ციპროლაიფი / CIPROLIF
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ciprofloxacin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: SYNOKEM PHARMACEUTICALS LIMITED
- მწარმოებელი ქვეყანა: ინდოეთი
- გამოშვების ფორმა: 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
პროდუქციის დასახელება:
ციპროლაიფ 500
აქტიური ნივთიერების დასახელება და დოზა:
თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი USP
ექვ. 500 მგ ციპროფლოქსაცინისა
ფარმაკოლოგიური კლასიფიკაცია: ფტორქინოლონები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ციპროფლოქსაცინი ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებაა და მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია, როგორც ტიპი II ტოპოიზომერაზას (დნმ-გირაზა), ასევე ტოპოიზომერაზა IV-ის დათრგუნვით, რომელიც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიპციისთვის, აღდგენისთვის და რეკომბინაციისთვის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ ციპროფლოქსაცინი სწრაფად და ექსტენსიურად შეიწოვება, ძირითადად წვრილი ნაწლავიდან, შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70-80%-ს.
განაწილება
ციპროფლოქსაცინი სუსტად (20-30%) უკავშირდება ცილას. პლაზმაში ციპროფლოქსაცინი დიდი რაოდენობით ხვდება არაიონიზებული ფორმით და წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/კგ-ს სხეულის წონაზე. ციპროფლოქსაცინის მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება სხვადასხვა ქსოვილებიში, მაგ: ფილტვში (ეპითელური სითხე, ალვეოლური მაკროფაგები, ბიოფსიის ქსოვილი), სინუსებში, ანთებით ჭრილობებში (წყლულის შიგნით არსებული სითხე) და შარდსასქესო ტრაქტში (შარდი, პროსტატა, ენდომეტრიუმი), სადაც მთლიანი კონცენტრაცია აჭარბებს პლაზმაში დაფიქსირებულ კონცენტრაციას.
მეტაბოლიზმი: დაფიქსირდა ოთხი მეტაბოლიტის დაბალი კონცენტრაციები. ციპროფლოქსაცინი არის CYP450 1A2 იზოფერმენტების ზომიერი ინჰიბიტორი.
გამოყოფა
ციპროფლოქსაცინი უცვლელი ფორმით გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით და მცირე რაოდენობით ფეკალიებში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში შრატიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4-7 საათია.
ჩვენებები:
ციპროლაიფ 500 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ. მკურნალობის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ციპროფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობას.
ყურადღება უნდა მიექცეს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ ოფიციალურ მითითებებს.
მოზრდილები
· გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ქვედა სასუნთქი ტრაქტის ინფექციები
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულება. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გართულების დროს ციპროფლოქსაცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ინფექციების სამკურნალოდ ზოგადად რეკომენდებული სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არამიზანშეწონილია.
-ბრონქო-პულმონარული ინფექციები კისტოზური ფიბროზის ან ბრონქოექტაზიის დროს
- პნევმონია
· საშარდე ტრაქტის ინფექციები
- მწვავე პიელონეფრიტი
- საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები
- ბაქტერიული პროსტატიტი
· სასქესო ტრაქტის ინფექციები
- გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი, გამომწვევი მგრძნობიარე Neisseria gonorrhoeae
- ეპიდიდიმო-ორქიტი, მათ შორის ისეთი შემთხვევები, რომელთა გამომწვევია Neisseria gonorrhoeae
- მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ისეთი შემთხვევები, რომელთა გამომწვევია Neisseria gonorrhoeae
ციპროფლოქსაცინის გამოყენება შესაძლებელია ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ცხელების დროს, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
ბავშვები და მოზარდები
· კისტური ფიბროზის მქონე პაციენტებში ბრონქო-პულმონარული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa-ით
· საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი
მკურნალობის ინიცირება უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთი ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ ბავშვებში და მოზარდებში კისტური ფიბროზის და/ან მწვავე ინფექციების მკურნალობის გამოცდილება.
დოზირება და მიღების წესი
დოზა განისაზღვრება ჩვენების, ინფექციის სიმწვავის და ლოკაციის, ციპროფლოქსაცინის მიმართ გამომწვევი ორგანიზმის(-ების) მგრძნობელობის, პაციენტის თირკმლის ფუნქციის და ბავშვებში და მოზარდებში წონის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ასევე ბაქტერიოლოგიურ და კლინიკურ მიმდინარეობაზე. გარკვეული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას (მაგ. Pseudomonas aeruginosa, Acinetobacter ან Staphylococcci) შეიძლება საჭირო გახდეს ციპროფლოქსაცინის უფრო მაღალი დოზების გამოყენება და ერთდროულად სხვა შესაფერისი ანტიბაქტერიული საშუალებების მიღება .
გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ (მაგ., მენჯის ანთებითი დაავადებები, ნეიტროპენიით დაავადებულ პაციენტებში ინფექციები), შეიძლება საჭირო გახდეს ერთდროულად სხვა შესაფერისი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არსებული პათოგენების გათვალისწინებით.
მოზრდილები
ჩვენებები |
დღიური დოზა მგ-ში |
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შესაძლოა ციპროფლოქსაცინის საწყისი პარენტერალური მკურნალობის ჩათვლით) |
|
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები |
500 მგ დღეში 2-ჯერ - 750 მგ დღეში 2-ჯერ |
7-14 დღე |
|
საშარდე გზების ინფექციები |
|
||
გართულებული ცისტიტი, მწვავე პიელონეფრიტი |
500 მგ დღეში 2-ჯერ |
7 დღე |
|
გართულებული პიელონეფრიტი |
500 მგ დღეში 2-ჯერ - 750 მგ დღეში 2-ჯერ |
სულ მცირე 10 დღე, ზოგ შემთხვევაში (მაგ: აბსცესები) მკურნალობის ხანგრძლივობამ შესაძლოა გადააჭარბოს 21 დღეს. |
|
ბაქტერიული პროსტატიტი |
500 მგ დღეში 2-ჯერ - 750 მგ დღეში 2-ჯერ |
2-4 კვირა (მწვავე) – 4-6 კვირა (ქრონიკული) |
|
სასქესო გზების ინფექციები |
გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae-ს მიერ |
500 მგ ერთჯერადი დოზა |
1 დღე (ერთჯერადი დოზა) |
ეპიდიდიმო-ორქიტი და მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის რომელიც გამოწვეულია Neisseria gonorrhoeae- მიერ |
500 მგ დღეში 2-ჯერ - 750 მგ დღეში 2-ჯერ |
სულ მცირე 14 დღე |
|
ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ცხელების დროს, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. ოფიციალური გაიდლაინის შესაბამისად ციპროფლოქსაცინი მიიღება სათანადო ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციაში. |
500 მგ დღეში 2-ჯერ - 750 მგ დღეში 2-ჯერ |
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ნეიტროპენიის პარალელურად |
პედიატრიული პოპულაცია
ჩვენებები |
დღიური დოზა მგ-ში |
მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა (შესაძლოა ციპროფლოქსაცინის საწყისი პარენტერალური მკურნალობის ჩათვლით) |
კისტური ფიბროზი |
20 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ, თითო დოზა მაქსიმუმ 750 მგ |
10-14 დღე |
საშარდე გზების გართულებული ინფექციები და მწვავე პიელონეფრიტი |
10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ - 20 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ, თითო დოზა მაქსიმუმ 750 მგ |
10-21 დღე |
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში შერჩეული დოზა მიიღება ინფექციის სიმწვავის და კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზები თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში:
კრეატინინის კლირენსი [მლ/წთ/1.73მ2] |
შრატში კრეატინინის დონე [მკმოლი/ლ] |
პერორალური დოზა [მგ] |
>60 |
<124 |
სტანდარტული დოზები |
30-60 |
124-168 |
250-500 მგ ყოველ 12 საათში |
<30 |
>169 |
250-500 მგ ყოველ 24 საათში |
ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები |
>169 |
250-500 მგ ყოველ 24 საათში (დიალიზის შემდეგ) |
პერიტონეალურ დიალიზზე მყოფი პაციენტები |
>169 |
250-500 მგ ყოველ 24 საათში |
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
დოზირება თირკმლის და / ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი
მიღების მეთოდი
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ სითხით დაღეჭვის გარეშე. მიღება უნდა მოხდეს საკვებისაგან დამოუკიდებლად. ცარიელ კუჭზე მიიღების შემთხვევაში აქტიური ნივთიერება უფრო სწრაფად შეიწოვება. ციპროფლოქსაცინის ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ რძის პროდუქტებთან (მაგ. რძე, იოგურტი) ან მინერალებით გამდიდრებული გამაგრებული ხილის წვენთან ერთად (მაგ., კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი).,
განსაკუთრებული რეკომენდაცია მკურნალობის დროს
ციპროლაიფ 500 არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც შეიძლება გაუმჯობესდეს მკურნალობის გარეშე, ან არ არის მძიმე შემთხვევა (მაგალითად, ყელის ინფექციები);
არა ბაქტერიული წარმოშობის ინფექციების სამკურნალოდ, მაგ. არა ბაქტერიული (ქრონიკული) პროსტატიტი;
მოგზაურების დიარეის პრევენცია ან ქვედა საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები (საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც არ ვრცელდება შარდის ბუშტის მიღმა);
მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, როდესაც არ არის რეკომენდებული ამ დაავადებების სამკურნალოდ განკუთვნილი პრეპარატების გამოყენებაც.
უკუჩვენებები
ზოგადად, პროდუქტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებული იყო ქინოლონის ან ფტორქიინოლონის ჯგუფის სამკურნალო საშუალებების გამოყენებასთან ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ სხვა კომპონენტებთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ციპროფლოქსაცინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული იმ პაციენტებში, რომლებსაც წარსულში განუვითარდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები , ქინოლონის ან ფტორქინოლონის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას. ციპროფლოქსაცინით ამ პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტის არარსებობის შემთხვევაში და სარგებელის / რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ.
მძიმე და შერეული ინფექციები გამოწვეული გრამდადებითი და ანაერობული პათოგენებით
ციპროფლოქსაცინის მონოთერაპია არ არის სათანადო მძიმე და იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს გრამდადებითი ან ანაერობული პათოგენებით. ასეთ ინფექციების შემთხვევაში ციპროფლოქსაცინი უნდა იქნას გამოყენებული სხვა შესაბამის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
სტრეპტოკოკური ინფექციები (Streptococcus pneumoniae ჩათვლით)
ციპროფლოქსაცინი არ არის რეკომენდებული სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ არასაკმარისი ეფექტურობის გამო.
სასქესო გზების ინფექციები
გონოკოკური ურეთრიტი, ცერვიციტი, ეპიდიდიმო-ორქიტი და მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ფტორქინოლონების მიმართ მდგრადი Neisseria gonorrhoeae იზოლატების მიერ.
ციპროფლოქსაცინის დანიშვნა გონოკოკური ურეთრიტის ან ცერვიციტის სამკურნალოდ უნდა მოხდე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამორიცხება ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტული Neisseria gonorrhoeae.
ეპიდიდიმო-ორქიტისა და მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების დროს, ემპირიულად ციპროფლოქსაცინი უნდა განიხილებოდს სხვა სათანადო ანტიბაქტერიულ საშუალებებთან (მაგ. ცეფალოსპორინები) კომბინაციაში, თუ გამოირიცხება Neisseria gonorrhoeae რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინის მიმართ. თუ კლინიკური გაუმჯობესება არ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ უნდა გადაიხედოს მკურნალობა.
საშარდე გზების ინფექციები
Echerichia coli- ის, საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი, როგორც ყველაზე გავრცელებული პათოგენის, ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტობა განსხვავდება სახავასხვა ქვეყნებში. ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ფტორქინოლონების მიმართ Escherichia coli-ის ადგილობრივი რეზისტენტობა.
პედიატრიული პოპულაცია
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას ბავშვებსა და მოზარდებში უნდა დაიცვათ ოფიციალური გაიდლაინის მითითებები. ციპროფლოქსაცინის მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ მუკოვისციდოზის და / ან მძიმე ინფექციების მკურნალობის გამოცდილება ბავშვებში და მოზარდებში.
მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ სარგებლი/ რისკის ყურადღებით შეფასების შემდეგ, სახსრებთან და / ან მიმდებარე ქსოვილთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარები გამო.
ბრონქ-ფილტვის ინფექციები მუკოვისციდოზის დროს
კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ 5-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები. შეზღუდული გამოცდილებაა 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობის დროს.
საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი
საშარდე გზების ინფექციების ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა განიხილებოდეს, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება შეუძლებელია და უნდა ეფუძნებოდეს მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგებს. კლინიკურ კვლევებში ჩართული იყვნენ 1-17 წლის ასაკის ბავშვები და მოზარდები.
გადაჭარბებული მგრძნობელობა
გადაჭარბებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიისა და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, შეიძლება განვითრდეს ერთი დოზის მიღების შემდეგ და შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. თუ ასეთი რეაქცია განვითარდა, ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ჩატარდეს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.
გახანგრძლივებული, დამაინვალიდებელი და შესაძლო შეუქცევადი სერიოზული არასასურველი რეაქციები
დაფიქსირებულია გახანგრძლივებული (უწყვეტი თვეების ან წლების განმავლობაში), ინვალიდობის და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა, ზოგჯერ მრავალჯერადი ორგანიზმის სისტემებზე (ჩონჩხ-კუნთოვანი, ნერვული, ფსიქიატრიული და გრძნობებით ორგანოები), რომელბიც დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს, მიუხედავად მათი ასაკისა და არსებული რისკის ფაქტორებისა. ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქციის პირველივე ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისისას და პაციენტებს უნდა ურჩიონ კონსულტაციისთვის მიმართონ ექიმს.
ტენდონიტი და მყესის გაწყვეტა
ციპროფლოქსაცინი ზოგადად არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მყესის დაავადება/დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ქინოლონებით მკურნალობასთან. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, გამომწვევი ორგანიზმის მიკრობიოლოგიურად დადასტურების და რისკი / სარგებელის ბალანსის შეფასების შემდეგ, ციპროფლოქსაცინი შეიძლება დაინიშნოს მოცემულ პაციენტებში გარკვეული მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, განსაკუთრებით სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობის ან ბაქტერიული რეზისტენტობის შემთხვევაში, სადაც მიკრობიოლოგიურმა მონაცემებმა შეიძლება დაამტკიცოს ციპროფლოქსაცინის გამოყენების მიზანშეწონილობა.
ტენდონიტი (მყესის ანთება) და მყესის გაწყვეტა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის და არა მხოლოდ), ზოგჯერ ორმხრივი, შეიძლება განვითარდეს ქინოლონებით და ფტორქინოლონებით მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, და აღინიშნა, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ რამოდენიმე თვის განმავლობაში. ტენდონიტის და მყესის გაწყვეტის რისკი იზრდება ხანდაზმულ, თირკმლების უკმარისობის, ორგანოების ტრანსპლანტაციის მქონე პაციენტებში, ასევე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული კორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენება.
ტენდონიტის პირველი ნიშნების შემთხვევაში (მაგალითად, მტკივნეული შეშუპება, ანთება), ციპროფლოქსაცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განიხილებოდეს ალტერნატიული მკურნალობა. უნდა მოხდეს დაზიანებული კიდურის (ების) სათანადო მკურნალობა (მაგ., იმობილიზაცია). კორტიკოსტეროიდები არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ აღინიშნება ტენდინოპათიის ნიშნები.
პაციენტები მიასტენიით
ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასტენიის მქონე პაციენტებში, რადგან სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს.
აორტის ანევრიზმი და დისექცია
ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ფტორქინოლონების მიღების შემდეგ ანევრიზმისა და აორტის დისექციის გაზრდილი რისკია, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
შესაბამისად, ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკისა და სარგებელის საფუძვლიანი შეფასების, მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანევრიზმის დადებითი ოჯახური ანამნეზი ან არიან დაავადებული აორტის ანევრიზმის დიაგნოზით ან / და დისექციით, ან სხვა რისკის ფაქტორების ან პირობების არსებობისას, აორტის ანევრიზმისა და დისექციისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან აორტის ანევრიზმისკენ და დისექციისაკენ (მაგ., მარფანის სინდრომი, ეჰლერ-დანლოს სინდრომი, ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტური უჯრედების არტერიტი, ბეჰტეს დაავადება, ჰიპერტენზია, ცნობილი ათეროსკლეროზი).
მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ტკივილის შემთხვევაში, პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.
მხედველობის დარღვევები
მხედველობა დაქვეითების ან თვალებზე რაიმე სახის ზეგავლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თვალის სპეციალისტთან.
ფოტომგრძნობელობა
ციპროფლოქსაცინმა აჩვენა, რომ იწვევს ფოტომგრძნობელობის რეაქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, თავიდან უნდა აიცილონ მზის ან ულტრაიისფერი დასხივების უშუალო ზემოქმედება მკურნალობის დროს.
კრუნჩხვები
ციპროფლოქსაცინი, სხვა ქინოლონების მსგავსად, იწვევს კრუნჩხვებს ან ამცირებს კრუნჩხვის ზღურბლს. დაფიქსირდა ეპილეფსიური სტატუსის შემთხვევები. ციპროფლოქსაცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სნს - ის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ კრუნჩხვებისკენ. კრუნჩხვების შემთხვევაში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს.
პერიფერიული ნეიროპათია
აღინიშნა სენსორული ან სენსორმოტორული პოლინეიროპათიის შემთხვევები, რომელიც იწვევს პარესთეზიას, ჰიპესესთეზიას, დისესთეზიას ან სისუსტეს, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქინოლონებს და ფტორქინოლონებს. ციპროფლოქსაცინით მკურნალობისას პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე, თუ აქვთ ნეიროპათიის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
ფსიქიატრიული რეაქციები
ფსიქიატრიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ციპროფლოქსაცინის პირველი დანიშვნის შემდეგაც კი. იშვიათ შემთხვევებში, დეპრესია ან ფსიქოზი შეიძლება პროგრესირდეს თვითმკვლელობის აზრებამდე / იდეებამდე, რომელიც სრულდება თვითმკვლელობის მცდელობით ან თვითმკვლელობით. მსგავს შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს.
დარღვევები გულის მხრივ
სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ფტორქინოლონების გამოყენებისას, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით, პაციენტებში, რომელთაც აქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების გამომწვევი ცნობილი რისკის ფაქტორები , მაგალითად:
• თანდაყოლილი გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომი
• სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (მაგ., IA და III კლასების ანტიარითმიული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები)
• ელექტროლიტების არაკორექტირებული დისბალანსი (მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპომაგნიემია)
• გულის დაავადება (მაგალითად, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ბრადიკარდია)
ხანდაზმული პაციენტები და ქალები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი იყვნენ მედიკამენტების მიმართ QT ინტერვალის გახანგრძლივების თვალსაზრისით. ამიტომ სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული მოცემულ პოპულაციებში ფტორქინოლონების, მათ შორის ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას.
დისგლიკემია
როგორც სხვა ქინოლონების შემთხვევაში, არსებობს მონაცემები სისხლში გლუკოზის დონის დარღვევების შესახებ, მათ შორის ჰიპოგლიკემიის და ჰიპერგლიკემიის ჩათვლით, რომელიც აღინიშნებოდა, ჩვეულებრივ, ხანდაზმულ დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ პერორარული ჰიპოგლიკემიური საშუალებებით (მაგ. გლიბენკლამიდი) ან ინსულინით. დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიური კომის შემთხვევები. დიაბეტიან პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის ყურადღებით მონიტორინგი.
კუჭ-ნაწლავის სისტემა
მწვავე და მუდმივი დიარეის არსებობა მკურნალობის დროს ან მის შემდეგ (მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში) შეიძლება მიუთითებდეს ანტიბიოტიკურ კოლიტზე (სიცოცხლისათვის საშიში შესაძლო ფატალური შედეგით), რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ანტი-პერისტალტიკული პრეპარატები ამ სიტუაციაში უკუნაჩვენებია.
თირკმლები და შარდსასქესო სისტემა
გამოვლენილია ციპროფლოქსაცინის გამოყენებასთან დაკავშირებული კრისტალურია. პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინს, უნდა იყვნენ კარგად ჰიდრატირებული და თავიდან უნდა იყოს აცილებული შარდის გადაჭარბებული ტუტიანობა.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
იმის გამო, რომ ციპროფლოქსაცინი მეტწილად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, საჭიროა დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, როგორც ეს აღწერილია ნაწილში დოზირება და გამოყენების მეთოდი, რათა თავიდან იქნას აცილებული ციპროფლოქსაცინის კუმულაციის გამო წამლის უარყოფითი რეაქციების ზრდა.
ჰეპატობილიარული სისტემა
აღინიშნა ღვიძლის ნეკროზის და სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას. ღვიძლის დაავადებების რაიმე ნიშნის და სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ანორექსია, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის ტკივილი), მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი
აღინიშნა ჰემოლიზური რეაქციები ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით. უნდა მოხდეს ციპროფლოქსაცინის გამოყენების თავიდან აცილება მოცემულ პაციენტებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება შესაძლო რისკს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ჰემოლიზის პოტენციური წარმოქმნის მონიტორინგი.
რეზისტენტობა
ციპროფლოქსაცინის მკურნალობის კურსის განმავლობაში ან მის შემდეგ ბაქტერიები, რომელიც გამოხატავს ციპროფლოქსაცინისადმი რეზისტენტობას, შეიძლება იზოლირდეს კლინიკურად გამოხატული სუპერინფექციით ან მის გარეშე. შეიძლება არსებობდეს ციპროფლოქსაცინის რეზისტენტული ბაქტერიების სელექციურობის განსაკუთრებული რისკი ხანგრძლივ მკურნალობისას და/ან Staphylococcus და Pseudomonas სახეობებით გამოწვეული სტაციონარის ინფექციების მკურნალობის დროს.
ციტოქრომ P450
ციპროფლოქსაცინი ახდენს CYP1A2-ის ინჰიბირებას და ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს შრატში იმ ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდა, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ ფერმენტის საშუალებით (მაგ. თეოფილინი, კლოზაპინი, ოლანზაპინი, როპინიროლი, ტიზანიდი, დულოქსეტინი, აგომელატინი). ამრიგად, პაციენტები, რომლებიც იღებენ ციპროფლოქსაცინთან ერთად ამ ნივთიერებებს ერთდროულად, უნდა გაკონტროლდნენ დოზის გადაჭარბების კლინიკური ნიშნებზე, და შეიძლება საჭირო გახდეს შრატში კონცენტრაციების განსაზღვრა (მაგ., თეოფილინის). ციპროფლოქსაცინისა და ტიზანიდინის ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია.
მეტოტრექსატი
ციპროფლოქსაცინის ერთდროული გამოყენება მეთოტრექსატთან არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება ტესტებთან
ციპროფლოქსაცინის ინ ვიტრო მოქმედებამ Mycobacterium tuberculosis-თან შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიოლოგიური ტესტის ცრუ უარყოფითი შედეგები იმ პაციენტების ნიმუშებში, რომლებიც ამჟამად იღებენ ციპროფლოქსაცინს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს
ციპროფლოქსაცინი სხვა ფტორქინოლონების მსგავსად სიფთხილით გამოიყენება პაციენტებში ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას (მაგ: IA და III-ე კლასის ანტიარითმიული საშუალებები, სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, მაკროლიდები, ანტიფსიქოზური საშუალებები).
ქელატური კომპლექსის წარმონაქმნა
ციპროფლოქსაცინის (პერორალურად) და პოლივალენტური კათიონების შემცველი პრეპარატების და მინერალური დანამატების (მაგ: კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა), პოლიმერული ფოსფატური შემაკავშირებელი საშუალებების (მაგ: სეველამერი ან ლანთანის კარბონატი), სუკრალფატის ან ანტაციდების, ასევე მაგნიუმის, ალუმინის ან კალციუმის შემცველი ძლიერ ბუფერული პრეპარატების (მაგ: დიდანოზინის ტაბლეტები) ერთობლივად მიღებისას მცირდება ციპროფლოქსაცინის შეწოვა. შესაბამისად ციპროფლოქსაცინის მიღება უნდა მოხდეს აღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან მიღებიდან სულ მცირე 4 საათში.
საკვები და რძის პროდუქტები
კვების რაციონში შემავალი კალციუმი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს შეწოვაზე. თუმცა არასასურველია რძის პროდუქტებთან ან მინერალური ნივთიერებებით გამდიდრებული სასმელებთან (მაგ: რძე, იოგურტი, კალციუმით გამდიდრებული ფორთოხლის წვენი) ერთად ციპროფლოქსაცინის მიღება, რადგან შესაძლოა შემცირდეს ციპროფლოქსაცინის შეწოვა.
პრობენეციდი
პრობენეციდი ზეგავლენას ახდენს ციპროფლოქსაცინის თირკმლისმიერ გამოყოფაზე. პრობენეციდის და ციპროფლოქსაცინის ერთობლივად მიღებისას იზრდება ციპროფლოქსაცინის კონცენტრაცია შრატში.
მეტოკლოპრამიდი
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის (პერორალური) შეწოვას, შედეგად მცირდება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის დრო. ზეგავლენა არ დაფიქსირებულა ციპროფლოქსაცინის ბიოშეღწევადობაზე.
ომეპრაზოლი
ციპროფლოქსაცინთან ერთად ომეპრაზოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღებისას ოდნავ მცირდება ციპროფლოქსაცინის Cmax და AUC.
ციპროფლოქსაცინის მოქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებზე:
ტიზანიდინი
ტიზანიდინი არ მიიღება ციპროფლოქსაცინთან ერთად. შრატში ტიზანიდინის კონცენტრაციის გაზრდა დაკავშირებულია პოტენციურ ჰიპოტენზიურ და სედატიური ეფექტთან.
მეტოტრექსატი
მეტოტრექსატის თირკმლის მილაკებით ტრანსპორტირება შეიძლება შეფერხდეს ციპროფლოქსაცინთან ერთდროული მიღებისას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მეტოტრექსატის პლაზმური დონის მატება და მეტოტრექსატთან ასოცირებული ტოქსიკური რეაქციების გაზრდილი რისკი. ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული
თეოფილინი
ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში თეოფილინის კონცენტრაციის არასასურველი ზრდა. ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის გამოწვეული გვერდითი მოვლენები, რომლებიც იშვიათად შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური. კომბინირების დროს საჭიროა შემოწმდეს შრატში თეოფილინის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში შემცირდეს თეოფილინის დოზა
ქსანტინის სხვა წარმოებულები
ციპროფლოქსაცინისა და კოფეინის ან პენტოქსიფილინის (ოქსპენტიფილინის) ერთდროული მიღებისას, აღინიშნა ქსანტინის მოცემული წარმოებულების შრატში კონცენტრაციის მომატება.
ფენიტოინი
ციპროფლოქსაცინისა და ფენიტოინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფენიტოინის შრატში დონის მომატება ან შემცირება, შესაბამისად რეკომენდებულია წამლის დონის მონიტორინგი.
ციკლოსპორინი
შრატში კრეატინინის კონცენტრაციის გარდამავალი ზრდა დაფიქსირდა, როდესაც ერთდროულად მიიღეს ციპროფლოქსაცინი და ციკლოსპორინის შემცველი სამკურნალო საშუალებები. ამრიგად, ამ პაციენტებში შრატის კრეატინინის კონცენტრაციის ხშირად კონტროლი (კვირაში ორჯერ) აუცილებელია.
K ვიტამინის ანტაგონისტები
ციპროფლოქსაცინის და K ვიტამინის ანტაგონისტის ერთობლივად მიღებამ შესაძლოა გააძლიეროს ანტიკოაგულაციური ეფექტი. რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ძირითადი ინფექციის, ასაკის და ზოგადი სტატუსის შესაბამისად, შედეგად რთულია შეფასდეს ციპროფლოქსაცინის წვლილი სნფ - ის (საერთაშორისო ნორმალიზებული ფარდობა [INR] ) ზრდაში. სნფ (INR) ხშირად და სწრაფად უნდა გაკონტროლდეს ციპროფლოქსაცინთან ერთად ვიტამინის K-ს ანტაგონისტების მიღებისას (მაგ., ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკომუმონი, ან ფლუინდიონი).
დულოქსეტინი
კლინიკურ კვლევებმა აჩვენა, რომ დულოქსეტინის თანმიმდევრული გამოყენება CYP450 1A2 იზოზიმის ძლიერი ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ფლუოქსამინი, შეიძლება გამოიწვიოს დულოქსეტინის Auc და Cmax ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ, მსგავსი ეფექტების მიღება შესაძლებელია ერთდროული მიღებით.
როპინიროლი
კლინიკურ კვლევამ აჩვენა, რომ როპინიროლის ერთდროული გამოყენება ციპროფლოქსაცინთან, რმელიც არის CYP450 1A2 იზოზიმის ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევს Cmax და AUC შესაბამისად 60% და 84%-ით გაზრდას. როპინიროლთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და დოზის კორექცია, როგორც საჭიროა, საჭიროა ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებიდან ხანმოკლე პერიოდში.
ლიდოკაინი
ჯანმრთელ ადამიანებში აჩვენა, რომ ლიდოკაინის შემცველი სამკურნალო საშუალებების და ციპროფლოქსაცინის ერდროული გამოყენებისას , რომელიც არის CYP450 1A2 იზოზიმის ზომიერი ინჰიბიტორი, ამცირებს ლიდოკაინის ინტრავენური კლირენსს 22% -ით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდოკაინით მკურნალობა კარგად გადაიტანებოდა, ციპროფლოქსაცინთან ურთიერთქმედება, რომელიც დაკავშირებულია გვერდით ეფექტებთან შესაძლოა განვითარდეს ერთდროული მიღებისას.
კლოზაპინი
250 მგ ციპროფლოქსაცინის კლოზაპინთან ერთდროული მიღებისას 7 დღის განმავლობაში, კლოზაპინისა და N- დესმეტილკლოზაპინის შრატში კონცენტრაცია გაიზარდა, შესაბამისად, 29% და 31%. რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა და კლოზაპინის დოზის შესაბამისი კორექტირება ციპროფლოქსაცინთან ერთდროულად გამოყენებისას.
სილდენაფილი
სილდენაფილის Cmax და AUC გაიზარდა დაახლოებით ორჯერ ჯანმრთელ პაციენტებში 50 მგ ორალური დოზის მიღებისას ერთდროულად 500 მგ ციპროფლოქსაცინთან. ამიტომ სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული ციპროფლოქსაცინის სილდენაფილის პარალელურად დანიშვნისას, რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით.
აგომელატინი
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუვოქსამინი, როგორც CYP450 1A2 იზოენზიმის ძლიერი ინჰიბიტორი, მნიშვნელოვნად აფერხებს აგომელატინის მეტაბოლიზმს, რაც იწვევს აგომელატინის ექსპოზიციის 60-ჯერ გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კლინიკური მონაცემები ციპროფლოქსაცინთან, CYP450 1A2 ზომიერი ინჰიბიტორის შესაძლო ურთიერთქმედებაზე, მსგავსი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ერთდროულად მიღებისას.
ზოლპიდემი
ციპროფლოქსაცინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს სისხლში ზოლპიდემის დონე, ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: ციპროფლოქსაცინი არ მიიღება ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია: ციპროფლოქსაცინი არ მიიღება ძუძუთი კვების პერიოდში.
გვერდითი ეფექტები:
მედიკამენტის ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ADRs) არის გულისრევა და დიარეა. ქვემოთ ჩამოთვლილია კლინიკური და პოსტ-მარკეტინგული კვლევებიდან მიღებული ციროფლოქსაცინის (ორალური, ინტრავენური და შემდგომი მკურნალობა) გამოყენებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები. ანალიზის სიხშირე ითვალისწინებს ციპროფლოქსაცინის პერორალური და ინტრავენური შეყვანის მონაცემებს
ორგანულ სისტემური კლასი |
ხშირი ≥ 1/100 - < 1/10 |
ნალებად ხშირი ≥ 1/1,000 - < 1/100 |
იშვიათი ≥ 1/10,000 - < 1/1,000 |
ძალიან იშვიათი < 1/10,000 |
სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით) |
ინფექციები და ინვაზიები |
მიკოზური სუპერ ინფექციები |
||||
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
ეოზინოფილია |
ლეიკოპენია ანემია ნეიტროპენია ლეიკოციტოზი თრომბოციტოპენია თრომბოციტემია |
ჰემოლიზური ანემია აგრანულოციტოზი პანციტოპენია (სიცოცხლისათვის საშიში) ძვლის ტვინის დათრგუნვა (სიცოცხლისათვის საშიში) |
||
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ალერგიული რეაქცია ალერგიული შეშუპება ანგიონევროზული შეშუპება |
ანაფილაქსიური რეაქცია ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისათვის საშიში) შრატისმიერი დაავადებების მსგავსი რეაქცია |
|||
ენდოკრინული დარღვევები |
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH) |
||||
დარღვევები კვების და მეტაბოლიზმი ს მხრივ |
მადის დაქვეითება |
ჰიპერგლიკემია ჰიპოგლიკემია |
ჰიპოგლიკემიური კომა |
||
ფსიქიატრიული დარღვევები* |
ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა აღგზნება |
დაბნეულობა და დეზორიენტაცია შფოთვითი რეაქცია უცნაური სიზმრები დეპრესია (შესაძლოა დასრულდეს თვითმკვლელობის აზრებით/ ფიქრებით ან თვითმკვლელობის მცდელობით და თვითმკვლელობით) ჰალუცინაციები |
ფსიქოზური რეაქციები (შესაძლოა დასრულდეს სუიციდური აზრებით/ფიქრებით ან თვითმკვლელობის მცდელობით და თვითმკვლელობით) |
მანია, ჰიპომანიის ჩათვლით |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ* |
თავის ტკივილი თავბრუსხვევა ძილის დარღვევა გემოს დარღვევა |
პარ- და დიზესთეზია ჰიპოჰესთეზია კანკალი კრუნჩხვები (ეპილეფსიური სტატუსის ჩათვლით) ვერტიგო |
შაკიკი კოორდინაციის დარღვევა მოძრაობის დარღვევა ოლფექტური ქალას შიდა ჰიპერტენზია და ტვინის ფსევდო სიმსივნე) |
პერიფერიული ნეიროპათია და პოლინევროპათია |
|
დარღვევები თვალის მხრივ * |
მხედველობითი დარღვევები (მაგ. დიპლოპია) |
ვიზუალური ფერის დარღვევა |
|||
დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ* |
ტინიტუსი სმენის დაკარგვა / სმენის დაქვეითება |
||||
დარღვევები გულის მხრივ |
ტაქიკარდია |
|
პარკუჭოვანი არითმია და პარკუჭების თრთოლვა-ციმციმი (ძირითადად გავრცელებულია QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკ ფაქტორის მქონე პაციენტებში), ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივება) |
||
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
ვაზოდილატაცია ჰიპოტენზია სინკოპე |
ვასკულიტი |
|||
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ |
დისპნოე (ასთმური მდგომარეობის ჩათვლით) |
||||
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
გულისრევა დიარეა |
ღებინება კუჭ-ნაწლავის და მუცლის ტკივილი დისპეფსია მეტეორიზმი |
ანტიბიოტიკოთერაპიიით გამოწვეული კოლიტი (ძალიან იშვიათად შესაძლო ფატალური შედეგით) |
პანკრეატიტი |
|
ჰეპატობილიარული დარღვევები |
ტრანსამინაზების მომატება ბილირუბინის მომატება |
ღვიძლის უკმარისობა ქოლესტაზური სიყვითლე ჰეპატიტი |
ღვიძლის ნეკროზი (ძალიან იშვიათად მიმდინარეობს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის უკმარისობით) |
||
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
გამონაყარი ქავილი ჭინჭრის ციება |
ფოტომგრძნობელობითი რეაქციები |
პეტექია მულტიფორმული ერითემა ერითემა ნოდოსუმი სტივენს-ჯონსონის სინდრომი (პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში) ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში) |
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატური პუსტულოზი (AGEP) მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) |
|
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ* |
ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილი (მაგ. კიდურის ტკივილი, ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი) ართრალგია |
მიალგია ართრიტი კუნთების ტონუსის მომატება და კრუნჩხვა |
კუნთების სისუსტე ტენდინიტი მყესის გაწყვეტა (ძირითადად ქუსლის მყესი) მიასთენიის სიმპტომების გამწვავება |
||
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ |
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება |
თირკმლის უკმარისობა ჰემატურია კრისტალურია ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი |
|||
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე* |
ასთენია ცხელება |
შეშუპება ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) |
|||
გამოკვლევები |
სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება |
ამილაზას მომატება |
საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის გაიზარდა (პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვიტამინი K -ს ანტაგონისტებით) |
* ძალიან იშვიათად პრეპარატის ხანგრძლივი (თვეებამდე ან წლებამდე) მაბლოკირებელი და პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ რამდენიმე, ზოგჯერ მრავალ სიტემურ ორგანულ კლასზე და გრძნობის ორგანოებზე (მათ შორის ისეთი რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა ტენდინიტი, მყესის გაწყვეტა, ართრალგია, კიდურების ტკივილი, მოძრაობის დარღვევა, პარესთეზიასთან დაკავშირებული ნევროპათიები, დეპრესია, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, ძილის დარღვევა და სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დაქვეითება) ზოგ შემთხვევაში დაკავშირებული იყო ქინოლონებისა და ფტორქინოლონების გამოყენებასთან, მიუხედავად ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა.
პედიატრიული პოპულაცია
ზემოთ ხსენებული ართროპათიის (ართრალგია, ართრიტი) განვითარების სიხშირე მოიცავს მოზრდილებში ჩატარებული კვლევიდან შეგროვებულ მონაცემებს. ბავშვებში ართროპათია გვხვდება ხშირად.
საეჭვო გვერდითი რეაქციების დაფიქსირება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების დაფიქსირება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. ეს იძლევა მედიკამენტის სარგებელი/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას.
ჭარბი დოზა და მკურნალობა:
სიმპტომები:
დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, გონების არევა, დისკომფორტი მუცლის არეში, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება, ასევე კრისტალურია და ჰემატურია. დაფიქსირდა შექცევადი ხასიათის ნეფროტოქსიურობა.
მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ-ის კონტროლი, რადგან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების ალბათობა.
სტანდარტული გადაუდებელი ზომების (მაგ: პარკუჭიდან სისხლის გამოდევნა, შემდეგ სამედიცინო ნახშირი) გარდა რეკომენდებულია გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია, მათ შორის შარდის pH და მჟავიანობა კრისტალურიის თავიდან არიდების მიზნით. საჭიროა სათანადო რაოდენობის სითხის მიღება. დოზის გადაჭარბებისას კალციუმის ან მაგნიუმის შემცველმა ანტაციდებმა თეორიულად შესაძლოა შეამცირონ ციპროფლოქსაცინის შეწოვა.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
წამლის ფორმები და შეფუთვა:
წამლის ფორმები: ტაბლეტები
შეფუთვა: 10 ტაბლეტი შეფუთვაში
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.