Plasmon
დიაბეტონ MR / DIABETON MR


1. რა არის დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და რა შემთხვევაში გამოიყენება
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები - ეს არის პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია სისხლში შაქრის დონის დასაწევად (სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი)

დიაბეტონ MR 60მგ გამოიყენება ზოგიერთი ტიპის (II ტიპის) შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, როდესაც დიეტის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა და წონის დაკლება, არასაკმარისია სისხლში გლუკოზის ადექვატური დონის გასაკონტროლებლად.  

 

2. რისი ცოდნაა საჭირო დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:

• თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)  გლიკლაზიდზე, დიაბეტონ MR 60მგ ნებისმიერ კომპონენტზე, ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებზე (სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ან სხვა მონათესავე პრეპარატებზე (ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები);

• თუ თქვენ გაწუხებთ ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპი);

• თუ თქვენს შარდში აღმოჩენილია კეტონური სხეულები და შაქარი (ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი), დიაბეტური კომის ან პრეკომის შემთხვევაში;

• თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;

• თუ თქვენ ღებულობთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (მიკონაზოლი, იხ. განყოფილება << დიაბეტონ MR 60მგ-ის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და სხვა წამლები>>); 

• თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი (იხილეთ განყ. <<ორსულობა და ლაქტაცია>>).

 

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები 

დიაბეტონ MR60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის თქვენ უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმა. ეს ნიშნავს, რომ ტაბლეტების რეგულარული მიღების გარდა თქვენ უნდა დაიცვათ დიეტა, გააკეთოთ ფიზიკური ვარჯიშები და როდესაც ეს აუცილებელია დაიკლოთ წონაში. 

 

გლიკლაზიდით მკურნალობისას საჭიროა სისხლში შაქრის (შეიძლება შარდშიც), ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის (HბA1ც) დონის რეგულარული მონიტორინგი. 

 

მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს სისხლში შაქრის დაწევის რისკი (ჰიპოგლიკემია), ამიტომაც საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი.

 

შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

-თუ თქვენ არ იკვებებით რეგულარულად ან ტოვებთ საკვების მიღებას,

-თუ თქვენ უარს ამბობთ საკვების მიღებაზე. 

-თუ თქვენ ცუდად იკვებებით

-თუ თქვენ შეცვალეთ საკვების შემადგენლობა

-თუ თქვენ ზრდით ფიზიკურ დატვირთვას, ნახშირწყლების მიღების ადაპტირების გარეშე

-თუ თქვენ გამოიყენებთ ალკოჰოლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ღებულობთ საკვებს,

-თუ თქვენ ერთდროულად ღებულობთ სხვა სამედიცინო ან ნატურალურ პრეპარატებს

-თუ თქვენ ღებულობთ გლიკლაზიდს ძალიან მაღალი დოზებით,

-თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ჰორმონდამოკიდებული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დარღვევა) 

-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების მწვავე მოშლა.

 

სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის დროს თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცუდი კონცენტრაცია, ყურადღების და რეაქციის დროის შემცირება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, ტრემორი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა და უძლურების შეგრძნება.

აგრეთვე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ნიშნები და კლინიკური გამოვლინებები: მომატებული ოფლიანობა, ცივი და ნამიანი კანი, შფოთვა, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, მოულოდნელი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადავიდეს სხეულის უახლოეს ნაწილებში (სტენოკარდია).

 

თუ სისხლში შაქრის შემცველობა აგრძელებს შემცირებას, თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ ცნობიერების გამოხატული დაბინდვა (დელირიები), კონვულსიები, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვა შესაძლოა გახდეს ზედაპირული, გულის შეკუმშვები შენელებული, თქვენ შესაძლოა დაკარგოთ გონება.

 

ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრის შემცირებული დონის კლინიკური გამოხატულება სწრაფად წარმავალია, მას შემდეგ, რაც მიიღებთ შაქარს, ნებისმიერი ფორმით, (მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხი, ტკბილი წვენი, ტკბილი ჩაი). 

ამიტომ თქვენ ყოველთვის თან უნდა ატაროთ შაქარი, ნებისმიერი ფორმით (გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხები). გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღება არ გშველით ან თუ კლინიკური გამოვლინება ხელახლა განმეორდა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს. 

 

სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკური გამოხატულება შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს, იყოს ნაკლებად გამოხატული ან განვითარდეს ძალიან ნელა ან თქვენ მაშინვე ვერ მიხვდეთ, რომ თქვენ შეგიმცირდეთ შაქრის დონე. ეს შესაძლოა შეემთხვეთ ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ზოგიერთ პრეპარატებს (მაგ., პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბეტა ბლოკატორები)

თუ თქვენ აღმოჩნდით სტრესულ სიტუაციაში (მაგალითად, უბედური შემთხვევა, ქირურგიული ოპერაცია, ცხელება ან სხვ.) ექიმმა შესაძლოა დროებით დაგინიშნოთ ინსულინოთერაპია. 

 

სისხლში შაქრის დონის მოამტების კლინიკური გამოხატულება (ჰიპერგლიკემია) შესაძლოა დადგეს თუ გლიკლაზიდმა ჯერ კიდევ არასაკმარისად შეამცირა სისხლში შაქრის დონე, თუ თქვენ არ იცავდით ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის სქემას, თუ თქვენ ღებულობთ კრაზანას პრეპარატებს (Hყპერიცუმ პერფორატუმ) (იხ. განყოფილება <<დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და სხვა წამლები>>), ან ზოგიერთ სტრესულ სიტუაციებში. შესაძლო გამოვლინებებია: წყურვილი, გახშირებული შარდვა, პირის ღრუს სიმშრალე, კანის სიმშრალე და ქავილი, კანის ინფექციები და შემცირებული შრომისუნარიანობა. 

 

თუ თქვენ გამოგივლინდათ ასეთი ნიშნები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გლიკლაზიდის დანიშვნისას ერთდროულად ფტორქინოლონთა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება (სისხლში შაქრის დონის მომატება ან დაკლება). ასეთ შემთხვევაში ექიმი გაგაგფრთხილებთ, რაოდენ საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი. 

 

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას მემკვიდრეობითი დეფიციტი (G6PD, ერითროციტების ნორმიდან გადახრა), თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ ჰემოგლობინის დონის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია). ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. 

 

პორფირიის მქონე პაციენტებში (მემკვიდრული გენეტიკური დაავადებებით, როდესაც ორგანიზმში გროვდება პორფირინები ან პორფირინების წინამორბედები) აღინიშნებოდა მწვავე პორფირიის შემთხვევები, სულფონილშარდოვანას ზოგიერთი პრეპარატის მიღების დროს. 

 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებში არ არის რეკომენდებული, შესაბამისი მონაცემების არ არსებობის გამო.

 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და სხვა წამლები 

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, ან შეიძლება მიიღოთ, იმის მიუხედავად რომ ეს პრეპარატები აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ, რადგან მათ შესაძლოა ჰქონდეთ ურთიერთქმედება დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებთან.  

 

შესაძლოა გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკრი გამოვლინება, თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს:  

-სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მომატებული დონის სამკურნალოდ (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის აგონისტები ან ინსულინი)  ან ინსულინი)

-ანტიბიოტიკები (მაგ. სულფონამიდები, კლარითრომცინი),

-პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ (ბეტა ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ისეთი როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი)

-სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)

-კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლელულების სამკურნალო პრეპარატები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები),

-დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები)

-ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი)

-სპირტის შემცველი პრეპარატები.

 

გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს ან სისხლში შაქრის შემცველობა გაიზარდოს, თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპერატებიდან ერთ-ერთს: 

-ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (ქლორპრომაზინი),

-პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებას (კორტიკოსტეროიდები)

-ასთმის სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყნება მშობიარობის დროს (ინტრავენური სალბუტამოლი, რიტოდრინი, ტერბუტალინი),

-სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევების, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატები (დანაზოლი)

-კრაზანას პრეპარატები (Hყპერიცუმ პერფორატუმ). 

 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად მიღებისას, განსაკუთრებით ხანდზმულ ასაკში, შეიძლება განვითარდეს სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები (სისხლში შაქრის დონის მომატება ან შემცირება). 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიერონ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას (ვარფარინი) 

 

ვიდრე დაიწყებთ სხვა პრეპარატის მიღებას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. თუ თქვენ მიმართეთ საავადმყოფოს, გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს. 

 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვებთან და არა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად. ალკოჰოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მას არაპროგნოზირებადი სახით შეუძლია ხელი შეუშალოს  დიაბეტის კონტროლს. 

 

ორსულობა და ლაქტაცი

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან ფიქრობთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს.

 

თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. 

 

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა:

თქვენი კონცენტრირების უნარი ან რეაქციების სისწრაფე შესაძლოა შემცირდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი (ჰიპგლიკემია) ან ძალიან მაღალი (ჰიპერგლიკემია) დონის დროს ან თუ თქვენ ამ მდგომარეობების შედეგად გიუარესდებათ მხედველობა. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება წარმოადგენდეთ საფრთხეს როგორც თქვენი, ასევე გარშემომმყოფთა სიცოცხლისათვის (მაგ. ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას).

შეეკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა, თუ თქვენ:

-ხშირად აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)

- სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემია) გამაფრთხილებელი სიმპტომები მცირერიცხვოვანია ან არ არსებობს. 

 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. 

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი სახეობის შაქრის მიმართ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.

 

3. როგორ მიიღება დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

დოზირება

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების დროს,  ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპრატის მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი ადგენს თერაპიულ დოზას, სისხლში და შესაძლოა შარდშიც, შაქრის დონის საფუძველზე.

გარე ფაქტორების ნებისმიერმა ცვლილებამ (წონის შემცირება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან შაქრის დონის გაუმჯობესებამ, შესაძლოა მოითხოვოს გლიკლაზიდის დოზის შეცვლა.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120მგ) ერთჯერადი მიღებისათვის, საუზმის დროს. Eეს დამოკიდებულია მკურნალობის პასუხზე.

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტი(ები) მიიღება საუზმის დროს, სასურველია ერთი და იგივე დროს, ყოველდღე, ჭიქა წყლის დაყოლებით. ნახევარი ტაბლეტები ან მთლიანი ტაბლეტი(ები) უნდა გდაიყლაპოს მთლიანად. არ დაღეჭოთ და არა დაქუცმაცოთ ისინი. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ ნაწილებად. ტაბლეტი(ები)-ს მიღების შემდეგ აუცილებელია საკვების მიღება.

 

დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებისას, კომბინაციაში ალფა-გლიკოზიდაზების ინჰიბიტორებთან, მეტფორმინთან, თიაზოლიდინდიონთან, დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის ინჰიბიტორთან, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორის აგონიტთან ან ინსულინთან, ექიმი თქვენთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას. 

 

თუ დანიშნულების მიხედვით პრეპარატის მიღების მიუხედავად, თქვენ ამჩნევთ სისხლში შაქრის მომატებულ დონეს, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის 

კონსულტაცია.

 

თუ თქვენ მიიღეთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები უფრო დიდი რაოდენობით ვიდრე რეკომენდებულია.

თუ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტები, მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყონებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები (ჰიპოგლიკემია), რომელიც აღწერილია განყოფილებაში 2. Aამ კლინიკური გამოვლინებების შესამცირებლად შეიძლება დაუყოვნებლივ მიიღოთ შაქარი (4-6 ნატეხი) ან დალიოთ ტკბილი სასმელი, რის შემდგაც საჭიროა კარგად დანაყრდეთ. თუ ავადმყოფი იმყოფება უგონო მდგომარეობაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ასევე უნდა მოიქცეთ მაშინ თუ ვინმემ, მაგალითად ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს პრეპარატი. არ მისცეთ საკვები და სასმელი პაციენტებს გონების დაკარგვის შემთხვევაში. წინასწარ უნდა იზრუნოთ იმისათვის, რომ გვერდით ყოველთვის იყოს მცოდნე ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი გამოიძახოს ექიმი აუცილებლობის შემთხვევაში.

  

თუ თქვენ დაგავიწყდათ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება:

მნიშნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან მიღების რეგულარობა მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის. 

მიუხედავად ამისა, თუ თქვენ დაგავიწყდათ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

 

სანამ დაიწყებთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებას:

იმის გამო, რომ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს ვიდრე შეწყვიტავთ ამ პრეპარატის მიღებას. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), რომელიც ზრდის დიაბეტური გართულებების განვითარების რისკს.

 

თუ თქვენ პრეპარატის მიღებასთან დაკავშრებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები 

როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატები, დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, თუმცა არა ყველა პაციენტში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. 

 

ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: <<განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები>>).

მკურნალობის არ არსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით კონტროლირდება შაქრის გამოყენების გზით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

 

დარღვევები ღვიძლის მხრივ: 

აღწერილია ცალკეული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თქვენი ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.

 

დარღვევები კანის მხრივ:

არსებობს შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, კვინკეს შეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვის სახით.

 

თუ თქვენ გივითარდებათ ასეთი სიმპტომები, შეწყვიტეთ დიაბეტონ MR 60მგ მიღება, მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას ინფორმაცია, პრეპატატის მიღების შესახებ.

 

გამონაკლის შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (DღEშშ), რომლებიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყრით, ხოლო შემდეგ ვლინდება გავრცელებული გამომაყარით და მაღალი ტემპერატურით.

 

დარღვევები სისხლის მხრივ:

შემოსულია შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (მაგალითად, თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, სილურჯეების გამოვლენა, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები როგორც წესი გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებიენება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.

 

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ 

თქვენი მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან.

 

ისევე როგორც სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში, დაფიქსირებულია შემდეგი არასასურველი მოვლენები: სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული ცვლილებების და სისხლძარღვთა კედლების ანთების შემთხვევები, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია), ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, გაივლის სულფანილშარდოვანას პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის უკმარისობა და სიცოცხლისთვის საფრთხე.  

 

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ თქვენ გივითარდებათ რაიმე გვედითი ეფექტები, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის შეგროვებას.

  

5. როგორ ინახება დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე. 

 

არ მიიღოთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მუყაოს კოლოფზე და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამორურვის შემდეგ. შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.

 

შეინახეთ 30○ჩ ტემპერატურაზე ქვემოთ.

 

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატი. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასაცავად.

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა მონაცემები

რას შეიცავს დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი:

 

აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს გლიკლაზიდი. აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებული გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60მგ გლიკლაზიდს. 

სხვა კომპონენეტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი.

 

როგორ გამოიყურება დიაბეტონ Mღ 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი, კოლოფის შიგთავსი:

დიაბეტონ Mღ 60მგ - ეს არის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების თეთრი ფერის, მოგრძო ტაბლეტები, სიგრძით 15მმ და სიგანით 7მმ. ნაზოლით და ნიშნით ,,DIA 60” ორივე გვერდზე. ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვებში, რომელიც შეიცავს 10, 30 ან 60 ტაბლეტს.

შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

 

გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით, ექიმის დანიშნულებით

 

შენახვის ვადა:

3 წელი.

 

სად შევიძინოთ?