Nuk
ფოსფა-G / FOSFA-G


 

 

სუსპენზიის ერთი პაკეტი (15 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 1.5 გ ალმაგატი; 

ორალური გამოყენებისთვის
დამხმარე ნივთიერებები: 
მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სტევიონ 100-შ, სუკროზა, სორბიტოლი, გლიცერინი, სილიკონის ფისი, ქლორჰექსიდინის აცეტატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

ფოსფა-G-ის თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 20 ალუმინის ფოლგის პაკეტი, თეთრი ფერის სუსპენზიით.

რა არის ფოსფა-G და რისთვის გამოიყენება
ფოსფა-G წარმოადგენს ანტაციდურ საშუალებას. 
ფოსფა-G-ის გააჩნია ანტაციდური ეფექტი, ავლენს შემამსუბუქებელ მოქმედებას შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, გასტროდუოდენალური წყლული, მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.

რისი ცოდნაა საჭირო ფოსფა-G-ის მიღებამდე
ნუ მიიღებთ ფოსფა-G-ის, თუ გაქვთ:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; 
ალცჰაიმერის დაავადება;
ორგანიზმში სითხის შეკავება (შეშუპება); 
დაუდგენელი წარმოშობის გასტროინტესტინური ან რექტალური სისხლდება, მწვავე ბუასილი, ქრონიკული დიარეა;
ორსულთა ტოქსიკოზი. 

თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილ მდგომარეობებიდან რომელიმე, ფოსფა-G-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ფოსფა-G-ის მიღების დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე:
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის დროს;
დიეტის დროს (ფოსფორის და კალციუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღება), სისუსტე, მადის დაქვეითება, ტკივილი ძვლებში);
ხანდაზმულ ასაკში - თანხმხლები ძვლოვანი პათოლოგიების (ოსტეოპოროზი) არსებობისას;

თუ არ ხართ დარწმუნებული, რამდენად გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, პრეპარატის მიღებადე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. 

ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება. ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ სხვა დაავადებების სიმპტომატიკის წაშლა (მაგ., აპენდიციტის), ასევე გამოვლინდეს ჰიპერმაგნემია და ტოქსიკურობა ალუმინის მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აღენიშნებათ დეჰიდრატაცია ან თირკმლის უკმარისობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან იღებდით რომელიმე სხვა პრეპარატებს ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩათვლით.

ანტაციდების და ზოგიერთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება აქვეითებს მათ შეწოვას და, შესაბამისად, მათ ეფექტურობას. სხვა სამკურნალო საშუალებთან (როგორიცაა, ტეტრაციკლინები, ანტიჰისტამინური საშუალებები, საგულე გლიკოზიდები, რკინის პრეპარატები, ციპროფლოქსაცინი, ფენოტიაზინი, იზონიაზიდი, ბეტა-ადრენობლოკატორები, ინდომეტაცინი, კეტოკონაზოლი და სხვა) პრეპარატის ერთდორულად გამოყენებისას საჭიროა მიღებებს შორის 2-3 სთ ინტერვალის დაცვა.

ორსულობა 
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ნაყოფზე ზემოქმედების რისკის გამო არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით გამოყენება.
პრეპარატის ხანგრძლივად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის რეჟიმის შესარჩევად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მიუხედავად იმისა, რომ ალუმინის და მაგნიუმის მცირე რაოდენობები გადადის დედის რძეში, მათი კონცენტრაცია არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვილში გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ხანგრძლივად ან მაღალი დოზით.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. 
 
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოსფა-G-ის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, საქაროზას, რაც ფრუქტოზას წყაროა. რეკომენდებულია სიფრთხილე პაციენტებში ისეთი იშვიათი გენეტიკური დაავადებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა.

ფოსფა-G-ის მიღების წესი
გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ექიმი შეგირჩევთ დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას დაავადების, მისი სიმწვავისა და გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.
მოზრდილები: პერორალურად, 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
მძიმე ფორმის გასტრო-დუოდენალური წყლული: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში, ძილის წინ ან საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 გ-ს.
ბავშვები (10-12 წელი): ზრდასრულებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.

დოზის გაზრდა და შემცირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომების გამოვლინების შესაბამისად.

გამოყენების წესი და მიღების გზა
მიიღება პერორალურად.
მიიღება შესაძლებელია უშუალოდ პაკეტიდან ან შესაძლებელია პაკეტის შიგთავსის წინასწარ გახსნა ნახევარ ჭიქა წყალში.

განსაკუთრებული პოპულაცია:
ხანდაზმულები:
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. 

ბავშვები:
არ ინიშნება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის უკმარისობით არ არის რეკომენდებული პრეპარატის მაღალი დოზების მიღება, ხოლო პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. 

საჭირო დოზაზე მეტი ფოსფა-G-ის მიღების შემთხვევაში
საჭირო დოზაზე მეტი ფოსფა-G-ის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს.

ფოსფა-G-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ მალევე არ გიწევთ შემდეგი დოზის მიღება. 
შემდგომი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.
ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას გამოტოვებული დოზის შესავსებად.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ფოსფა-G-იმ შეიძლება გამოიწვიოს გვერ¬დითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა ან ყაბზობა.

ფოსფა-G-ის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.

 

 

 

სად შევიძინოთ?