შემადგენლობა
ნეგოს ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, ფლავონურ გლიკოზიდებს (სალიპუროზიდი, იზოსაიპუროზიდი, კემპფეროლი, აპიგენინი), ფისებს, მღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
პრეპარატი ავლენს ნაღვლმდენ მოქმედებას, ხელს უწყობს ნაღვლის სეკრეციას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციას. სისხლძარღვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ავლენს სპაზმოლიზურ ეფექტს.
გამოიყენება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიების, ქრონიკული ჰეპატიტის დროს. პრეპარატის ზემოქმედებით ორგანიზმში ძლიერდება ნაღვლის გამოყოფა, იცვლება ნაღვლის შემადგენლობა, მცირდება სისხლში ბილირუბინისა და ქოლესტერინის რაოდენობა, ამასთან იზრდება კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეცია.