ევკალიპტი + C / Eucalypti + C
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → სხვა საშუალებები ანთების საწინააღმდეგო აქტივობით → პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → ფიტოპრეპარატები
- გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტი #20
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
პარასამკურნალო საშუალება შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს:
ეთერზეთებს (80% ცინეოლი), ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.
შემადგენლობა: მგ/1 ტაბლ.
ევკალიპტის ზეთი (Oლეუმ Eუცალყპტი) 6მგ;
მენთოლი 5მგ;
ასკორბინის მჟავა 20მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი 619,81მგ;
სორბიტი 13მგ;
ტალკი 6მგ;
კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი 20მგ;
აეროსილი 6მგ;
საღებავი 0,19მგ;
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და ამოსახველებელი ეფექტი. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკრობებზე.
ჩვენებები
გამოიყენება როგორც ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი საშუალება.
• პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას (გინგივიტი, სტომატიტი და სხვა).
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას (ლარინგიტი, ტრაქეიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, ბრონქიტი, და სხვა).
მიღების წესები და დოზები
ბავშვებში: 8 წლის ასაკის ზემოთ: თითო ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მოზრდილებში: თითო ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში საწუწნად დაღეჭვის გარეშე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
მკურნალობის კურსი არ აღემატება 5 დღეს.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.
უკუჩვენება
ინდივიდუალური შეუთავსებლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.