Plasmon
ციპრინოლი / Ciprinol


სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი მონოჰიდრატი, ექვივალენტური ციპროფლოქსაცინის - 250 მგ და 500მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი.

აღწერა
250 მგ ტაბლეტები: მრგვალი, თეთრი, ორმხრივ ამობურცული, ჩამოთლილი კიდეებით და ერთ მხარეზე ნაზოლით, დაფარული აპკიანი გარსით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ ტოლ ნაწილად.
500მგ ტაბლეტები: ოვალური, თეთრი, ორმხრივამობურცული, ერთ მხარეზე ნაზოლით, დაფარული აპკიანი გარსით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ ტოლ ნაწილად.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული პრეპარატები. ფტორქინოლონები. 
ათქ კოდი ჟ01MA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფართო მოქმედების სპექტრის, ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული პრეპარატი. ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია II ტიპის ტოპოიზომერაზების და IV ტიპის ტოპოიზომერაზების ინჰიბირების შედეგად, რაც აუცილებელია დნმ-ისათვის ბაქტერიის რეპლიკაციის, ტრანსკრიპციის, რეპარაციისა და რეკომბინაციისათვის. 
ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი
მნიშვნელოვანი სახეობების დაჯგუფება ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Bacillus anthracis (1)

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Aeromonas spp.

Brucella spp.

Citrobacter koseri

Francisella tularensis

Haemophilus ducreyi

Haemophilus influenza*

Leginella spp.

Moraxella catarrhalis*

Neisseria meningitides

Pasteurella spp*

Salmonella spp*

Shigella spp*

Vibrio spp.

Yersinia pestis

ანაერობული მიკროორგანიზმები

Chlamydia trachomatis ($)

Chlamydia pneumonia ($)

Mycoplasma hominis ($)

Mycoplasma pneumonia ($)

სახეობები, რომლისთვისაც  მეორადი რეზისტენტულობა შესაძლოა სადაო იყოს

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis ($)

Staphylococcus spp.* (2)

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Acinetobacer baumannii+

Burkholderia capacia+*

Camphylobacter spp.+*

Citrobacter freundii*

Enterobacer aerogenes

Enterobacer cloacae*

Escherichia coli*

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumonia*

Morganella morganii*

Neisseria gonorrhoeae*

Proteus mirabilis*

Proteus vulgaris*

Providencia spp.

Pseudomonas aeruginosa*

Pseudomonas fluorescens

Serratia marcescens*

ანაერობლი მიკროორგანიზმები

Peptostreptococcus spp.

Propionibacterium acnes

რეზისტენტული მიკროორგანიზმები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Actinomyces

Enteroccus faecium

Listeria monocytogenes

აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები

Stenotrophomonas maltophilia

ანაერტობული მიკროორგანიზმები

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა

სხვა მიკროორგანიზმები

Mycoplasma genitalium

Ureaplasma urealitycum

* კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია მგრძნობიარე შტამებისათვის კლინიკურად დადასტურებული მაჩვენებლების მიხედვით

+ რეზისტენტულობის პროცენტი >50% ერთ ან მეტ ევრო გაერთიანების ქვეყნებში

($) საშუალო ბუნებრივი მგრძნობელობა რეზისტენტულობის მეორადი მექანიზმის არ არსებობის შემთხვევაში.

(1) გამოკვლევები ჩატარდა ექსპერიმენტალურ ცხოველებზე, რომელთა დაინფიცირებაც მოხდა BBacillus anthracis სპორების შესუნთქვის გზით. კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების მიღების ნაადრევი დაწყება იძლევა დაავადების გამოვლენის თავიდან აცილების საშუალებას, იმ შემთხვევაში თუ მკურნალობა ტარდება ორგანიზმში სპორების რიცხის შემცირებამდე.

რეკომენდაციები ადამიანებში გამოყენების შესახებ დაფუძნებულია მგრძნობელობაზე ინ ვიტრო და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე; მონაცემები ადამიანების გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ციპროფლოქსაცინით თერაპიის ხანგრძლივობა უფროსებში შეადგენს ორ თვეს 500მგ დღეში ორჯერ და ეფექტურია ციმბირული წყლულის პროფილაქტიკისათვის.

(2) მეტიცილინი-რეზისტენტული S. aureus ძალიან ხშირად ავლენს კო-რეზისტენტულობას ფტორქინოლონთან. რეზისტენტულობის პროცენტი მეთიცილინის მიმართ შეადგენს 20-50% სტაფილოკოკების ყველა სახეობებს შორის და ჩვეულებრივ მაღალია ნოზოკომიალური შტამებისათვის.

 

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ერთჯერადი დოზის, რომელიც შეადგენს 250 მგ, 500მგ და 750 მგ შიგნით მიღების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება უპირატესად წვრილ ნაწლავში, მაქსიმალურ შრატისმიერ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%.
განაწილება
ციპროფლოქსაცინი ცუდად უკავშირდება ცილებს (20-30%); პლაზმაში აღინიშნება უმეტეს წილად ნეიონიზირებული ფორმით; განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/ სხეულის წონის კგ-ზე. პრეპარატი აღწევს მაღალ კონცენტრაციას სხვადასხვა ქსოვილში, რომელშიც საერთო კონცენტრაცია აღემატება იგივეს პლაზმაში.
მეტაბოლიზმი
მეტაბოლირდება ოთხი მეტაბოლიტის წარმოქმნით:
დეზეთილენციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ოქსიციპროფლოქსაცინი (M3), ფორმილციპროფლოქსაცინი (M4), რომლებთაც გააჩნიათ ანტიმიკრობული აქტივობა ინ ვიტრო, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე საწტის შენაერთებს. ციპროფლოქსაცინი ცნობილია, როგორც CYP450 1A2 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი.
გამოყოფა
გამოიყოფა ძირითადად უცვლელი ფორმით თირკმელბით, ნაკლებათ - განავალში. ნახევრადგამოყოფის დრო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პიროვენბებში შეადგენს დაახლ. 4-7 სთ-ს. თირკმლის ფუნქციის რთული დარღვევები იწვევს ციპროფლოქსაცინის ნახევრადდაშლის დროის მომატებას 12 საათამდე. დოზის 1 % ექსკრეტირდება ნაღველში.
ბავშვები
ბავშვებში მონაცემები ფარმაკოკინეტიკის შესახებ შეზღუდულია.
კვლევებში ჩმახ და AUC არ არის დამოკიდებული ასაკზე (ბავშვები 1 წელზე ზემოთ). არ აღინიშნა Cmax და AUC მომატება მრავალჯერადი დოზირების შემთხვევაშიც (10 მგ/კგ სამჯერ დღეში). ციპროფლოქსაცინის ფამრაკოკინეტიკის ანალიზის საფუძველზე სხვადასხვა ინფექციების მქონე ბავშვებში დადგენილი იქნა ნახევრად დაშლის საშუალო დრო, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 4-5 საათს, მაშინ როცა სუსპენზიის ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-80%. 

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი ნაჩვენებია რიგი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
უფროსები
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი ბაქტერიებით:
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება;
- ბრონქო-ფილტვისმიერი დაავადება მუკოვისციდოზის და ბრონქოექტაზური დაავადებისას
- პნევმონია.
• ქრონიკული მწვავე შუა ოტიტი;
• ქრონიკული სინუსიტის გამწვავება, განსაკუთრებით გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით;
• საშარდე ტრაქტის ინფექციები;
• გონოკოკური ურეტრიტი და ცერვიციტი;
• ორქოეპიდიდიმიტი, მათ შორის გამოწვეული Neisseria gonorrhoeae-თი;
• მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის გამოწვეუული Neisseria gonorrhoeae-თი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მათ შორის მოგზაურის დიარეა);
• ინტრააბდომინალური ინფექციები
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, გამოწვეული გრამუარყოფითი ბაქტერიებით;
• ავთვისებიანი გარე ოტიტი
• ძვლებისა და სისხლძარღვების ინფექციები
• ინფექციის მკურნალობა ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში.
• ინფექციის პროფილაქტიკა ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში.
• ციმბირული წყლული (პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და დაავადების მკურნალობა)
ბავშვები და მოზარდები
• ბავშვებში ბრონქო-ფილტვისმიერი დაავადებები მუკოვისციდოზით, გამოწვეული Pseudomonas aeruginosa-თი;
• საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი;
• ციმბირული წყლული (პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და დაავადების მკურნალობა).
ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში და მოზარდებში რთული ინფექციების სამკურნალოდ. მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც გააჩნია ბავშვებში და მოზარდებში კისტოზური ფიბროზის და/ან რთული ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა ფტორქინოლინის ან სამკურნალო საშუალების დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
• ციპროფლოქსაცინის და ტიზანიდინის ერთდროული გამოყენება (კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გამო - ჰიპოთენზია, ძილიანობა - გამოწვეული სისხლის პლაზმაში თიზანიდინის კონცენტრაციის გაზრდით).
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
• ბავშვის ასაკი (18 წელზე დაბლა), გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რომელიც წარმოდგენილია პუნქტში ,,ჩვენებები გამოყენების შესახებ”.

გამოყენების წესი და დოზები
ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, პაციენტის თირკმლის ფუნქციაზე, ხოლო ბავშვებში და მოზარდებში -ასევე წონაზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სირთულის ხარისხზე, კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ შედეგებზე.
ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ზოგიერთი მიკროორგანიზმებით (მაგალითად, Pseudomonas aeruginosa, Acinetobaceter an Staphylococci), შესაძლოა საჭირო გახდეს ციპროფლოქსაცინის უფრო მაღალი დოზები, ასევე სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატების ერთდროული დანიშვნა. ზოგიერთი ინფექციების სამკურნალოდ (მაგალითად, მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები, ინტრააბდომინალური ინფექციები, ნეიტროპენიით დაავადებული პაციენტების ინფექციის ან ძვლის და სახსრების ინფექციის სამკურნალოდ) შესაძლებელია დაინიშნოს თანმდევი თერაპია სხვა ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებებით.

უფროსები

გამოყენების ჩვენებები

დღიური დოზა, მგ

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (ციპროფლოქსაცინის პარენტერალური ფორმებით საწყისი თერაპიის გათვალისწინებით)

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები

500მგ-750მგ ორჯერ დღეში

7-14 დღე

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები

ქრონიკული სინუსიტის გამწვავება

500მგ-750მგ ორჯერ დღეში

7-14 დღე

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

500მგ-750მგ ორჯერ დღეში

7-14 დღე

ავთვისებიანი გარე ოტიტი

750მგ ორჯერ დღეში

28 დღიდან 3 თვემდე

შარდგამომყოფი გზების ინფექციები

გაურთულებელი ცისტიტი

 

 

250მგ-500მგ ორჯერ დღეში

3 დღე

ქალებში პრემენოპაუზის პერიოდში - 500 მგ დღეში ერთჯერ.

გართულებული ცისტიტი, გაურთულებელი პიელონეფრიტი

500 მგ ორჯერ დღეში

7 დღე

გართულებული პიელონეფრიტი

500 მგ-750 მგ ორჯერ დღეში

მინიმუმ 10 დღე, ზოგიერთ შემთხვევებში (მაგალითად, აბსცესისას) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 21 დღე.

პროსტატიტი 

 

  500მგ-750მგ ორჯერ დღეში

2-დან -4 კვირამდე (მწვავე) 4-6 კვირამდე (ქრონიკული)

უროგენიტალიური ინფექციები

გონოკოკური ურეტიტი და ცერვიტი

ერთჯერადი მიღება 500 მგ

1 დღე (ერთჯერადი მიღება)

ორქოეპიდიდიმიტი და მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები

500მგ-750მგ ორჯერ დღეში

მინიმუმ 14 დღე

კუჭ-ნაწლავის და ინტრააბდომინალური ინფექციები

დიარეა, გამოწვეული პათოგენებით, მათ შორის Shigella spp, გარდა Shigella dysenteriae ტიპი1, და რთული მოგზაურის დიარეის მკურნალობა

500მგ ორჯერ დღეში

 

 

1 დღე

დიარეა, გამოწვეული Shigella dysenteriae მიერ ტიპი 1

500 მგ ორჯერ დღეში

5 დღე

დიარეა, გამოწვეული Vibrio cholerae მიერ

 

500 მგ ორჯერ დღეში

3 დღე

მუცლის ტიფი

500 მგ ორჯერ დღეში

7 დღე

ინტრააბდომინალური ინფექციები, გამოწვეული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით

250mg-500მგ ორჯერ დღეში

5-14 დღე

კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები

250mg-500მგ ორჯერ დღეში

7-14 დღე

სახსრებისა და ძვლების ინფექციები

250mg-500მგ ორჯერ დღეში

მაქსიმუმ 3 თვე

ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

250mg-500მგ ორჯერ დღეში

თერაპია ტარდება ნეიტროპენიის მთელი პერიოდის განმავლობაში

პროფილაქტიკა ინვაზიური ინფექციების, რომლებიც გამოწვეულია  Neisseria meningitides  მიერ.

500 მგ ერთჯერადი მიღება

1 დღე (ერთჯერადი მიღება)

ციმბირული წყლულის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა. მკურნალობა უნდა დაინიშნოს უშუალოდ ინფიცირების ვარაუდის ან დადგენისთანავე.

500 მგ ორჯერ დღეში

60 დღე Bacillus anthracis დადასტურების მომენტიდან

ბავშვები და მოზარდები

გამოყენების ჩვენებები

დღიური დოზა, მგ

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (ციპროფლოქსაცინის პარენტერალური ფორმებით საწყისი თერაპიის გათვალისწინებით)

მუკოვისციდოზი

20მგ/ სხეულის მასის კგ-ზე ორჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა - 750 მგ ერთ მიღებაზე

10-14 დღე

საშარდე ტრაქტის და პიელონეფრიტის გართულებული ინფექციები

სხეულის მასის კგ-ზე 10 მგ ორჯერ დღეში - 20მგ/კგ ორჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა - 750 მგ ერთ მიღებაზე

10-21 დღე

ციმბირული წყლულის პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მკურნალობა უნდა დაიწყოს უშუალოდ ინფიცირების ვარაუდის ან დადგენისთანავე.

10 მგ/კგ ორჯერ დღეში - 15 მგ/კგ ორჯერ დღეში, მაქსიმალური დოზა - 500 მგ ერთ მიღებაზე

60 dRe Bacillus anthracis დადასტურების მომენტიდან

სხვა რთული ინფექციები

20 მგ/კგ ორჯერ დღEში, მაქსიმალური დოზა - 750 მგ ერთ მიღებაზე

ინფექციის ტიპის შესაბამისად

ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში უნდა დაიწყოს მკურნალობა ინფექციის სირთულის და კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა

კრეატინინის კლირენსი [მლ/წთ/1,732]

შრატისმიერი კრეატინინიმოლ/]

ორალური დოზა [მგ]

>60

<124

დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი

30-60

124-168

250-500 მგ ყოველ 12სთ-ში

<30

>169

250-500 მგ ყოველ 24 სთ-ში

პაციენტები ჰემოდიალიზზე

>169

250-500 მგ ყოველ 24 სთ-ში (დიალიზის შემდეგ)

პაციენტები პერიტონეალურ დიალიზზე

>169

250-500 მგ ყოველ 24 სთ-ში

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით არ არის საჭირო დოზირების კორექცია. ბავშვებში ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით მიღების განსაკუთრებული წესი შესწავლილი არ არის. 

მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, ცოტაოდენ წყალთან ერთად საკვებისგან დამოუკიდებლად. მაგრამ თუ პრეპარატი მიიღება მშიერ კუჭზე, მაშინ აქტიური ნივთიერების შეწოვა მოხდება უფრო სწრაფად. ციპრინოლი არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან ერთად (რძე, იოგურტი) ან წვენებთან ერთად, რომლებიც გაჯერებულია მინერალებით.
რთულ შემთხვევაში ან როდესაც პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტის მიღება (მაგალითად, პაციეტნები, რომლებიც იმყოფებიან ენტერალურ კვებაზე), რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ციპროფლოქსაცინის ვენაში შეყვანით და შემდგომ პერორალურ მიღებაზე გადასვლა.

გვერდითი მოქმედებები
უფრო ხშირი არასასურველი გვერდითი რეაქციებია ღებინება და დიარეა.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1.000, <1/100), იშვიათი (>1/10.000<1/1.000); ძალიან იშვიათი (<1/10 000), სიხშირე არ არის ცნობილი (შეუძლებელია შეფასება მონაცემების არ არსებობის გამო).
გვერდითი მოქმედებების სიხშირე ჩამოთვლილია ცალკეული სისტემური ორგანოებისათვის.
ინფექციები და ინვაზიები
• არახშირი: სოკოვანი სუპერინფექციები;
• იშვიათი: ფსევდომემბრანული კოლიტი.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
• არახშირი: ეოზინოფილია;
• იშვიათი: ლეიკოპენია, ანემია, ნეიტროპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია;
• ძალიან იშვიათი: ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა. 
იმუნური სისტემის მხრივ
• იშვიათად: ალერგიული რეაქციები/ალერგიული შეშუპება, კვინკეს შეშუპება;
• ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა
• არახშირი: ანორექსია;
• ხშირი: ჰიპერგლიკემია.
ფსიქიატრიული დარღვევები
• არახშირი: ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა/აღგზნება;
• იშვიათად: გონების დაბინდვა და დეზორიენტირება, მოუსვენრობა, პათოლოგიური სიზმრები, დეპრესია, ჰალუცინაციები;
• ძალიან იშვიათი: ფსიქოტონური აშლილობა.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
• არახშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, გემოს დარღვევა.
• იშვიათი: პარესთეზია, დიზესთეზია, ტრემორი, კრუნჩხვა, თავბრუსხვევა;
• ძალიან იშვიათად: შაკიკი, კოორდინაციის დარღვევა, ყნოსვის დარღვევა, შიდაქალის ჰიპერთენზია;
• უცნობია: პერიფერიული ნევროპათია.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ:
• ძალიან იშვიათად: ფერების აღქმის ცვლილება.
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ
• იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება ან დაკარგვა.
დარღვევები გულის მხრივ:
• იშვიათი: ტაჰიკარდია;
• უცნობია: პარკუჭისებრი არითმია, Qთ-ინტერვალის გახანგრძლივება, ,,პირუეტი”-ს ტიპის პარკუჭისებრი ტაჰიკარდია.
*ინფორმაცია მიღებული იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში; მითითებული მოვლენები აღინიშნა პაციენტებში სხვა რისკ-ფაქტორებით.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
• იშვიათი: ვაზოდილატაცია, ჰიპოტენზია, გულყრა;
• ძალიან იშვიათად: ვასკულიტი.
დარღვევები სუნთქვის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის ორგანოების მხრივ
• იშვიათად: ქოშინი (მათ შორის ასთმური ხასიათის)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
• ხშირი: ღებინება, დიარეა
• არახშირი: გულისრევა, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, მეტეორიზმი;
• ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი
ჰეპატობილიარული დარღვევები
• არახშირი: ტრანსამინაზების დონის დროებითი მომატება, ბილირუბინის დონის მომატება;
• იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი;
• ძალიან იშვიათად: ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განიცადოს პროგრესირება ღვიძლის უკმარისობამდე).
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
• არახშირიL გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ცხელება;
• იშვაიათი: ფოტომგრძნობელობის რეაქციები;
• ძალიან იშვიათად: პეტექიები, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა, კვანძური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი.
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
• არახშურუ: ძვალ -კუნთოვანი ტკივილი, ართრალგია;
• იშვიათი: ართრიტი, კუნთების ტონუსის მომატება, სპაზმი;
• ძალიან იშვიათი: კუნთების სისუსტე, ტენდინიტი, მყესების გახლეჩვა (უპირატესად აქილევსის მყესის), მიასთენიის გამწვავება. 
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ
• არახშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
• იშვიათი: თირკმლის უკმარისობა, ჰემატურია, კრისტალურია, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი.
საერთო ხასიათის გართულება და რეაქციები შეყვანის ადგილას
• არახშირი: ასთენია, ცხელება
• იშვიათი: შეშუპება, ჰიპერჰიდროზი.
ლაბორატორიული მაჩვენებლები
• არახშირი: ტუტე ფოსფატაზის აქტივობის მომატება;
• იშვიათი: პროთრომბინის დონის ნორმიდან გადახრა, ამილაზების დონის მომატება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, ტრემორ, თავის ტკივილი, დაღლილობის გრძნობა, კრუნჩხვა, ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, კრისტალურია და ჰემატურია. არსებობს ცნობები შექცევად ნეფროტოქსიურობაზე.
მკურნალობა:  სიმპტომატური. ასევე რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი, შარდის pH ჩათვლით კრისტალურიის თავიდან აცილების მიზნით. პაციენტებში უნდა მოხდეს საკმარისი სითხის მიწოდება. ციპროფლოქსაცინის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა (<10%) გამოიყოფა ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის გზით.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატების ზეგავლენა ციპროფლოქსაცინზე
ქელატური კომპლექსის წარმოქმნა
ციპროფლოქსაცინის (შიგნით) და მულტივალენტური კატიონების და მინერალური დანამატების შემცველი პარეპარატების (მაგალითად, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა) ერთდორული მიღება; პოლიმერული პრეპარატების, რომელბიც აერთებენ ფოსფატებს, (მაგალითან, სერელამერი); სუკრალფატის ან ანტაციდების; ასევე ძლიერად ბუფერიზებული პრეპარატების (მაგ., დიდანოზინის ტაბლეტები), რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, ალუმინს ან კალციუმს, ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ციპროფლოქსაცინის შეწოვის შემცირება. შედეგად, უნდა დაინიშნოს ციპროფლოქსაცინი 1-2 საათით ადრე მიღებამდე ან 4 საათის შემდეგ ამ პრეპარატების მიღებიდან. შეზღუდვა არ ვრცელდება ანტადიცებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან H2 რეცეპტორების ბლოკატორების კლასს.
რძის პროდუქტები
კალციუმი, რომელსაც შეიცავს რძე, არ ახდენს არსებით ზეგალენას პრეპარატის აბსორბციაზე. მაგრამ უნდა მოერიდოთ მინერალებით გაჯერებული (მაგ, რძე, იოგურტი, კალციუმის მდიდარი ფორთოხლის წვენი) რძის პროდუქცების ან სასმელების და ციპროფლოქსაცინის ერთდროულად გამოყენებას ამ უკანასკნელის შეწოვის დაქვეითების ალბათობის გამო.
პრობენიციდი
პრეპარატების ერთდროული მიღება ზრდის ციპროფლოქსაცინის შრატისმიერ კონცენტრაციას.
ციპროფლოქსაცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თიზანიდინი
ციპროფლოქსაცინის და თიზანიდინის ერთდროული მიღებისას აღინიშნა უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება, რაც ზრდის არტერიული წნევის დაწევას და ძილიანობას.
მეტოტრექსატი
არ არის რეკომენდებული ერთდროული დანიშვნა თირკმლის ტუბულარული ტრანსპორტის ინჰიბირების გამო, რომელიც საფუძვლად უდევს პლაზმაში მეტოტრექსატის დონის შესაძლო გაზრდას და მეტოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიური რეაქციების რისკის მომატებას. 
თეოფილინი
ციპროფლოქსაცინის და თეოფილინის ერთდროული დანიშვნა იწვევს უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას სისხლის სრატში, რის შედეგადაც შესაძლოა გამოვლინდეს თეოფილინთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც იშვიათ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშია. აღნიშნული კომბინაციის მიღებისას აუცილებელია თეფილინის შრატისმიერი დონის შემოწმება და აუცილებლობსი შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის შემცირება.
ხვა ქსანტინის წარმოებულები
ციპროფლოქსაცინის და კოფეინის ერთდროული მიღებისას, ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინი) მიღებისას შესაძლოა აღნიშნული პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება.
ფენიტოინი
ციპროფლოქსაცინის და ფენიტოინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფენიტოინის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება ან შემცირება; რეკომენდებულია ამ მაჩვენებლების კონტროლი.
ორალური ანტიკოაგულანტები
ციპროფლოქსაცინის და ვარფარინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს უკანასკნელის ანტიკოაგულური ეფექტი. რთულია ფტორქინოლინების მონაწილეობის შეფასება, რადგან ამ ეფექტის გამოვლენის რისკი შეიძლება შეიცვალოს ინფექციის სახეობის, პაციენტის ასაკის და საერთო მდგომარეობის შესაბამისად. რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების ხშირი კონტროლი ციპტროფლოქსაცინისა და ორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას.
როპინიროლი
კლინიკურ ცდებში ნაჩვენებია, რომ როპინიროლისა და ციპროფლოქსაცინის ზომიერი CYP450 1A2 იზოფერმენტის ინჰიბიტორის ერთდროული გამოყენება იწვევს როპინიროლის Cmax და AUC მომატებას 60% და 84% მდე, შესაბამისად. რეკომენდებულია როპინოროლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების კონტროლი დ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექტირება.
კლოზაპინი
250 მგ ციპროფლოქსაცინის და კლოზაპინის ერთად გამოყენების შემდეგ 7 დღის განმავლობაში აღინიშნა კლოზაპინის და N-დეზმეთილკლოზაპინის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება 29% და 31%-ით, შესაბამისად. რეკომენდებულია პაციენტის მდგომარეოობაზე მეთვალყურეობა და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის კორექცია.

განსაკუთრებული მითითებები
რთული ინფექციური დაავადებები და შერეული ინფექციური პროცესები, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი და ანაერობული პათოგენური ფლორით
ციპროფლოქსაცინით მონოთერაპია არ არის ნაჩვენები რთული ინფექციების და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენური ფლორით. აღნიშნულ შემტხვევებში ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.
სტრეპტოკოკური ინფექცია (Streptococcus pneumonia-ს ჩათვლით)
ციპროფლოქსაცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.
სასქესო ტრაქტის ინფექციები
ეპიდიდიმოორქიტი და მცირე მენჯის ორგამოების დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ფტორქინოლონის მიმართ მდგრადი Neisseria gonorrhoeae-ს მიერ.
ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთAდ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც შესაძლოა გამოირიცხოს ციპროფლოქსაცინის  მიმართ რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae. თუ 3 დღის განმავლობაში არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, მაშინ უნდა გადამოწმდეს მკურნალობის მეთოდი. 
მუცლისშიდა ინფექციური დაავადებები
არსებობს შეზღუდული მონაცემები ციპროფლოქსაცინის ეფექტურობის შესახებ პოსტოპერაციული მუცლისშიდა ინფექციური დაავადებებისათვის.
მოგზაურის დიარეა
ციპროფლოქსაცინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ინფორმაცია შესაბამისი პათოგენური მიკროორგანიზმის პრეპარტის მიმართ რეზისტენტულობის შესახებ არსებულ ქვეყანაში.
ძვლებისა და სახსრების ინფექციური დაავადებები
ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშოს სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში და მხოლოდ მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარების  შემდეგ.
ციმბირული წყლული
გამოყენება პაციენტებში დაფუძნებულია ინ ვიტრო მგრძნობელობაზე და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებზე. ადამიანებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილების შესახებ ცნობები შეზღუდულია. მკურნალო ექიმი უნდა დაეყრდნოს დაავადების მკურნალობის შესახებ ეროვნულ და/ან საერთაშორისო დოკუმენტაციას. 
ბავშვები და მოზარდები
მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს ბავშვებში და მოზარდებში კისტოზური ფიბროზის და/ან რთული ინფექციური დაავადებების მკურნალობის გამოცდილება. მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც მიღებულია ბავშვებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების ბრმა რანდომიზირებული კვლევებიდან, ადასტურებენ შემთხვევებს ართროპათიის პრეპარატთან შესაძლო კავშირის შესახებ (გამოვლენილია კლინიკური ნიშნებით და სიმპტომებით). დაავადების სიხშირე ერთწლიანი პერიოდის მანძილზე შეადგენდა 9,0% და 5,7%.
მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ რისკ/სარგებელის შეფასების შემდეგ, რადგან შესაძლებელია სახსრებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების გამოვლენა.
ბრონქებისა და ფილტვების  ინფექციური დაავადებები
კლინიკური კვლევები მოიცავდა ბავშვებს და მოზარდებს 5-დან 17 წლამდე. არსებობს შეზღუდული მონაცემები 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობის შესახებ.
საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი
კლინიკური ცდები მოიცავდა 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს. ციპროფლოქსაცინით მკურნალობის შესახებ საკითხი უნდა განიხილოს ისეთ შემთხვევებში, როდესაც სხვა სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობა შეუძლებელია, და მხოლოდ მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ.
სხვა სპეციფიური რთული ინფექციური დაავადებები
ციპროფლოქსაცინი გამოიყენება სხვა რთული ინფექციური დაავადებების დროს ოფიციალური ხელმძღვანელობის თანახმად და სარგებელი/რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სხვა მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია ან ტრადიციული მკურნალობა არაშედეგიანია, პრეპარატიგამოიყენება მხოლოდ მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების შემდეგ
ჰიპერმგრძნობელობა
პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობსი რეაქციები, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით. აღნიშნული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობის დანიშვნა.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა
არ შეიძლება ციპროფლოქსაცინის დანიშვნაპაციენტებში, რომლებთაც ანამნეზში აღენიშნებათ მყესების დაავადებები და დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ხინოლონით მკურნალობასთან. მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის დანიშვნა ამ პაციენტებში გარკვეული რთული ინფექცირი დაავადებების მკურნალობისათვის მიკრობიოლოგიური ანალიზით მიკრობის არსებობის დადასტურების და რისკ/სარგებელის შეფასების შემდეგ. იმასთან დაკავშირებით, რომ აღწერილია ტენდინიტის გამოვლენა ან მყესების გახლეჩვა ფტორქინოლონით მკურნალობის დროს (უმეტესად ხანდაზმულებში, ან პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კორტიკოსტეროიდებს), აღნიშნული დაავადების ნებისმიერი ნიშნების შემთხვევაში, მაგალითად, მტკივნეული შეშუპება ან ანთება, უნდა შეწყდეს პრეპარტის მიღEბა და არ უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურების გამოძრავება. ასევე ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით პაციენტებში მიასთენია გრავისით.
ფოტომგრძნობელობა
ნაჩვენებია, რომ ციპროფლოქსაცინი იწვევს ფოტომგრძნობელობსი რეაქციებს. პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლქოსაცინს უნდა მოერიდონ უშუალო  მზის სხივებს და ულტრა იისფერი დასხივებას. 
ცენტრალური ნერვული სისტემა
ცნობილია, რომ ქინოლონებმა შესაძლოა მოახდინონ კრუნჩხვითი შეტევის ინიცირება და კრუნჩხვითი ზღვარის დაწევა. ციპროფლოქსაცინი უნდა დაინიშნოს ისფრთხილით პაციენტებში ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით, პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ კრუნჩხვითი შეტევის პროვოცირება, ხოლო აღნიშნული ეფექტის გამოვლენისას უნდა მოიხსნას პრეპარტის მიღება. 
გამოვლინდა პოლინევროპათიის გამოვლენის შემთხვევები (დაფუძნებული ნევროლოგიურ სიმპტომებზე, როგორიცაა ტკივილი, წვა, შფოთი) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ციპროფლოქსაცინს. აღნიშნული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას, ტკივილის, წვის, ყურებში შუილის, გაშეშების და /ან სისუსტის ჩათვლით, შეუქცევადი მდგომარეობის  განვითარების აღმოფხვრის მიზნით უნდა შეწყდეს მკურნალობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
რადგან ციპროფლოქსაცინის მიღება დაკავშირებულია QT-ინტერვალის გახანგრძლივებასთან, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პაციენტებში ,,ტორსადეს დე პოინტეს” არითმიის განვითარების რისკით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
თული და პერსისტირებული დიარეის არსებობა პრეპარატით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მათ შორის მკურნალობის დასრულებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ) შესაძლოა მიუთითებდეს  ფსევდომემბრანული კოლიტის არსებობაზე (სიცოცხლისათვის საშიში, შესაძლო ლეტალური შედეგით), რომელიც საჭიროებს დაუყონებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენება და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ანტიპერისტალტიკური პრეპარატების დანიშვნა აღნიშნულ სიტუაციაში უკუნაჩვენებია.
თირკმლის და საშარდე სისტემა
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს კრისტალურიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პაციენტის საკმარისი რაოდენობით სითხით მომარაგება.
ჰეპატობილიარული სისტემა
გამოვლინდა ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევა, რაც დაკავშIრებულია ციპროფლოქსაცინის მიღებასთან. ნემისმიერი ნიშნების გამოვლენისას ან ღვიძლის დაავადების სიმპტომების გამოვლენისას (როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან დაჭიმული მუცელი), მკურნალობა აუცილებლად უნდა შეწყდეს.
გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი
პაციენტებში გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლოა გახდეს ჰემოლიზური რეაქციის მიზეზი. აუცილებელია პრეპარატის დანიშვნა ასეთ პაციენტებში, გარდა ისეთი შემტხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება მოსალოდნელ რისკს. ასეთ შემთხვევებში უნდა მოხდეს ჰემოლიზის განვითარების პოტენციური ალბათობის კონტროლი.
რეზისტენტულობა
ხანგრძლივი თერაპიის დროს და ნოზოკომიალური ინფექციების და/ან შტაპჰყლოცცოცუს და Pსეუდომონას -გან გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიის პოტენციური რისკი.
ციტოქრომა P450
ციპროფლოქსაცინი ახდენს ჩYP1A2 ინჰიბირებას, ამასთანავე იწვევს პრეპარატების შრატისმიერი კონცენტრაციის მომატებას, რომელიც მეტაბოლირდებიან ამ ფერმენტით (მაგალითად, თეოფილინი, კლოზაპინი, როპინიროლი, ტიზანიდინი). პაციენტები, რომლებიც იღებენ აღნიშნულ პრეპარატებს უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით. 
ტესტები
ბაქტერიოლოგიური ტესტების ჩატარებისას გასათვალისწინებელია ციპროფლოქსაცინის ინ ვიტრო აქტივობა Mყცობაცტერიუმ ტუბერცულოსის წინააღმდეგ. 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა
ორსულ ქალებში ციპროფლოქსაცინის გამოყენების შესახებ მონაცემები მოწმობენ, რომ პრეპარატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას განვითარებაზე ან არ იწვევს ფეტო/ნეონატალურ ტოქსიურობას. მაგრამ არ შეიძლება იმ ფაქტის გამორიცხვა, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის/ახალშობილის სახსრის ხრტილის დაზიანება. უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლება ციპროფლოქსაცინის დანიშვნა აღნიშნული კლაქტაცია
ციპროფლოქსაცინი ექსკრეტირდება დედის რძეში. სახსრების ხრტილის დაზიანების რისკის ალბათობის გამო პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ციპროფლოქსაცინმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პაციენტის რეაქციის სისწრაფეზე, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ავტომობილის მართვის ან ისეთი სახის საქმიანობის შესრულების უნარი,რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატს, უნდა დაიცვან სიფრთხილე აღნიშნული სახის სამუშაოების შესრულებისაგან (განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას).

გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 250 მგ და 500 მგ. 10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაე მითიტებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სად შევიძინოთ?