Plasmon
სალბის ფოთოლი / Folia salviae

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

სალბის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს (0,5-2%), მთრიმლავ ნივთიერებებს, B ჯგუფის ვიტამინებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია შემომგარსველი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: შემომგარსველი, შემკვრელი და ანტაციდური საშუალება. 
გამოიყენება ცხვირ-ხახის, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში, როგორც სავლები, საინჰალაციო საშუალება. ეფექტურია კანის ანთებითი დაავადებების, ჩირქოვანი წყლულების, ჭრილობების, მსუბუქი მოყინვისა და დამწვრობების სამკურნალოდ. სალბის ფოთოლი გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების, ბრონქიტის დროს. რეკომენდირებული როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი საშუალება. მისი მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას, ამიტომ იღებენ მას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტორულ პერიოდში. სალბის ნაყენი გამოიყენება როგორც კოსმეტიკური საშუალება ფერიმჭამელების სამკურნალოდ.

უკუჩვენება
ორსულობის პერიოდში, აგრეთვე ნეფრიტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება

სად შევიძინოთ?