრეილი

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ვინაიდან ბრეილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი წამლის მოქმედებაზე და თავის მხრივ სხვა წამლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბრეილზე.

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამეტებს:

როზუვასტატინს, ან დღიურად 40 მგ-ზე მეტი დოზით სიმვასტატინს ან ლოვასტატინს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ)

რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი)

ფენიტოინს, კარბამაზეპინს და ფენობრბიტალს (კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები)

დიგოქსინს (გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალება)

ციკლოსპორინს (გამოიყენება თქვენი სხეული დაცვითი უნარის შესამცირებლად)

ქინიდინს და დილთიაზემს (გამოიყენება არითმიმის სამკურნალოდ)

ბეტა-ბლოკატორებს და ვერაპამილს (სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები)

მორფინს და სხვა ოპიოიდებს (ძლიერი ტკივილების სმკურნალო საშუალებები).

აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამეტებს, რამაც შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი თქვენ ორგანიზმში.

ორალური ანტიკოაგულანტები ხშირად მოხსენებეულია, როგორც “სისხლის გამათხელებლები”, რომლებიც შეიცავენ ვარფარინს,

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აბრავიატურა NშAID), რომლებსაც ძირითადად იღებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მაგალითად იბუპროფენი ან ნაპრქსენი.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (შემოკლებით შშღIს) გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტები, მაგალითად პაროქსეტინი, სერტრალინი და ციტალოპრამი.

სხვა მედიკამეტები, მაგალითად კეტოკონაზოლი (სოკოთი გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება), კლარითრომიცინი (ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო საშუალება), ნეფაზოდონი (ანტიდეპრესანტი), რიტონავირი და ატაზანოვირი (გამოიყენება აივ ინფექციისა და შიდსის სამკურნალოდ), ცისაპრაიდი (გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება), ჭვავის რქის ალკალოიდები (შაკიკის და თავის ტკივილის სამკურნალო საშულაბები).

აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ პრეპარატ ბრეილს, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს შინაგანი სისხლდენის რისკი, თუ თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ფიბრინოლიზურ საშუალებებს, ე.წ.  „თრომბის გამხსნელებს“, როგორიცაა სტრეპტოკინაზა ან ალტეპლაზა. 

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ბრეილის მიღება არ არის რეკომენდებული. ამ მედიკამენტის მიღებისას ქალებმა უნდა გამოიყენონ შესაბამისი კონტრაცეპტივები, რათა თავიდან აიცილონ დაუგეგმავი ორსულობა.

თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

თუ ხართ ორსულად, ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა და გამოყენება

ბრეილი სავარაუდოდ არ იმოქმედებს მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ამ მედიკამენტის მიღებისას იგრძნობთ თავბრუსხვევას ან დაბნეულობას, ფრთხილად იყავით მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

 

3. ბრეილის მიღების წესი

პრეპარატი ბრეილი უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.

დოზირება

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

რეკომენდებული დღიური დოზა არის ერთი 60 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში. განაგრძეთ პრეპრატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

მიიღეთ პრეპარატი დაახლოებით ერთიდაიმავე დროს, ყოველ დღე (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს).

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები:

საწყისი დოზა არის ერთდროულად ორი ტაბლეტი (180 მგ დამრტყმელი დოზა). ასეთ დოზას დაგინიშნავენ მხოლოდ საავადმყოფოში ყოფნის დროს აღნიშნული საწყისი დოზის შემდეგ, ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს 90 მგ ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში, 12 თვის განმვლობაში, თუ თქვენი ექიმი არ დაგინიშნავთ განსხვავებულ მკურნალობას. 

მიიღეთ პრეპარატი დაახლოებით ერთიდაიმავე დროს ყოველ დღე - მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და მეორე საღამოს.

ბრეილის მიღება სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად

თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ აცეტილსალიცილის მჟავაც. ეს არის ნივთიერება, რომელიც შედის ბევრი სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატის შემადგენლობაში. თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას (ჩვეულებრივ ეს არის 75-150 მგ დღეში).

როგორ უნდა მიიღოთ ბრეილი

შეგიძლიათ მიიღოთ პრეპრატი ჭამის წინ, ან ჭამის შემდეგ.

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ, როდის მიიღეთ ბოლოს პრეპრატი ბლისტერის მეშვეობით, რომელზეც არის მითითებული მზე (დილის დოზისთვის) და მთვარე (საღმოს დოზისთვის). ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ მიიღეთ თუ არა შესაბამისი დოზა.

თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა

თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტის გადაყლაპვის პრობლემა, შეგიძლიათ დაფშვნათ ტაბლეტი და შეურიოთ წყალს შემდეგნაირად:

დაფშვენით ტაბლეტი ფხვნილისებრ კონსისტენციამდე

ჩაყარეთ ფხვნილი ნახევარ ჭიქა წყალში

შეურიეთ ინტენსიურად და დალიეთ დაუყოვნებლად

რათა დარწმუნდეთ, რომ სრულად მიიღეთ წამლის დოზა, ჭიქაში გამოავლეთ ნახევარი ჭიქა წყალი და ისიც დალიეთ.

თუ თქვენ ხართ საავადმყოფოში, შესაძლოა პრეპარატი მოგცენ წყლიანი სუსპენზიის სახით ცხვირში ინსტალირებული მილის (ნაზოგასტრალური მილი) მეშვეობით.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ბრეილი

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო დოზაზე მეტი ბრეილი, შეატყობინეთ ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს. თან გააყოლეთ წამლის შეფუთვა. თქვენ შესაძლოა იყოთ სისხლდენის მაღალი რისკის ქვეშ.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბრეილის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი ჩვეულებრივ დროს

არ გააორმაგოთ დოზა (ორი ტაბლეტი ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით

თუ თქვენ შეწყვიტეთ ბრეილის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მიიღეთ პრეპარატი რეგულარულად და იმ ხანგრძლივობით რასაც ექიმი დაგინიშნავთ. თუ თქვენი ნებით შეწყვიტავთ ბრეილის მიღებას, ამან შესაძლოა გაზარდოს გულის შეტევის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეული სიკვდილის რისკი. 

თუ თქვენ გაქვთ დამატებით შეკითხვები ამ წამლის შესახებ მიმართეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ წამალმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება. ამ პრეპარატის მიღების ფონზე, შემდეგი გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს: 

ბრეილი მოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, შესაბამისად ძირითადად გვერდითი ეფექტების უმეტესობა დაკავშირებულია სისხლდენასთან. სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში. ზოგიერთი სისხლდენის ტიპი, როგორიცაა სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, უფრო ხშირად ვლინდება. მწვავე სისხლდენები იშვიათია, მაგრამ ისინი შესაძლოა სიხცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ ქვემოთ ჩმოთვლილ ეფექტს – თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

სისხლდენა თავის ტვინში ან ქალაში არ არის ხშირი გვერდითი ეფექტი და შესაძლოა გამოვლინდეს ინსულტის მსგავსი მოვლენებით, როგორიც არის:

მკლავის, ფეხის ან სახის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ ეს მხოლოდ სხეულის ერთ მხარეს ხდება

უეცარი დაბნეულობა, მეტყველების ან სხვების გაგების გართულება

უეცარი გართულებული სიარული ან წონასწორობის ან კოორდინაციის დაკარგვა

უეცარი თავბრუსხვევა ან ძლიერი თავის ტკივილი უცნობი მიზეზის გამო.

სისხლდენის ნიშნები როგორიცაა:

ძლიერი სისხლდენა ან სისხლდენა რომელსაც ვერ აკონტროლებთ

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლდენა, რომელიც დიდხანს გრძელდება

ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი

სისხლის წითლად ღებინება ან თქვენი ნაღებინები მასა ჰგავს „ყავის ნალექს"

წითელი ან შავი განავალი (კუპრის მსგავსი)

შედედებული სისხლის ამოხველება ან ღებინება 

გულის წასვლა

დროებით გონების დაკარგვა შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავის ტვინის სისხლით ცუდი მომარაგების გამო (ეს გვერდითი ეფექტი ხშირია)

სისხლის შედედების პრობლემის ნიშნები, რომელსაც თრომბოციტური თრომბოციტოპენიური პურპურა (თთP) ეწოდება, შემდეგია:

ცხელება და მეწამული ლაქები (ე.წ. პურპურა) კანზე ან პირის ღრუში, კანის ან თვალების სიყვითლე, რომელიც შესაძლოა არ გამოვლდინდეს, აუხსნელი უკიდურესი დაღლილობა ან დაბნეულობა.

განიხილეთ თქვენ ექიმთან ერთად, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს:

ჟანგბადის უკმარისობის შეგრძნება – რაც ძალიან ხშირია. ამის მიზეზი შესაძლებელია იყოს თქვენი დაავადებული გული, ან ბრეილის გვერდითი ეფექტი. ბრეილთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა ძირითადად არის მსუბუქი და მისთვის დამახასიათებელია, უეცარი, მოულოდნელი შიმშილის გრძნობა ჰაერზე, რომელიც ჩვეულებრივ ხდება დასვენების დროს და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველ კვირებში და ბევრ პაციენტში შესაძლოა გაქრეს დროთა განმავლობაში. თუ თქვენ გრძნობთ ჟანგბადის უკმარისობას და გიჭირთ სუნთქვა, და ეს მდგომარეობა მძიმდება ან გრძელდება ხანგრძლივად, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება ან უფრო ღრმა შესწავლა.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (რომელიც ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

სისხლში შარდმჟავას მომატებული დონე (ჩანს სისხლის ანალიზში)

სისხლდენა იწვევს სისხლის ფორმულის არევას

ხშირი (რომელიც ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)

სისხლჩაქცევები

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა ან ოთახის ტრიალი

დიარეა ან საჭმლის მონელების დარღვევა

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)

ყაბზობა

გამონაყარი

ქავილი

სახსრების ძლიერი ტკივილი და შეშუპება - ეს არის პოდაგრის ნიშნები

თავბრუსხვევის შეგრძნება ან გულის წავლის წინა მდგომარეობა, ან დაბინდული მხედველობა - ეს არის დაბალი წნევის ნიშნები

ცხვირიდან სისხლდენა

არ არის უჩვეულო ოპერაციის შემდგომი ან ჭრილობის და დაზიანების (მაგალითად, გაპარსვისას) შემთხვევაში ნორმაზე მეტი სისხლდენა 

კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლდენა (წყლული)

ღრძილებიდან სისხლდენა

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები (შესაძლოა გამოვლინდეს 1-ზე მეტ პაციენტში 100-დან):

ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ქავილი ან შეშუპებული სახე ან შეშუპებული ტუჩები/ენა შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები

დაბნეულობა

თვალში სისხლჩაქცევით გამოწვეული მხედველობის პრობლემები

ვაგინალური სისხლდენა, რომელიც უფრო ინტენსიურია და გაქვთ სხვადასხვა დროს, და არ ემთხვევა ფიზიოლოგიური პერიოდის (მენსტრუალური) სისხლდენას.

სისხლდენა სახსრებსა და კუნთებში, რაც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას

ყურში სისხლჩაქცევა

შინაგანი სისხლდენა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან გულის წასვლი წინა მდგომარეობა.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ ნაციონალურ მარეგულირებელ ორგანოს. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.

 

5. ბრეილის შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

 

არ გადაყაროთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.

 

6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

მოქმედი ნივთიერება არის ტიკაგრელორი

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ტიკაგრელორს;

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ტიკაგრელორს;

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის გული: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, კროსპოვიდონი (ტიპი A), ჰიპრომელოზა (2910), მაგნიუმის სტერატი;

ტაბლეტის გარსი:

ბრეილი 60 მგ - Vივაცოატ ლიგჰტ რედ Pჩ-3P-578, რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 400, წითელი რკინის ოქსიდი (E172).

ბრეილი 90 მგ - Vივაცოატ ყელლოწ Pშ-2P-040, რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი (E553ბ), მაკროგოლ 400, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

 

როგორ გამოიყურება ბრეილი და შეფუთვის შემადგენლობა

ბრეილი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ვარდისფერი, ორმხრივ ამოზნექილი, მრგავლი ფორმის, დაახლოებით 8.1 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია EL1. 

ბრეილი 90 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი: ყვითელი, ორმხრივ ამოზნექილი, მრგავლი ფორმის, დაახლოებით 9.1 მმ დიამეტრის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 

გამჭვირვალე პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

ბრეილის შეფუთვა: 56 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთ შეფუთვაში.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 

სად შევიძინოთ?