Plasmon
დეპრერამი / Depreram


1. რას წარმოადგენს დეპრერამი® და რისთვის გამოიყენება

დეპრერამი® მიეკუთვნება ანტიდეპრესანტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.

დეპრერამი®  გამოიყენება დეპრესიული განწყობის სამკურნალოდ.

 

2. რა უნდა იცოდეთ დეპრერამის® მიღებამდე 

არ მიიღოთ დეპრერამი® 

• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მირტაზაპინის, ან დეპრერამის® რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ. ასეთ შემთხვევაში დეპრერამის® მიღებამდე საჭიროა მიმართოთ თქვენს ექიმს.

• თუ იღებთ, ან ახლო წარსულში (ბოლო ორი კვირის განმავლობაში) იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო)

 

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დეპრერამის® მიღებისას

გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ჩვეულებრივ დეპრერამი® არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ამ კლასის პრეპარატების გამოყენებისას  მომატებულია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდალური აზრები და მტრული ქცევა (განსაკუთრებით, აგრესია, ოპოზიციური ქცევა და ბრაზი). მიუხედავად ამისა, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დეპრერამი® 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, თუ თვლის, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია მათთვის. თუ თქვენმა ექიმმა დანიშნა დეპრერამი® 18 წლამდე ასაკის პაციენტში და გსურთ ამ საკითხის მასთან განხილვა, საჭიროა კვლავ მიმართოთ ექიმს. აუცილებელია აცნობოთ ექიმს, თუ 18 წლამდე ასაკის პაციენტებს დეპრერამის® მიღებისას, უვლინდება რომელიმე ზემოთ ხსენებული სიმპტომი. უფრო მეტიც, ამ ასაკობრივ ჯგუფში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი დეპრერამის® ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოების ეფექტები ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების კუთხით.

 

სუიციდური აზრები და დეპრესიის გაუარესება.

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, ზოგჯერ შეიძლება აღგენიშნოთ  საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან სუიციდის შესახებ აზრები. ეს აზრები შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს  ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დაწყებისას, რადგან ამ მედიკამენტების მოქმედებისთვის საჭიროა გარკვეული დროის გასვლა, ჩვეულებრივ 2 კვირა და ზოგჯერ მეტი.

მეტად სავარაუდოა ასეთი აზრები: 

- თუ წარსულში გქონდათ სუიციდური აზრები, ან ფიქრები თვითდაზიანების შესახებ.

- თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევებიდან მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა  სუიციდური ქცევის მომატებული რისკი ფსიქიკური დარღვევების მქონე 25 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ აღგენიშნებათ საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების, ან სუიციდის შესახებ აზრები დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან უახლოეს საავადმყოფოს. 

სასურველია აცნობოთ ნათესავს, ან ახლო მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა და თხოვოთ მათ ამ ინსტრუქციის წაკითხვა.  სთხოვეთ მათ, გითხრან თუ ფიქრობენ, რომ თქვენი დეპრესია, ან შფოთვითი აშლილობა უარესდება, ან თუ შეშფოთებულნი არიან თქვენი ქცევის ცვლილებებით.

 

ასევე გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დეპრერამის® მიღებისას

• თუ გაქვთ, ან გქონდათ შემდეგი მდგომარეობები:

დეპრერამის® მიღებამდე მიმართეთ ექიმს თუ რომელიმე შემდეგი მდგომარეობა გეხებათ თქვენ:

- კრუნჩხვები (ეპილეფსია). შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გქონდათ კრუნჩხვები, ან კრუნჩხვები გახდა უფრო ხშირი.

- ღვიძლის დაავადება, მათ შორის სიყვითლე. სიყვითლის გამოვლენისას შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- თირკმლის დაავადება

- გულის დაავადება, ან დაბალი არტერიული წნევა

- შიზოფრენია. თუ ფსიქოზური სიმპტომები, როგორებიცაა პარანოიდული აზრები, გახშირდა, ან გახდა უფრო სერიოზული, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს;

- მანიაკალური დეპრესია (ამაღლებული განწყობის/ჰიპერაქტივობის და დეპრესიული განწყობის პერიოდების მონაცვლეობა). თუ გრძნობთ ამაღლებულ განწყობას,  ან ხართ ზედმეტად აგზნებული, შეწყვიტეთ დეპრერამის® გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

- დიაბეტი (შესაძლოა საჭირო იყოს ინსულინის, ან დიაბეტის სამკურნალო სხვა  პრეპარატების დოზის კორექცია); 

- თვალის დაავადებები, როგორიც არის თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა); 

- შარდვის გაძნელება, რაც შესაძლოა  გამოწვეული იყოს პროსტატის ჰიპერტროფიით.

- თუ გამოგივლინდათ ინფექციის სიმპტომები, როგორებიცაა აუხსნელი ხასიათის ცხელება, ყელის ტკივილი და პირის ღრუს დაწყლულება 

• შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლიც მიმართეთ თქვენს ექიმს სისხლის ანალიზების ჩასატარებლად. იშვიათ შემთხვევებში ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევაზე. ძალიან იშვიათად, ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 4-6 კვირის შემდეგ. 

• თუ ხართ ხანდაზმული პაციენტი. შესაძლოა იყოთ უფრო მგრძნობიარე ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენების მიმართ.

 

სხვა პრეპარატების გამოყენება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ უნდა მიიღოთ (ან გეგმავთ მიიღოთ) შემდეგი ჩამონათვალიდან რომელიმე პრეპარატი:

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

 

არ მიიღოთ დეპრერამი® კომბინაციაში: 

• მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო-ს ინჰიბიტორები). ამასთან, არ მიიღოთ დეპრერამი® მაო-ს ინჰიბიტორების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. თუ შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება, არ დაიწყოთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება ორი კვირის განმავლობაში. მაო-ს ინჰიბიტორების მაგალითებია მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი (ორივე არის ანტიდეპრესანტი) და სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს). 

 

სიფრთხილე გამოიჩინეთ დეპრერამის® შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას:

• ანტიდეპრესანტები, როგორებიცაა სუსი, ვენლაფაქსინი და ლ-ტრიპროპანი, ან ტრიპტანები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ), ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი), ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ფსიქიკური დარღვევისას) და კრაზანა (დეპრესიის მცენარეული სამკურნალო საშუალება). ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მხოლოდ დეპრერამის®, ან მისი ამ პრეპარატებთან ერთობლივმა მიღებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. სეროტონინის სინდრომი. ამ სინდრომის ზოგიერთი სიმპტომია: აუხსნელი ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, კუნთების შეკუმშვა (უკონტროლო), კანკალი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაკარგვა. ამ სიმპტომების კომბინაციის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

• ანტიდეპრესანტი ნეფაზოდონი. მან შეიძლება გაზარდოს სისხლში დეპრერამის® კონცენტრაცია. შეიძლება საჭირო იყოს დეპრერამის® დოზის შემცირება, ან ნეფაზოდონის შეწყვეტის შემდეგ დეპრერამის® დოზის ხელახალი გაზრდა.

• შფოთვის, ან უძილობის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები.

• შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. ოლანზაპინი

• ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. ცეტირიზინი

• ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, მაგ. მორფინი

ამ პრეპარატებთან ერთად მიღებისას დეპრერამმა® შეიძლება გაზარდოს მოცემული პრეპარატებით გამოწვეული ძილიანობა.

• ინფექციის სამკურნალო პრეპარატები: ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის ერითრომიცინი), სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის კეტოკონაზოლი) და აივ/შიდსის სამკურნალო პრეპარატები (როგორიც არის აივ პროტეაზას ინჰიბიტორები). 

დეპრერამის®  ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ, შესაძლოა გაზარდოს სისხლში დეპრერამის®  დონე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე აღნიშნულ პრეპარატს. შესაძლოა საჭირო იყოს დეპრერამის®  დოზის შემცირება, ან ამ მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა კვლავ მოგიწიოთ დეპრერამის®  დოზის გაზრდა.

• ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი

• ტუბერკულოზის სამკურნალო პრეპარატები, მაგ. რიფამპიცინი

დეპრერამთან® კომბინაციაში ამ პრეპარატებმა შესაძლოა შეამცირონ დეპრერამის®  კონცენტრაცია სისხლში. აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ამ პრეპარატებს. შეიძლება ისევ საჭირო გახდეს დეპრერამის®  დოზის გაზრდა, ან მოცემული პრეპარატების შეწყვეტის შემდეგ  დეპრერამის®  დოზის შემცირება.

• თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატები,  მაგ. ვარფარინი.

დეპრერამმა® შესაძლოა გაზარდოს სისხლში ვარფარინის ეფექტი. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ამ პრეპარატს. კომბინირებული გამოყენებისას რეკომენდებულია ექიმის მიერ გულმოდგინე ჰემატოლოგიური მონიტორინგი

 

დეპრერამის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად.

დეპრერამთან® ერთად ალკოჰოლის მიღება იწვევს ძილიანობას. უმჯობესია არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი.

დეპრერამის® მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ასევე მისგან დამოუკიდებლად.

 

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ორსულ ქალებში დეპრერამის® გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს მომატებულ რისკზე. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს გამოყენებისას. 

აცნობეთ ბებია ქალს და/ან ექიმს, რომ იღებთ დეპრერამს®. ამ ჯგუფის პრეპარატების (სუსი) ორსულობის დროს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ბავშვებში სერიოზული მდგომარეობების განვითარების, ე.წ. ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზიის რისკი, რაც იწვევს ბავშვებში სუნთქვის გახშირებას და სილურჯეს. ეს სიმპტომები ვლინდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ეს მოხდა, დაუყონებლივ მიმართეთ ბებია ქალს და/ან ექიმს. თუ იღებდით დეპრერამს® მშობიარობამდე, ან ბავშის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, საჭიროა ბავშვის მონიტორინგი შესაძლო გვერდით მოვლენებზე.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა ძუძუთი კვება დეპრერამის® გამოყენების პერიოდში.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობს

დეპრერამმა® შეიძლება შეამციროს ყურადღება, ან სწრაფი რეაგირება. სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე დარწმუნდით, რომ პრეპარატი არ ახდენს გავლენას ამ უნარებზე. 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეპრერამის ზოგიერთ შემადგენელ ნივთიერებაზე

არ არის ინფორმაცია. შენიშვნა: ტაბლეტში შემავალი საღაბავი ნივთიერებები არის ბუნებრივი, შესაბამისად მათი გამოყენება მიზანშეწონილია პრეპარატებისათვის. ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. 

 

3. როგორ მივიღოთ დეპრერამი®  

ყოველთვის მიიღეთ დეპრერამი მკაცრად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

 

რა დოზა უნდა მიიღოთ

ჩვეული საწყისი დოზა შეადგენს 15-30მგ-ს დღეში. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის გაზრდა თქვენთვის საჭირო დოზამდე (15-45მგ დღეში). დოზა ჩვეულებრივ ერთნაირია ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის. თუმცა, თუ ხართ ხანდაზმული, ან გაქვთ თირკმლის, ან ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს დოზა.

 

როგორ მივიღოთ დეპრერამი®

მიიღეთ დეპრერამი® ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. დეპრერამის® მიღება უმჯობესია ერთჯერადად, ძილის წინ. მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება დაყოს დეპრერამის® დოზა - ერთი დილას და მეორე საღამოს, ძილის წინ. უფრო მაღალი დოზა მიიღება ძილის წინ. ტაბლეტი მიიღეთ შიგნით, გადაყლაპეთ დეპრერამის® დანიშნული დოზა დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის ან წვენის მიყოლებით.

 

როდის უნდა ელოდეთ მდგომარეობის გაუმჯობესებას

ჩვეულებრივ დეპრერამი® მოქმედებას იწყებს ერთ, ან ორ კვირაში, მაგრამ ორიდან ოთხ კვირამდე შენიშნავთ გაუმჯობესების პირველ ნიშნებს. 

მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში გაესაუბროთ ექიმს დეპრერამით® მკურნალობის ეფექტების შესახებ

დეპრერამით® მკურნალობის დაწყებიდან ორ ან ოთხ კვირაში აცნობეთ ექიმს, როგორ მოქმედებს მკურნალობა თქვენზე.

თუ ჯერ კიდევ თავს არ გრძნობთ უკეთესად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ შედარებით მაღალი დოზა. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს მომდევნო ორი ან ოთხი კვირის შემდეგ.

ჩვეულებრივ დეპრერამი® მიიღება დეპრესიის სიმპტომების გაქრობამდე, 4-6 თვის განმავლობაში.

 

თუ მიიღეთ დეპრერამის® ჭარბი დოზა

თუ თქვენ, ან სხვამ მიიღო დეპრერამის® ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დეპრერამის® (სხვა პრეპარატების და ალკოჰოლის გარეშე) დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო სიმპტომებია ძილიანობა, დეზორიენტაცია და გულისცემის გახშირება. 

 

თუ დაგავიწყდათ დეპრერამის® მიღება

თუ დოზას იღებთ დღეში ერთჯერ: 

• თუ დაგავიწყდათ დეპრერამის® დოზის მიღება, არ მიიღოთ დავიწყებული დოზა. გამოტოვეთ ის და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

თუ დეპრერამს® იღებთ დღეში ორჯერ:

• თუ დაგავიწდათ დოზის მიღება დილას, უბრალოდ მიიღეთ ის ღამის დოზასთან ერთად.

• თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება საღამოს, არ მიიღოთ ის დილის დოზასთან ერთად. გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მკურნალობა განაგრძეთ ჩვეული დილის და საღამოს დოზებით.

• თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გამოტოვეთ ორივე დოზა და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული დილის და საღამოს დოზებით.

 

თუ შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება

დეპრერამით® მკურნალობა შეწყვიტეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტისას თქვენი დეპრესია შესაძლოა ისევ გამოვლინდეს. მიმართეთ ექიმს როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. არ შეწყვიტოთ დეპრერამის® მიღება უეცრად იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეპრესია გაქრა. დეპრერამის® მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა,  თავბრუსხვევა, აგზნებადობა, შფოთვა და თავის ტკივილი. ამ სიმპტომების თავიდან აცილება შეიძლება პრეპარატის მიღების თანდათანობით შეწყვეტით. ექიმი მოგცემთ რჩევას დოზის თანდათანობით შემცირების შესახებ.

 

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, დეპრერამმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ვლინდება სხვა გვერდით მოვლენებზე უფრო ხშირად. დეპრერამის® შესაძლო გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ და კლასიფიცირდება შემდეგნაირად:

 

• ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1 პაციენტში

• ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში 

• არახშირი: ვლინდება 1,000-დან 1-10 პაციენტში 

• იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-10 პაციენტში 

• ძალიან იშვიათი:     ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

• არ არის ცნობილი:   შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით

 

ძალიან ხშირი:

• მადის გაძლიერება და წონის მომატება 

• თვლემა, ან ძილიანობა

• თავის ტკივილი

• პირის სიმშრალე

 

ხშირი

• ლეთარგია

• თავბრუსხვევა

• კანკალი, ან ტრემორი

• გულისრევა

• დიარეა

• ღებინება

• გამონაყარი

• სახსრების (ართრალგია), ან კუნთების (მიალგია) ტკივილი

• წელის ტკივილი

• თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა უეცრად წამოდგომისას (ორთოსტატიული ჰიპოტენზია)

• შეშუპება (ტიპიურად კოჭების, ან ტერფების) გამოწვეული სითხის შეკავებით 

• დაღლილობა

• ცხადი სიზმრები

• დაბნეულობა

• აგზნებადობა

• ძილის დარღვევა

 

არახშირი

• ამაღლებული განწყობა, ან „ამაღლებული“ ემოციური მდგომარეობა (მანია) 

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

• პათოლოგიური შეგრძნება კანზე, მაგ. წვა, სუსხვა, ცოცვის შეგრძნება, ან ჩხვლეტა (პარესთეზია)

• დაღლილი ფეხების სინდრომი

• გონების დაკარგვა (სინკოპე)

• პირის ღრუში შეგრძნების დაკარგვა (პერორალური ჰიპოესთეზია)

• დაბალი არტერიული წნევა

• ღამის კოშმარები

• შფოთვა

• ჰალუცინაციები

• მოძრაობის სურვილი

 

იშვიათი

• თვალების ან კანის გაყვითლება. ეს შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე (სიყვითლე). 

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

• კუნთების კრთომა ან კუმშვა (მიოკლონია).

 

არ არის ცნობილი

• ინფექციის ნიშნები, როგორიცაა უეცარი, აუხსნელი ხასიათის ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს დაწყლულება (აგრანულოციტოზი)

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს სისხლის ანალიზის ჩასატარებლად.

იშვიათ შემთხვევებში დეპრერამმა® შეიძლება გამოიწვიოს სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა (ძვლის ტვინის დათრგუნვა). ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა გახდეს ნაკლებად რეზისტენტული ინფექციების მიმართ, რადგან დეპრერამს® შეუძლია გამოიწიოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის დროებითი შემცირება (გრანულოციტოპენია). იშვიათ შემთხვევაში დეპრერამს® ასევე შეუძლია გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების,  ისევე როგორც თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (აპლასტიური ანემია) ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ან სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია).

• ეპილეფსიური შეტევა (კრუნჩხვები)

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს 

• სიმპტომების კომბინაცია, როგორებიცაა აუხსნელი ეტიოლოგიის ცხელება, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, დიარეა, კუნთების შეკუმშვა (უკონტროლო), კანკალი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, მოუსვენრობა, ხასიათის ცვლილება და გონების დაკარგვა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სეროტონინის სინდრომის ნიშნები.

შეწყვიტეთ დეპრერამის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს 

• თვითდაზიანების, ან სუიციდური აზრები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს 

• პათოლოგიური შეგრძნება პირის ღრუში (პერორალური პარესთეზია)

• პირის ღრუს შეშუპება

• ჰიპონატრემია

• ანტიდიურეზული ჰორმონის პათოლოგიური სეკრეცია.

 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

5.   როგორ შევინახოთ დეპრერამი®  

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

არ გამოიყენოთ დეპრერამი® გარე და შიდა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.

 

არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

 

6. სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დეპრერამი® 

დეპრერამის® მოქმედი ნივთიერება არის მირტაზაპინი. 

სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი პრეჟელატინირებული, კოლოიდური, უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსი: ოპადრაი O3F23252 რომელიც შედგება: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი E 171, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, რკინის ოქსიდი წითელი E 172.

 

დეპრერამის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა 

მუქი ფერის, ოვალური ტაბლეტები გამყოფი ხაზით, მოთავსებული გამჭვირვალე პვქ და ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, რომელზეც დაბეჭდილია პროდუქტის მახასიათებლები და სერიის მონაცემები. თითოეული ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს. თითოეული კოლოფი შეიცავს 3 ბლისტერს ანუ 30 ტაბლეტს და ერთ გამოყენების ინსტრუქციას პაციენტისთვის. 

სად შევიძინოთ?