შემადგენლობა
სინამაქის ფოთოლი, სიმინდის ულვაში, პიტნის ფოთოლი, თავშავას ბალახი, ასკილის ნაყოფი
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ საფაღარათო, შარდმდენი, ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს, მონაწილეობს არომატული ამინომჟავეების ჟანგვით პროცესში, იგი ააქტიურებს რიგ ფერმენტებს. პრეპარატი ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, არ იწვევს შეჩვევის სინდრომს და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: წონის საკორექციო საშუალება
გამოიყენება სიმსუქნის, ყაბზობის, სწორი ნაწლავის ატონიის დროს.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 29.08.2013