რას წარმოადგენს კო-ამლესა და რისთვის გამოიყენება?
კო-ამლესა გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის კომბინირებული თერაპიისათვის (ჰიპერტონია). ეს სამი აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს სისხლის მაღალი წნევის კონტროლს (ჰიპერტონიის). პაციენტებმა, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, შეუძლიათ მიიღონ მათ ნაცვლად ერთი კო-ამლესას ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე ნივთიერებას ერთად. კო-ამლესა შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: პერინდოპრილს, ინდაპამიდს და ამლოდიპინს. პერინდოპრილი არის აგფ-ინჰიბიტორი (ანგიოთენზინ გარდამქმნელი ფერმენტი), ამლოდიპინი არის კალციუმის არხების ბლოკატორი, რომელიც მიეკუთვნება დიჰიდროპირიდინის კლასის მედიკამენტებს. ინდაპამიდი არის შარდმდენი საშუალება.
პაციენტებში სისხლის მაღალი წნევით პერინდოპრილი და ამლოდიპინე იწვევს სისხლძარღვების რელაქსაციას, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა. ინდაპამიდი ზრდის შარდის გამოყოფას. თითოეულ აქტიურ ნივთიერებას გააჩნია წნევის დამწევი ეფექტი და ხელს უწყობს მის გაკონტროლებას.
ინფორმაცია კო-ამლესას გამოყენებამდე.
არ შეიძლება კო-ამლესას გამოყენება:
• თუ აღინიშნება ალერგია პერინდოპრილის ან ნებისმიერი აგფ-ინჰიბიტორის მიმართ, ასევე ინდაპამიდის ან ნებისმიერი ამლოდიპინის ბესილატის სულფომანიდის მიმართ, სხვა დიჰიდროპერიდინების ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6).
• თუ წარსულში აგფ-ინჰიბიტორების გამოყენებისას აღინიშნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთვის გართUლება, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან რთული გამონაყარი კანზე (კვინკეს შეშუპება) ან თუ ახლო ნათესავს აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
• თუ გახასიათებთ ღვიძლის სერიოზული დაავადება ან მდგომარეობა რომელსაც ეწოდება ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება)
• თუ გახასიათებთ თირკმელების სერიოზული ან საშუალო სირთულის დაავადება ან იტარებთ დიალიზის კურსს.
• თუ აღინიშნება სისხლში კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე.
• თუ არსებობს ეჭვი, რომ აღინიშნება გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (შესაძლოა აღინიშნოს რთული სიმპტომები, როგორიცაა სხეულში სითხის შეკავება, სუნთქვის გართულება).
• თუ აღინიშნება კარდიოგენული შოკი (გული ვერ აწვდის ორგანიზმს საკმარის სისხლს), აორტის სტენოზი (გულის მთავარი სისხლძარღვის შევიწროვება) ან არასტაბილური სტენოკარდია (მკერდის არეში ტკივილი).
• თუ აღინიშნება სისხლის ძალიან დაბალი წნევა (რთული არტერიული ჰიპოტენზია).
• თუ აღინიშნება გულის უკმარისობა (გული ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობის სისხლს, რის შედეგადაც აღინიშნება სუნთქვის გართულება ან პერიფერიული შეშუპება, მაგ., ფეხების ან ხელის და ფეხის გულების შეშუპება) გულის მწვავე შეტევის შემდეგ.
• თუ ხართ 3 თვეზე მეტი ასაკის ორსული. ასევე უნდა მოერიდოთ კო-ამლესას გამოყენებას ორსულობის ადრეულ პერიოდში (იხ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
• თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კო-ამლესას გამოყენებამდე:
• თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა.
• თუ გახასიათებთ აორტის სტენოზი (გულის მთავარი სისხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის არტერიის შევიწროვება).
• თუ აღინიშნება გულის უკმარისობა
• თუ აღინიშნება გულის ან თირკმელების ნებისმიერი სახის პრობლემა.
• თუ გახასიათებთ ძალიან მაღალი სისხლის წნევა (ჰიპერტონული კრიზი).
• თუ აღინიშნება ღვიძლის პრობლემები.
• თუ აღინიშნება კოლაგენოზი (კანის დაავადება), მაგ., სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია.
• თუ აღინიშნება ათეროსკლეროზი (არტერიის სიმყიფე).
• თუ აღინიშნება ჰიპერთიროზი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა)
• თუ აღინიშნება პოდაგრა
• თუ აღინიშნება შაქრიანი დიაბეტი
• თუ იცავთ უმარილო დიეტას ან იღებთ მარილის შემცვლელ კალიუმის დანამატებს.
• თუ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის შემნახველ შარდმდენ საშუალებებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან მათი გამოყენება კო-ამლეზასთან ერთად არ არის რეკომენდებული (იხ. პუნქტი ,,კო-ამლეზას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად).
• თუ პაციენტი არის ხანდაზმული და საჭიროა დოზირების გაზრდა.
• თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად უნდა აცნობოთ ექიმს. კო-ამლეზას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ეტეპზე. კო-ამლეზას გამოყენება არ შეიძლება ორსულობის მესამე თვიდან, რადგან პრეპარატმა შესალოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს, იხ. პუნქტი ,,ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ კო-ამლეზას ტაბლეტებს:
• ანესთეზიის ან ოპერაციის ჩატარებამდე.
• თუ ცოტა ხნის წინ აღინიშნა დიარეა, ღებინება ან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა.
• დიალიზის ან LDL-აფერეზას ჩატარებამდე (სისხლიდან ქოლესტერინის გამოდევნის პროცედურა).
• მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარებამდე, რომელიც ტარდება ფუტკრის ან ბზკის ნაკბენის დროს.
• თუ იტარებთ იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებებით გამოკვლევას (საინექციო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შიდა ორგანოების, მაგ., თირკმელების ან კუჭის რენტგენული დიაგნოსტიკისათვის).
სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კო-ამლეზას ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ (ინდაპამიდმა), შესაძლოა გამოიწვიოს დოპინგის ტესტზე ცრუ დადებითი შედეგი.
ბავშვები და მოზარდები
კო-ამლეზას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.
კო-ამლეზას გამოყენება არ შეიძლება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
• ლითიუმი (დეპრესიის სამკურნალო)
• კალიუმის შემნახველი დიურეზულები (სპირინოლაქტონი, ტრიამტერენი), კალიუმის მარილები.
შესაძლოა სხვა მედიკამენტებმა მოახდინონ ზეგავლენა კო-ამლეზას ეფექტზე. თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს აცნობეთ ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული ზომების მიღება.
• სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი სისხლის წნევის სამკურნალოდ.
• პროკაინამიდი (გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ).
• ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)
• ტერფენადინი ან ასტემიზოლი (სეზონური ციებ-ცხელების ან ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინური პრეპარატები).
• კორტიკოსტერპოდულები, გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის დროს, მათ შორის რთული ასთმის და რევმატოიდული არტრიტის სამკურნალოდ.
• იმუნოდეპრესანტები, გამოიყენება აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ (მაგ., ციკლოსპორინი).
• რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროთეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ).
• კიბოს სამკურნალო საშუალებები.
• კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები).
• რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი (ანტიბიოტიკები).
• ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ)
• პენტამიდინი (გამოიყენება ფილტვების ანთების სამკურნალოდ)
• ოქროს პრეპარატები (რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო).
• ვინკამინი (გამოიყენება კოგნიტიური დისფუნქციის სიმპტომების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის მეხსიერების დარღვევის დროს).
• ბეპრიდილი, ვერაპამილი, დილთიაზემი (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ).
• სულტორპიდი (გამოიყენება ფსიქოზის სამკურნალოდ).
• გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალებები (მაგ., ქინიდინი, მეთილფოპი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი).
• დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდურები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ).
• ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების რიგიდულობი დროს, რომლებიც ვლინდება დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი).
• დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, მაგ,. ინსულინი ან მეტფორმინი.
• კალციუმის პრეპარატები, მათ შორის კალციუმის საკვები დანამატები.
• საფაღარათო საშუალებები (მზა ხსნარები).
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ., იბუპროფენი) ან მაღალი დოზის სალიცილატები (მაგ., ასპირინი).
• ამფოტერიცინი B ინექცია (გამოიყენება სერიოზული სოკოვანი დაავადებების დროს).
• ფსიქიური დაავადებების სამკურნალო საშUალებები, როგორიცაა დეპრესია, შფოთი ან შიზოფრენია. (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიური საშუალებები).
• ტეტრაკოზაქტიდი (გამოიყენება კრონის დაავადების სამკურნალოდ).
• საგულე გლიკოზიდურები.
• დანტროლენი (ინფუზია, რომელიც გამოიყენება სხეულის ტემპერატურის რეგულირებისათვის).
• სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის დამწევი საშუალებები).
• ანესთეზიურები.
კო-ამლეზას გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად
კო-ამლეზას გამოყენება რეკომენდებულია კვებამდე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად, კვებავს ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარტის მიღებამდე.
ორსულობა
უნდა აცნობოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ (ან შესაძლოა იყოთ) ორსულად. ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაგინიშნავთ ალტერნატიულ მკურნალობას. კო-ამლეზას გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ პერიოდში და მისი გამოყენება აკრძალულია ორსულობის მესამე თვიდან, რადგან ორსულობის მესამე თვის ასაკიდან შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ლაქტაცია
აცნობეთ ექიმს თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან აპირებთ კვების დაწყებას. კო-ამლეზას გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. თუ გსურთ ჩვილის გამოკვება ბუნებრივი გზით უნდა მიმართოთ მკურნალობის სხვა მეთოდს, განსაკუთრებით თუ ჩვილი არის ახალშობილი ან დღენაკლული.
ზეგავლენა ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე
კო-ამლეზა არ ახდენს ზეგავლენას სიფხიზლეზე, მაგრამ იწვევს წნევის დაწევას, რის შედეგადაც შესაძლოა აღინიშნოს სისუსტე ან თავბრუსხვევა, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე. სანამ არ გახდება თქვენთვის ცნობილი, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს კო-ამლესა თქვენზე არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
კო-ამლესას გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს. უმჯობესია მიიღოთ ტაბლეტი საკვების მიღებამდე. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.
საჭიროების შემთხვევაში კო-ამლეზა 4მგ/10მგ/1,25მგ, კო-ამლეზა 4მგ/10მგ, 2,5მგ ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ დოზებად. კო-ამლეზა 4მგ/10მგ/1,25მგ ან კო-ამლეზა 8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია ტაბლეტის გლუვ ზედაპირზე თითების დაწოლით. ექიმი განსაზღვრავს დოზირებას. კო-ამლეზა ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პირინდოპრილს, ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.
თუ მიიღეთ კო-ამლზესას ჭარბი დოზა
თუ მიიღეთ ტაბლეტების დიდი რაოდენობა უნდა მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას. ჭარბი დოზირების მოსალოდნელი სიმპტომია სისხლის დაბალი წნევა. არტერიული წნევის შემცირების დამახასიათებელი სიმპტომების (როგორიცაა თავბრუსხვევა და გულურა) შემსუბუქების მიზნით პაციენტი უნდა დააწვინოთ და ფეხები მოათავსოს მაღალზე.
თუ გამოტოვეთ კო-ამლეზას რეკომენდებული დოზა
ტაბლეტის მიღება აუცილებელია ყოველდღე, რადგან მხოლოდ რეგულარული მკურნალობა არის ეფექტური. მაგრამ თუ გამოტოვეთ რეკომენდებული დოზა უნდა განაგრძოთ მისი მიღება დანიშნული რეჟიმის შესაბამისად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
თუ გსურთ კო-ამლეზას მიღების შეწყვეტა
სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა, როგორც წესი, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. თუ გსურთ პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თუ აღნიშნულიდან შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ალერგიული რეაქციების სიმპტომები, მაგ., როგორიცაა სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გართულება.
• ძლიერი თავბრუსხვევა ან გულყრა.
• აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა.
შემდეგში აღწერილია გვერდითი ეფექტები გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
• ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1 მდე):
თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (მხედველობის გაორება), სისხლის დაბალი წნევით გამოწვეული გულყრა, შუილი ყურებში, სისხლის დაბალი წნევა, გახშირებული გულისცემა (ძალიან ჩქარი გულისცემა), სახეზე სიმხურველის შეგრძნება, ქოშინი, ხველა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა (ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია, გულისრევა, მუცლის შებერილობა, გემოს დარღვევა, პირის სიმშრალე, ხასიათის დარღვევა ან ყლაპვის გართულება, ფაღარათი, ყაბზობა), კოლიკები, შეშუპება (ხელისა და ფეხის გულების შეშუპება), დაღლილობის შეგრძნება.
• არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1 მდე):
ალერგიული რეაქციები (მაგ., გამონაყარი ან კანის ქავილი), ხასიათის ცვლილება, ძილის დარღვევა, უძილობა, დეპრესია, კანკალი, ტკივილის შეგრძნება, გულყრა (გონების დროებითი დაკარგვა), სურდო (ცხვირის შეგუბება და სურდო), ბრონქული სპაზმი (მკერდის არეში სივიწროვის შეგრძნება, ხიხინი და ქოშინი), ნაწლავის ცვლილებები, ანგიონევროზული შეშუპება (სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გართულებას და სახის და ენის შეშუპებას), ჭინჭრის ცხელება, პურპურა (კანზე წითელი ლაქები), ჭარბი ოფლიანობა, თმისცვენა, კანის სიფერმკრთალე, გამონაყარი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თირკმელების დაავადება, ხშირი შარდვა (განსაკუთრებით ღამით), იმპოტენცია, გინეკომასტია, მკერდის არეში ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, წონაში მატება ან დაკლება.
• ძალიან იშვიათად (შესაძლოა გამოვლინდეს 10, 000 პაციენტიდან 1 მდე):
სისხლში შაქრის მაღალი დონე, გონების დაბინდვა, გულისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია, ინფარქტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახეობა), ღრძილების შეშუპება, მუცლის შებერვა (გასტრიტის), პერიფერიული ნეიროპათია (დაავადება, რასაც ახასიათებს მგრძნობელობის დაკარგვა, კუნთების ტკივილი და სპაზმი), კუნთების ტონუსის გაზრდა, კანის რთული დაავადებები, როგორიცაა ერითემა. თუ გახასიათებთ წითელი მგლურა (ე.წ. კოლაგენოზი), შესაძლოა მკურნალობის დროს აღინიშნოს ამ დაავადების გართულება. გამოვლინდა ფოტომგრძნობელობის რეაქციების მომატება (კანის გარეგანი ცვლილებები) მზის სხივების და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
• უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევები (პარკუჭისებრი პოლიმორფული ტაჰიკარდია). შესაძლოა აღინიშნოს სისხლის, თირკმელების, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის ან ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები (სისხლის ანალიზის შედეგად). ექიმი მოითხოვს სისხლის ანალიზის ჩატარებას მდგომარეობის კონტროლის მიზნით. თუ პაციენტს აღენისნება ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის დაავადება) შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთს, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ლიტვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: წწწ.ვვკტ.ლტ, ზირმუნუ ქ. 139ა, Lთ 09120 ვილნიუსი, ტელ: 8 800 73568, ფაქსი: 8 800 20131 ან ელ-ფოსტა: Nეპაგეიდაუჯამაღ@ვვკტ.ლტ. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაგვეხმარება მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაში.
კო-ამლეზას შენახვის პირობები
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე. ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე. შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დაცვის მიზნით.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოსა დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს კო-ამლეზა
• აქტიური ნივთიერება არის პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, ამლოდიპინე (ბეზილატის) და ინდაპამიდი.
• კო-ამლეზა 2მგ/5მგ/0,625მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით) და 0,625 მგ ინდაპამიდს.
• კო-ამლეზა 4მგ/5მგ/1,25მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს, 5მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით) და 1,25მგ ინდაპამიდს.
• კო-ამლეზა 4მგ/10მგ/1,25მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 4მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს, 10მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით) და 1,25მგ ინდაპამიდს.
• კო-ამლეზა 8მგ/5მგ/2,5მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს, 5მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით) და 2,5მგ ინდაპამიდს.
• კო-ამლეზა 8მგ/10მგ/2,5მგ
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს, 10მგ ამლოდიპინს (ბესილატის სახით) და 2,5მგ ინდაპამიდს.
• დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (ტიპი 1500), ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კაჟბადის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატე (E572) და კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი.
კო-ამლეზას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა:
2მგ/5მგ/0,625მგ ტაბლეტები არის თეთრიდან მოყვითალო ფერის ოვალური ფორმის 9მმ-იანი დიამეტრის ტაბლეტები ერთ მხარეზე გაყოფილი ჯვარედი ფორმის ნაზოლით. ტაბლეტის გამყოფი ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად ყლაპვის გაადვილების მიზნით და არა ორ თანაბარ დოზად გასაყოფად.
4მგ/5მგ/1,25მგ ტაბლეტები არის თეთრიდან ჩალისფერამდე ფერის მრგვალი ოდნავ კონვექსური ფორმის 7მმ-იანი დიამეტრის ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.
4მგ/10მგ/1,25მგ ტაბლეტები არის თეთრიდან ჩალისფერამდე ფერის, ოვალური ფორმის 12მმ-იანი დიამეტრის ტაბლეტები, ჯვარედინი გამყოფი ნაზოლით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
8მგ/5მგ/2,5მგ ტაბლეტები არის თეთრიდან ჩალისფერამდე, მრგვალი ფორმის ტაბლეტები 9 მმ-იანი დიამეტრის ტაბლეტები, ჯვარედინი გამყოფი ნაზოლით და ჩამოთლილი კიდეებით.
8მგ/10მგ/2,5მგ ტაბლეტები არის თეთრიდან ჩალისფერამდე, მრგვალი ფორმის ტაბლეტები 9მმ-იანი დიამეტრის ტაბლეტები, ჩამოთლილი კიდეებით, ერთ მხარეზე გამყოფი ნაზოლით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
შეფუთვა შეიცავს 10, 14, 20, 28, 30, 56, 60, 84 ან 90 ტაბლეტს ბლისტერულ შეფუთვაში.
შესაძლებელია ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.