Plasmon
თირკმლის ჩაი / Folia Orthosiphoni staminei

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით, 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ორტოსიფონის გლიკოზიდებს, 5-6% მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია დიურეზული მოქმედება. აღნიშნულ ეფექტს ახასიათებს ორგანიზმიდან ქლორიდების, შარდოვანასა და შარდმჟავას გამოდევნა. თირკმლის ჩაის შემადგენლობაში შემავალი გალენური პრეპარატები ავლენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას ორგანოების გლუვ კუნთებზე და ზრდიან კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება
გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია. ეფექტურია საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე ცისტიტის, ურეთრიტის, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

სად შევიძინოთ?