გემოზოლი - კოჟრის მალამო / GEMOZOL-CORN OINTMENT
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): salicylic acid
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: გემი
- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
- გამოშვების ფორმა: მალამო 10გრ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

http://gea.com.ge/branches/შემადგენლობა
10 გ
სალიცილის მჟავა . . . . . . . .5 გ
ძიძოს თვითწებადი სალბუნი . . . 5 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი მოხმარების პრეპარატს გააჩნია კერატოლიზური და კერატოპლასტიური მოქმედება.
მცენარე ძიძოს შემცველი დასაკრავი ლენტის წყალობით, რომელიც შეიცავს კუმარინს, გააჩნია დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას-კანის გარქოვანებული ფენის მოცილების უნარი.
ჩვენებები
კოჟრები და დაკოჟრვა.
მიღების წესები და დოზები
უნდა დაიორთქლოს ტერფები და საგულდაგულოდ გამშრალდეს. კოჟრზე იდება მალამოს თხელი ფენა, რომელზეც დაეკვრება ლენტი. უნდა განმეორდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი მოცილებულ იქნას კოჟრი.
გვერდითი მოვლენები
არ აღინიშნება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
კანის მწვავე ანთებითი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.