შემადგენლობა:
ყოველი 3 კაფსულა შეიცავს: საღამოს ფურისულას თესლის ზეთს 1500მგ; გამა ლინოლის მჟავას 130მგ, ლინოლის მჟავას 960მგ, ნატურალურ E ვიტამინს – 30მგ.
კაფსულის გარსი: გლიცეროლი - ორგანული სიმინდის სახამებელი, წითელი წყალმცენარეებიდან მოპოვებული კარაგენის ექსტრაქტი.
არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
საღამოს ფურისულას ზეთი გაჯერებულია ლინოლისა და გამა ლინოლის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. იგი არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს, ამცირებს დისკომფორტს პრემენსტრუალური სინდრომის დროს (მკერდის გადიდება და დაჭიმულობა, შებერილობა, მუცლის ტკივილი, აკნე, გაღიზიანებადობა, დეპრესია, თავის ტკივილი) და მენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.
საღამოს ფურისულას ზეთი დადებითად მოქმედებს ფერტილობაზე (ზრდის ცერვიკალური ლორწოს რაოდენობას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს აუცილებელ ფაქტორს სპერმატოზოიდების თავისუფალი გადაადგილებისთვის, ადუნებს საშვილოსნოს მუსკულატურას და ამზადებს მას ორსულობისთვის).
სამკურნალო მცენარის შემადგენელი ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას და ელასტიურობას, კვებავენ და ატენიანებს მშრალი ტიპის კანს, ხელს უშლიან ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ გაღრმავებას. გარდა ამისა, ისინი ხელს უშლიან ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებენ კანის ცხიმიანობას. საღამოს ფურისულას ზეთს აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება. არეგულირებს სკალპის ცხიმიანობას, ამცირებს თმის ცვენას.
ჩვენებები:
გინეკოლოგია - ანდროლოგია: დისმენორეა, ამენორეა, მენოპაუზა, პრემენსტრუალური სინდრომი, ენდომეტრიოზის პრევენცია, მასტალგია, ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, უნაყოფობა.
დერმატოლოგია: კანის სიმშრალე ან მომატებული ცხიმიანობა, აკნე, ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი, ეგზემა, ქერტლი.
ენდოკრინოლოგია: დიაბეტური ნეიროპათია, ჰიპოთირეოზი, ჭარბი წონა.
მიღების წესი და დოზირება:
პრემენსტრუალური სინდრომის დროს: 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს, 1 მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით. მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში (მე-15 დღიდან), 10 დღის განმავლობაში.
სხვა შემთხვევებში: 2 ან 3 კაფსულა დღეში.
განსაკუთრებული მითითებები:
გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.
მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა.
არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
60 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.