შემადგენლობა:
მიო ინოზიტოლი-4000მგ
დ-ქირო-ინოზიტოლი-105მგ
ვიტამი ბ6-1,4მგ
ვიტამინი ბ12-2,5მკგ
ფოლიუმის მჟავა5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი(5-MTHF)- 400მკგ
კალციუმი -200მგ
მანგანუმი-2,0მგ
თუთია-10,0მგ
ვიტამინი D(ორმაგი ჰიდროლიზებული ფორმა)- 1,25(OH)2D3-10მკგ
მიო ინოზიტოლი წარმოადგენს აქტიურ მეტაბოლიტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინსულინსენსიტიურობის აღდგენაში. მისი კონცენტრაციის დონე პირდაპირკავშირშია კვერცხუჯრედის ხარისხთან.
მიო ინოზიტოლი ასტიმულირებს FSH-ის სინთეზს და ხელს უწყობს კვერცხუჯრედის ხარისხის გაუმჯობესებას.
დ-ქირო ინოზიტოლი არის მიო ინოზიტოლის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება ფერმენტ ეპიმერაზას მოქმედებით მიო ინოზიტოლისაგან. ის არეგულირებს ჭარბი გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნის პროცესს, ამცირებს ადროგენების კონცენტრაციას, ზრდის პროგესტერონის დონეს, არეგულირებს პროლაქტინის დონეს და FSH/LH-ის თანაფარდობას.
დ-ქირო ინოზიტოლი ასტიმულირებს ქალისა და პლაცენტის ადიპოციტური უჯრედებიდან ადიპონექტინის სინთეზს, არეგულირებს ლეპტინის დონეს და შესაბამისად ზრდის ცხიმების კატაბოლიზმის პროცესს.
ექსტრაფოლატი-S , რომლის ქიმიური ფორმულა არის 6S-5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი, წარმოადგენს ფოლიუმის მჟავას აქტიურ მეტაბოლიტს, მის ბოლო მე-6 იზომერს, რომელიც გამოირჩევა ფოლატების სხვა იზომერებისგან ყველაზე მაღალი შეღწევადობით თავ-ზურგ ტვინის სითხეში, ასტიმულირებს სეროტონინის, დოფამინის სინთეზს და გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაყოფის ნერვული სისტემის ფორმირებასა და ჰომოცისტეინის დონის კორექციაში.
ვიტამინი B6 და ვიტამინი B12 ორსულებში არეგულირებენ ჰომოცისტეინის დონეს, ხსნიან ტოქსიკოზთან დაკავშირებულ ჩივილებს. წარმოადგენენ მნიშვნელოვან კომპონენტებს ფოლიკულის მომწიფებისთვის, ოვულაციის ნორმალური მიმდინარეობისათვის.
კალციუმი ბოლო კვლევებით განიხილება, როგორც პრეკურსორი ესტროგენების რეცეპტორების ექსპრესიის და რის ხარჯზეც ზრდის ესტროგენ-რეცეპტორების ექსპრესიას. ის მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ოსტეოგენეზსა და ემბრიონის ძლოვანი ქსოვილის ფორმირებაში.
მანგანუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს LH/FSH-ის თანაფარდობის აღდგენაში. მის დეფიციტს უკავშირებენ ინსულინრეზისტენტობის განვითარებას და წარმოადგენს ერთ-ერთ მიზეზს პოლიკისტოზის ჩამოყალიბებაში.
ვიტამინი D-(1,25(OH)2D3), იგივე კალციტრიოლი, წარმოადგენს ვიტამინი D-ს აქტიურ მეტაბოლიტს, რომელიც ააქტიურებს კალციტრიოლ-რეცეპტორებს, მათ შორის ე.წ. “მიძინებულ“ კალციტრიოლ-რეცეპტორებსაც, რის ხარჯზეც ხელს უწყობს ორგანიზმში ვიტამინი D-ს სწრაფ შეწოვას.
ქალებს, რომელთა ორგანიზმს აქვს საკმარისი რაოდენობის ვიტამინი D, ემბრიონის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე მათი, რომელთა ორგანიზმი განიცდის მის დეფიციტს. ვიტამინი D- ს დეფიციტმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს, როგორც ორსულობის ნორმალურად მიმდინარეობაზე, ასევე ქალების ნაყოფიერების უნარზეც. მისი დეფიციტი განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი პოლიკისტოზის ჩამოყალიბებაში.
თუთია არის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალი და ძირითადი კომპონენტი ბევრი მნიშვნელოვანი ფერმენტის. ის მნიშვნელოვანი რაოდენობით არის წარმოდგენილი ძვლებისა და კუნთების უჯრედებში(90%). თუთიის საერთო შემცველობა ზრდასულ ორგანიზმში არის 1,4-2,5 გრამი. თუთიის მარაგი არ კეთდება ორგანიზმში, ამიტომ აუცილებელია მისი გარედან მიღება.
თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფოლიკულის მომწიფების პროცესში, ოვულაციის რეგულაციაში, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის სეკრეციაში.
ჩვენება:
· საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (PCOS)
· ჰიპერანდროგენული ჰირსუტიზმი, აკნე, სებორეა
· ჭარბწონიანობა, მათ შორის ორსულებში
· კვერცხუჯრედის და ემბრიონის ტრანსფერიზაციის ხარისხის გაუმჯობესება
· ენდომეტრიუმის მომზადება
· საკვერცხეების სასტარტო სტიმულცია
· საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია
· უნაყოფობა დაკავშირებული საკვერცხის ფუნქციის დარღვევასთან
· ოვულაციის ციკლის დარღვევა
· ფოლიუმრეზისტენტობის სინდრომი
· ორსულთა ტოქსიკოზის მართვა
· პრეეკლამფსიის მართვა
· გესტაციური დიაბეტი
· II ტიპის დიაბეტი
გამოყენების წესი: 1 საშეტი იხსნება ნახევარჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში, მიიღება დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ნოზოლოგიაზე.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი
ორსულობა და ასაკობრივი ზღვარი
მიიღება ორსულობის დროს პირველივე ტრიმესტრიდან, 14 წლის ასაკიდან ზევით.
უკუჩვენება:
14 წლამდე ასაკი, მომატებული მგრძნობელობა/ალერგია მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
გამოშვების ფორმა
მუყაოს ყუთი, #30 საშეტი
არ შეიცავს წებოს და ლაქტოზას