შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 300 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა 10.0 მგ, პოვიდონი 8.0 მგ, მაგნიუმის სტეარატი 3.0 მგ.
კაფსულის გარსის კომპონენტები: ჟელატინი 76.6 მგ, ტიტანიუმის დიოქსიდი 2.0 მგ, რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი 0.76 მგ, ინდიგოტინი 0.09 მგ.
სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულების 100 გ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 7.0 გ
არააქტიური ინგრედიენტები: სახაროზა 83.1 გ, ნატრიუმის ბენზოატი 0.4 გ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 6.0 გ, ასპარტამი 1.6 გ, ნატრიუმის სახარინი 0.4 გ, ფორთოხლის არომატიზატორი 1.5 გ.
სიროპის მოსამზადებელი გრანულებიანი 1 პაკეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 225 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: სახაროზა 40002.25 მგ, ნატრიუმის ბენზოატი 9.75 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 130.0 მგ, ასპარტამი 50.0 მგ, ლიმონის არომატიზატორი 8.0 მგ.
გამოშვების ფორმა
კაფსულები: პვხ/პვდხ და ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებული 10, 20 ან 30 კაფსულა;
1 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.
სუსპენზიის დასამზადებელი 50 გ გრანულები შიგნით მისაღებად: გამჭირვალე ყავისფერი შუშის 100 და 200 მლ მოცულობის ფლაკონები დამცავი ალუმინის სახურავით; თითო ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში ინსტრუქციასთან ერთად
სიროპის მოსამზადებელი გრანულები: პაკეტი (ქაღალდი/ალუმინი/პოეთილინი). 10 ან 20 პაკეტი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში
პრეპარატის ჯგუფია:
ხველების საწინააღმდეგო, ნახველის გამოსადევნი, ბრონქოპროტექტორი.
ერდომედი წარმოადგენს ახალ პრეპარატს, რომლის ეფექტურობა განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტების მოქმედებით. მეტაბოლიტების თიოლის ჯგუფები იწვევენ დისულფიდური ხიდების, რომლებიც აკავშირებენ გლიკოპროტეინების ქსოვილებს, გარღვევას. ეს იწვევს სისველის ელასტიურობის შემცირებას. რის შედეგადაც ერდოსტეინი აძლიერებს და აჩქარებს რესპირატორული გზების განთავისუფლებას სეკრეტისგან, აუმჯობესებს ეპითელიის სეკრეციულ ფუნქციას და ზრდის მუკოცილიარის ტრანსპორტის ეფექტურობას რესპირატორული ტრაქტის ზედა და ქვედა განყოფილებებში. ერდოსტეინი ამინური ჯგუფების მეშვეობით ანტაგონისტურად მოქმედებს ადგილობრივად ჟამგბადის თავისუფალ რადიკალებზე.
ერდომედი ზრდის ბრონქიალურ სეკრეტში ამოქსიცილინის კონცენტრაციას, რაც საშუალებას იძლევა მიიღწიოს უფრო სწრაფი ეფექტი ამოქსიცილინით მონოთერაპიასთან შედარებით.
ამიტომ პრეპარატი არ ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამაზიანებელი მოქმედებით და მომნელებელი სისტემის თვალსაზრისით გვერდითი ეფექტები არ დანსხვავდება პლაცებოს ეფექტებისგან.
ერდომედი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მეტაბოლიზდება ღვიძლში სამ აქტიურ მეტაბოლიტამდე, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია – N- თიოდიგლიკოლ-ილ-ჰომოცისტეინი (მეტაბოლიტ 1 ან M1). ნახევრადგამოყოფის პერიოდი 5 საათზე მეტი. პრეპარატის განმეორებითი გამოყენება ან საჭმლის მიღება არ მოქმედებს ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. Cmax-3,46 მკგ/მლ; Tmax – 1,48 სთ.; AUC (0-24 სთ) – 12.09. ერდოსტეინის 64,5% კავშირდება სისხლის პლაზმის ცილებით. პრეპარატი გამოიყვანება თირკმელებით და საჭმლის მომნელებელი ტრაქტით არაორგანული სულფატების სახით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აღინიშნება Cmax და AUC მაჩვენებლების ზრდა. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ნახევრადგამოყოფის პერიოდის ზრდა. თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია მეტაბოლიტების აკუმულაცია.
- სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებებისას და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას,
- რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი
ერდომედი ასევე გამოიყენება:
- ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებები
- ჰიპერსეკრეტული ასთმა, ბრონქოექტატიკური დაავადება
- თამბაქოს მწეველის ქრონიკული ბრონქიტი
ერდომედი ასევე გამოიყენება კომპლექსური თერაპიისას ანტიბიოტიკებით ბაქტერიული ეთიოლოგიის ბრონქიტის გამწვავებისას:
- პნევმონიისას
- ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ
პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულთა, მოზარდთა და ბავშვების სამკურნალოდ, რომელთა სხეულის წონა აღემატება 15 კგ-ს.
ზრდასრულებში
კაფსულები: 1 კაფსულა (300 მგ) 2-3-ჯერ დღეში
სუსპენზიის დასამზადებელი გრანულები შიგნით მისაღებად: 8,5 მლ (300 მგ) დღეში ორჯერ. დოზირება სხეულის წონაზე: 10მგ/კგ დღეში ორჯერ.
სიროპის მოსამზადებელი საშე: 1 პაკეტი (225 მგ) 2-3-ჯერ დღეში. პაკეტის შემცველობა იხსნება ერთ ჭიქა წყალში.
ბავშვებში
ბავშვებისათვის რეკომენდირებული წამლის ფორმა – შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულები: დოზირების რეჟიმი განისაზღვრება სხეულის წონისა და ასაკის საფუძველზე შემდეგი სახით:
15-20 კგ (ასაკი 3-დან 6 წლამდე):P 2,5 მლ დღეში ორჯერ
21-30 კგ (ასაკი 7-დან 12 წლამდე): 5 მლ დღეში ორჯერ
30 კგ-ს ზემოთ (12 წლის ზემოთ) 5 მლ დღეში სამჯერ
შეფუთვაში მოთავსებულია ჭიქა 3 მაჩვენებლით 2,5 მლ, 5მლ და 10 მლ დოზირებისთვის.
გამოყენების მეთოდი:
გრანულები გაიხსნას ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
მომზადებული სუსპენზია ინახება არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, სუსპენზიის მომზადების შემდეგ შეინახეთ მაცივარში ტემპერატურაზე 2-8°oC
თუ პრეპარატის გამოყენებიდან 5 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თვალსაზრისით: გულძმარვა, გულისრევა, იშვიათად – დიარეა. ძალიან იშვიათად მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა) ან დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება.
უკუჩვენებები: გარკვეული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და არააქტიური ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ; ბავშვები 2 წლამდე; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; თირკმელების უკმარისობა; ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით); ფენილკეტონურია (მხოლოდ პაკეტებისა და სუსპენზიების შემთხვევაში, რადგანაც ამ წამლების ფორმის შემადგენლობაში შედის ასპარტამი)
- პრეპარატის გამოყენება ორსულობის (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის პერიოდში) და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებების მიხედვით.
- თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია მეტაბოლიტების აკუმულაცია.
- ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას შესაძლებელია ნახევრადგამოყოფის დროს ზრდა.
(არარაციონალური გამოყენებისას ხველების საწინააღმდეგო თერაპიასთან ერთად შესაძლებელია ბრონქებში თხევადი სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების საშიშროების ზრდა).
პრეპარატი გამოიყენება ზრდასრულთა, მოზარდთა და ბავშვების სამკურნალოდ, რომელთა სხეულის წონა აღემატება 15 კგ-ს.
პრეკლინიკურმა გამოკვლევებმა არ გამოამჟღავნეს ემბრიოტოქსიკური მოქმედება. მაგრამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს შეზღუდულია. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, და ლაქტაციის პერიოდში უნდა ხდებოდეს მკაცრად ჩვენებების შესაბამისად.
ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
პრეპარატი არ ახდენს ეფექტს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არანაირ ზემოქმედებას.
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არაა დაფიქსირებული. მაგრამ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ან პრეპარატის ბავშვების მიერ შემთხვევითი გამოყენების შემთხვევაში, რეკომენდირებულია სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.
ერთდროული გამოყენებისას ერდოსტეინი ზრდის ამპიცილინის კონცენტრაციას ბრონქიალურ სეკრეტში. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თვალსაზრისით: გულძმარვა, გულისრევა, იშვიათად – დიარეა. ძალიან იშვიათად მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა) ან დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება.
გაუხსნელი პრეპარატი ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°C, მშრალ სინათლისგან დაცულ ადგილზე. მხოლოდ ექიმის რეცეპტით. სუსპენზიის მომზადების შემდეგ შეინახეთ მაცივარში ტემპერატურაზე 2-8 oC. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.