დიალაკი / DIALAC
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): simethicone
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: World Medicine ilac san ve tic as
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 40მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია ბანანის გემოთი ქარვისფერი მინის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
1. რა არის დიალაკი და რისთვის გამოიყენება?
დიალაკი თეთრი ან მოთეთრო ფერის ემულსიაა, ბანანის გემოთი. ემულსია მოთავსებულია 30 მლ მოცულობის III ტიპის ქარვისფერი მინის ბოთლში, პლასტმასის თავსახურით და საწვეთურით.
დიალაკი აქტიური სუბსტანციის სახით შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
დიალაკი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები წვეთები, ემულსიის ფორმით, გამოიყენება შებერილობის სიმპტომების მოსახსნელად და განკუთვნილია ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება - სიმეტიკონი შლის აირის ბუშტუკებს საკვებ მასასა და კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოში. გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედლებში და გამოიყოფა ნაწლავის კედლის აქტიური მოძრაობის ხარჯზე.
დიალაკი 40მგ/მლ ორალური (შიგნით მისაღები) წვეთები ემულსიის ფორმით გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა. მაგალითად, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, ასევე გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი (კოლიკა) ჩვილებსა და ახალშობილებში, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით (აირების ყლაპვა, აგზნებადობა-ნევროზულობა, კვებითი დარღვევები);
- მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (გამოკვლევისთვის) მოსამზადებლად, მაგ.: რენტგენოგრაფია, სონოგრაფია (ულტრაბგერითი გამოკვლევა), ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია), კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიებზე დანამატის სახით;
- როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლისას.
2. რისი ცოდნაა საჭირო დიალაკის მიღებამდე
არ მიიღოთ დიალაკი მდგომარეობების დროს, თუ:
- გაქვთ ალერგია დიალაკის აქტიური ნივთიერების - სიმეტიკონის ან პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები დიალაკის მიღების დროს
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების გამოვლენის და/ან მათი ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაატარებს გამოკვლევას დაავადების გამოსავლენად, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს სხვა სახის მკურნალობას.
პრეპარატის ბავშვებში და/ან ჩვილებში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
დიალაკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
საკვებსა და სასმელებზე დიალაკის ურთიერთქმედება/გავლენა არ არის გამოვლენილი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დიალაკის უარყოფითი გავლენა ორსულობა/ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.
ავტომობილებისა და სხვა მოწყობილობების მართვა
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომებს არ საჭიროებს.
სხვა პრეპარატები და დიალაკი
პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ადრე იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სხვა პრეპარატებს.
3. დიალაკის მიღების წესი
ინსტრუქცია პრეპარატის სათანადოდ გამოყენების, სწორი დოზის, სიხშირისა და მიღების წესის შესახებ:
დიალაკი გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი დოზებით, თუ თქვენი ექიმი არ მოგცემთ სხვა სახის დანიშნულებას.
გამოყენების წესი
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
წვეთების დოზირებისთვის ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად თავით ქვემოთ.
მიღების გზა და მეთოდი
დიალაკი მიიღება პერორალურად (შიგნით).
დიალაკის მიღება რეკომენდებულია საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ, საჭიროებისას - ძილის წინ.
25 წვეთი (1 მლ შიგნით მისაღები ემულსია) შეიცავს 40 მგ სიმეტიკონს.
აირების მომატებული დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები (მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), მუცლის გადავსების შეგრძნება, გასტრო-ინტესტინალური მწვავე ტკივილი, ახალშობილთა კოლიკა (“სამთვიანთა კოლიკა”):
ასაკი |
დოზირება წვეთებში (მლ |
მიღების სიხშირე |
ახალშობილები და ჩვილები |
25 წვეთს (1 მლ) ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ (კოვზით ან საწვეთურით) |
|
1-6 წლის ასაკის ბავშვები |
25 წვეთი (1 მლ) |
3-5-ჯერ დღე-ღამეში |
6-14 წლის ასაკის ბავშვები |
25-50 წვეთი (1-2 მლ) |
3-5-ჯერ დღე-ღამეში |
14 წლის ზემოთ მოზარდები და მოზრდილები |
50 წვეთი (2 მლ) |
3-5-ჯერ დღე-ღამეში |
მითითება: დიალაკის მიღება შეიძლება აგრეთვე ოპერაციის შემდეგ.
მუცლის ღრუს ორგანოებზე დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (გამოკვლევისთვის) მოსამზადებლად:
რენტგენოგრაფია, სონოგრაფია(ულტრაბგერითი გამოკვლევა):
გამოკვლევამდე 24 საათით ადრე |
დილით, გამოკვლევის ჩატარების დღეს |
2 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში (50 წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში) |
2 მლ (50 წვეთი) |
კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით:
4-8 მლ (100-200 წვეთი) ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღები კონტრასტული საშუალების 1 ლიტრზე |
ენდოსკოპიური კვლევა (გასტროსკოპია):
ენდოსკოპიის წინ - 4-8 მლ (100-200 წვეთი) ენდოსკოპიის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ენდოსკოპის არხით ემულსიის რამდენიმე მილილიტრის შეყვანა აირის ბუშტუკების გასაქრობად, რომელიც ხელს უშლის გამოკვლევის ჩატარებას |
სარეცხი საშუალებებით (ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებებით) მოწამვლის შემთხვევაში, ქაფის ჩამქრობი საშუალების სახით:
მოწამვლის სიმძიმის მიხედვით:
ასაკი |
დოზირება |
ბავშვები |
2,5-10 მლ (65 წვეთიდან ფლაკონის შემცველობის 1/3-მდე 30 მლ-ზე) |
მოზრდილები |
10-20 მლ (ფლაკონის შემცველობის 1/3-დან 2/3-მდე 30 მლ-ზე) |
მითითება: დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სარეცხი საშუალებების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ პირველადი დახმარების სახით თქვენ მიიღეთ დიალაკი!
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი
გამოყენება ბავშვებში: სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, საჭიროა დოზისა და მიღების სიხშირის, გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა.
გამოყენება ასაკოვან პაციენტებში: ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში
თირკმლის უკმარისობა: პაციენტები თირკმლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ღვიძლის უკმარისობა: პაციენტები ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაგიჩნდათ ეჭვი პრეპარატის გადაჭარბებული ან სუსტი მოქმედების შესახებ.
დიალაკის საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
დიალაკით მოწამვლის ან დიდი დოზით მიღების შედეგად გართულებების შემთხვევები ცნობილი არ არის.
დიალაკის დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ პრეპარატი გახსენებისთანავე. თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და პრეპარატის მიღება გააგრძელეთ დანიშნულების მიხედვით.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის მაგივრად.
დიალაკის მიღების შეწყვეტა
დიალაკის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ჩივილების არსებობით. აუცილებლობის შემთხვევაში მისი მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.
დიალაკის მიღების შეწყვეტის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები შეიძლება განმეორდეს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, დიალაკსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დიალაკის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღინიშნება.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. დიალაკი შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25˚C.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.
გამოყენება ვარგისობის ვადის შესაბამისად
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.