Plasmon
ცისპლატინი ებევე / Cisplatin EBEWE

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): carboplatin
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ონკოლოგიამაალკილირებელი საშუალებებიპლატინის წარმოებულები
  • მწარმოებელი კომპანია: EBEWE Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: ავსტრია
  • გამოშვების ფორმა: 25მგ/50მლ 50მლ კონცენტრული ხსნარი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ ინფუზიისათვის შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას: ცისპლატინი 0,5მგ
დამხმარე ნივთიერებას: ნასტრიუმის ქლორიდი, მჟავა ქლორულწყალბადოვანი გახსნილი, წყალი ინექციისათვის.

აღწერილობა
გამჭვირვალე უფერო ან თითქმის უფერო ხსნარი

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, ალკილირებული ნაერთი. 
კოდი ATX: LD1XA01

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ცისპლატინი (ცის-დიამინდიქლორპლატინისა), წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც შეიცავს მძიმე ლითონს პლატინას. ცისპლატინს გააჩნია ბისფუნქციონალური ალკილირებადი აგენტების მსგავსი თვისებები, რომლებიც ქმნიან კავშირებს დნმ-ის ძაფებს შიგნით და მათ შორის და ამით არღვევენ მის ფუნქციებს, რაც იწვევს  უჯრედების დაღუპვას; ამასთან პრეპარატს არ გააჩნია ციკლური და ფაზური სპეციფიკურობა. გააჩნია იმუნოსუპრესიული და რადიოსენსიბილისირებადი თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა
სწრაფი ინტრავენური ინფუზიისას (15 წთ-1 სთ) ცისპლატინის გამოჩენა სისხლის პლაზმაში და მისი კონცენტრაციის პიკი განისაზღვრება დაუყოვნებლივ შეყვანისთანავე. ინტრავენური ინფუზიისას 6-24 საათის განმავლობაში პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება თანდათან და მაქსიმუმს შეყვანის ბოლოს აღწევს.
ცისპლატინს ახასიათებს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებსა დაც ქსოვილებში ექსტენსიური განაწილება. ამ დროს ყველაზე მაღალი კონცენტრაციები მიიღწევა თირკმლებში, ღვიძლსა და წინამდებარე ჯირკვალში. ცისპლატინის ბიოტრანსფორმირება ხორციელდება სწრაფი არაფერმენტული გარდაქმნის გზით არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
ციტიტოქსიკური მოქმედება გააჩნია მხოლოდ იმ ცისპლატინს, რომელიც არაა შეერთებული ცილებთან ან პლატინის შემცველ მის მეტაბოლიტებს.
ნაკადური ინექციის ან ვენაში გადასხმის შემდეგ 2-7 საათის ხანგრძლივობით დოზების ინტერვალით 50-`100 მგ/მ2 სისხლის პლაზმიდან ცისპლატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 წუთს შეადგენს.  100 მგ/მ2 დოზის შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში ცისპლატინსა და თავისუფალ (ულტრაფილტრირებულ) პლატინას შორის შეფარდება 0.3-1.1 შეადგენს. ბოლუსური შეყვანიდან სამ საათში და სამსაათიანი ინფუზიის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ თავისუფალი პლატინის 90% ცილებთან შეერთებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თერაპიის განმეორებითი კურსებისას ხდება პლატინის დაგროვება ორგანიზმის ქსოვილებში, და ზოგიერთ ქსოვილში პლატინა აღმოჩნდება კიდევ ექვსი თვის განმავლობაში სამკურნალო საშუალების ბოლო ფაზის შეყვანიდან. ზოგადი პლატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან ფართოდ ინდივიდუალურად ცვალებადია და მერყეობს 2-72 საათის ფარგლებში ჯანმრთელ ადამიანებში, და 1-240 საათის ფარგლებში თირკმლის გამოხატული უკმარისობისას. პრეპარატის შეყვანიდან 1 საათში ცისპლატინის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით . თავისუფალი (ულტრაფილტრირებული) პლატინის თირკმლისმიერი კლირენსი ასევე აღემატება კრეატინინის კლირენსს, არ არის ხაზოვანი და დამოკიდებულია დოზაზე, შარდის დინების სისწრაფესა და ავადმყოფის თირკმლის მილაკოვანი სეკრეციისა და რეაბსორბციის ინდივიდუალურ უნარზე. მკაცრი კორელაცია თავისუფალი (ულტრაფილტრირებული) პლატინის თირკმლისმიერი კლირენსის ან ცისპლატინისა და კრეატინინის კლირენსს შორის დადგენილი არ არის. პრეპარატის ყოველდღიური შეყვანისას არსებობს თავისუფალი (ულტრაფილტრირებული) პლატინის სისხლის პლაზმაში დაგროვების საშიშროება. შეყვანის სხვა რეჟიმებისას ამგვარი რისკი არ არსებობს. პრეპარატის შეყვანის შემდეგ პლატინის მცირე კონცენტრაცია  აღინიშნება ნაღველის წვენსა და მსხვილ ნაწლავში, მაგრამ საჭმლის მომნელებელი ტრაქტით პლატინის გამოყოფის გზა უმნიშვნელოა.
ცისპლატინი სისტემური სისხლნაკადიდან შეიძლება გამოიყოს დიალიზის გზით, მაგრამ მხოლოდ პირველი 3 საათის განმავლობაში პრეპარატის შეყვანიდან.

გამოყენების ჩვენებები
ცისპლატინი, ჩვეულებრივ კომბინირებული ქიმიოთერაპიის შემადგენლობაში, ფართოდ გამოიყენება შემდეგი სოლიდური სიმსივნეების მკურნალობისას:
• ქალებისა და მამაკაცების ჰერმინოგენური სიმსივნეები
• საკვერცხეებისა და სათესლე ჯირკვლის კიბო
• ფილტვის წვრილუჯრედული და არაწვრილუჯრედული კიბო
• თავისა და კისრის ბრტყელუჯრედული კიბო
• შარდის ბუშტის კიბო

გარდა ამისა, ცისპლატინს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა გააჩნია სიმსივნის შემდეგი სახეობებისას:
• საშვილოსნოს ყელის კიბო
• ოსტეოსარკომა
• მელანომა
• ნეირობლასტომა
• საყლაპავის კიბო

უკუჩვენებები
• ცისპლატინის ან პლატინის შემცველი სხვა ნაერთების ინდივიდუალური აუტანლობა
• თირკმელების ფუნქციის დარღვევა (შრატში კრეატინინის დონე 115 მკმოლი/ლიტრზე მეტი);
• ძვლის ტვინის მიერ სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა;
• ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით- სმენის დაქვეითება, პოლინევრიტი, მწვავე ინფექციური დაავადებები, ჩუტყვავილა (მ.შ. ცოტა ხნის წინ გადატანილი ან ცოტა ხნისწინანდელი კონტაქტი ავადმყოფთან), სირსველი, პოდაგრა ანამნეზისში, ნეფროლითიაზი, სხივური ან ქიმიოთერაპია ანამნეზისში.

გამოყენების წესი და დოზები
ცისპლატინი-ებევეს გამოყენება შეიძლება როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომბინაციაში სხვა ციტოსტატურებთან სხვადასხვა დოზებით თერაპიული სქემის მიხედვით. დოზის ინდივიდუალურად შერჩევისას საჭიროა სპეციალური ლიტერატურით ხელმძღვანელობა.
ცისპლატინი-ებევე შეყავთ ვენაში ან ჩვენებების შემთხვევაში (ინტრაპეროტონეალური სიმსივნეები) მუცლის ღრუში.
ცისპლატინი-ებევე  მონოთერაპიაში და კომბინაციაში სხვა ქიმიოპრეპარატებთან ჩვეულებრივ შეყავთ დოზით 50-100 მგ/მ2 ვენაში ინფუზიის სახით ყოველი 3-4 კვირა ან 15-20 მგ/მ2 ვენაში წვეთოვნად ყოველდღე 5 დღის განმავლობაში ყოველი 3-4 კვირა.
რეკომენდაციები ვენაში შესაყვანი ინფუზიების დასამზადებელი ხსნარების დამზადებისა და შეყვანის თაობაზე

დიურეზის სტიმულირების (100მლ-მდე საათში) და პრეპარატის ნეფროტოქსიკური მოქმედების მაქსიმალურად შემცირების მიზნით ტარდება ჰიდრატაცია. ცისპლატინის შეყვანამდე ვენაში წვეთოვნად შეჰყავთ 2 ლიტრამდე სითხე. სითხის ჭარბად მიღება და დიურეზის შენარჩუნება აუცილებელია 24 საათის განმავლობაში. თუ ადექვატური დიურეზის შესანარჩუნებლად ინტენსიური ჰიდრატაცია არასაკმარისი აღმოჩნდა, შეიძლება ოსმოსური დიურეზული საშუალებების (მაგალითად, მანიტის ) შეყვანა.
ცისპლატინი შეყავთ ვენაში წვეთოვნად სიჩქარით არაუმეტეს 1 მგ/წთ. ხანგრძლივი ინფუზიები ტარდება 6-8-24 სთ განმავლობაში იმ პირობით, თუ პრეპარატის შეყვანამდე და შეყვანის დროს დიურეზი არასაკმარისია.
ცისპლატინს აზავებენ შემდეგი საინფუზიო ხსნარებიდან ერთ-ერთში: ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0,9%, 0,45% ან 0,3$ ხსნარი გლუკოზას 5% ხსნარში. პრეპარატის განზავებული ხსნარები სტაბილურია 6-8 სთ განმავლობაში არაუმეტეს 250C ტემპრეტატურის პირობებში სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენიშვნა: ვინაიდან ალუმინი რეაგირებს ცისპლატინთან და მას აინაქტივირებს, ასევე იწვევს ნალექის წარმოქმნას, ძალიან მნიშვნელოვანია ცისპლატინის დამზადებისას და მისი შეყვანისას არ მოხდეს ალუმინის შემცველი ნემსებისა და სხვა ხელსაწყოების გამოყენება.

გვერდითი ეფექტები
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა კუმულაციური ხასიათისაა და იგი ძირითადი ტოქსიკური ფაქტორია, რომელიც ზღუდავს ცისპლატინის დიზას. თირკმელების დაზიანებები, რომლებსაც თან ახლავს თირკმლის მილაკების დაზიანება, თავდაპირველად შესაძლოა გამოვლინდეს დოზის შეყვანიდანმეორე კვირას და სისხლის შრატში კრეატინინის, შარდოვანას, შარდმჟავას მომატებით და/ან კრეატინინის კლირენსის შემცირებით. თირკმლის ტოქსიკურობა, როგორც წესი, უმნიშვნელო ან ზომიერად გამოხატულია და ცისპლატინის ჩვეულებრივი დოზებისას შექცევადი ხასიათი გააჩნია.
ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპომაგნემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია და ჰიპოფოსფატემია. ჰიპომაგნიემია და/ან ჰიპოკალციემია შეიძლება გამოვლინდეს კუნთების კლინიკურად მომატებული მგრძნობელობით ან კრუნჩხვებით, ტრემორით, კარპოპედული სპაზმით (მტევნებისა და ტერფების კრუნჩხვები) და/ან ტეტანიით. ჰიპონატრიემია ჩვეულებრივ განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური პროდუქციის სინდრომით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება და გულისრევა, რომელიც ჩვეულებრივ იწყება თერაპიის პირველი საათის განმავლობაში და 24 საათის განმავლობაში და მეტი ხნით გრძელდება, თითქმის ყველა ავადმყოფს უვითარდება. ეს გვერდითი ეფექტები მხოლოდ ნაწილობრივ აღმოიფხვრება გულისრევის საწინააღმდეგო სტანდარტული პრეპარატების მიღებისას. ამ სიმპტომების სიმძიმის შემცირება შეიძლება თერაპიის ციკლზე გათვლილი საერთო დოზის უფრო მცირე დოზებად  გაყოფით, რომელიც შეყავთ დღეში ერთხელ ხუთი დღის განმავლობაში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სხვა არასასურველი მოვლენებიდან აღინიშნება მუცლის ტკივილი, დიარეა და ყაბზობა.
სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: ცისპლატინით თერაპიის ფონზე ხშირად ვითარდება მიელოსუპრესია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი გამოხატულია უმნიშვნელოდ ან ზომიერად, და ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას შექცევადი ხასიათი აქვს. ლეიოკოციტებისა და თრომბოციტების ყველაზე დაბალი დონე, როგორც წესი, აღინიშნება შეყვანიდან მე-18-დან 23-ე დღემდე; პაციენტების უმეტესობას ეს მაჩვენებლები აღუდგება 39-ე დღისათვის. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ანემია.
სმენის სისტემის მხრივ: ცალმხრივი ან ორმხრივი შუილი ყურებში, სმენის დაკარგვით ან დაკარგვის გარეშე, აღენიშნებათ დაახლოებით ცისპლატინის მიმღებ პაციენტთა 10%, ჩვეულებრივ ეს გვერდითი ეფექტი შექცევადი ხასიათისაა. დადგენილია, რომ სმენის ორგანოს დაზიანება დოზადამოკიდებული და კუმულაციური ხასიათისაა, და ეს გვერდითი ეფექტი ხშირად აღენიშნებათ ძალიან ახალგაზრდა ან ხანდაზმულ პაციენტებს. არსებობს შეტყობინებები ვესტიბულარულ აპარატზე პრეპარატის ტოქსიკური მოქმედების შესახებ.
ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პერიპერიული ნეიროპათიები ხშირად არ ვითარდება. ჩვეულებრივ ისინი სენსორული ხასიათისაა (მაგალითად, პარესთეზიები, ზედა და ქვედა კიდურების პარესთეზიები), მაგრამ ასევე შესაძლოა განვითარდეს მოტორული დარღვევები (რეფლექსების დაქვეითება და სისუსტე ქვედა კიდურებში). ასევე შეიძლება აღინიშნოს ვეგეტატიური ნეიროპათია, კრუნჩხვები, გაუგებარი მეტყველება, გემოს შეგრძნება და მეხსიერების დაკარგვა. არსებობს ცნობები ლერმიტის  სიმპტომის, ხერხემლის ბოძის მიელოპათიისა და ავტონომიური ნეიროპათიის განვითარების შესახებ. ამ სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობა: ზოგჯერ აღინიშნება ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება სახის გაწითლებისა და შეშუპების, ფილტვებში სტვენითი ხიხინების, ტახიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის სახით. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცისპლატინის შეყვანის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ჭინჭრის ციება და ლაქოვან- პაპულოზური გამონაყარი კანზე.
მხედველობის სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება მხედველობის ნერვის ნევრიტი, მხედველობის ნერვის თავის შეშუპება, ქერქოვანი სიბრმავე. ასევე შეიძ;ება აღინიშნოს ფერის აღქმის ცვლილება, განსაკუთრებით სპექტრის ყვითელ-ცისფერ ნაწილში. თვალის ფსკერის ერთადერთი ცვლილება შეიძლება იყოს ყვითელი ლაქის არეში ბადურას არარეგულარული პიგმენტაცია. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა და პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
ტოქსიკური მოქმედება ღვიძლზე: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ასტ-ს, ალტ-სა და სისხლის პლაზმაში ბილირუბინის დოზის უმნიშვნელო ტრანზიტული მომატება.
სხვა გვერდითი ეფექტები: დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ( გულის იშემიური დაავადება, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არითმიები, ორთოსტატული ჰიპოტენზია, თრომბოზული მიკროანგიოპათია, ცერებრული ართერიითები), ჰიპერურიკემია, სისხლის პლაზმაში ამილაზას დონის მომატება, უმნიშვნელო ალოპეცია, მიალგია, ცხელება, სლოკინი და პლატინის ხაზი ღრძილზე.
კანქვეშ პრეპარატის მოხვედრისას შესაძლებელია ფლებიტის, ცელულიტისა და კანის ნეკროზის განვითარება. აღნიშნულია სპერმატოგენეზისა და აზოოსპერმიის დარღვევის შემთხვევები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
ცისპლატინის ერთდროულმა ან თანმიმდევრულმა გამოყენებამ ანტიბიოტიკებთან - ამინოგლიკოზიდებთან (გენტამიცინი, კანამიცინი, სტრეპტომიცინი) ან სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან (მაგალითად, ამფოტერიცინი B) ერთად შეიძლება მოახდინოს მისი ნეფროტოქსიკური და ოტოტოქსიკური მოქმედების პოტენცირება.
“,მარყუჟოვან”დიურეტიკებს(ფუროსემიდი, კლოპამიდი, ეთაკრინის მჟავა) შეუძლიათ ცისპლატინის ოტოტოქსიკურობის გაძლიერება.

ცნობილია, რომ ცისპლატინს შეუძლია ბლეომიცინისა და მეთოტრექსატის თირკმელებით გამოყოფის დარღვევა (შესაძლებელია ცისპლატინის მიერ გამოწვეული ნეფროტოქსიკური  მოქმედების გამო) და ამ პრეპარატების ტოქსიკურობის გაძლიერება.

ცისპლატინის, ჰექსამეთილმელამინისა და პირიდოქსინის ერთდროულად  გამოყენებისას  საკვერცხეების კიბოს მკურნალობის დროს აღინიშნა რემისიის ხანგრძლივობის შემცირება.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ცისპლატინსა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებს, სისხლის შრატში უკანასკნელთა კონცენტრაცია შეიძლება სუბთერაპიულ მნიშვნელობებამდე შემცირდეს.
ცისპლატინს შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შარდმჟავას მომატება. ამიტომ, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ პოდაგრის სამკურნალო საშუალებებით, როგორიცაა ალოპურინოლი, კოლხიცინი, პრობენეციდი ან სულფინპირაზონი, შიეძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატების დოზირების კორექტირება, რათა გაკონტროლდეს ჰიპერურიკემია და პოდაგრის შეტევები.
ცისპლატინისა და ალუმინის ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება ნალექი.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის ძირითადი მოსალოდნელი გართულებებია თირკმელების, ღვიძლის ფუნქციის, მხედველობის (ბადურას მოცილების ჩათვლით) და სმენის (სიყრუე) დარღვევები, გამოხატული მიელოსუპრესია, შეუჩერებელი ღებინება და გულისრევა და/ან ნევრიტი. ჭარბი დოზისას შესაძლებელია ლეტალური დასასრული.

ანტიდოტი პრეპარატის ცისპლატინი-ებევეს ჭარბი დოზის გამოყენების შემთხვევაში უცნობია. ეფექტი, თუნდაც ნაწილობრივი, მიიღწევა მხოლოდ ჰემოდიალიზის მეშვეობით, თუკი იგი გამოიყენება  ჭარბი დოზის მიღებიდან პირველი სამი საათის განმავლობაში, ვინაიდან პლატინა სწრაფად შედის კავშირში  პლაზმის ცილებთან. ჭარბი დოზის სიმპტომების აღმოსაფხვრელად გამოიყენება სიმპტომური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება უნდა ხდებოდეს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენების გამოცდილების მქონე ექიმის კონტროლის ქვეშ.
• რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის რეკომენდებულია ცისპლატინით მკურნალობის დროს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
• მამაკაცები, რომელთაც უტარდებათ თერაპია ცისპლატინით, კონტრაცეპციის ბარიერული მეთოდები უნდა გამოიყენონ.
• ცისპლატინით მკურნალობის ფონზე ავადმყოფები პერიოდულად უნდა გასინჯოს ნევროპათოლოგმა. ცნს-ზე ტოქსიკური მოქმედების აშკარა გამოვლინებისას ცისპლატინით მკურნალობა  უნდა მოიხსნას.
• თერაპიის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს აუდიომეტრია, და იმ შემთხვევებში, როდესაც ვლინდება სმენის ორგანოს დაზიანების სიმპტომები ან სმენის კლინიკური დარღვევები, ნაჩვენებია განმეორებითი აუდიომეტრია. სმენის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევებისას შესაძლოა საჭირო გახდეს დოზირების კორექცია ან თერაპიის მოხსნა.
• ცისპლატინით მკურნალობის პრიცესში აუცილებელია სისხლის პერიოდული ანალიზი, ლეიკოციტების, ჰემოგლობინის, სისხლის ფორმული ელემენტების  შემცველობის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური ტესტების, ასევე სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის განსაზღვრა.
პრეპარატის ხელახალი დანიშვნა არ შეიძლება მანამ, სანამ სისხლის შრატის კრეატინინის შემცველობა არ შემცირდება 1,5 მგ/100მლ-მდე და ნაკლები და/ან სისხლის შარდოვანას აზოტი არ შემცირდება 25 მგ/100 მლ-მდე და ნაკლები. თრომბოციტების შემცველობა სისხლში არ გახდება 100000/მმ2, ლეიკოციტების - არანაკლებ 4000/მმ2.
• სახის შეშუპების, ბრონქოსპაზმის, ტაქიკარდიისა და ჰიპოტონიის სახით ალერგიული რეაქციების განვითარებისას უნდა მოხდეს ადრენალინის, კორტიკოსტეროიდებისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.
• ცისპლატინის გამოყენებისას უნდა მოხდეს ციტოტოქსიკური პრეპარატების გამოყენების ყველა ჩვეულებრივი  ინსტრუქციის დაცვა.
• პრეპარატის თვალებში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია მათი დაბანა დიდი რაოდენობის წყლით ან ნატრიუმის ქლორიდით. პრეპარატის კანზე მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პრეპარატთან შეხების ადგილის დაბანა დიდი რაოდენობის წყლით. პრეპარატის შესუნთქვის ან მისი პირში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა
კონცენტრირებული ხსნარი ინფუზიების დასამზადებლად მუქი შუშის ფლაკონებში 10მგ/20მლ, 25მგ/50 მლ, 50 მგ/100 მლ. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
გაყინვა არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. 
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით

სად შევიძინოთ?