შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
კალციუმის ოროტატის დიჰიდრატი, ექვივალენტი 500მგ კალციუმის,
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 10მკგ (400 ს.ე.),
დამხმარე ნივთიერებები; სორბიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტიური ნივთიერებების კომბინაცია არეგულირებს კალციუმის ცვლას ორგანიზმში. ამცირებს რეზორბციას (კალციუმის გამოდევნას ძვლებიდან) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს ორგანიზმში კალციუმის და ვიტამინი D3-ს დონის აღდგენით.
კალციუმი ანორმალიზებს ნერვების და კუნთების მუშაობას მოქმედების პოტენციალის აგზნების ზღურბლის რეგულირებით. კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში და ნერვული იმპულსის გადაცემის რეგულირებაში, კუნთების შეკუმშვაში, ნეიროტრანსმიტერების სეკრეციასა და საჭმლის მონელებაში. უზრუნველყოფს გულის კუნთის სტაბილურ ფუნქციონირებას და არის სისხლის კოაგულაციაში მონაწილე კომპონენტი.
კალციუმის ყველაზე ეფექტური ფორმა - კალციუმის ოროტატი არის ფუნქციური ამინომჟავას ლიგანდით - ოროტის მჟავით ქელატირებული კალციუმი. ოროტის მჟავა ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას უჯრედული მემბრანის სტრუქტურებში, რითაც ხელს უწყობს კალციუმის უჯრედშიდა ათვისებას, განსაკუთრებით ძვლებში. კალციუმის ოროტატი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი ხრტილის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ოროტატი მონაწილეობს დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) და რნმ-ის (რიბონუკლეინის მჟავა) სინთეზში.
კალციუმის სხვადასხვა დანამატებიდან კალციუმის ოროტატი არის ყველაზე მეტად აბსორბირებადი ფორმა - მოლეკულების მაღალი აფინურობის გამო გააჩნია მაღალი შეღწევადობა უჯრედული მემბრანების კომპლექსებში.
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინიD3) პროვიტამინია. აქტიური მეტაბოლიტი, 1,25 -დიჰიდროქსივიტამინი D (კალციტრიოლი) ასტიმულირებს კალციუმის და ფოსფატის შეწოვას წვრილი ნაწლავიდან, ხელს უწყობს კალციუმის სეკრეციას ძვლებიდან სისხლში; ხელს უწყობს თირკმლის მილაკებში ფოსფატის რეზორბციას.
ფარმაკოკინეტიკა
კალციუმის ოროტატის აბსორბცია: ოროტატის სახით კუჭ-ნაწლავის ტრაქტით აბსორბირებული კალციუმის რაოდენობა შეადგენს მიღებული დოზის დაახლოებით 90-95%-ს.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია: ორგანიზმში კალციუმის 99% კონცენტრირებულია ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში. დარჩენილი 1% იმყოფება უჯრედშიდა და უჯრედგარე სითხეებში. სისხლში კალციუმის მთლიანი შემცველობის დაახლოებით 50% ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზებულ ფორმაშია, დაახლოებით 10% კომპლექსდება ციტრატთან, ფოსფატთან ან სხვა ანიონებთან, დანარჩენი 40% დაკავშირებულია ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან.
გამოყოფა: ძირითადად ფეკალურ მასებთან ერთად და შარდით. რენალური ექსკრეცია დამოკიდებულია გლომერულურ ფილტრაციაზე და კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციაზე.
ქოლეკალციფეროლი
შეწოვა: ვიტამინი D3 ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. ცხიმში ხსნადია, საჭიროებს ნაღველს.
განაწილება და ბიოტრანსფორმაცია: კოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები სისხლში სპეციფიკურ გლობულინთან დაკავშირებულები ცირკულირებენ. კოლეკალციფეროლი ღვიძლში ჰიდროქსილაციით გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიკოლეკალციფეროლად. შემდეგ იგი თირკმელებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად 1,25-დიჰიდროქსიკოლეკალციფეროლად. ვიტამინი D, რომელიც არ მეტაბოლიზდება, ინახება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში.
გამოყოფა: ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენებები:
კალციუმის და D3 ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით მიღებისას;
კალციუმის დაბალი დონით გამოწვეული მდგომარეობების სამკურნალოდ(ოსტეოპოროზი, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, არასრულწლოვანთა ოსტეოპოროზი, ხანდაზმული ოსტეოპოროზი, ოსტეომალაცია, რაქიტი);
ჰიპოპარათირეოზი;
ლატენტური ტეტანია;
ბარძაყის სახსრის პლასტიკური ქირურგია;
ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, ფსორიაზი, სპონდილიტი და ა.შ.;
ორსული ქალები და მეძუძური დედები;
პრემენსტრუალური სინდრომი (PMშ);
დოზირება და გამოყენების წესი
პერორალურად: 1 კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში;
შეიძლება მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე;
სიფრთხილის ზომები:
ჰიპოპარათირეოიდული დაავადება: ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიპოპარათირეოიდულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ D3 ვიტამინის მაღალ დოზებს.
თირკმლის კენჭები (კალციუმის შემცველი): სიფრთხილე გამოიჩინეთ კალციუმის პრეპარატების მიღებისას პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ქონდათ თირკმლის კენჭები.
თირკმლის უკმარისობა: სიფრთხილით გამოიყენეთ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპერკალციემიის თავიდან ასაცილებლად; აუცილებელია შრატში კალციუმის და ფოსფორის დონის ხშირი მონიტორინგი.
უკუჩვენებები:
მოერიდეთ მის გამოყენებას სამკურნალო საშუალებაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ალფა-ლიპოის მჟავა: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ ალფა-ლიპოის მჟავას შეწოვა. ალფა-ლიპოის მჟავამ შეიძლება შეამციროს კალციუმის მარილების შეწოვა. მენეჯმენტი: ალფა-ლიპოის მჟავას და ნებისმიერი კალციუმის შემცველი ნაერთის მიღება უნდა მოხდეს რამდენიმე საათის შუალედით. თუ ალფა-ლიპოინის მჟავა მიიღება საუზმემდე 30 წუთით ადრე, მაშინ პერორალური კალციუმის ოროტატი უნდა იქნას მიღებული ლანჩზე ან სადილზე.
ბიქტეგრავირი: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ ბიქტეგრავირის შრატში კონცენტრაცია. მართვა: ბიქტეგრავირი, ემტრიციტაბინი და ტენოფოვირის ალაფენამიდი შეიძლება დაინიშნოს კალციუმის მარილებთან ერთად ჭამის დროს, მაგრამ მათი მიღება კალციუმის მარილთან ერთად ჭამიდან 2 საათის შემდეგ ან უზმოზე არ არის რეკომენდებული.
კალციუმის აცეტატი: კალციუმის მარილებს შეუძლიათ გააძლიერონ კალციუმის აცეტატის უარყოფითი/ტოქსიკური ეფექტები.
კალციუმის არხის ბლოკატორები: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ კალციუმის არხის ბლოკატორების თერაპიული ეფექტი.
დოლუტეგრავირი: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ დოლუტეგრავირის შრატში კონცენტრაცია. მენეჯმენტი: დოლუტეგრავირის მიღება უნდა მოხდეს პერორალური კალციუმის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ. დოლუტეგრავირი/რილპივირინი დანიშნეთ კალციუმის მარილების მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ. გარდა ამისა, დოლუტეგრავირის და პერორალური კალციუმის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ერთდროულად.
ერდაფიტინიბი: შრატის ფოსფატის დონის შემცვლელმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ერდაფიტინიბის თერაპიული ეფექტი. მენეჯმენტი: მოერიდეთ შრატში ფოსფატის დონის შემცვლელი საშუალებების ერდაფიტინიბთან ერთად მიღებას.
ესტრამუსტინი: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ ესტრამუსტინის შეწოვა. მენეჯმენტი: ესტრამუსტინის დანიშვნა ცარიელ კუჭზე, კალციუმის პერორალური დანამატის მიღებიდან მინიმუმ 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
მულტივიტამინები/ფტორი (ADE-თან ერთად): შეიძლება გაზარდოს კალციუმის მარილების შრატში კონცენტრაცია. კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ მულტივიტამინების/ფტორის შრატში კონცენტრაცია (ADE-სთან ერთად). უფრო კონკრეტულად, კალციუმის მარილებმა შეიძლება დაარღვიოს ფტორის შეწოვა. მენეჯმენტი: მოერიდეთ რძის პროდუქტების ჭამას ან დალევას ან ვიტამინების ან კალციუმის მარილებით დამატებების მიღებას ფტორის მიღებამდე ერთი საათით ადრე ან მის შემდეგ.
ფოსფატის დანამატები: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ ფოსფატის დანამატების შეწოვა. მენეჯმენტი: ეს ეხება მხოლოდ ფოსფატის და კალციუმის პერორალურ მიღებას. პერორალური ფოსფატის დანამატების შეყვანამ რაც შეიძლება დიდი დროის შუალედით პერორალური კალციუმის მარილის შეყვანისდან შეიძლება შეამციროს მათი ურთიერთქმედება.
ქინოლონები: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ ქინოლონების შეწოვა. მენეჯმენტი: პერორალური ქინოლონის მიღება უნდა მოხდეს პერორალური კალციუმის დანამატის დოზის მიღებიდან მინიმუმ 2 საათით ადრე ან 6 საათის შემდეგ.
სტრონციუმის რანელატი: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ სტრონციუმის რანელატის კონცენტრაცია შრატში. მენეჯმენტი: სტრონციუმის რანელატის და პერორალური კალციუმის მარილების მიღებათა შორის შუალედის მინიმუმ 2 საათით გაზრდა.
ეტრაციკლინები: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ ტეტრაციკლინების შრატში კონცენტრაცია. მენეჯმენტი: ორალური კალციუმის და ორალური ტეტრაციკლინების მიღებათა შორის რამდენიმე საათიანი შუალედის დაცვა.
თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულები: შეიძლება შემცირდეს კალციუმის მარილების გამოყოფა. ერთდროულმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური ალკალოზი.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე მოქმედი საშუალებები: კალციუმის მარილებს შეუძლიათ შეამცირონ აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტების თერაპიული ეფექტი. მენეჯმენტი: მიღებათა შორის მინიმუმ 4 საათის ინტერვალის დაცვა.
D ვიტამინის ანალოგები: კალციუმის მარილებს შეუძლიათ გააძლიერონ D ვიტამინის ანალოგების უარყოფითი/ტოქსიკური მოქმედება.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის ტკივილი;
ენდოკრინული და მეტაბოლური: ჰიპერკალციემია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მუცლის ტკივილი, ანორექსია, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება;
შარდსასქესო სისტემა: ჰიპერკალციურია;
გამოყენება ორსულობისას:
კალციუმის ოროტატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში. კალციუმის და ქოლეკალციფეროლის მეტაბოლიტი 25(OH)D გადის პლაცენტარულ ბარიერს.
ორსულობის დროს კალციუმის შეწოვა ნაწლავებიდან იზრდება. ნაყოფში მოხვედრილი კალციუმის რაოდენობა განისაზღვრება დედის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებით. კალციუმის მოთხოვნილება ორსულ და არაორსულ ქალებში ერთნაირია.
ორსულობის დროს დღიური მიღება არ უნდა აღემატებოდეს 2500 მგ კალციუმს და 4000 სე ვიტამინ D-ს. ორსულ ქალებში კალციუმის და D ვიტამინის ჭარბი დოზირება თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან მუდმივმა ჰიპერკალციემიამ შესაძლოა არასასურველი ეფექტები იქონიოს განვითარებად ნაყოფზე.
ვიტამინი D საჭიროა ნაყოფის ზრდისა და განვითარებისთვის. ორსულ ქალში D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ახალშობილში გამოიწვიოს D ვიტამინის დეფიციტი. შრატში 25(OH)D კონცენტრაცია უნდა გაიზომოს ორსულ ქალებში, რომლებიც დეფიციტის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან. პრენატალურ ვიტამინებში შემავალი D ვიტამინის რაოდენობა შეიძლება არ იყოს ადეკვატური ორსულობის დროს დეფიციტის სამკურნალოდ; თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დიდი დოზები, ამჟამინდელი გაიდლაინები გვირჩევენ სულ 1000-დან 2000 ერთეულამდე დღეში, სანამ მეტი უსაფრთხოების მონაცემი იქნება ხელმისაწვდომი (AჩOG 2011). ქალებში, რომლებიც არ არიან დეფიციტის რისკის ქვეშ, ორსულობის დროს უნდა იქნას აცილებული ღDA-ს მირ რეკომენდებულზე მეტი დოზები.
ძუძუთი კვება:
კალციუმის ოროტატის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების დროს. კალციუმი და ვიტამინი D3 გადადის დედის რძეში. ეს გასათვალისწინებელია ბავშვისთვის დამატებითი D3 ვიტამინის მიცემისას. დედის რძეში კალციუმის რაოდენობა ჰომეოსტატურად რეგულირდება და არ იცვლება დედის მიერ კალციუმის მიღებით. კალციუმის მოთხოვნები ერთნაირია მეძუძურ და არამეძუძურ ქალებში.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა:
30 კაფსულა.