Plasmon
ციპრინოლი / Ciprinol


სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ბირთვი: 
აქტიური ნივთიერება:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი 873 მგ (ექვივალენტურია 750 მგ ციპროფლოქსაცინის)
დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, ტიპი A, მიკროკრისტალური ცელულოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, 
გარსი: ჰიპრომელოზა, 6 სრ, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, E171, პროპილენგლიკოლი.
აღწერა
ოვალური ტაბლეტები შემოგარსული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით ორივე მხარეზე ნაზოლით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება -ფტორქინოლონი.
ათქ კოდი: j01MA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ანტიმიკრობული პრეპარატი ფართო სპექტრის მოქმედების ფტორქინოლინების ჯგუფის. მოქმედებს ბაქტერიციდულად. პრეპარატი ახდენს ბაქტერიის დნმ-გირაზას ფერმენტის ინჰიბირებას, რის შედეგადაც ირღვევა დმნ-ის რეპლიკაცია და ბაქტერიის უჯრედული ცილების სინთეზი. მიკროორგანიზმის უჯრედების დაბალი ტოქსიურობა აიხსნება მათში დნმ-გირაზას არ არსებობით. ციპროფლოქსაცინის მიღების ფონზე არ ხდება მდგრადობის პარალელური გამომუშავება სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან გირაზას ინჰიბიტორების ჯგუფს, რაც ხდის მას მაღალეფექტურს ბაქტერიების მიმართ, რომლებიც მდგრადია, მაგალითად ამინოგლიკოზიდების, პენიცილანამის, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინების მიმართ. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს როგორც გავრცელებულ მიკროორგანიზმებზე, ასევე სიმშვიდის ფაზაში მყოფებზე. ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: ენტერობაქტერიები (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacer spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganell morganii, Vibrio spp., Yersinia spp). , სხვა გრამუარყოფითი ბაქტერიები(Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasterurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.,); ზოგიერთი უჯრედშიდა მიკრობები: Legionella pneumphila, Brucella spp., Listeria monocytogenes, Mycobacerium tuberculosis, Mycobacterium kansasii;  ზომიერად მგრძნობიარენი - Mycobacterium avium.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარენი არიან ასევე გრამდადებითი აერობული ბაქტერიები:
Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. )Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae). მეთილცილინის მიმართ მდგრადი უმეტესი სტაფილოკოკები,  მდგრადია ასევე ციპროფლოქსაცინის მიმართ. Streptococcus pneumonia, Enterococcus faecalis ბაქტერიის მგრძნობელობა ზომიერია. პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია Corynebacterium spp., Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pserudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroids.  არაეფექტურია Treponema pallidum ის მიმართ.
როგორც ინ ვიტრო, ასევე ინ ვივო ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა Bacillus anthracis.
ფარმაკოკინეტიკა. პერორალური მიღებისას ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ანელებს შეწოვას, მაგრამ არ ცვლის სისხლის შრატში პრეპარატის მაქსიმალურ კონცენტრაციას და ბიოშეღწევადობას. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-85%. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში  ჯანმრთელ მოხალისეებში 750 მგ პრეპარატის პერორალური მიღებისას (ჭამამდე) მიიღწევა 1-1,5 სთ-ში და შეადგენს 4,3 მკგ/მლ-ს. შიგნით მიღებული ციპროფლოქსაცინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილში და სითხეში. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ნაღველში, ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოში, სათესლე სითხეში, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, ნუშისებრ ჯირკვლებში, ენდომეტრიაში, ფალოპიურ მილებში და საკვერცხეებში. ამ ქსოვილებში პრეპარატის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე შრატში. ციპროფლოქსაცინი ასევე კარგად აღწევს ძვალში, თვალის სითხეში, ბრონქულ სეკრეტში, ნერწყვში, კანში, კუნთებში, პლევრაში, მუცლის ღრუში და ლიმფაში.  ზურგის ტვინის სითხეში აღწევს მცირე რაოდენობით, რასაც მისი კონცენტრაცია არაანთებით ტვინის გარსში შეადგენს 6-10% სისხლის შრატთან შედარებით, ხოლო ანთებისას- 14-37%. ციპროფლოქსაცინი ასევე კარგად აღწევს პლაცენტაში.
ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია სისხლის ნეიტროფილებში 2-7 ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში. ორგანიზმში განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3,5 ლ/კგ-ს. ციპროფლოქსაცინის ცილებთან შერწყმის დონე შეადგენს 30%.
მეტაბოლირდება ღვიძლში (15-30%) ნაკლებადაქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (დიეთილციპროფლოქსაცინი, სულფოციპროფლოქსაცინი, ოქსოციპროფლოქსაცინი, ფორმილციპროფლოქსაცინი). ციპროფლოქსაცინის გამოყოფის ძირითადი გზა - თირკმელები (50-70%). 15-დან 30 %-მდე გამოიყოფა ნარლავით. პაციენტებში თირკმელების უცვლელი ფუნქციით ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს ჩვეულებრივ 3-5 სთ; ქრონიკული თირკმლის უკმარისობისას იზრდება 12 სთ-მდე. ციპროფლოქსაცინის მცირე რაოდენობა გამოიყოფა დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
სასუნთქი გზების ინფექციები: პნევმონია (პნევმოკოკური პნევმონიის  გარდა), მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ბრონქოეკტაზური დაავადება, მუკოვისციდოზის ინფექციური გართულება (გამოწვეული Pseudomonas aeruginosa);
გართულებული პიელონეფრიტი;
მცირე მენჯის და სასქესო ორგანოების ინფექციები (ეპიდიდიმოორქიტი, პროსტატიტი, სალპინგიტი, ენდომეტრიტი, ოოფორიტი, ტუბულარული აბსცესი და პელვიოპერიტონიტი);
მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით: მუცლისშიდა აბსცესი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი (მეტრონიდაზოლთან ან კლინდამიცინთან კომბინაციაში);
კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: ინფიცირებული წყლული, ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა, აბსცესები, ფლეგმონა;
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი;
ინფექციები უმუნოდეფიციტის ფონზე (გამოვლენილი თერაპიის ფონზე იმუნოდეპრესიური სამკურნალო საშუალებებით ან ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში);
ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას (უროლოგიური, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ბავშვის ასაკის და 18 წლამდე მოზარდები;
ერთროულიმიღება თიზანიდინთან ერთად (არტერიული წნევის გამოხატული დაწევის რისკი, ძილიანობა);
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (ციპროფლოქსაცინის მოცემული დოზისათვის).
სიფრთხილით: თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების დარღვევა, ფსიქიური დაავადებები, ეპილეფსია, თირკმლის და/ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა, ხანდაზმულობის ასაკი, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპია, ფტორქინოლინით მკურნალობისას მყესების დაზიანება.

გამოყენების ჩვენებები და დოზები
მიიღება შიგნით. პრეპარატი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად. საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად, ჭამის შემდეგ. ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, ასაკზე, სხეულის წონაზე და პაციენტის თირკმლის ფუნქციაზე.
დოზირების რეკომენდებული სქემა:
ქვედა სასუნთქი გზების რთული ფორმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას - 750 მგ 2ჯერ დღეში;
გართულებული პიელონეფრიტი - 750 მგ 2ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი- მინიმუმ 10 დღე. განსაკუთრებულ სიტუაციებში (მაგალითად, თირკმლის აბსცესი) თერაპიის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს 21 დღეზე მეტ ხანს.
კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები, რთული ფორმები - 750 მგ 2 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 7-14 დღე.
ძვლებისა და სახსრების რთული ინფექციები (ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი)- 750 მგ 2 ჯერ დღეში. ოსტეომიელიტის თერაპიის ხანგრძლივობამ შესაძლოა შეადგინოს 2 თვე;
მცირე მენჯის და სასქესო ორგანოების ინფექციები- 750 მგ 2 ჯერ დღეში.
მუცლის ღრუს ინფექციები, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით - 750 მგ 2 ჯერ დღეში.
ინფექციები იმუნოდეფიციტის ფონზე - ციპროფლოქსაცინი უნდა მიიღოთ სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში - 750 მგ დოზა 2 ჯერ დღეში.
ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას: ციპროფლოქსაცინის 500-დან 750 მგ-მდე ინიშნება შიგნით 1-1,5 სთ-ით ადრე ოპერაციამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე, მაგრამ მკურნალობა ყოველთვის უნდა გაგრძელდეს ტემპერატურის ნორმალიზირებიდან კიდევ მინიმუმ სამი დღე. ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღემდე.

გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია, ქოლესტაზური სიყვითლე (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებთაც გადატანილი აქვთ ღვიძლის დაავადება), ჰეპატიტი, ჰეპატონეკროზი.
ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მომატებული დაღლილობა, კრუნჩხვა, შფოთი, ტრემორ, უძილობა, ,,კოშმარული” სიზმრები, პერიფერიული პარალგეზია (ტკივილის აღქმის შეგრძნების ანომალია), შიდაქალის წნევის მომატება, გონების დაბინდვა, დეპრესია, ჰალუცინაცია, ასევე სხვა ფსიქოტონური რეაქციები, (იშვიათად პროგრესირებადია იმ მდგომარეობამდე, როდესაც პაციენტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავის თავს, სუიციდური ტენდენციებით), შაკიკი, გონების დაბინდვა.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს და სუნის შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა (დიპლოპია, ფერის აღქმის დარღვევა), ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:  ტაჰიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა, ცერებრალური არტერიის თრომბოზი.
სისხლის წარმომქმნელი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბიციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია (უმეტესად ტუტე შარდისას და დაბალი დიურეზისას), გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ალბუმინურია, ურეტრალური სისხლდენა, თირკმელების აზოტის გამომყოფის ფუნქციის დაქვეითება, ინტერსტიციალური ნეფრიტი.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ცხელება, წყლულის გაჩენა, სისხლდენისა და მცირე კვანძების თანხლებით, ჩირქოვანი ქერქის წარმოქმნით, წამლის ცხელება, წერტილოვანი სისხლჩაქცევა, სახის ან ყელის შეშუპება, ქოშინი, ეოზინოფილია, ვასკულიტი, ეკზანთემა, კვანძური ერითემა, ექსუდაციური მალტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი (ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა), ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ანაფილაქსიური შოკი.
ძვლებისა და კუნთების სისტემის მხრივ: ართრალგია, ართრიტი, ტენდოვაგინიტი, მყესების გახლეჩვა, მიალგია, შეშუპება სისხლძარღვების არეში.
სხვა: საერთო სისუსტე, სუპერინფექცია (კანდიდოზი, ფსევდომემბრანული კოლიტი), სინათლის მომატებული მგრძნობელობა,  სისხლის ,,მიწოლის” შეგრძნება სახის კანზე, ოფლიანობა.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოპროთრომბინემია, ,,ღვიძლის” ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზების აქტივობის მომატება, ჰიპერკრეატინემია, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია. 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორი, თავის ტკივილი, დაღლილობა, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა (კრისტალურია და ჰემატურია). მწვავე დოზის გადაჭარბებისას 16 გრ დოზით აღწერილია თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების შემთხვევა. თირკმლის მწვავე უკმარისობა შექცევადია.
მკურნალობა:  სიმპტომატური მკურნალობა, კუჭის გამორეცხვა, აქტიური ნახშირის დანიშვნა; უნდა უზრუნველყოთ საკმარისი რაოდენობის სითხით უზრუნველყოფა. უცნობია სპეციფიური ანტიდოტი. ციპროფლოქსაცინის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა (10%-ზე ნაკლები) გამოიყოფა ჰემოდიალიზით და პერიტონელაური დიალიზით.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციპროფლოქსაცინის ერთდროულად მიღებისას დიდანოზინთან ერთად მცირდება ციპროფლოქსაცინის შეწოვა ციპროფლოქსაცინის კომპლექსის წარმოქმნით დიდანოზინის ალუმინის და მაგნიუმის მარილების შემცველობით.
ჰეპატოციტებში მიკროსომალური პროცესების აქტივობის შემცირების შედეგად იზრდება თეოფილინის და/ან კოფეინის (და სხვა ქსანტინების), ასევე პერორალური ჰიპოჰლიკემიური პრეპარატების (გლიბენკლამიდის - რაც იწვევს ჰიპოგლიკემიას), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების  კონცენტრაცია და ხანგრძლივდება ნახევრადგამოყოფის პერიოდი, ხელს უწყობს პროთრომბინის ინდექსის შემცირებას.
ციპროფლოქსაცინი ზრდის სისხლის პლაზმაში ტიზანიდინის მაქსიმალურ კონცენტრაციას 7 ჯერ (4 დან 21-მდე) და ,,კონცენტრაცია-დრო” მრუდის ქვეშ სივრცეს 10 ჯერ (6-დან 24-მდე), რაც ზრდის არტერიული წნევის მომატების რისკს.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღება (აცეტილსალიცილის მჟავას არდა)- ზრდის კრუნჩხვის განვითარების რისკს.
ანტაციდების, სუკრალფატის, ასევე, ალუმინის იონების შემცველი პრეპარატების, ცინკის, კალციუმის, რკიცის ან მაგნიუმის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ციპროფლოქსაცინის შეწოვის შემცირება, ამიტომ პრეპარტებს შორის დანიშვნის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4სთ.
ციპროფლოქსაცინის და ციპროსპორინის ერთდროული მიღებისას ძLიერდება ციკლოსპორინის ნეფროტოქსიური მდგომარეობა (აუცილებელია კრეატინის დონის კონტროლი სისხლში კვირაში 2-ჯერ). ციპროფლოქსაცინის და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს მყესების გახლეჩვის რისკი. 
ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს ფენიტოინის შრატის კონცენტრაციის გაზრდა ან შემცირება. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, რაც იწვევს მისი სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროის შემცირებას.
ურიკოზურული პრეპარატების ერთდროული დანიშვნა იწვევს ციპროფლოქსაცინის გამოყოფის შენელებას (50%-მდე) და პლაზმური კონცენტრაციის მომატებას.
სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინირებისას (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები, ამინოგლიკოზურები, კლინდამიცინი, მეტრონიდაზოლი) ჩვეულებრივ აღინიშნება სინერგიზმი: პრეპარატი წარმატებით გამოიყენება ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია Pსეუდომონას სპპ.,; მეზლოცილინთან, ალოცილინთან და სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ერთად - სტრეპტოკოკური ინფექციებისას; იზოკსაზოლილპენიცილინებთან და ვანკომიცინთან ერთად - სტაფილოკოკური ინფექციებისას; მეტრონიდაზოლთან და კლინდამიცინთან ერთად - ანაერობული ინფექციებისას.

განსაკუთრებული მითითებები
ციპროფლოქსაცინით მკურნალობისას და მისი დასრულების შემდეგ რთული და ხანგრძლიცი დიარეის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზი, რაც საჭიროებს სამკურნალო პრეპარატის მიღების დაუყონებლივ შეწვეტას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას. მყესებში ტკივილის გამოვლენისას ან ტენდოვაგინიტის პირველივე ნიშნების გამოვლენისას უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა იმის გამო, რომ აღწერილია (უმეტესად ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს) ანთების და მყესების გაწყვეტის ერთეული შემტხვევები ფტორქინოლონით მკურნალობისას. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს უნდა მოერიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში, კრისტალურიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით არ არის დასაშვები რეკომენდებულ დღიურ დოზაზე გადაჭარბება.
ასევე აუცილებლად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საკმარისი რაოდენობის სითხით უზრუნველყოფა (გამოყოფილი შარდის მოცულობის კონტროლით) გამოდევნილი შარდის მოცულობის და შარდის მჟავე რეაქციის შენარჩუნების კონტროლით. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ ულტრაიისფერ დასხივებას (მათ შორის უშუალოდ მზის სხივებთან კონტაქტს). თერაპიის პერიოდში შესაძლებელია პროთრომბინის ინდექსის მომატება, ამიტომ ქირურგიული ჩარევების ჩატარებისას უნდა აკონტროლოთ სისხლის შედედების სისტემის მდგომარეობა.
პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტისას ციპროფლოქსაცინის მიღებისას შესაძლოა ჰემოლიზური ანემიის განვითარება.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს უნდა დაიცვან სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სახის საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრირებას  და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. 

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 750 მგ.
10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
სია ბ.
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.


სად შევიძინოთ?