Plasmon
გლიცეროლო ზეტა / GLICEROLO ZETA


გლიცეროლო Zeta  შეიცავს აქტიური ნივთიერება გლიცერინსრომელიც მიეკუთვნება საფაღარათო საშუალებებს - მედიკამენტებსრომლებიც  ხელს უწყობენ განავლის გამოძევებას ნაწლავებიდანეს წამალი არის განკუთვნილი მოკლევადიანი მკურნალობისათვის.

მკურნალობის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ თუ შენიშნავთ გაუმჯობესებას ან სიმპტომების გაუარესებას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

 

2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია გლიცეროლო Zeta- გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ გლიცეროლო Zeta

- თუ თქვენ ხართ ალერგიული გლიცერინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ  (აღწერილი მე-6 თავში);

- უხსნელი მუცლის ტკივილი;

- თ თქვენ გაქვთ გულისრევა ან ღებინება;

- თუ თქვენ გაქვთ ნაწლავის შევიწროება (სტენოზი);

- თუ თქვენ გაქვთ უცნობი წარმოშობის  რექტალური სისხლდენა;

- თუ გაქვთ  ნაწლავების სისხლძარღვების შეშუპება (მწვავე ჰემოროიდული კრიზისიტკივილით და სისხლდენით;

- თუ გაქვთ  დეჰიდრატაცია.

 

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს გლიცეროლო Zeta- მიღებამდე;

თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ან / და არ გაქვთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა აცნობეთ  ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

საფაღარათე საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათადარაუმეტეს დღის განმავლობაშიუფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზისპრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროსთუ თქვენ განიცდით ყაბზობასრომ გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არის  ქრონიკული ხასიათის,  ასეთ დროს აუცილებელია ექიმის ჩარევარომელიც გასცემს შესაბამის დანიშნულებას და განახორციელებს თერაპიული პროცესის მონიტორინგს.  მიმართეთ თქვენს ექიმსროდესაც მოულოდნელად გეცვლებათ ნაწლავების პერისტალტიკის ჩვევა (ევაკუაციის სიხშირე), როდესაც ნაწლავების გაუვალობა გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს და როდესაც  საფაღარათო საშუალების გამოყენებამ ვერ მოგცათ ეფექტი.

მიიღეთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხერათა სითხე დაეხმაროს ნაწლავებს ფეკალური მასების დარბილებაში საფაღარათო საშუალებებთან ერთადსაფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეაწყლისმინერალების (განსაკუთრებით კალიუმისდა სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით.  მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემიარამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვ-კუნთოვანი დისფუნქციაგანსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებითშარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.საფაღარათე საშუალებების გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტური  მასტიმულირებლების ხშირმა მოხმარებამ  შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირებასაკვები ბოჭკოებით და წყლის ადექვატური რაოდენობით გამდიდრებული საკვების მიღება.

დაბალანსებულმა საკვებმარომელიც მდიდარია ბოჭკოვანი პროდუქტებითა და სითხითშეიძლება მოაგვაროს შეკრულობასთან დაკავშირებული პრობლემებიბევრი ადამიანი თვლის რომ აწუხებთ ყაბზობათუ არ აქვთ კუჭის მოქმედება ყოველდღიურადმაგრამ ეს არის მცდარი მოსაზრებაშეკრულობად მოიაზრება ის მდგომარეობათუ  განავალი არის მცირე პორციებით და მყარი ფეკალური მასებითთუ ასეთი მდგომარეობა ხშირად მეორდებაუნდა მიმართოთ ექიმს.

ბავშვები

12 წლამდე ასაკის  ბავშვებში გლიცეროლო Zeta - გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთახლო წარსულში იღებდითან აპირებთ რომ მიიღოთ სხვა მედიკამენტებისხვა მედიკამენტებთან უარყოფითი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ ხართ ორსულადვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდიმიმართეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

მიიღეთ ეს პრეპარატი მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა:

ეს პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზეთუმცა მკურნალობის პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები და სასურველია მის შესახებ გვქონდეს ინფორმაცია წინასწარ.

 

3. გლიცეროლო Zeta- გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისეროგორც ანოტაციაშია გათვალისწინებული ან მიგითითათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.

მითითებული მინიმალური დოზა საკმარისია ფეკალური მასების მარტივი გამოდევნისთვისთავდაპირველად გამოიყენება დაიწყეთ  მინიმალური დოზით.

გამოყენება მოზრდილებსა და მოზარდებში:

ზრდასრულებში და მოზარდებში რეკომენდირებულ დოზას წარმოადგენს ერთი ერთჯერადი მიკრო ოყნა 6.75მგ-იანი ან მაქსიმუმ 2 ერთჯერადი 6.75მგ-იანი მიკრო ოყნა დღეში.

მოხსენით კომტეინერს თავსახური და აუცილებლად გამოიყენეთ თავმოხდილი რადგან შეიძლება მოხდეს გაჟონვა არსებული სითხის თუ თქვენ დააწვებით გოფრირებულ მემბრანას თავსახურის მოხსნის გარეშე.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ  იგივე ხსნარი  სამკურნალო საშუალების რათა მოახდინოთ დატენიანება კონტეინერის  სანამ შეიყვანთ სწორ ნაწლავში და შემდეგ მოუჭირეთ ხელი არსებულ გოფრირებულ მემბრანასამოწიეთ კათეტერი გოფრირებული მემბრანის დაჭერითთითეული კონტეინერის გამოყენება შეიძლება ერთჯერადადპროდუქტიის გამოყენება უნდა მოხდეს მთლიანად.

საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება იშვიათადარა უმეტეს 7 დღე (იხილეთ უსაფრთხოების ზომებისითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტს.

გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში 6 დან 11 წლამდე დასაშვებია ერთი კონტეინერი გლიცეროლო ZETA 4.5 გრ.  საჭიროების დროს მაქსიმუმ  2 კონტეინერი ერთჯერადი გამოყენებით დღეში.

ბავშვები 2 დან 6 წლამდე რეკომენდირებულია გლიცეროლო ZETA 2.25 გრ ერთი კონტეინერისაჭიროების დროს მაქსიმუმ 2 კონტეინერი ერთჯერადი გამოყენებით დღეში.

გლიცეროლო ZETA -  დოზის გადაჭარბება:

თუ პრეპარატი გამოიყენება ჭარბი დოზით  ან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეარამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის მინერალების (განსაკუთრებით კალიუმისდა სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვასითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს (იხილეთ სიფრთხილის ზომები).

ელექტროლიტების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებითწყურვილიღებინებასისუსტეშეშუპებაძვლების ტკივილი (ოსტეომალაციადა  ჰიპოალბუმინურია.

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს  ან უახლოეს საავამყოფოს.

თუ გააქვთ კითხვები  გლიცეროლო ZETA- გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

როგორც ყველა პრეპარატმა გლიცეროლო ZETA- შეიძლება  გამოიწვიოს  გვერდითი ეფექტებითუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თქვენ შეიძლება გამოგივლინდეთ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

არ არსებობს  მონაცემები (არასაკმარისი მონაცემების გამო სიხშირე ვერ დგინდება).

-        ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკი და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკარგვითუფრო ხშირად მწვავე ყაბზობა.

-        სწორი ნაწლავის გაღიზიანება.

გვერდითი მოვლენები:

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი მოვლენები რომელიც ინსტრუქციაში არ არის მითითებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტსთქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებ გვერდით: www.agenziafarmaco.gov.it/it/responsabili რომელიც წარმოადგენს ეროვნულ სისტემას გვერდითი მოვლენების შესახებ.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი მონაცემების არსებობას.

5. გლიცეროლო Zeta- შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგვარგისიანობის ვადათ განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში   მზის სხივებისგან დაცვის მიზნით.

არ გადააგდოთ მედიკამენტი გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავშიკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტებიეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

 რას შეიცავს გლიცეროლო ZETA

გლიცეროლო ZETA  რექტალური ხსნარი ახალშობილთათვის 2,25 გრ.

აქტიური ნივთიერება არის გლიცერინიყოველი ერთჯერადი დოზა შეიცავსგლიცერინს  2.25გრ.

დამხმარე ნივთიერებებიაგვირილის თხევადი ექსტრაქტიბალბის თხევადი ექსტრაქტისახამებელი და გამოხდილი წყალი.

გლიცეროლო ZETA  რექტალური ხსნარი ბავშვებისთვის 4,5 გრ.

აქტიური ნივთიერება არის გლიცერინიყოველი ერთჯერადი დოზა შეიცავსგლიცერინს  4.5გრ.

დამხმარე ნივთიერებებიაგვირილის თხევადი ექსტაქტიბალბის თხევადი ექსტრაქტისახამებელი და გამოხდილი წყალი.

გლიცეროლო ZETA  რექტალური ხსნარი ზრდასრულთათვის 6,75 გრ.

აქტიური ნივთიერება არის გლიცერინიყოველი ერთჯერადი დოზა შეიცავსგლიცერინს  6.75გრ.

დამხმარე ნივთიერებებიაგვირილის თხევადი ექსტრაქტიბალბის თხევადი ექსტრაქტისახამებელი და გამოხდილი წყალი.

ფარმაცევტული ფორმა  და  შემცველობა:

გლიცეროლო ZETA  რექტალური ხსნარი ახალშობილთათვის 2,25 გრკოლოფში 6 ერთჯერადი მიკრო ოყნა  გვირილით და ბალბით.

გლიცეროლო ZETA  რექტალური ხსნარი ბავშვებისთვის 4,5 გრკოლოფში 6 ერთჯერადი მიკრო ოყნა  გვირილით და ბალბით.

გლიცეროლო ZETA  რექტალური ხსნარი ზრდასრულთათვის 6,75 გრკოლოფში 6 ერთჯერადი მიკრო ოყნა  გვირილით და ბალბით.

სად შევიძინოთ?