საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება:
მეთიონინი+ფოსფოლიპიდები
წამლის ფორმა:
კაფსულები
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ფოსფოლიპიდები (ლიპოიდი ППЛ-400) (100% ნახევრად არაგაჯერებული ფოსფოლიპიდების გათვლით სოიოს ლეციტინიდან (ფრაქცია PPL))- 300მგ, მეთიონინი -100მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ზეთი - 550მგ-მდე
მყარი ჟელატინის კაფსულები:
კაფსულის კორპუსი და სახურავი: ტიტანის დიოქსიდი, საღებავი რკინის ოქსიდი შავი, საღებავი რკინის ოქსიდი წითელი, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი, წყალი, ჟელატინი.
აღწერა
მყარი ჟლატინის კაფსულები N0, კორპუსი და სახურავი ყავისფერი ფერის. კაფსულის შემადგენლობა - ყვითელი-ყავისფერი ან ყავისფერი ერთგვაროვანი მალამოსმსგავსი, უფრო მყარი კონსისტენციის მასა დამახასიათებელი სუნით.
ათქ კოდი : A05C
ფარმაკოლოგიური მოქმედება
კომბინირებული პრეპარატი, გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას (ცხიმოვანი, ცილოვანი, ნახშირწყოვანი).
მეთიონინი პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი , არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც წარმოადგენს მობილური მეთილური ჯგუფის წყაროს. მეთიონინი აუცილებელია ქოლინის სინთეზისთვის. ქოლინის შემცველობის მომატება იწვევს ენდოგენური (შიდა) ფოსფოლიპიდების სინთეზის მომატებას და ღვიძლში ნეიტრალური ცხიმის დაგროვების შემცირებას. მეთიონიი ასევე აუცილებელია ქსენობიოტიკების გასაუვნებელყოფად. ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას და ზრდის სისხლში ფოსფოლიპიდების კონცენტრაციას.
ესენციალური ფოსფოლიპიდები - უცვლელი ფაქტორია ღვიძლის უჯრედების განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. ესენციალური ფოსფოლიპიდების ძირითადი ფრაქცია პრეპარატში წარმოდგენილია ფოსფატიდილქოლინით (73%), რომელიც წარმოადგენს ბიოლოიგიური მემბრანების ძირითად კომპონენტს. ორგანიზმში მოხვედრისას ფოსფატიდილქოლინი აღადგენს ღვიძლის დაზიანებული უჯრედების მემბრანის მთლიანობას და ააქტიურებს მემბრანაში ფოსფოლიპიდდამოკიდებული ფერმენტების განლაგებას, არეგულირებს რა განვლადობას და აძლიერებს ღვიძლის უჯრედების დეზინტოქსიკაციურ და ექსკრეტორულ პოტენციალს.
მეთიონინი და ესენციალური ფოსფოლიპიდები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას და წარმოადგენენ შესაბამისად ენდოგენური (შინდა) და ეგზოგენური (ორგანიზმში მოხვედრილი) ფოსფოლიპიდების წყაროს, აუმჯობესებენ ღვიძლის უჯრედების ფუქნციონალურ მდგომარეობას და გააჩნიათ ჰეპატოპროტექტორული ეფექტი (დაცვითი).
მეთიონინი ასევე მონაწილეობს გოგირდის შემცველი ამინომჟავების ცვლაში, ეპინეფრინის, კრეატინინის და სხვა ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების სინთეზში, გარდაქმნის ჰორმონების, ვიტამინების (B12, ასკორბინის, ფოლის მჟავების), ფერმენტების, ცილების მოქმედებას, მონაწილეობს პერემეთილირების, დეზამინირების, დეკარბოქსილირების რეაქციებში.
ესლიდინი აღადგენს ღვიძლის ფუნქციას, ზრდის მის დეზინტოქსიკაციურ უნარს, ასევე არეგულირებს ცხიმების, ნახშირწყელბის და ცილების ცვლას ორგანიზმში.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოყენება გასტროენტეროლოგიაში დერმატოლოგიაში, ნევროლოგიაში, კარდიოლოგიაში.
გასტროენტეროლოგია: ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია სხვადასვხა ეტიოლოგიის; მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი (გარდა ვირუსული); ღვიძლის ციროზი; ღვიძლის ტოქსიური დაზიანება - ალკოჰოლური, ნარკოტიკული, წამლით, ჰეპატოციტების ფუნქციის დარღვევა (როგორც სხვა დაავადებებისას გართულება); ჰეპატობილიარულ ზონაში ოპერაციების დროს წინა და პოსტოპერაციული მკურნალობა.
დერმატოლოგია: ფსორიაზი კომპლექსურ თერაპიაში.
ნევროლოგია: თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი კომპლექსურ თერაპიაში.
ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი კომპლექსურ თერაპიაში; გამოფიტვა, დისტროფია
კარდიოლოგია: კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი კომპლექსურ თერაპიაში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის ენცეფალოპათია, ვირუსული ჰეპატიტი, ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
სიფრთხილით
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის დროს და 3-7 წლის ბავშვებში, ასევე თირკმლის უკმარისობისას (ჰიპერაზოთემიის განვითარების რისკის გამო).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
არ ჩატარებულა ესლიდინის უსაფრთხოების დამადასტურებელი კვლევები ნაყოფზე და ბავშვზე ლაქტაციის დროს. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციისას შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების დროს, როდესაც სავარაუდო სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე შესაძლო რისკს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს, მთლიანად გადაყლაპვით, წყლის მიყოლებით.
ღვიძლის დაავადების , კორონარული არტერიების და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის , შაქრიანი დიაბეტის, დისტროფიის და გამოფიტვის დროს მიიღება 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკკურნალობის რეკომენდებული კურსი - 3 თვე, მინიმალური - 1 თვე.
ფსორიაზის დროს - 2 კაფსულა 3-კერ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული კურსი - 2 კვირა.
7 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ღვიძლის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის დროს 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1-3 თვის მანძილზე.
ფსორიაზის დროს ბავშვებში 7 წლის ასაკიდან 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, 2 კვირა.
პრეპარატის მიღება 3-7 წლის ასაკის ბავშვებში - 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, 1-3 თვე.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ლევოდოპასთან ერტად მიღებისას მისი ეფექტურობა მცირდება.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინიშნება სხვა ამინომჟავებთან ბალანსში, ვინაიდან მეთიონინის არაბალანსირებული მიღება დიდი დოზებით შეიძლება მავნებელი იყოს ღვიძლის უჯრედების და სხვა ორგანოებისთვის.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატის მიღება არ ზემოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, ასევე პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობის შესრულებაზე რაც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა
კაფსულები 100მგ+300მგ. 10 ან 15 კაფსულა დაბეჭდილ პოლივინილქლორიდის ფირის და ალუმინის ფოლგის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
2, 3, 4, 5, 6, 9 და 19 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე