Plasmon
ქალმ ჰართი / Calm Hart

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ACONITUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლიტვა
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #15
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 

თითოეული კაფსულის შემადგენლობა

კუნელის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (Crataegus pinnatifida) 100 მგ;

ნივრის მშრალი ექსტრაქტი (Allium sativum) 100 მგ;

კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) 50 მგ; 

შავბალახას ღეროს მშრალი ექსტრაქტი (Leonurus cardiaca)  50 მგ; 

მაგნიუმი 100 მგ;

ვიტამინი B6 1,4 მგ;

ფოლიუმის მჟავა 200 მკგ;

ვიტამინი B12 2.5 მკგ.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დამაშვიდებელი საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ქალმ ჰართი არის ორმაგი მოქმედების და სათანადოდ შერჩეული აქტიური ნივთიერებების კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს გულის აქტივობის შენარჩუნებას, დაძაბულობის, სტრესის და მოუსვენრობის შემცირებას. პრეპარატის უნიკალური შემადგენლობა შეიქმნა თანამედროვე სამეცნიერო კვლევების და დროში გამოცდილი ტრადიციული ხალხური მედიცინის საფუძველზე. 

კუნელის ექსტრაქტი ხელს უწყობს გულის ნორმალური აქტივობის და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას, დაძაბულობის, მოუსვენრობის დაქვეითებას და ძილის კარგი ხარისხის შენარჩუნებას. 

ნივრის ექსტრაქტი ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, ქოლესტერინის, ჰომოცისტეინის და სისხლში გლუკოზის ნორნალურ შემცველობას. ჰომოცისტეინის კონცენტრაციის ზრდა დაკავშირებულია ათეროსკლეროზის განვითარების რისკთან. ნივრის ექსტრაქტი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას წვრილ სისხლძარღვებში, ასევე ხელს უწყობს სტრესისადმი მდგრადობის ზრდას, იმუნური სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებას. 

შავბალახას ღეროს მშრალი ექსტრაქტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ხელს უწყობს მომატებული ფიზიკური და ემოციური აგღზნების, გაღიზიანებადობის შემცირებას.

კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების, ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ასევე ხელს უწყობს მოდუნებას და კარგი ფსიქოლოგიური სტატუსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ამგვარად ძილის ხარისხს, კარგი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებით.  

შემადგენლობაში შემავალი მაგნიუმი, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინები B6   და B12 ხელს უწყობს დაღლილობის და დაქანცვის შეგრძნების შემცირებას, ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას. B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალური ცვლის შენარჩუნებას. B6   და B12 ვიტამინების, ფოლიუმის მჟავის მცირე ნაკლოვანებამაც კი შეიძლება გაზარდოს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაცია, ამასთან ერთად კი გულის დაავადებების განვითარების რისკი. 

 

გამოყენების ჩვენებები:

• ქალმ ჰართი განკუთვნილია როგორც უფროსი ასაკის, ასევე საშუალო ასაკის პირებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან დაძაბული სამუშაო გრაფიკით, გულის ნორმალურ ფუნქციონირების შენარჩუნების, დაძაბულობის და მოუსვენრობის შემცირების მიზნით.

• ძილის დარღვევა (მათ შორის, უძილობა, ჩაძინების პროცესის გახანგრძლივება).

• მომატებული ნერვული აგზნებადობა,  ნერვული დაძაბულობა,  გაღიზიანებადობა, შფოთვა, დათრგუნვის შეგრძნება, შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით, ადვილად დაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია, გახშირებაული გულისცემა,  ძილის დარღვევები, უძილობა, კუნთების ტკივილი და სპაზმი.

 

მიღების წესი და დოზირება

გულის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად მიიღება თითო კაფსულა დღეში, ჭიქა წყლის დაყოლებით. 

მოუსვენრობის ან აგზნების შეგრძნების შემთხვევაში მიიღება 1 კაფსულა დღეში ერთხელ ჭიქა წყლის დაყოლებით.

ძილის დარღვევის, გაძნელებული ჩაძინების შემთხვევაში მიიღეთ ერთი კაფსულა ძილის წინ, წყლის დაყოლებით. 

მაქსიმალური დღიური დოზა 2 კაფსულა დღეში.

 

უკუჩვენება

-ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;

 

გამოშვების ფორმა: 15 კაფსულა შეფუთვაში.

სად შევიძინოთ?