Plasmon
ფლუკონა-დენკი 100 / Flucona-Denk 100


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.
1 მყარი კაფსულა შეიცავს 100მგ ფლუკონაზოლს.
დამხმარე ნივთივთიერებებია:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი ( E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუკონაზოლი არის ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულების ქიმურ კლასს. ფლუკონაზოლი განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს Candida და Cryptococcus სახეობების წინააღმდეგ.
ფლუკონაზოლი სპეციფიკურად მოქმედებს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებულ სოკოების ფერმენტებზე და წარმოადგენს სოკოს სტეროლის სინთეზის ძლიერ და სპეციფიურ ინჰიბიტორს.
ფლუკონაზოლს გააჩნია ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ცხოველებზე ჩატარებულ სხვადასხვა in vivo კვლევებიდან (შიგნით მისაღები და ი.ვ) გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლი ეფექტური იყო Candida, Cryptococcus და სხვადასხვა დერმატოფიტებით გამოწვეული ზედაპირული და სისტემური ინფექციების მიმართ. Candida krusei რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. Candida glabrata–ს მგრძნობელობა ცვალებადია. Candida dubliniensis თავდაპირველად არ არის რეზისტენტული, მაგრამ მკურნალობის პერიოდში ვლინდება მისი მიდრეკილება რეზისტენტობის მიმართ. Aspergillus spp.. რეზისტენტულია ფლუკონაზოლსი მიმართ. 
ნორმალურ და იმუნოდაქვეითებულ ცხოველებში, ცხოველურ მოდელებში ენდემური მიკოზის დროს, რომელიც მოიცავს ინფექციებს Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis და Histoplasma capsulatum ფლუკონაზოლი ასევე აღმოჩნდა ეფექტური.
კვლევაში მონაწილე პირებში 200-400მგ ფლუკონაზოლის დღიური დოზის დასნიშვნას არა აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ენდოგენურ სტეროიდულ შრატის კონცენტრაციაზე ან ACTH-სტიმულატორ კორტიზოლის სეკრეციაზე.

ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შიგნით მიღების და ინტრავენური გამოყენებისას არის მსგავსი. შიგნით მიღების დროს ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. ერთდროულად საკვების მიიღება არ ახდენს შეწოვაზე ზეგავლენას. დიეტაზე მყოფ პაციენტებში პლაზმის კონცენტრაციის პიკი აღწევს მიღებიდან 0.5 და 1.5 საათის შემდეგ. პლაზმის ნახევრად გამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 30 საათი. პლაზმის კონცენტრაცია არის დოზის პროპორციული 1,600 მგ/დღეში დოზამდე. 
ფლუკონაზოლის გამეორებითი მიღებისას დღეში ერთხელ პლაზმის დონე 4-დან 5 დღის მერე მიიღწევა 90%-ით. მისი განაწილების მოცულობა შეესაბამება მთლიანი სხეულის სითხეს. პლაზმის ცილების შეკავშირება მცირდება (12%).
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ყველა ქსოვილში და მისი დაშლა ხდება ორგანიზმის სითხეებში. ფლუკონაზოლის დონე ნერწყვში და ნახველში შეესაბამება პლაზმაში არსებულ დონეს. პაციენტებში სოკოვანი მენინგიტით ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ტვინის სითხეში შეესაბამება პლაზმის დაახლოებით 80%-ს.
ფლუკონაზოლი მიიღწევა უფრო მაღალ კონცენტარციით ეპიდერმისის გარეთა შრეში, ეპიდერმისში და ოფლში ვიდრე შრატში და გროვდება განსაკუთრებით ეპიდერმისისი გარეთა შრეში. 
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. დოზის 80% ძირითადად ჩნდება შარდში უცვლელი ნივთიერების სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინის კლირენსის.
ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდი შესაძლებლობას იძლევა მის დანიშვნას დღეში ერთხელ სოკოვანი ინფექციის მკურნალობის მიზნით.

ჩვენებები
ფლუკონა-დენკ 100 არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, მასში შემავალი აქტიური ნივთიერება, ფლუკონაზოლი, მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ნივითიერებათა ჯგუფს.
ფლუკონა-დენკ 100 გამოიყენება საფუარა სოკოს მიერ (Candida and Cryptococcus) გამოწვეული სოკოვანი ინფექციიების სამკურნალოდ, კერძოდ:
ა) შინაგანი ორგანოების (სისტემური კანდიდოზი) სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკოს Candida სახეობის მიერ, მათ შორის საფუარა სოკო დადასტურდა სისხლში (კანდიდემია), პათოგენური Candida შარდში (კანდიდურია), მიმოფანტულია (ვრცელდება ერთ ან რამოდენიმე ორგანოზე) და სხვა Candida ინფექციები, რომლებიც გავრცელებულია ორგანიზმში და რომლებიც შესაძლებელია იყოს სიცოცხლისათვის საშიში, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პაციენტებში პერიტონეუმის, ფილტვების და საშარდე ტრაქტის ინფექციებით.
ფლუკონა-დენკ 100-ის დანიშვნა ასევე შესაძლებელია ავთვისებიანი დაავადების მქონე პაციენტებში (სიმსივნით დაავადებული პაციენტები), რეანიმაციაში მყოფ პაციენტებში, სიმსივნის მკურნალობის დროს (ციტოსტატიური საშუალებებით) ან ორგანიზმის იმუნური სისტემის დამაქვეითებელი პრეპარატების (იმუნოსუპრესანტები) მიღების დროს. 
ბ) ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული ჩანდიდა სახეობით, როგორიცაა:
- პირის ღრუს, ყელის და საყლაპავის მორეციდივე სოკოვანი დაავადებები,
- ზედა სასუნთქი ტრაქტის ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები, როდესაც პროცესი არ მოიცავს ფილტვებს.
გ) მენინგიალური გარსების ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკო Cryptococcus neoformans მიერ. 
პრეპარატის დანიშვნა ასევე შესაძლებელია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (მაგ: შიდსით დაავადებულებში ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ). ფლუკონა-დენკ 100 ასევე შეიძლება დაინიშნოს მკურნალობის მცდელობის სახით შიდსიან პაციენტებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით.
დ) ავთვისებიანი დაავადებების მქონე პაციენტებში, ქიმიოთერაპიის ან რადიოთერაპიის დროს სოკოვანი ინფექციის პრევენციის მიზნით და ასევე იმუნოსუპრესიულ პირებში (მაგ: შიდსი ან ქიმიოთერაპია) ექსპერიმენტის სახით ინიშნება მკურნალობა გასნაზღვრული დროის განმავლობაში. 
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ოფიციალური გაიდლაინები.

მიღების წესები და დოზები
ფლუკონა-დენკ 100 ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, მან უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი 
მყარი კაფსულის მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის დროს, კაფსულის დაღეჭვის გარეშე და დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (უმჯობესია ერთი ჭიქა წყალი). შემდეგი ინფრომაცია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ფლუკონა-დენკ 100-ს იღებენ ექიმის განსხვავებული მითითების გარეშე. პრეპარატი მიიღება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად, რადგან სხვა შემთხვევაში ფლუკონა-დენკ 100-ის მიღების შედეგად არ გამოვლინდება სასურველი ეფექტი. 
მკურნალობის ხანგძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
ა) შინაგანი ორგანოების (სისტემური კანდიდოზი) სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული საფუარა სოკოს ჩანდიდა-ს მიერ 
ჩვეულებრივ მკურნალობა პირველ დღეს იწყება დღეში ერთხელ 400მგ ფლუკონაზოლის მიღებით, ხოლო შემდგომში გრძელდება 200 მგ ფლუკონაზოლით დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს მთელი მკურნალობის კურსის განმავლობაში 400მგ-მდე დღეში.
მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, საფუარა სოკოს მიერ გამოწვეული ინვაზიური და შესაბამისად სიცოცხლისათის საშიში სოკოვანი ინფექციების დროს, დოზა შეიძლება შეადგენდეს 800მგ ფლუკონაზოლს ერთხელ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრეპარატის ეფექტურობაზე და შეიძლება გაგრძელდეს 10 დღიდან 3 თვემდე, ლაბორატორული ანალიზების გადამოწმებით. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მანამდე, სანამ ლაბორატორული ტესტებით გამოირიცხება რაიმე სოკოვანი ინფექციის არსებობა. არაადეკვატური მკურნალობის ჩატრებისას შეიძლება განვითარდეს ინფექციის რეციდივი.
შარდში ჩანდიდა-ს აღმოჩენისას (კანდიდურია) მიიღება 50მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ 14-დან 30 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მწავე დაავადებების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ ფლუკონაზოლამდე დღეში ერთხელ.
ბ) ლორწოვანი ზედაპირის კანდიდოზი
პირისა და ხახის მორეციდივე სოკავანი ინფექცია 
50მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ 7- 14 დღის განმავლობაში. მწვავე, კერძოდ მორეციდივე დაავადებების დროს საჭიროების მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ ფლუკონაზოლამდე დღეში ერთხელ.
საყლაპავის მორეციდივე სოკოვანი ინფექცია 
50მგ ფლუკონაზოლი ერთხელ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. მწვავე, კერძოდ მორეციდივე ინფექცების დროს საჭიროების მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100გ ფლუკონაზოლამდე დღეში ერთხელ.
სასუნთქი სისტემის ლორწოვანის გარსის ინფიცირება ფილტვების დაზიანების გარეშე 50მგ ფლუკონაზოლი ერთხელ დღეში 14-30 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მწვავე სოკოვანი დაავადებების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 100მგ ფლუკონაზოლამდე დღეში ერთხელ. 
გ) საფურა სოკოს ჩრყპტოცოცცუს ნეოფორმანს-ს მიერ გამოწვეული მენინგიტის მკურნალობა 
ჩვეულებრივ მკურნალობა პირველ დღეს იწყება 400მგ ფლუკონაზოლით Dდღეში ერთხელ და გრძელდება 200მგ ფლუკონაზოლით Dდღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 400მგ ფლუკონაზოლამდე დღეში ერთხელ მთელი მკურნალობის განმავლობაში.
ჩყრპტოცოცცუს ნეოფორმანს მიერ გამოწვეული ინვაზიური და შესაბამისად სიცოცხლისათის საშიში სოკოვანი ინფექციების დროს, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, შეიძლება დაინიშნოს 800მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ.
მკურნალობსი პერიოდი ჩვეულებრივ შეადგენს 6-8 კვირას.
კრიპტოკოკუსით გამოწვეული მენინგიტის პრევენცია
მკურნალობის დასრულების შემდეგ, რეციდივის პრევენცის მიზნით ინიშნება 100მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ, ლაბორატორული შემოწმების საფუძველზე (იხ.“შესაძლო გვერდითი მოვლენები”). ამჟამად გამოცდილებები მკურნალობის შესახებ შეადგენს 25 თვეზე მეტ ხანს. შიდსით დაავადებულ პაციენტებში რეციდივის მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევისას გასათვალისწინებელია ფლუკონაზოლისადმი რეზისტენტობის განვითარების რისკი. 
დ) სოკოვანი ინფექციების რეციდივის პრევენცია გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტებში, რომელთა იმუნიტეტი დაქვეითებულია სულ მცირე 1 თვის განმავლობაში სოკოვანი ინფექციის პრევენციის მიზნით ინიშნება 50მგ ფლუკონაზოლი დღეში ერთხელ და საჭიროა ლაბორატორული კვლევის გადამოწმება (იხ.“შესაძლო გვერდითი ეფექტები”).
ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის დროს, როცა მოსალოდნელია სისტემური სოკოვანი ინფექცია განვითარება, მაგალითად ისეთ ფაზაში, როდესაც აღინიშნება ნეიტროფილების, ლეიკოციტების რაოდენობის ხანგრძლივი და ძლიერი შემცირება, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია 400მგ ფლუკონაზოლის მიღება დღეში. ფლუკონაზოლის დანიშვნა რეკომენდებულია მოსალოდნელი ნეიტროპენიის განვითარებამდე 2-3 დღით ადრე და უნდა გაგრძელდეს კიდევ 7 დღე მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რაოდენობა მოიმატებს 1,000 უჯრედი/მმ3 -ზე მეტად. 
დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ინიშნება ჩვეულებრივი მოზრდილთა დოზა. 
დოზირება ბავშვებში
როგორც მსგავსი ინფექციების მქონე მოზრდილებში, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტებზე. 
ბავშვები თირკმლის შეზღუდული ფუნქციით: იხილეთ დოზირების ნაწილი “პაციენტები (ბავშვები და მოზრდილები) თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით”.
4 კვირამდე ასაკის ბავშვები
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის დროს ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზა არის 3მგ/კგ სხეულის წონა დღეში. საწყისი დოზა შეადგენს 6მგ/კგ სხეულის წონას და შეიძლება დაინიშნოს პირველივე დღეს, რათა სწრაფად იქნას მიღწეული სტაციონარული მდგომარეობა.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სისტემური კანდიდოზის და კრიპტოკოკული ინფექციის მკურნალობის დროს რეკომენდებული დოზა არის 6-12მგ/კგ სხეულის წონა დღეში.
ბავშვებში არ შეიძლება მაქსიმალური დოზის გადაჭარბება, რაც შეადგენს 400მგ-ს დღეში. 
4 კვირის და უფრო მცირე ასაკის ბავშვები 
ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყოფა ხდება ნელა. სიცოცხლის პირველი ორ კვირის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზა (მგ/კგ სხეულის წონა), როგორც უფრო მოზრდილ ბავშვებში, მაგრამ იგი მიიღება ყოველ 72 საათში. სიცოცხლის მესამე და მეოთხე კვირის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზა ყოველ 48 საათში. ძალიან ცოტა ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არსებობს ახლშობილებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.
სიცოცხლის პირველი რამენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12მგ/კგ სხეულის წონას ყოველ 72 საათში. ბავშვებში 3-დან 4 კვირის ასაკში დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12მგ/კგ წონაზე ყოველ 48 საათში.
თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი. 
დაუშვებელია კაფსულების გამოყენება იმ ბავშვებში, რომელთაც ჯერ არ შეუძლიათ შიგნით მისაღები პრეპარატების გადაყლაპვა.
უფრო მეტიც, საჭირო დოზა მგ/კგ-ზე (იხილეთ ზემოთ) ხშირად არ მიიღება კაფსულის ფორმით. 
პაციენტები (ბავშვები და მოზარდები) თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდის გზით. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით (კრეატინის კლირენსი < 50მლ/წთ) ფლუკონა-დენკ 100-ის განმეორებითი მკურნალობის დროს საწყისი დოზა უნდა მიიღონ 50მგ/დღეში და 400მგ/დღეში პირველ და მეორე დღეს. შემდგომი დოზირების ინტერვალი ან დღიური დოზა უნდა შეესამაბებოდეს კრეატინის კლირენსის (თირკმლის ფუნქციის ხარისხი) მაჩვენებელს შემდეგი მაჩვენებლებით:

კრეატინის კლირენსი (მლ/წთ)დოზის ინტერვალი
დღიური დოზა
 > 5024 საათი (ნორმალური დოზა)
11-5048 საათი ან ნორმალური დღიური დოზის ნახევარი
დიალიზზე მყოფი პაციენტებიერთი დოზა ყოველი დიალიზის შემდეგ

თუ პაციენტი თვლის, რომ ფლუკონა-დენკ 100-ის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ფლუკონა-დენკ 100-ის დოზის გადაჭარბება
დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა ინტოქსიკაციის სიმპტომების მკურნალობა (იხ “შესაძლო გვერდითი მოვლენები”). 
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა. 
ფლუკონა-დენკ 100-ის დოზის გამოტოვება
ფლუკონა-დენკ 100-ის რეკომენდებულზე ნაკლები დოზის მიღების შემთხვევაში 
შესაძლებელია გამოტოვებული დოზის მიღება იმავე დღეს. 
ფლუკონა-დენკ 100-ის მიღების შეწყვეტა
სოკოვანი ინფექციის ქრონიკული ინფექციის ან რეციდივის თავიდან აცილების მიზნით პაციენტმა რეგულარულად და დოზირების რეჟიმის შესაბამისად უნდა მიიღოს ფლუკონა-დენკ 100.

გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად ფლუკონა-დენკ 100-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება ქვემოთ მოცემული ცხრილი:

ძალიან ხშირი:1-ზე მეტი შემთხვევა 10 ნამკურნალევი პაციენტიდან
ხშირი:1-დან 10 პაციენტი 100 ნამკურნალევი პაცინეტიდან
არც ისე ხშირი:1-დან 10 პაციენტი 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან
იშვიათი:1-დან 10 პაციენტი 10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან.
ძალიან იშვიათი:1-ზე ნაკლები შემთხვევა 10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან
უცნობია:სიხშირე არ განისაზღვრა

გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველაზე ხშირად დაფიქსირდა გამოკვლევების დროს არის თავის ტკივილი, ერითემა, მუცლის ტკივილი, მუცლის შებერვა, ფაღარათი და გულისრევა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
არც ისე ხშირი: ანემია
იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რომელიც მოიცავს ნეიტრიპენიას, აგრანულოციტოპენიას, სისხლის თრომბოციტების ნაკლებობას (თრომბოციტოპენია).
იმუნური სისტემის დარღვევები
იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები (ყველა სერიოზული რეაქცია), ქავილი
ძალიან იშვიათად: ანგიოედემა, სახის შეშუპება.
ფსიქიატრიული დარღვევები
არც ისე ხშირი: უძილობა, ძილიანობა. 
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი: გულყრები, ეპილეფსია, გულისრევა, ჩხვლეტის შეგრეძნება, გემოვნების დარღვევა, კანკალი, თაბრუსხვევა. 
ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევბი:
იშვიათად: სისხლში ქოლესტრინის მომატება, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე, სისხლის კალიუმის დონის შემცირება. 
გულის დარღვევები
იშვიათად: გულის რითმის დარღვევები (Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, ტორსადეს დე პოინტეს ტიპის არითმია)
კუჭ-ნაჭლავის დარღვევები:
ხშირი: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი.
არც ისე ხშირი: საჭმლის მონელების დარღვევა, შებერილობა, მადის დაქვეითება, ყაბზობა, პირის სიმშრალე. 
თირკმლის და საშარდე გზების დარღვევები
არც ისე ხშირი: თირკმლის ფუნქციური ცვლილებები
ღვიძლის და სანაღვლე გზების დარღვევბი
ხშირი: ღვიძლის კრეატინის გაზრდა (გაზრდილი ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება, AშAთ და ALAთ)
არც ისე ხშირი: ქოლესტაზი, ღვიძლის უჯრედების დაზიანება, საერთო ბილირუბინის დონის მომატება. 
იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, იშვიათ შემთხვევაში ფატალური გამოსავალით, ჰეპატოტოქსიურობა, ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი (ღვიძლის უჯრედების სიკვდილი). 
კანისა და კანქვეშა ქსოვლიების დარღვევები
ხშირი: გამონაყარი კანზე (მაკულოპაპულარული ერითემა)
არც ისე ხშირი: ქავილი, ოფლიანობა.
იშვიათი: თმის ცვენა, კანის აქერცვლით მიმდინარე დარღვევები (სტივენს- ჯონსისი სინდრომი). 
ძალიან იშვიათი: კანის აქერცვლით მიმდინარე დარღვევები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი ან ლილის სინდრომი)
უცნობი: ჭინჭრის ციება, პუსტულები (მწვავე გენერალიზებული პუსტულოზი), (ფიქსირებული) წამლისმიერი ეგზანთემა.
ძვალ-სახსროვანი და შემართებელი ქსოვილის დარღვევბი
არც ისე ხშირი: კუნთების ტკივილი
ზოგადი დარღვევბი და ადგილობრივი რეაქციები
არც ისე ხშირი: დაღლილობა, სისუსტე, ცხელება
გვერდითი მოვლენები, რომლებიც უფრო ხშირად შეინიშნა აივ-ინფექცირებულ პაციენტებში (21%), ვიდრე სხვა პაცინტებში (13%). მსგავსი გვერდითი მოვლენები აღინიშნება ორივე ჯგუფის პაციენტებში.
პედიატრიული პაციენტები:
გვერდითი მოვლენები ყველაზე სიხშირად გამოვლინდა ბავშვებში, ვიდრე ყველა დანარჩენ პაციენტებში. გარდა ამისა, ბავშვებში განსაკუთრებით გამოვლინდა გაღიზიანება და ანემია.
შესაბამისი ზომების მიღება
ფლუკონა-დენკ 100-ის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ვლინდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და ჩვეულბრივ არის მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის. მხოლოდ იშვიათ შემთხევევაში გახდა საჭირო მკურნალობის კურსის შეჩერება გვერდითი მოვლენების გამო. მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელების ან შესაბამისი ზომების მიღების აუცილებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება ალერგიულ რეაქციებს, რომლის შემთხვევაშიც პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ფლუკონა-დენკ 100 ექიმთან კონსულტაციის გარეშე. 
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ სახეს ან გამოვლინდება ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ასეთ შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ფლუკონაზოლის ან აზოლის წარმოებულის ან ფლუკონა-დენკი 100-ის სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
  სამედიცინო პროდუქტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და ასევე განიცდიან მეტაბოლიზმს CYP3A4-ს მეშვეობით, როგორიცაა ცისაპრიდი, ასტემიზოლი, ტერფენადინი, პიმოზიდი და ქინიდინი (იხილეთ ასევე ნაწილი “ფლუკონა-დენკ 100-ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება” და “ფლუკონა-დენკ 100-ის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან “).
ფლუკონა-დენკ 100-ის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება:
 თუ პაციენტს აქვს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, მაშინ ფლუკონა-დენკ 100 მიიღება მხოლოდ შესაბამისი სიფრთხილის ზომების დაცვით. რჩევისთვის უნდა მიერმართოს მკურნალ ექიმს.
 თუ ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციის დროს განვითარდება გამონაყარი, მაშინ ფლუკონა-დენკ 100-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს. თუ პაციენტი ერთდროულად იღებს 400 მგ/დღეში ნაკლებ ფლუკონაზოლს და ტერფენადინს, ასეთ შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. 400მგ ან უფრო მეტი ფლუკონაზოლის და ტერფენადინის კომბინირებული მიღება უკუნაჩვენებია (იხილეთ ნაწილი “ფლუკონა-დენკ 100-ის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).
 ფლუკონაზოლი მიიღება სიფრთხილით თუ პაციენტი ერთდროულად მკურნალობს პრეპარატებით, რომლებიც მოქმედებენ გულის რითმზე და თუ პაციენტი მიდრეკილია გულის რითმის დარღვევისაკენ. 
 კომბინირებული გამოყენება აქტიურ ნივთიერება - ჰალოფანტრინთან ერთად არ არის რეკომენდებული. 
 თუ პაციენტის თირკმლის ფუნქცია ძალიან შემცირებულია, მაშინ დოზაც უნდა შემცირდეს შესაბამისად (იხილეთ ასევე ნაწილი 3).
 თუ პაციენტი ერთდროულად იღებს პრეპარატებს, რომლებიც განიცდიან მეტაბოლიზმს CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტული სისტემების საშუალებით, ასეთ შემთხვევაში იგი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ (იხილეთ განყოფილება “ფლუკონა-დენკ 100-ის ურთერთქმედება სხვა პრეპარატებთან”).
 ფლუკონა-დენკ 100 არ ინიშნება ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თავის თქმიანი ნაწილის სოკო (ტინეა ცაპიტის).
 ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში ფერტილობის ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კონტრაცეპტიული ზომები (იხილეთ განყოფილება “ორსულობა და ლაქტაცია”).
ბავშვები 
დაუშვებელია კაფსულების დანიშვნა ბავშვებში, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ შიგნით მისაღები პრეპარატების გადაყლაპვა.
უფრო მეტიც, მგ/კგ-ში დანიშნული საჭირო დოზა (იხილეთ ნაწილი “დოზირება ბავშვებში“) ხშირად არ მიიღება კაფსულის სახით.
ხანდაზმულები 
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმლის შეზღუდული ფუნქცია, ინიშნება ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა. თუ კრეატინის კლირენსი არის < 50მლ/წთ, მაშინ დოზა უნდა დარეგულირდეს იმ გაიდლაინების შესაბამისად, რაც არსებობს თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ფლუკონა-დენკ 100 არ მიიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. ფლუკონა-დენკ 100-ით მკურნალობის დროს ლაქტაცია არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატმა შეიძლება იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან კრუნჩხვა (იხ. ნაწილი 4).
მნიშვნელოვანი ინფრომაცია ფლუკონა-დენკ 100-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ 
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტი გაფრთხილებულია ექიმის მიერ, რომ მას აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ ფლუკან-დენკ 100-ის მიღებამდე უნდა მიემართეს ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა, მათ შორის არასარეცეპტო პრეპრატების შესახებაც.
მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა აცნობოს ექიმს შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:
 ტერფენადინი, გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ
 ასტემიზოლი, გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ
 ცისაპრიდი, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევბის სამკურნალოდ
 პიმოზიდი, ფსიქიური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი 
 ქინიდინი, გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ პრეპარატი.
ფლუკონაზოლის და ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის კომბინირებულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევები და გულის გაჩერება. 
შესაბამისად, ასტემიზოლი, ცისაპრიდი, პიმოზიდი და ქინიდინი არ უნდა იქნეს მიღებული ფლუკონაზოლთან ერთად.
აგრეთვე, არ შეიძლება ტერფენადინის კომბინირებული მიღება ფლუკონაზოლთან ერთად, რომლის დღიური დოზა შეადგენს 400მგ-ს ან უფრო მეტს; ფლუკონაზოლის 400მგ-ზე ნაკლები დოზის მიღების შემთხვევაში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ქვემოთ მოყვანილ ნივთიერებებთან ერთად კომბინირებულმა მიღებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფლუკონა-დენკ 100-ის ეფექტურობაზე: 
- ჰიდროქლოროთიაზიდი, შარდმდენი;
- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი, ტუბერკულიოზის სამკურნალო პრეპარატები ფლუკონაზოლი თრგუნავს CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტებ

სად შევიძინოთ?