შემადგენლობა
არყის ხის კვირტები შეიცავენ ეთერზეთებს (ბეტულენის მჟავას, ბეტულენს, ბეტულოლს და სხვა), მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ჰიპეროზიდებს, კაროტინს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავეებს.
მცენარეს გააჩნია სპაზმოლიზური, ზომიერად გამოხატული ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება. გარდა ამისა, არყის ხის კვირტები ხასიათდება ანტისეპტიკური თვისებებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება
გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და სადეზინფექციო საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობის დროს. არყის ხის კვირტების დიურეზული თვისებები განპირობებულია ფლავონოიდების შემცველობით. ეფექტურია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. მცენარე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების (ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება.
არყის ხის კვირტები ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებებისას, კერძოდ კი, სხვადასხვა ფორმის ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტურია შესაზელად ნევრალგიური ტკივილების, მიოზიტების დროს. ართრიტების და რევმატიზმების შემთხვევაში გამოიყენება კომპრესების სახით
თირკმლის უკმარისობის დროს მცენარე არ გამოიყენება, ვინაიდან მასში შემავალი ცვილისებრი ნივთიერებები აღიზიანებენ თირკმლის ქსოვილს