ფლუკონაზოლი ABC / Fluconazolo ABC
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fluconazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები → სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის → აზოლების ჯგუფი
- მწარმოებელი კომპანია: ABC PHARMACEUTICI
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 150მგ მყარი კაფსულა №2
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა
ფლუკონაზოლი ABC 100მგ მყარი კაფსულები:
1კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 100მგ
შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნეზიის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
ფლუკონაზოლი ABC 150მგ მყარი კაფსულები:
1კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150მგ
შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნეზიის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფლუკონაზოლი ABჩ 200მგ მყარი კაფსულები:
1კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 200მგ
შემავსებლები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მაგნეზიის სტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ლაურილ სულფატი.
კაფსულა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171),
ფარმაკოლოგიური თვისებები
1) კრიპტოკოკოზი: ფლუკონაზოლი ნაჩვენებია ღრმა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია Cryptococcus neoformans, იმ შემთხვევების ჩათვლით, რომელიც ვითარდება პაციენტებში იმუნური სისტემის მეორადი დაზიანებით ავთვისებიანი დააავდების ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის გამო, ან სოკოვანი ინფექციებისას, რომელიც გამოწვეულია მეორადად კიბოს ქიმიოთერაპიის შემდეგ.
პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიპტოკოკული მენინგიტის სამკურნალოდ და შემანარჩუნებელ თერაპიაში რეციდივის პროფილაქტიკისთვის, კანის და ფილტვის კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ.
2) სისტემური კანდიდოზი: კანდიდემიის და დისემინირებული კანდიდიაზის და ინვაზიური Candida სხვა ინფექციებისას: ეზოფაგიტი, ენდოკარდიტი, პერიტონიტი, ფილტვის ინფექციები, გასტროინტესტინური, ოკულარული და გენიტოურინარული. პაციენტები ავთვისებიანი დაავადებებით, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და უტარდებათ იმუნოსუპრესიული თერაპია ან კიბოს ქიმიოთერაპია, სხვა მდგომარეობები, რომლებიც იწვევს სოკოვანი ინფექციებისადმი განწყობას.
3) ლორწოვანის კანდიდოზი: ოროფარინგეალური კანდიდოზი და ეზოფაგეალური კანდიდოზი, არაინვაზიური ბრონქოპულმონარული ინფექციები, კანდიდურია, მუკოკუტანეური კანდიდოზი და ქრონიკული ორალური ატროფიული კანდიდოზი. პრეპარატი აგრეთვე ნაჩვენებია ოროფარინგეული კანდიდოზის რეციდივის პრევენციისთვის შიდსით დააავადებულ პაციენტებში.
4) გენიტალური კანდიდოზი: მწვავე და რეკურენტული ვაგინალური კანდიდოზი: ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა ან რეციდივის შემცირება (3 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში). კანდიდური ბალანიტი.
5) იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები: აგრეთვე ნაჩვენებია იმ სოკოვანი ინფექციების პრევენციისთვის მეორადად დაზიანებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, რომლებიც გამოწვეულია ავთვისებიანი დაავადებით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით, იმ სოკოვანი ინფექციების პრევენცია, რომლებიც გამოწვეულია მეორადად კიბოს ქიმიოთერაპიისას.
6) დერმატომიკოზები: tinea pedis, tinea cruris, tinea corporis, tinea capitis მრავალფეროვანი პიტირიაზი და კანის კანდიდოზის მკურნალობა.
კანის და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობისას პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს შეზღუდული და გამოიყენონ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი თერაპია არაეფექტური იყო.
7) ღრმა ენდემური მიკოზები: კოკციდიომიკოზი, პარაკოციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი იმუნიკომპეტენტურ პაციენტებში.
მიღების წესები და დოზები
ფლუკონაზოლის დღიური დოზა დაფუძნებული უნდა იყოს სოკოვანი ინფექციის ბუნებასა და სიმწვავეზე.
ვაგინალური კანდიდოზის შემთხვევათა უმეტესობა რეაგირებს ერთჯერად დოზაზე.
იმ ინფექციების მკურნალობა, რომელიც მრავლობით დოზას მოითხოვს, უნდა გაგრძელდეს, ვიდრე კლინიკური პარამეტრები და ლაბორატორიული ტესტები არ აჩვენებს, რომ სოკოვანი ინფექცია აღარ არსებობს. მკურნალობის არაადექვატურმა პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინფექციის რეციდივი. შიდსით დაავადებული და კრიპტოკოკული მენინგიტის, ოროფარინგეული კანდიდოზის რეციდივის მქონე პაციენტები ჩვეულებრივ მოითხოვენ მკურნალობის შენარჩუნებას რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
გამოყენება მოზრდილებში
1) კრიპტოკოკოზი
სერიოზული დაავადებისთვის, რომელმაც შეიზლება დააზიანოს პაციენტის სიცოცხლე კრიპტოკოკური მენინგიტის ჩათვლით, ჩვეული დოზაა 400მგ დღეში პირველ დღეს. შემდეგ დღეებში რეკომენდებული დოზაა 200მგ/დღეში.
პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 400მგ-მდე დღეში. ზოგადად კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობის ხანგრძლივობა 6-8 კვირაა. შიდსით დაავადებულ პაციენტებში კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება განუსაზღვრელად დოზით 200მგ დღეში, მას შემდეგ, რაც პაციენტი დაასრულებს თერაპიის პირველ ციკლს და კულტურანეგატიური გახდება.
2) სისტემური კანდიდოზი
კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და სხვა ინვაზიური სოკოვანი ინფექციებისთვის ჩვეულებრივი დოზაა 400მგ პირველ დღეს. შემდგომი რეკომენდებული დოზაა 200მგ/დღეში. პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს 400მგ-მდე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ პასუხზე.
3) ლორწოვანის კანდიდოზი
ოროფარინგეული კანდიდოზისთვის, იმუნოკომპრომეტირებული პაციენტების ჩათვლით, ჩვეული დოზაა 50-100მგ დღეში ერთხელ 7-14 დღის განმავლობაში. აუცილებლობისას, მწვავე იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივად.
ატროფიული ორალური კანდიდოზისთვის, პროთეზებისას, ჩვეული დოზაა 50მგ დღეში ერთხელ 14 დღის განავლობაში. ამ შემთხვევებში საჭიროა პირის ღრუს დამხმარე ანტისეპტიკური მკურნალობა და პროთეზის ანტისეპტიკური დამუშავება.
სოკოვანი ინფექციებისთვის (გენიტალური კანდიდოზის გარდა, რომელიც მოცემულია შემდეგ პარაგრაფში), როგორებიცაა ეზოფაგიტი, კანდიდურია, არაინვაზიური ბრონქოპულმონარული ინფექციები, მუკოკუტანეური კანდიდოზი და სხვა, ჩვეულებრივი ეფექტური დოზაა 50-100მგ დღეში 14-30 დღე. ოროფარინგეული კანდიდოზის რედიცივის პრევენციისთვის შიდსით დაავადებულ პაციენტებში, მას შემდეგ, რაც პაციენტი გაივლის პირველადი თერაპიის მთელ კურსს, ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება 150მგ დოზით კვირაში ერთხელ.
4) გენიტალური კანდიდოზი
ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, ერთჯერადი დოზაა 150მგ 1 დღე.
ვაგინური კანდიდოზის რეციდივის შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ფლუკონაზოლის 150მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხშირი გამოყენება.
სოკოვანი ბალანიტის დროს დოზაა 150მგ ერთეული ორალური მიღებისთვის.
5) იმუნოკომპრომეტიერბული პაციენტები
კანდიდოზის პრევენციისთვის, ფლუკონაზოლის რეკომენდებული დოზაა 50-400მგ 1X დღეში, სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის მიხედვით. მაღალი რისკის პაციენტებში, ან პაციენტებში, რომლებშიც შეიძლება განვითარდეს გახანგრძლივებული ნეითროპენია, რეკომენდებული დღიური დოზაა 400მგ ერთეული დოზით.
ფლუკონაზოლის გამოყენება უნდა დაიწყოს რამდენიმე დღით ადრე ნეითროპენიამდე და გაგრძელდეს 7 დღე, მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რიცხვი მიაღწევს 1000 უჯრედი/მმ3-ზე მეტს.
6) დერმატომიკოზი
დერმატომიკოზისას ტინეა პედის, ცორპორის, ცრურის, მრავლობითი პიტირიაზის და კანის სოკოვანი ინფექციების ჩათვლით ჩვეული დოზაა 50-100 მგ დღეში ერთჯერადი დოზის სახით 2-4 კვირის განმავლობაში. ტინეა პედის შეიძლება მოითხოვდეს მკურნალობას 6 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში.
7) ღრმა ენდემური მიკოზი
ღრმა ენდემური სოკოვანი ინფექციისას პრეპარატი უნად მიიღონ შემდეგი სქემის მიხედვით:
ინფექციის ტიპი | დოზა | მკურნალობის ხანგრძლივობა |
---|---|---|
კოკციდიომიკოზი | 200-400მგ | 11-24თვე |
პარაკოკციდიომიკოზი | 200-400მგ | 2-17თვე |
სპოროტრიქოზი | 200-400მგ | 1-16თვე |
ჰისტოპლაზმოზი | 200-400მგ | 3-17თვე |
გამოყენება ბავშვებში
როგორც მოზრიდილების ინფექციისას, მკურნალობის ხაგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოგენურ პასუხზე.
ფლუკონაზოლის გამოყენება ხდება ერთჯერადი დღიური დოზის სახით.
ბავშვებში თირკმლის დაზიანებული ფუნქციით, იხილეთ დოზირება “გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით” პარაგრაფში “უსაფრთხოების შესაბამისი ზომები გამოყენებისას”
4კვირაზე მეტი ასაკის ბავშვები
ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას რეკომენდებული დოზაა 3 მგ/კგ/დღეში. 6 მგ/კგ/დღეში შეიძლება გამოიყენონ პირველ დღეს მყარი მდგომარეობის უფრო მალე მისაღწევად.
სისტემური კანდიდოზის და კრიპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ, რეკომენდებული დოზაა 6-12 მგ/კგ/დღეში, დაავადების სიმწვავეზე დამოკიდებულებით.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისთვის იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნეითროპენიის რისკი, გამოწვეული ციტოტოქსიური ან რადიოთერაპიით, რეკომენდებული დოზაა 3-12 მგ/კგ ნეითროპენიის დონის და ხანგრძლივობის მიხედვით (იხ. დოზირება მოზრდილებში). ბავშვებში მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 400მგ-ს.
ბავშვები სიცოცხლის პირველი 4 კვირის განმავლობაში
ახალშობილებში ფლუკონაზოლი გამოიყოფა უფრო ნელა. სიცოცხლის პირველი ორი კვირის განმავლობაში შეიძლება იგივე დოზის გამოყენება მგ/კგ-ში როგორც ბავშვების სხვა ჯგფებში, მაგრამ ყოველ 72 საათში. მესამე და მეოთხე კვირის განმავლობაში უნდა მიეცეს იგივე დოზა 48 საათში ერთხელ. ახალშობილობის ბოლო პერიოდში არსებობს ფარმაკოკინეტიკის ღარიბი მონაცემები დოზირების მხარდასაჭერად.
პირველი ორი კვირის განმავლობაში ახალშობილელბში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 12მგ/კგ-ს ყოველ 72 საათში, მესამე და მეოთხე კვირის განმავლობაში კი 12მგ/კგ-ს ყოველ 48 საათში.
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში შესწავლილი არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
თუ არ არსებობს თირკმლის დაზიანების მტკიცებულება, გამოიყენება ნორმალური დოზა. პაციენტებში თირკმლის დაზიანებული ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი < 50მლ/წთ), დოზირება უნდა მოხდეს სქემის მიხედვით, რომელიც ნაჩვენებია პარაგრაფში “უსაფრთხოების შესაბამისი ზომები გამოყენებისას”.
მიღების მეთოდი
ფლუკონაზოლი შეიძლება გამოიყენონ ორალურად ან ინტრავენურად.
მიღების გზა დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე.
ინტრავენურიდან ორალურ გზაზე ან პირიქით გადასვლისას, დღიური დოზირების ცვლილება საჭირო არ არის.
ფლუკონაზოლი ABC შეფუთულია როგორც კაფსულები ორალური გამოყენებისთვის. არ არსებობს საინექციო ფორმა ინტრავენური გამოყენებისთვის.
ფლუკონაზოლი ABC-ს გამოყენებაზე რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, ფლუკონაზოლ ABC - მ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ის ყველას არ აღენიშნება.
ყველაზე ხშირი გევრდითი ეფექტები გამოვლენილი ფლუკონაზოლის კლინიკური კვლევებისას შემდეგია:
გასტროინტესტინური დარღვევები: მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, გულსრევა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: გამონაყარი.
ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი.
ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით სერიოზული დაავადებით, როგორიცაა შიდსი ან კიბო, აღინიშნა ცვლილებები ღვიძლის, თირკმლის და ჰემატოლოგიურ ფუნქციაში ფლუკონაზოლით მკურნალობისას, მაგრამ კლინიკური მნიშვნელობა და მკურნალობასთან კორელაცია გაურკვეველია.
ჰეპატობილიარული დარღვეები: ღვიძლის ტოქსიურობა იშვიათი ფატალური შემთხვევების ჩათვლით, ტუტე ფოსფატაზას მომატება, ბილირუბინის მომატება, ტრანსამინაზების (ასტ) და ალტ მომატება.
პედიატრიული პოპულაცია
გვერდითი ეფექტების ტიპი და სიხშირე და ლაბორატორიული ანომალიები აღწერილი ბავშვების კლინიკურ კვლევებში შედარებითია მოზრიდლებში აღნიშნულთან.
თუმცა, ფლუკონაზოლის მარკეტინგის შემდეგ აღმოჩნდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გასტროინტესტინური დარღვევები: დისპეფსია, ღებინება
ნერვული სისტემის დარღვევები: ძილიანობა, კრუნჩხვები, გემოვნების ცვლილება.
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ალოპეცია, ექსფოლიაციური კანის რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით.
სისხლის და ლიმფური სისტემა: ლეიკოპენია ნეითროპენიის და აგრანულოციტოზის ჩათვლით, თრომბოციტოპენია.
იმუნური სისტემის დარღვევები: ანაფილაქსია (ანგიოედემის, სახის შეშუპების, ქავილის, ურტიკარიის ჩათვლით).
ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, სიყვითლე.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: ჰიპერქოლესტეროლემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია.
გულის მხრივ დარღვევები: QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტორსადეს დე პოინტეს (იხ.აგრეთვე “შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას”).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდება, ან შენიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ფლუკონაზოლი ABC არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში ფლუკონაზოლის ან სხვა შემავსებლების მიმართ მომატებული მგრძნობელობით. მისი გამოყენება აგრეთვე რეკომენდებული არ არის მწვავე და ქრონიკული ღვიძლის დაავადებითა და ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. “უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას”).
ჩვეულებრივ უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს (იხ. “სპეციალური გაფრთხილებები”).
ტერფენადინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფლუკონაზოლის დიდი დოზებით ≥ 400მგ/დღეში (იხ. ურთიერთქმედებები).
ციზაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლით მკურნალობენ (იხ. ურთიერთქმედებები).
ორსულობა და ლაქტაცია
არ არსებობს ადექვატურად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ორსულ ქალებში.
ახალშობილებში, რომელთა დედებსაც აღენიშნებოდათ კოკციდიომიკოზი და მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით (400-800მგ/დღეში) ≥ 3თვის განმავლობაში, აღინიშნა მრავლობითი კონგენიტალური ანომალიები. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ მოვლენებს შორის კავშირი გაურკვეველია.
ცხოველების რეპროდუქციულ კვლევებში გამოჩნდა ნაყოფის დედის ტოქსიურობასთან დაკავშირებული დაზიანება - მხოლოდ პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, მაგრამ არ გამომჟღავნებულა, როდესაც პრეპარატი გამოიყენებოდა დოზით 5-10მგ/კგ. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა იყოს შეზღუდული და მოხდეს მხოლოდ მძიმე სოკოვანი ინფექციებისას, როდესაც ექიმის აზრით პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ საფრთხეს (იხ.უკუჩვენება). ფლუკონაზოლის დონე, რომელიც აღინიშნება დედის რძეში, პლაზმის დონის მსგავსია, აქედან გამომდინარე პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის (იხ.უკუჩვენება).
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში თერაპია შეიძლება დაიწყოს კულტურის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე. შემდგომში ანტიფუნგალური თერაპიის ადაპტირება უნდა მოხდეს შედეგების შესაბამისად.
საჭიროა იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს ამჟღავნებენ ღვიძლის ფუნქციის ანომალიებს. თუ ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს პრეპარატის გამოყენებასთან, მისი მიღება უნდა შეწყდეს.
ფლუკონაზოლი დაკავშირებულია ღვიძლის ტოქსიურობის იშვიათ შემთხვევებთან, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება იყოს ფატალური, განსაკუთრებით პაციენტებში სერიოზული მდგომარეობით.
ფლუკონაზოლთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიურობის შემთხვევაში შესაძლებელი არ იყო დოზასთან, თერაპიის ხანგრძლივობასთან პაციენტის სქესთან და ასაკთან კავშირის დადგენა; ეს ეპიზოდები ჩვეულებრივ შექცევადი იყო თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ფლუკონაზოლით თერაპიისას გამოჩნდა კანის რეაქციების იშვიათი ეპიზოდები სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ენკროლიზის ჩათვლით; შიდსით დაავადებული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან სხვადასხვა წამლების მიმართ კანის სერიოზული რეაქციების განვითარებისადმი.
თუ პაციენტს, რომელიც იღებს ფლუკონაზოლს კანის ზედაპირული სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ, განუვითარდა გამონაყარი პრეპარატის მიღების შემდეგ, ამ აგენტით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ გამონაყარი, უნდა შეჩერდეს ფლუკონაზოლით მკურნალობა ბლისტერების ან მრავალფორმული ერითემის განვითარებისას.
ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება დოზით 400მგ.დღეში ტერფენადინთან ერთად საჭიროებს მონიტორინგს (იხ. აგრეთვე ურთიერთქმედებები).
ზოგიერთი აზოლები, ფლუკონაზოლის ჩათვლით, დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. პოსტმარკეტინგული კვლევის დროს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, გამოვლინდა QT ინტერვალის გახანგრძლივების იშვიათი შემთხვევები და ტორსადეს დე პოინტეს. ეს შემთხვევები მოიცავდა მწვავედ დაავადებულ პაციენტებს მრავლობითი რისკფაქტორებით, როგორებიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტროლიტური ანომალიები და ნარკოტიკები. ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პროარითმიის პოტენციალის მქონე პაციენტებში.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ფლუკონაზოლი უმეტესად გამოიყოფა შარდით, უცვლელი სახით.
კორექცია საჭირო არ არის ერთჯერადი დოზით მკურნალობისას (ვაგინალური კანდიდოზი).
თუ განმეორებითი დოზების გამოყენება ხდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით), უნდა გამოიყენონ საწყისი დოზა 50-400მგ, შემდეგ დღიური დოზა (ჩვენების მიხედვით) უნდა შესწორდეს შემდეგი სქემის მიხედვით:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) | რეკომენდებული დოზა (%) |
---|---|
> 50 | 100% |
≤ 50 | 50% |
დიალიზზე მყოფი პაციენტები | 100% დიალიზის ყოველი პროცედურის შემდეგ |
გავლენა ტრანსპორტის მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე
ფლუკონაზოლის გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს პრეპარატი ჩვეულებრივ არ მოქმედებს პაციენტის ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად ამისა, იშვიათად, შესაძლებელია თავბრუსხვევა (იხ.გვრდითი ეფექტები). ამის გამო, პაციენტი ფრთხილად უნდა იყოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლუკონაზოლი ABC ზოგიერთი შემავსებლის შესახებ:
პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. მისი გამოყენება არ შეიძლება ლაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში.
ჭარბი დოზირება
აღწერილია ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების შემთხვევები. ერთ-ერთში (42 წლის აივ ინფიცირებული მამაკაცი), პაციენტს აღენიშნებოდა ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა 8200მგ ფლუკონაზოლის ინექციის შემდეგ. პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა, მისი მდგომარეობა მოგვარდა 48 საათში.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, საჭიროა სიმპტომური მკურნალობა (შესაბამისი მკურნალობით, აუცილებლობისას კუჭის ლავაჟით). ფლუკონაზოლი გამოიყოფა შარდში, ფორსირებული დიურეზი სავარაუდოდ გაზრდის ელიმინაციის სისწრაფეს. 3 საათიანი ჰემოდიალიზის პროცედურა პლაზმაში დონეს აქვეითებს დაახლოებით 50%-ით.
ფლუკონაზოლ ABC-ს ჭარბი დოზის შემთხვევითი მიღებისას, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიკოაგულანტები: ურთიერთქმედების კვლევისას, რომელიც მოიცავდა მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებს, ფლუკონაზოლმა გამოიწვია პროთრომბინის დროსი გახანგრძლივება (12%) ვარფარინის მიღების შემდეგ. როგორც სხვა ტრიაზოლური ანტიფუნგალური საშუალებების შემთხვევაში, აღინიშნა სისხლდენის მოვლენები (სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, გასტროინტესტინური სისხლდენა, ჰემატურია და მელენა) პროთრომბინის დროის გახანგრძლივებასთან კომბინაციაში იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ფლუკონაზოლს და ვარფარინს. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს რეკომნდებულია პროთრომბინის დროის მონიტორინგი.
აზიტრომიცინი: ღია კვლევაში, რომელიც ჩატარდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ორალურად იღებდნენ 1200მგ აზიტრომიცინს და 800მგ ფლუკონაზოლს, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ამ პრეპარატებს შორის.
ბენზოდიაზეპინები (სწრაფი ეფექტი): მიდაზოლამის და ფლუკონაზოლის ორალურად ერთდროული მიღების შემდეგ აღინიშნა მიდაზოლამის კონცენტრაციის და ფსიქომოტორული ეფექტების ზრდა. მიდაზოლამის ეფექტი უფრო ძლიერია ფლუკონაზოლის ორალურად მიღებისას, ვიდრე ინტრავენურად გამოყენებისას. თუ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ფლუკონაზოლით, საჭიროებენ ბენზოდიაზეპინებით თერაპიას, უნდა გათვალისწინებულ იქნას ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირება და ამგვარი პაციენტის ადექვატური მონიტორინგი.
სულფონილშარდოვანა: ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებისას ფლუკონაზოლმა გამოიწვია შრატში სულფონილშარდოვანას იმ პრეპარატების ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება, რომლების გამოყენებაც ხდებოდა მასთან ერთდროულად ორალურად (ქლორპროპრამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი). ფლუკონაზოლი და ორალური სულფონილშარდოვანა შეიძლება ერთდროულად გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ჰიპოგლიკემიის შესაძლებლობა. ჰიდროქლორთიაზიდი: ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს, ჰიდროქლორთიაზიდის მრავლობითი დოზების ერთდროულად მიღებამ გამოიწვია ფლუიკონაზოლის კონცენტრაციის 40%-ით მომატება პლაზმაში. ეს ეფექტი არ მოითხოვს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის კორექციას პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს; თუმცა ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ეს შესაძლებლობაც.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლის და ფენიტოინის ერთდროული გამოყენება შეიძლება იწვევდეს ფენიტოინის კლინიკურად მნიშვნელოვან დონეს. როცა ამ ორი პრეპარატის მიღება აუცილებელია, საჭიროა ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლი და ამ უკანასკნელის დოზის მოდიფიცირება, პრეპარატის თერაპიულ დონეში დასარწმუნებლად.
ორალური კონტრაცეპტივები: ორ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ორალური კონტრაცეპტივების და ფლუკონაზოლის მრავლობითი დოზების ერთად გამოყენებისას არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტები ჰორმონების დონისა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზილის 50მგ-ით, როცა ეთილენესტრადიოლის და ლევონოგესტრელის AUC პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზილის 200მგ-ით, გაიზარდა 40% და 24%-ით.
მესამე კვლევაში 300მგ ფლუკონაზოლის გამოყენებისას კვირაში ერთხელ, ეთილენესტრადიოლის და ნორეთინდრონის AUC გაიზარდა 24 და 13%-ით.
ფლუკონაზოლის მრავლობითი დოზების გამოყენება არ მოქმედებს ორალური კონტრაცეპტივებით კომბინირებულ თერაპიაზე.
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა ფლუკონაზოლის AUC –ს 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირება. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ რიფამპიცინს, უნდა გათვალისწინებულ იქნას ფლუკონაზოლის დოზის გაზრდა.
ციკლოსპორინი: ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში რომელიც ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა, გამოჩნდა, რომ ფლუკონაზოლი დოზით 200მგ/დღეში იწვევს ციკლოსპორინის კონცენტრაციის ნელ მატებას. თუმცა სხვა კვლევაში, რომელიც ჩაუტარდათ ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ პაციენტებს, მრავლობითი დოზით 100მგ/დღეში, ფლუკონაზოლმა გავლენა არ მოახდინა ციკლოსპორინის დონეზე. აქედან გამომდინარე რეკომე