შემადგენლობა
სიროფის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზა 667 მგ
პრეპარატის ათქ კოდი A06AD11
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო და პრაქტიკულად არ შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ-ნაწლავში და ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.
ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად - ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.
ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა. გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH-ის შემცირების ხარჯზე ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
- ყაბზობა: ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
- განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);
- ნაწლავური დისბაქტერიოზი;
- ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.
გამოყენების წესი და დოზირება
ფორს-აუტი მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ადგენს ექიმი. დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში არსებული დანაყოფებიანი საზომი ჭიქა.
ყაბზობის მკურნალობისას:
პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
მოზრდილებში: საწყისი დოზა - 15-45 მლ, შემანარჩუნებელი - 10-25 მლ.
ბავშვებში:
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5 მლ, შემანარჩუნებელი - 5 მლ.
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი - 5-10 მლ.
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი - 10 მლ.
როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:
ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს.
ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები):
მოზრდილებში: 10 მლ;
ბავშვებში: 7 წლიდან და ზემოთ - 10 მლ;
4-7 წელი - 5 მლ;
1-3 წელი - 3 მლ;
1 წლამდე – 1,5-3 მლ.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-50 მლ 3-4-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე, (განავლის პH მაჩვენებლით 5-5,5 სიხშირე 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გალაქტოზემია;
- ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
- ნაწლავთა გაუვალობა.
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, განსაკუთრებით ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისას.
პრეპარატი არ გამოიყენება მუცლის ტკივილისას, გულისრევისა და ღებინებისას.
დიარეის წარმოქმნისას მკურნალობას წყვეტენ. გასტროკარდიალური სინდრომისას დოზების მომატება ხდება თანდათან, მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად (ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ).
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი) საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი.
2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლი არ უნდა გამოვიყენოთ.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ფორს-აუტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ფორს-აუტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ანტაციდური პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას ამცირებენ ლაქტულოზას თერაპიულ ეფექტურობას.
ფორს-აუტი და ნაწლავში ხსნადი pH-დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის pH-ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა - დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.
გამოშვების ფორმა
250 მლ სიროფი ყვითელი ფერის მინის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გაყინოთ.
ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.