შემადგენლობა
მუხის ქერქი შეიცავს პიროგალოლის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს (10-20%), გალისა და ელაგის მჟავეებს, ფლავონოიდებს (კვერცეტინი, ფლობაფენი), ჰექტინებს, პენტოზანებს, ცილოვან ნივთიერებებსა და სახამებელს.
მუხის ქერქში შემავალი ნივთიერებები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების და დამწვრობის დროს, ავლენენ ანტიბაქტერიულ და რეგენერაციულ თვისებებს. მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობენ პათოგენური მიკროორგანიზმებიდან პროტოპლაზმური ცილების დენატურაციას, რაც იწვევს მათი განვითარების დათრგუნვას
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული,ანტიბაქტერიული და შემომგარსველი საშუალება.
გამოიყენება პირის ღრუს, ხახის, ხორხის ანთებითი დაავადებების, სტომატიტების, გინგივიტების და დამწვრობის სამკურნალოდ. განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის მონახარში ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებებისას, კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავური სისხლდენების, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს.