გლიცეროლი გვირილა და ბალბა ნოვა / GLYCEROL CHAMOMILE and MALLOW NOVA ARGENTIA
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): glycerol
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Farve S.r.l.
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 3გ რექტალური ხსნარი, მიკროოყნა №6
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
გლიცეროლ ფარმა 30, რექტალური ხსნარი (გვირილას და ბალბასთან ერთად). ყოველი ერთჯერადი დოზის კონტეინერი შეიცავს:
შეფუთვა | ბავშვები | მოზრდილები |
---|---|---|
აქტიური ინგრედიენტი: გლიცეროლი | გ 2.25 | გ 6.57 |
შემავსებლები: გვირილას ექსტრაქტი. თხევადი ბალბას ექსტრაქტი თხევადი ხორბლის სახამებელი გამოხდილი წყალი | q.s –g 3.00 | q.s –g 9.00 |
ფარმაცევტული ფორმა და შინაარსი
რექტალური ხსნარი.
ჩვენებები
შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა
მიღების წესები და დოზები
სწორი დოზაა - მინიმალური საკმარისი, ადვილი დეფეკაციისთვის.
თავიდან უნდა გამოიყენოთ დაბალი დოზები
. მოზრდილები და თინეიჯერები (12-18 წელი). 1 მოზრდილთა 6.75გ ერთჯერადი დოზა მაქსიმუმ 1-2 დოზა დღეში.
ბავშვები (6-11 წლის) - მონაცემები არ არის.
2-6 წლის ბავშვები. 1 კონტეინერი 2.25გ ერთჯერადი დოზა ახალშობილებში - მაქსიმუმ დღეში 1-2 დოზა.
ინსტრუქცია გამოყენებისთვის.
მოხსენით თავსახური ერთჯერადი დოზის კონტეინერს აიცილეთ თავიდან მისი გატეხვა.
სწორ ნაწლავში შეყვანამდე შეიძლება სასარგებლო იყოს ტუბის დასველება იგივე ხსნარით. დააჭირეთ ბალონს. მოაშორეთ კანულა ბალონზე დაჭერით.
ყოველი კონტეინერი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ერთჯერადი მიღებისთვის. ნარჩენი პრეპარატი უნდა განადგურდეს.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
საფაღარათოები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღე (იხ. უსაფრთხოების ზომები). სითხით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტებს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლ ფარმა 30-მა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია გლიცეროლის გვერდიტი ეფექტები. არსებობს არასრული მონაცემები ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის.
კლასობრივი სისტემური გვერდითი ეფექტები
კრამპები და ტკივილი ან გასტროინტესტინური დაავადება გამოყოფს აბდომინურ ტკივილს და დიარეას, სითხის და ელექტროლიტების დაკრგვით, უფრო ხშირად მწვვე ყაბზობის შემთხვევაში და რექტალურ გაღიზიანებას.
ბროშურაში მითითებული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ბროშურაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ;
- მწვავე ან აუხსნელი აბდომინური ტკივილი
- გულისრევა და ღებინება
- ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება
- სწორი ნაწლავიდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა
- მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით
- დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
საფაღარათო საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებს ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ.
ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით. მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, დიურეტიკებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
ყაბზობობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვების გამოსწორება, დიეტის გამდიდრება უჯრედისით დ წყლის საკმაო რაოდენობით.
სასაქმებლების გამოყენებისას, დღეში უნდა დალიონ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე განავლის გამოყოფის გასამარტივებლად.
ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის და ძუძუთი კვებს პერიოდში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა აშკარაა დაბრკოლებები ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს. ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის მეთვალყურეობით.
განსაკუთრებული მითითებები
მიმართეთ ექიმს, როდესაც საფაღარათოს საჭიროება განპირობებულია ნაწლავის ადრეული ფუნქციის უეცარი ცვლილებით (ნაწლავის მოძრაობის სიხშირე და ხასიათი) რომელიც გრძელდება 2 კვირა ან უფრო დიდხანს, ან როდესაც საფაღარათოს გამოყენება არ იძლევა ეფექტს.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღებმდე ექიმთან კონსულტაცია ასევე უნდა გაიარონ ხანდაზმულმა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებმა.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ სასურველია მედიკამენტის მიმართ რეაქციის ცოდნა ამ მოქმედებებამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ არ არსებობს მნიშვნელოვანი შენიშვნები ამ მედიკამენტის შემავსებელი ნივთიერებების ხასიათის შესახებ.
ცნობები ჯანმრთელობის შესახებ
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში წყლით და უჯრედისით მდიდარმა დიეტამ (ქატო, ბოსტნეული და ხილი) შეიძლება გადაწყვიტოს ყაბზობის პრობლემა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაბზობა აწუხებთ თუ დეფეკაცია არ ხდება ყოველდღე. ეს ცრუ შეხედულებაა, რადგან ეს სიტუაცია ნორმალურია ბევრი პირისთვის.
გასათვალისწინებელია, რომ ყაბზობას ადგილი აქვს თუ დეფეკაცია მცირდება პიროვნების ჩვევისთვის და დაკავშირებულია მყარ განავალთან.
თუ გაქვთ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულმა დოზამ (საფაღარათოს ბოროტად გამოყენება: სიხშირის ან დოზის გადაჭარბება) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მუდმივი დიარეა წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა ნუტრიენტების დაკარგვით. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს.
ელექტოლირების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია.
მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია დეჰიდრატაციის და ჰიპოკალიემიის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, დიურეტიკებიტ და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე. სასაქმებლების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ გლიცეროლ ფარმა 30 ჭარბი დოზირება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გაქვთ კითხვები გლიცეროლ ფარმა 30 რექტალური ხსნარის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გასაცემი საშუალებების ჩათვლით.
სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ცნობილია, რომ საფაღარათოებმა შეიძლება შეამციროს ორალურად მიღებული მედიკამენტების ნაწლავში დაყოვნების დრო. ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, რომ მედიკამენტის ორალურად მიღების შემდეგ საფაღარათო საშუალების მიღებამდე მოიცადოთ მინიმუმ 2 საათი.
შენახვის პირობები და ვადები
დედლაინი: ვარგისობის ვადა მითითებული შეფუთვაზე.
ვარგისობის ვადა ეხება გაუხსნელ, შესაბამისად შენახულ პროდუქტს.
სიფრთხილე: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 30oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სითბოს პირდაპირი წყაროსგან დასაცავად.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰითხეთ თქვენ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.