Plasmon
კამელინფლუ / CAMELYNFLU


წამლის ფორმა: სპრეი, ადგილობრივი მოქმედების.
10 მლ. ფლაკონში. შესხურების 120 დოზა.
1 დოზა შეიცავს  85 მკგ ხსნარს.

შემადგენლობა:„კამელინი-М“-1,5 მლ.  

დამხმარე ნივთიერებები - 8,5 მლ.
(პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი).

აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.

ფარმაკოლოგიური თვისებები: „კამელინფლუ” - ს  გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.  

ჩვენებები: პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. 
როგორც დამხმარე საშუალება - ქრონიკული ტონზილიტის დროს.

მიღების წესი: ფლაკონს იკავებენ  ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევენ პირის ღრუში/ყელში. 
მოზრდილებში, 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში, 2-3 გაფრქვევა 3-6 ჯერ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 - 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება. 

გვერდითი მოვლენები: თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: „კამელინფლუ“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ. 

ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.


ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება: გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

გამოშვების ფორმა: „კამელინფლუ“ 10 მლ. მინის ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი, უჟანგავი ფოლადის ბურთულით და პოლიპროპილენის შემაფრქვევლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.   

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?