რა არის დაფურაგი და რისთვის გამოიყენება
დაფურაგი არის ანტიბაქტერიული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება საშარდე ტრაქტის ინფექციების დროს. მედიკამენტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ფურაზიდინს, აგრეთვე ეწოდება ფურაგინი, რომელიც არის ნიტროფურანის წარმოებული. ფურაზიდინი აინჰიბირებს ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც იწვევს საშარდე ტრაქტის ინფექციებს.
დაფურაგი ეფექტური არ არის ინფექციების დროს, რომლის გამომწვევია Pseudomonas aeruginosa-ს სახეობის ბაქტერიები და (Proteus vulgaris) სახეობის ბაქტერიების უმრავლესობა.
თერაპიული ჩვენება
ქვემო საშარდე ტრაქტის მწვავე და ქრონიკული გაურთულებელი ინფექციების მკურნალობა ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელიც გამოწვეულია (Escherichia coli) სახეობის ბაქტერიებით.
რა უნდა იცოდეთ დაფურაგის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დაფურაგი:
- თუ ხართ ალერგიული ფურაზიდინის ან მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი განყოფილებაში 6) ან ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ;
- ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში;
- სრული ორსულობის პერიოდში (38 კვირიდან) და მშობიარობისას ჰემოლიზური ანემიის რისკის გამო (სისხლის წითელი უჯრედების დიზინტეგრაცია) ახალშობილში;
- არ გამოიყენოთ 3 თვეზე მცირე ასაკის ბავშვებში;
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა;
- თუ დიაგნოსტირებული გაქვთ პოლინეიროპათია, მაგ., დიაბეტური (ნერვების დაზიანება, რაც გამოწვეულია სისხშლი შაქრის დონის მოამტებით);
- თუ გაქვთ ფერმენტის გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი - მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების დიზინტეგრაცია (ჰემოლიზი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
დაფურაგის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაზიანებული ფუნქცია, ნერვული სისტემის დარღვევები, ანემია, ელექტროლიტური დარღვევები, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ან ფილტვის დაავადება, თუ გაქვთ დიაბეტი, რადგან ფურაზიდინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვის დაზიანება. პერიფერიული ნერვის დაზიანება აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნიტროფურანის წარმოებულებით. მძიმე შემთხვევებში ეს დარღვევა შეიძლება იყოს შეუქცევადი და სიცოცხლისთვის სახიფათო. ამ მიზეზით მედიკამენტი უნდა მოიხსნას ნერვული სისტემის სიმპტომების შემთხვევაში (ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნება, დაბუჟება, ნაკადის შეგრძნება).
- თუ გაქვთ ცხელება, წვა, ხველა, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. ეს შეიძლება იყოს ფილტვის მწვავე რეაქციების სიმპტომები, რაც ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ნიტროფურანის წარმოებულებით. ამ სიმპტომების შემთხვევაში მედიკამენტი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. სიმპტომები ჩვეულებრივ სწრაფად ან ძალიან სწრაფად ქრება მედიკამენტის მოხსნის შემდეგ. ქრონიკული რეაქციების შემთხვევაში სიმპტომების გაუარესება და მათი შექცევადობა მედიკამენტის მოხსნისას დამოკიდებულია მკურნალობის პერიოდზე პირველი გვეერდითი ეფექტების განვითარების შემდეგ. მთავარია რაც შეიძლება მალე მოხდეს გვერდითი ეფექტის დიაგნოსტირება და მედიკამენტის მოხსნა. ფიტლვის ფუნქციის დაზიანება შეიძლება შეუქცევადი იყოს. ქრონიკული რეაქციები განვითარდა პაციენტებში, რომლებიც ფურაზიდინს იღებდნენ 6 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული რეაქციები (ფილტვის ფიბროზის და დიფუზური ინტერსტიციული პნევმონიის ჩათვლით), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
- თუ მედიკამენტი გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - ექიმი რეკომენაციას გაუწევს სისხლის ანალიზებს და დააკვირდება თირკმლის და ღვიძლის ფუნქციებს.
ეფექტი ლაბორატორიულ ტესტებზე
მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ-დადებითი შედეგები შარდში გლუკოზის დონის განსაზღვრისას. ამგვარი ტესტისთვის შარდის ნიმუშის აღებამდე უნდა აცნობოთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ დაფურაგს.
ბავშვები
დაფურაგის გამოყენება შეიძლება 3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
სხვა მედიკამენტები და დაფურაგი
აცნობეთ ექიმს ან ფარამცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ერთდროული გამოყენებისას:
- ქინოლონის წარმოებულები (მაგ., ნალიდიქსის მჟავა - ანტიბიოტიკი) - ფურაზიდინმა შეიძლება დათრგუნოს მათი ანტიბაქტერიული აქტივობა;
- პრობენეციდი და სულფინპირაზონი (პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები) - შეიძლება შეასუსტოს ფურაზიდინის აქტივობა და გაზარდოს მისი ტოქსიკურობა;
- ამინოგლიკოზიდების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები - ფურაზიდინთან ერთად გამოყენებისას აძლიერებს მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას;
- ქლორამფენიკოლი და რისტომიცინი (ანტიბიოტიკები) - აძლიერებს ფურაზიდინის ტოქსიკურ აქტივობას;
- მაგნიუმის ტრისილიკატის შემცველი ანტაციდები აქვეითებს ფურაზიდინის აბსორბციას, რაც ასუსტებს მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას;
- ატროპინი (დიასტოლური მედიკამენტი და გუგის დილატატორი) - შეიძლება გაახანგრძლივოს ფურაზიდინის აბსორბცია, მაგრამ არ იცვლება შეწოვილი ნივთიერების საერთო რაოდენობა;
- B ჯგუფის ვიტამინიები - ზრდის ნიტროფურანის წარმოებულების აბსორბციას.
დაფურაგი საკვებთან და სასმელთან ერთად
დაფურაგის მიღება უმჯობესია ცილის შემცველ საკვებთან ერთად, რადგან ცილა ზრდის ფურაზიდინის აბსორბციას.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ემბრიონზე ან ნაყოფზე ფურაზიდინის დამაზიანებელი ეფექტის კლინიკური მონაცემების ნაკლებობის გამო მედიკამენტი ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ უნდა გამოიყენონ.
ნაყოფის ჰემოლიზური ანემიის გამოწვევის რისკის გამო განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ქალებში, ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
პაციენტმა ექიმის კონსულტაციის მიხედვით რეგულარულად უნდა ჩაიტაროს სისხლის საერთო ანალიზი (ჰემოგლობინის დონე, რკინის და სისხლის წითელი უჯრედების - ერითროციტების რაოდენობა). მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის 38-ე კვირიდან და მშობიარობის დროს, ახალშობილებში ჰემოლიზური ანემიის რისკის გამო (სისხლის წითელი უჯრედების დიზინტეგრაცია).
ლაქტაცია
მედიკამენტი გამოიყოფა ლაქტატში და ამიტომ ძუძუთი კვების დროს არ უნდა გამოიყენონ.
ფერტილობა
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიტროფურანის წარმოებულებს აქვთ ნეგატიური ეფექტი სათესლეების ფუნქციაზე. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმის მობილობის დაქვეითება, დააქვეითოს სპერმის სეკრეცია ან გამოიწვიოს სპერმის მორფოლოგიის პათოლოგიური ცვლილებები.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ფურაზიდინის ეფექტის შესახებ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე მონაცემები არ არსებობს.
ნერვული სისტემის დარღვევების - თავბრუსხვევის, ძილიანობის ან მხედველობის დაზიანების (იხ. განყოფილება 4) განვითარების შემთხვევაში თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისგან.
დაფურაგი შეიცავს საქაროზას, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს და ეთანოლს.
მედიკამენტი შეიცავს შაქარს - საქაროზას. თუ დიაგნოსტირებული გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
1 მლ მედიკამენტი შეიცავს 476 მგ საქაროზას. ეს უნდა გაითვალსიწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას.
მედიკამენტი შეიცავს მეთილ პარჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს. მათ შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სიმპტომების დაწყება შეიძლება გახანგრძლივდეს).
მედიკამენტი შეიცავს მცირე რაოდენობით ეთანოლს (სპირტს), 100 მგ/დოზა-ზე ნაკლებს.
როგორ გამოიყენება დაფურაგი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან.
მედიკამენტი მიიღეთ ორალურად, სასურველია ცილის შემცველ საკვებთან ერთად.
ყოველ გამოყენებამდე ბოთლი შეანჯღრიეთ მინიმუმ 30 წამის განმავლობაში.
ორალური შპრიცი დამატებულია შეფუთვაზე დოზირების გამარტივებისთვის. დოზატორი უნდა გაირეცხოს და გაშრეს ყოველი გამოყენების შემდეგ.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილები
მკურნალობის პირველი დღე: 10 მლ, 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის შემდგომი დღეები: 10 მლ, 3-ჯერ დღეში.
3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვები
5-7 მგ/კგ დღე-ღამეში, 2-3 გაყოფილ დოზად.
მედიკამენტი გამოიყენება 7-8 დღის განმავლობაში. აუცილებლობისას, ექიმმა შეიძლება მკურნალობა გაიმეოროს 10-15 დღის შემდეგ.
გამოყენება ბავშვებში
მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია 3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაფურაგი
იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით, დოზის გადაჭარბების რისკი იზრდება თირკმლის დაზიანებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. შეიძლება განვითარდეს დოზის გადაჭარბების სიმპტომები, როგორიცაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები, გულისრევა, ღებინება, ანემია.
ამგვარი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დაფურაგის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
თუ ფიქრობთ, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებით კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის გამოყენება და მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს თუ ვითარდება შემდეგი მოვლენები: (სიხშირე არა უმეტეს 100-დან 1 პაციენტი)
- ანაფილაქსიური რეაქციები (უეცარი ლოკალური ან გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით);
- ანგიოედემა (მძიმე ალერგიული რეაქცია - სახის, კიდურების ან სახსრების უეცარი შეშუპება ქავილის ან ტკივილის გარეშე). თავის და კისრის შეშუპებამ შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება;
- კანის მხრივ მძიმე რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა - მოწითალო-ლურჯი ლაქები კანზე და/ან ლორწოვან გარსებზე, ზოგჯერ ბუშტუკებით, ცხელება და სახსრების ტკივილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი - ბუშტუკების ფორმირება კანზე და/ან ლორწოვან გარსებზე, რაც იწვევს მტკივნეულ ჭრილობებს სისხლჩაქცევის შემდეგ, ხშირად ამავე დროს ვითარდება ცხელება და კუნთების და სახსრების ტკივილი).
- მწვავე, ქევემწვავე და ქრონიკული რექციები ნიტროფურანის წარმოებულებზე ჰიპერმგრძნობელობით, რაც აზიანებს სასუნთქ სისტემას. ქრონიკული რეაქციები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც ფურაზიდინს იღებდნენ 6 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში. შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქრონიკული რეაქციები (ფილტვის, ფიბროზის და დიფუზური ინტერსტიციული პნევმონიის ჩათვლით) განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში; მწვავე რეაქციები სასუნთქი სისტემის ჰიპერმგრძნობელობით, რაც გამოვლინდება ცხელებით, წვით, ხველით, გულმკერდის ტკივილით, სუნთქვის უკმარისობით, პლევრის ღრუში გამონაყოფით, ცვლილებებით გულმკერდის რენტგენოგრამაზე და ეოზინოფილიით. ისინი ჩვეულებრივ ქრება სწრაფად ან ძალიან სწრაფად, მედიკამენტის მოხსნის შემდეგ. ქრონიკული რეაქციების შემთხვევაში, სიმპტომების გაუარესება და მათი შექცევადობა მედიკამენტის მოხსნის შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა მკურნალობა, პირველი გვერდითი ეფექტების განვითარების შემდეგ. უმთავრესია გვერდითი ეფექტის რაც შეიძლება მალე დიაგნოსტირება და მედიკამენტის მოხსნა. ფილტვის ფუნქციის დაზიანება შეიძლება იყოს შეუქცევადი;
- ნაწლავების ფსევდომემბრანული ანთება (მსხვილი ნაწლავის მძიმე დაავადება, რაც გამოვლინდება დიარეით, თავის ტკივილით და ცხელებით);
- ქავილი, გამონაყარი (კანის ქავილი, წითელი კვანძები), ჭინჭრის ციება (მკრთალი ვარდისფერი, ქავილით მიმდინარე ბუშტუკები კანზე);
- ციანოზი მეტჰემოგლობინემიის გამო (ჰემოგლობინის ანომალური შემცველობა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც დაკარგული აქვს ჟანგბადის შეკავშირების და ტრანსპორტირების უნარი), კანის მოლურჯო შეფერილობა შოკოლადისფერი-ყავისფერი ელფერით.
დამატებით, შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდით ეფექტები
ხშირი (ვითარდება 100-დან 1-10 ადამიანში):
- გულისრევა, შებერილობა;
- თავის ტკივილი.
100-იდან არა უმეტეს 1 პაციენტში:
- პრეპარატით გამოწვეული ჰეპატიტის სიმპტომები, ქოლესტაზური სიყვითლე (გამოწვეული ნაღვლის გადინების ობსტრუქციით), ღვიძლის ნეკროზი;
- თავბრუსხვევა, ძილიანობა;
- მხედველობის დარღვევა;
- პერიფერიული ნერვის დაზიანება (აგრეთვე მწვავე ან შეუქცევადი მიმდინარეობით, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაზიანების, ანემიის, დიაბეტის, ელექტროლიტური დისბალანსის ან B ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში);
- ყაბზობა, დაირეა;
- საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი, ღებინება;
- სანერწყვე ჯირკვლების ანთება;
- პანკრეასის ანთება;
- თმის ცვენა;
- მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, რომლებიც რეზისტენტულია ფურაზიდინის მიმართ;
- ცხელება;
- წვა;
- შეუძლოდ ყოფნა;
- მეგალობლასტური ანემია (ვითარდება B12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შედეგად) ან ჰემოლიზური ანემია (ვითარდება სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დიზინტეგრაციით) - შეიძლება განვითარდეს გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პირებში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.
როგორ ინახება დაფურაგი
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში, არ გაყინოთ.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია იარლიყზე და კოლოფზე. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისობის ვადა შეადგენს 3 თვეს.
მედიკამენტები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დაფურაგი
- აქტიური ნივთიერებაა ფურაზიდინი, აგრეთვე ეწოდება ფურაგინი.
1 მლ სუსპენზია შეიცავს 10 მგ ფურაზიდინს.
- სხვა ინგრედიენტებია: საქაროზა, გლიცეროლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), მაკროგოლგლიცეროლ რიცინოლეატი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ქსანტანის გუმფისი, ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი 72VP (ფორთოხლის ზეთი, ეთანოლი), გასუფთავებული წყალი.
როგორ გამოიყურება დაფურაგი და შეფუთვის შემადგენლობა
მედიკამენტი არის ყვითელი ხსნარი, ფორთოხლის არომატით.
კოლოფი შეიცავს ყავისფერი შუშის ფლაკონს 140 მლ სუსპენზიით, დახურული თეთრი ალუმინის ხრახნიანი თავსახურით და ორალურ შპრიცს 0.1 მლ გრადუირებით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით