Plasmon
ფემინელლა / Feminella

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეანობა, გინეკოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: ანჟელინი ფრანჩესკო
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთელი #10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის რეგენერაციას და ხანგრძლივ დატენიანებას, წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს, რომელიც იცავს ქსოვილებს ინფექციების და ბაქტერიებისაგან

ფემინელლა ჰიალოსოფტი

ვაგინალური სანთლები

 

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატი 5 მგ

სინთეტიური ვიტამინ E 10 მგ

centella aziatica   გოტუ-კოლა 60 მგ

ბალბა 60 მგ

გვირილა 60 მგ

ჩაის ხის ზათოვანი ექსტრაქტი 60 მგ

სილიციუმის Kკოლოიდური დიოქსიდი 20 მგ

პოლისინთეზური გლიცერიდები 1483 მგ

ჰიალურონის მჟავა

უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის რეგენერაციას და ხანგრძლივ დატენიანებას; წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს, რომელიც იცავს ქსოვილებს ინფექციების და ბაქტერიებისაგან.

centella aziatica  გოტუ კოლა

ხელს უწყობს   ეპითელიუმის ზრდას და განახლებას ; აჩქარებს ჭრილობებს  შეხორცების პროცესს; ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ანგიოგენეზს. 

ბალბა

გააჩნია დამცავი ეფექტი, არბილებს ლორწოვანს, დადებითი გავლენა აქვს ალერგიისადმი მიდრეკილ კანზე.

გვირილა

ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი.

ჩაის ხის ზეთი. გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება.

ვიტ E

აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს, იცავს ქსოვილებს გარეგანი  ფაქტორების ნეგატიური ზეგავლენისაგან.

 

დოზირება:

1 ოვულა  1-ჯერ  დღეში  ძილის წინ 10 დღე. 

ხანგრძლივი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 1 ოვულა კვირაში 2-ჯერ. 

 

გამოყენების ჩვენებები:

ჰორმოალური დისბალანსით გამოწვეული საშოს სიმშრალე განსაკუთრებით მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდეგ, ძუძუთი კვების დროს, სხივური ან ქიმიოთერაპიის შემდეგ. Qქირურგიული ჩარევების შემდგომ პერიოდში, საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს, კრიოთერაპიის შემდგომ პერიოდში.

ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის შემცირება იწვევს ლორწოვანი გარსის ცვლილებებს-მცირდება კოლაგენის სინთეზი, ირღვევა ცხიმოვანი ცვლა და ქსოვილებს მიერ წყლის შეკავების უნარი. ქვეითდება ტურგორი და ელასტიურობა, ლორწოვანი ხდება ფერმკრთალი და ცუდად მარაგდება სისხლით. 

ასევე მცირდება ლორწოვანის სეკრეციის  უნარი, არ ხდება საშოს დატენიანება, რაც ხშირად არის სერიოზული პრობლემა სქესობრივი ცხოვრების დროს. 

კოლაგენის  სინთეზის და რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას და  პH  გაზრდას,  თან ახლავს პათოგენური  ბაქტერიების გამრავლება და საშოდან სხვადასხვაგვარი გამონადენის არსებობა.

პრეპარატი ფემინელა  ჰიალოსოფტი , სანთლების სახით, უზრუნველყოფს საშოს ლორწოვანის დატენიანებას. 

ჰიალურონის მჟავა  ფართოდ არის ცნობილი, როგორც კოსმეტიკური საშუალება, რადგან  მას გააჩნია კარგად გამოხატული რეგენერაციული  და დამატენიანებელი თვისებები.

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს პოლსაქარიდის მოლეკულას, რომელიც გვხვდება ადამიანის ორგამიზმის ყველა ქსოვილში.  

ასაკში და  ასევე  ჰორმონალური დისბალანსიის შედეგად ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია   უჯრედში მცირდება, რაც განაპირობებს კანის და ლორწოვანი გარსის ელასტიურობის და ტურგორის დაქვეითებას.

ფემინელა ჰიალოსოფტი არის ეფექტური ალტერნატივა იმ ადამიანებისათვის ვისთვისაც უკუნაჩვენებია ჰორმონალური თერაპია.

მენოპაუზის საკითხებში კანადური ასოციაციის და ჩრდილოეთ ამერიკის ასოციაციის მეან-გინეკოლოგების რეკომენდაციით- საშოს ლორწოვანის დამატენიანებელი პრეპარატეის რეგულარული გამოყენება, ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ როგორიცაა-ქავილი, დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს- გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ლოკალური ჰორმონოთერაპია. 

ფემინელა - საშოს ლორწოვანის დამატენიანებელი საშუალება, გამოირჩევა ხანგრძლივი ეფექტით საშოს სიმშრალის და გაღიზიანების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება   4-25ºჩ ტემპერატურაზე მშრალ ,გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

სად შევიძინოთ?