გრასალვა / GRASALVA
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): filgrastim
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ჰემოპოეზის მასტიმულირებელი საშუალებები → ლეიკოპოეზის მასტიმულირებელი პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: ტევა
- მწარმოებელი ქვეყანა: უკრაინა
- გამოშვების ფორმა: ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 48 მლნ სე/0.8 მლ., ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 30 მლნ სე/მლ
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
გრასალვა 30 მლნ სე/მლ: 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლნ სე (300 მკგ) ფილგასტრიმს.
გრასალვა 48 მლნ სე/0,8 მლ: 0,8 მლ ხსნარი შეიცავს 48 მლნ სე (480 მკგ) ფილგასტრიმს.
დამხმარე ნივთიერებები: ძმარმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბიტოლი, პოლისორბატი
80, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
წამლის ფორმა:
ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 30 მლნ სე/მლ,
ხსნარი შიგნით მისაღებად და კანქვეშა ინექციისთვის 48 მლნ სე/0,8 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ფილგასტრიმი, ადამიანის რეკომბინირებული გრანულოციტების კალონიების მასტიმულირებელი ფაქტორი. (გ-კმფ). ფილგასტრიმს გააჩნია ისეთივე ბიოლოგიური აქტივობა, როგორიც ადამიანის ენდოგენურ გ-კმფ-ს და ამ უკანასკნელისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ წარმოადგენს არაგლიკოზილირებულ ცილას და N- ბოლოში გააჩნია დამატებითი მეთიონინი. ფილგასტრიმი, რომელიც მიღებულია რეკომბინირებული დნმ-ს ტექნოლოგიით, გამოიყოფა ბაქტერია Escherichia coli- ს უჯრედებიდან, რომელთა გენეტიკურ აპარატშიც შეყვანილია გ-კმფ-ს ცილის მაკოდირებელი გენი.
ადამიანის გრანულოციტების კოლონიების მასტიმულირებელი ფაქტორი (გ-კმფ) – წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ფუნქციურად აქტიური ნეიტროფილების წარმოქმნას და მათ გადმოსვლას ძვლის ტვინიდან სისხლში. ფილგრასტიმი, რომელსაც გააჩნია გ-კმფ-ს თვისებები, შეყვანიდან პირველივე 24 საათში მნიშვნელოვნად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში და აგრეთვე მცირედით ზრდის მონოციტების რაოდენობას. მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე ზოგიერთ პაციენტში ფილგრასტიმმა შესაძლებელია გამოიწვიოს მოცირკულირე ეოზინოფილების და ბაზოფილების რაოდენობის უმნიშვნელო მომატება შედარებით საწყის მაჩვენებლებთან, თუმცა აღნიშნული პაციენტების ნაწილში ეოზინოფილია და ბაზოფილია შესაძლებელია გამოვლინდეს პრეპარატის მიღებამდეც.
ფილგასტრიმის რეკომენდირებული დოზის მიღებებს შორის ინტერვალში გამოვლინდა ნეიტროფილების რაოდენობის დოზა-დამოკიდებული მომატება, რის დროსაც აღნიშნული უჯრედების ქემოტაქსიური და ფაგოციტური აქტივობა ნორმალურია ან მომატებულია. მკურნალობის დასრულების შემდეგ ნეიტროფილების რაოდენობა პერიფერიულ სისხლში ქვეითდება 50%-მდე 1-2 დღის განმავლობაში და უბრუნდება ნორმალურ დონეს შემდეგი 1-7 დღის განმავლობაში.
ფილგრასტრიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ჩატარების შეემდეგ. ფილგრასტიმი მნიშვნელოვნად ამცირებს ფებრილური ნეიტროპენიის, ანტიბიოტიკოთერაპიის და ჰისპიტალიზაციის ხანგრძლივობას როგორც მწვავე მიელოლეიკოზის დროს ჩატარებული ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ, ასევე მიელობლასტური მკურნალობის შემდეგ (ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით), თუმცა არ ახდენს ზეგავლენას ცხელების სიხშირეზე და ინფექციურ გართულებებზე და არ ამცირებს ცხელების ხანგრძლივობას პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მიელობლასტური მკურნალობა შემდგომი ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით.
ფილგრასტიმის მონოთერაპია ისევე, როგორც ქიმიოთერაპიის შემდეგ იწვევს პერიფერიულ სისხლში ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადასვლას. სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (პსღუ) აუტოლოგიური ან ალოგენური ტრანსპლანტაცია შესაძლებელია ჩატარდეს მაღალდოზიანი ციტოსტატიური მკურნალობის შემდეგ ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან ერთად ან ტრანსპლანტაციის დამატებითი მკურნალობის სახით. პსღუ-ს ტრანსპლანტაცია აჩქარებს სისხლმბადი ფუნქციის აღდგენას, აგრეთვე ამცირებს ჰემორაგიული გართულებების რისკს და ტრომბოციტური მასის გადასხმის საჭიროებას.
ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან შედარებით ფილგრასტიმის გამოყენება მობილიზირებული ალოგენური პსღუ-ს რეციპიენტებში იწვევს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების უფრო სწრაფ დარეგულირებას. ნორმას უბრუნდება თრომბოციტების რაოდენობა და აღარ არის საჭირო თრომბოციტოპენიის კონტროლი. ჯანმრთელ დონორებში ფილგრასტიმის 10 მკგ/კგ სხეულის წონა/ დღეღამეში შეყვანა კანქვეშ ყოველდღიურად 4-5 დღის განმავლობაში ჩვეულებრივ ქმნის პირობებს, რომ 2 ლეიკოფერეზის ჩატარების შემდეგ მიიღოს პსღუ-ს რაოდენობა, რაც ტოლია ან მეტია 4 x 106 CD 34+-უჯრედები/კგ რეციპიენტის სხეულის წონისა.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის მქონე ბავშვებში და მოზრდილებში (თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური) ფილგასტრიმი სტაბილურად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში, ამცირებს ინფექციების სიხშირეს და მათთან დაკავშირებულ გართულებებს.
შიდსის მქონე პაციენტებში ფილგასტრიმის დანიშვნა ხელს უწყობს ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს ანტრივირუსულ და/ან მიელოსუპრესიული თერაპიის გეგმაზომიერ განხორციელებას. ფილგასტრიმის მკურნალობის დროს არ გამოვლენილა შიდსის რეპლიკაციის მომატების შემთხვევები.
სხვა ჰემატოპოეზური ზრდის ფაქტორების მსგავსად ფილგრასტიმი in vitro ასტიმულირებს ადამიანის ენდოთელური უჯრედების პროლიფერაციას.
ფარმაკოკინეტიკა
როგორც ინტრავენური, ასევე კანქვეშა ინექციის შემდეგ ფილგასტრიმის ელიმინაცია მიმდინარეობს I რიგის კინეტიკის შესაბამისად. სისხლის პლაზმიდან ფილგრასტიმის ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 3,5 სთ-ს, ხოლო კლირენსი ტოლია 0,6 მლ/წთ/კგ. ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის შემდეგ ფილგრასტიმის ხანგრძლივი, 28 დღემდე გამოყენებისას არ გამოვლენილა კუმულაცია და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა.
ფილგასტრიმის ინტრავენური და კანქვეშა ინექციის შემდეგ ვლინდება დადებითი ხაზოვანი დამოკიდებულება დოზასა და სისხლის შრატის კონცენტრაციას შორის. კანქვეშ ფილგასტრიმის თერაპიული დოზების შეყვანის შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში აჭარბებს 10 ნგ/მლ-ს 6-8 სთ-ს განმავლობაში. გადანაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 150 მლ/კგ.
ჩვენებები
გრასალვა ინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით:
- ნეიტროპენიის ხანგრძლივობის და ფებრილური ნეიტროპენიის ეპიზოდების სიხშირის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო (გამონაკლისს წარმოადგენს მიელოლეიკოზი და მიელოდისპლაზიური სინდრომი).
- ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა, რის შემდეგაც დაგეგმილია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩატარება.
- სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია
- ხანგრძლივი მკურნალობის სახით ინიშნება ნეიტროფილების რაოდენობის მოსამატებლად და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად პატარა და მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე, ქრონიკული, თანდაყოლილი, პერიოდული ან იდიოპათური ნეიტროპენია (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 0,5 ხ 109/ლ) და ანამნეზში აღენიშნებათ მძიმე ან მორეციდივე ინფექციები.
- ბაქტერიული ინფექციების რისკის შემცირება მდგრადი ნეიტროპენიის დროს (ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 1,0 ხ 109/ლ) შიდსის შორს წასული სტადიის მქონე პაციენტებში, როცა სხვა მკურნალობა არაეფექტურია ნეიტროფილების რაოდენობის გასაკონტროლებლად.
- ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციის მიზნით.
მიღების წესები და დოზები
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ავთვისებიანი დაავადების გამო:
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 0,5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ სხეულის წონა 1-ჯერ დღეში. პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან არა უადრეს 24 საათის შემდეგ. გრასალვას შეყვანა შესაძლებელია ყოველდღიურად კანქვეშა ინექციების სახით ან ყოველდღიურად ხანმოკლე (30 წუთიანი) ინტრავენური ინფუზიის სახით განზავებული 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. `მიღების წესი~). სასურველია პრეპარატის შეყვანა კანქვეშა ინექციის გზით. ინტრავენური ინფუზიისას ფილგასტრიმის მოქმედების ვადა შესაძლებელია შემცირდეს.
გრასალვა შეჰყავთ ყოველდღიურად მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღვარს და არ მიაღწევს ნორმალური მაჩვენებლების დიაპაზონს. თუ ციტოტოქსიური ქიმიოთერაპია ტარდება მყარი სიმსივნეების, ლიმფომების და ლიმფოლეიკოზის გამო, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური მკურნალობის ჩატარების შემდეგ გრასალვას მიღება შესაძლებელია გახანგრზლივდეს 38 დღემდე. გრასალვას მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩატარებული ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის ტიპზე, დოზაზე და სქემაზე. ნეიტროფილების რაოდენობის გარდამავალი მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება ფილგასტრიმის მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკურნალობა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელი მინიმუმის ზღვარს ან არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებელს. არ არის რეკომენდირებული მკურნალობის შეწყვეტა მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღვარს.
პაციენტები, რომელთაც უტარდებათ მიელოაბლაციური მკურნალობა ძვლის ტვინის შემდგომი ტრანსპლანტაციით
საწყისი დოზა შეადგენს 1 მლნ. სე (10 მკგ)/ კგ სხეულის წონა დღეღამეში, ინიშნება 30 წუთიანი ან უწყვეტი 24 საათიანი ინტრავენური ინფუზიის ან უწყვეტი 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის სახით. ი/ვ და კანქვეშა ინფუზიის შემთხვევაში გრასალვა უნდა განზავდეს 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. `მიღების წესი~).
გრასალვას პირველი დოზა შეჰყავთ ქიმიოთერაპიის დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის შემდეგ ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციიდან არაუგვიანეს 24 საათის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც გაივლის ნეიტროფილების რაოდენობის მაქსიმალური დაქვეითების მომენტი, მაშინ სადღეღამისო დოზა უნდა დარეგულირდეს გამომდინარე ნეიტროფილების რაოდენობის დინამიკიდან:
ნეიტროფილების რაოდენობა | ფილგასტრიმის დოზა |
---|---|
1,0ხ109/ლ-ზე მეტი ზედიზედ 3 დღის განამვლობაში | ამცირებენ 0,5 მლნ სე-მდე (5 მკგ)/კგ/დღეღამეში |
1,0ხ109/ლ-ზე მეტი ზედიზედ 3 დღის განამვლობაში | ფილგასტრიმის მიღება წყდება |
თუ მკურნალობის დროს ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა მცირდება 1,0ხ109/ლ-მდე, ასეთ შემთხვევაში პრეპარატის დოზა ხელახლა უნდა გაიზარდოს ზემოაღნიშნული სქემის შესაბამისად. |
სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ან მიელოაბლაციური მკურნალობა სპღუ-ს შემდგომი აუტოლოგიური ტრანსფუზიით
სპღუ-ს მობილიზაციისთვის, რომელიც ტარდება მონოთერაპიის სახით, შეჰყავთ 1 მლნ. სე (10 მკგ)/კგ დღეღამეში 24 საათიანი უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის ან ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ზედიზედ 5-7 დღის განმავლობაში. ინფუზიის წინ გრასალვას აზავებენ 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში (იხ. `მიღების წესი~). ჩვეულებრივ საკმარისია ერთი ან ორი ლეიკოფერეზის ჩატარება მე-5 ან მე-6 დღეს. დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარების შემთხვევაში საჭიროა გრასალვას იგივე დოზების მიღება ლეიკოფერეზის დასრულებამდე. მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიის შემდეგ სპღუ-ს მობილიზაციისთვის ინიშნება 0,5 მლნ სე (5 მკგ)/ კგ დღეღამეში კანქვეშა ინექციის სახით, ქიმიოთერაპიის დასრულების პირველივე დღიდან და მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმალურ ზღურბლს და არ მიაღწევს ნორმალურ მაჩვენებლებს. ლეიკოფერეზი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა ნეიტროფილების რაოდენობა მოიმატებს < 0,5 x 109/ ლ-დან > 5,0 x 109/ლ-მდე. თუ პაციენტს არ ჩატარებია ინტენსიური ქიმიოთერაპია, ასეთ შემთხვევაში საკმარისი იქნება ერთი ლეიკოფერეზის გაკეთება. ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდირებულია დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარება.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის (მქნ) მქონე პაციენტები
თანდაყოლილი ნეიტროპენიის დროს გრასალვას საწყისი დოზა შეადგენს 1,2 მლნ. სე (12 მკგ)/კგ დღეღამეში ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. იდიოპათიური ან პერიოდული ნეიტროპენიის დროს საწყისი დოზა შეადგენს 0,5 მლნ. სე (5 მკგ)/კგ/დღეღამეში, ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე.
დოზის კორექცია: გრასალვა შეჰყავთ ყოველდღიურად მანამდე, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა სტაბილურად არ გადააჭარბებს 1,5 x 109/ ლ-ს. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ საჭიროა განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა ნეიტროფილების აღნიშნული რაოდენობის შესანარჩუნებლად. ნეიტროფილების საჭირო რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა პრეპარატის ხანგრძლივად და ყოველდღიურად გამოყენება. 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ საწყისი დოზა შესაძლებელია გაორმაგდეს ან განახევრდეს გამომდინარე მკურნალობის ეფექტიდან. შედეგად ყოველ 1-2 კვირაში უნდა ჩატარდეს დოზის ინდივიდუალური კორექცია, რათა შენარჩუნდეს ნეიტროფილების რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი 1,5x 109/ლ-დან 10 x 109/ ლ-მდე დიაპაზონში. მძიმე ინფექციების მქონე პაციენტებში დასაშვებია დოზის უფრო სწრაფი მომატება. მქნ-ს მქონე პაციენტებში დღეღამეში 2,4 მლნ. სე-ზე მეტი (24 მკგ)/კგ დოზის ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
შიდსით დაავადებული პაციენტები
ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენა
საწყისი დოზა შეადგენს 0.1 მლნ. სე (1 მკგ)/ კგ დღეღამეში ყოველდღე, ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით, თუმცა დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმამდე, რაც შეადგენს 0,4 მლნ. სე (4 მკგ)/კგ/დღეღამეში – სანამ არ დარეგულირდება ნეიტროფილების რაოდენობა (2,0 x 109/ ლ-ზე მეტი).
ნეიტროფილების ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება:
ნეიტროფილების რაოდენობის დარეგულირების შემდეგ უნდა შეირჩეს მინიმალური ეფექტური დოზა აღნიშნული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია დაიწყოს 30 მლნ. სე (300 მკგ)(სხეულის წონისგან დამოუკიდებლად) შეყვანა კანქვეშ დღეგამოშვებით. აუცილებელია ნეიტროფილების რაოდენობა იყოს 2,0 x 109/ ლ-ზე მეტი, ამიტომ შემდგომში ნეიტროფილების რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის ინდივიდუალური კორექია. ჩვეულებრივ აღნიშნული დოზის შეყვანა შესაძლებელია კვირაში 3-ჯერ. ზოგჯერ > 2,0 x 109/ ლ-ის ფარგლებში ნეიტროფილების რაოდენობის შესანარჩუნებლად საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაცია ჯანმრთელ დონორებში სპღუ-ს ალოგენური ტრანსპლანტაციისთვის
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 მლნ. სე (10 მკგ)/კგ დღეღამეში 24 საათიანი კანქვეშა ინფუზიის (იხ. `მიღების წესი~) ან კანქვეშა ინექციის სახით 1-ჯერ დღეღამეში ზედიზედ 4-5 დღის განმავლობაში. ლეიკოფერეზი ტარდება მე-5, ან საჭიროების, შემთხვევაში მე-6 დღიდან, რათა მიიღონ 4 x 106CD34+ უჯრედი/კგ პაციენტის სხეულის წონა.
16 წლამდე ბავშვებში და 60 წელზე უფროს დონორებში ფილგასტრიმის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არ მოიპოვება.
განსაკუთრებული მითითება დოზირების შესახებ
ბავშვები: სპღუ-ს და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პედიატრიულ პაციენტებში გრასალვა გამოიყენება ისეთივე დოზებით, როგორც მოზრდილებში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ციტოტოქსიური მკურნალობა. განსაკუთრებული მითითება დოზირების შესახებ
ხანდაზმულები: იმის გამო, რომ არ ჩატარებულა საკმარისი გამოკვლევები, ხანდაზმულებში დოზირების სპეციალური რეკომენდაციები არ არის მოწოდებული
მიღების წესი:
გრასალვას ანზავებენ მხოლოდ 5% გლუკოზის ხსნარში (დექსტროზა), დაუშვებელია მისი განზავება 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
განზავების შემდეგ პრეპარატი შესაძლებელია ადსორბირდეს მინის ან პლასტმასის მიერ.
თუ განზავებისას გრასალვას კონცენტრაცია ნაკლებია 1,5 მლნ. სე-ზე (15 მკგ) 1 მლ-ში, ასეთ შემთხვევაში ადსორბციის თავიდან ასაცილებლად პრეპარატს უნდა დაემატოს იმ რაოდენობის ადამიანის შრატის ალბუმინი, რომ ალბუმინის საბოლოო კონცენტრაციამ შეადგინოს 2 მგ/მლ. მაგალითად იმისთვის, რომ გრასალვას 30 მლნ. სე-ზე (300 მკგ) ნაკლები საერთო დოზის განზავებისას საბოლოოდ მივიღოთ 20 მლ ხსნარი, ამისთვის საჭიროა 0,2 მლ 20% ალბუმინის ხსნარის დამატება. განზავებისას გრასალვას კონცენტრაცია არ უნდა იყოს 0,2 მლნ. სე (2 მკგ)/მლ-ზე ნაკლები.
5% გლუკოზის ხსნარში ან ალბუმინისა და 5% გლუკოზის კომბინირებულ ხსნარში განზავებული გრასალვა შეთავსებადია როგორც მინასთან და ზოგიერთ პლასტმასთან, ასევე პოლივინილქლორიდთან (პვც), პოლიოლეფინთან (პოლიპროპილენის და პოლიეთილენის კოპოლიმერი) და პოლიპროპილენთან.
გრასალვას განზავებული ხსნარის შენახვა დასაშვებია 2-8°ჩ ტემპერატურაზე არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.
გამოყენების შემდეგ შპრიცი და მასში არსებული დარჩენილი სითხე უნდა განადგურდეს. სურათზე მოცემულია გრასალვას კანქვეშა ინექციის ყველაზე სასურველი ადგილები. სასურველია პრეპარატის შეყვანა ყოველდღიურად და ერთიდაიგივე დროს. ტკივილის თავიდან ასაცილებლად ყველაზე უკეთესია ინექციის ადგილების ცვლა
გვერდითი მოვლენები
ონკოლოგიური პაციენტები
ფილგრასტიმის რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას ხშირად ვლინდება ძვლების და კუნთების ტკივილი. როგორც წესი იგი სუსტად ან ზომირად არის გამოხატული (10%), თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია იყოს საკმაოდ მძიმე (3%) და უმეტეს შემთხვევებში მცირდება ანალგეტიკების მიღების საშუალებით. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება შარდვის დარღვევა (ძირითად მსუბუქი ან ზომიერი დიზურია).
რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიღებისას ფილგრასტიმი არ ზრდიდა გვერდითი მოვლენების სიხშირეს. გვერდითი ეფექტები ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც ფილგასტრიმი/ქიმიოთერაპიის ასევე პლაცებო/ქიმიოთერაპიის დროსაც. ასეთი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ალოპეცია, დიარეა, მოდუნება, საერთო სისუსტე, ანორექსია, ლორწოვანი გარსების ანთება, თავის ტკივილი, ხველა, გამონაყარი, ტკივილი მკერდის უკან, ყელის ტკივილი, ყაბზობა და არასპეციფიური ტკივილი (დიაგნოზის მითითების გარეშე).
ფილგასტრიმის რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას გამოვლინდა ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატის შარდმჟავას და გამა-გლუტამილტრანსფერაზას კონცენტრაციის შექცევადი, დოზა-დამოკიდეული და სუსტად ან ზომიერად გამოხატული მომატება პაციენტთა 50%, 35%, 25% და 10%-ში შესაბამისად.
იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის გარდამავალი დაქვეითება, რაც არ საჭიროებს მკურნალობას.
ზოგჯერ ქიმიოთერაპიის მაღალი დოზების მიღებისას, რასაც შემდგომში მოჰყვებოდა ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, გამოვლინდა სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მაგალითად ვენო-ოკლუზიური დაავადებები და წყლის მიმოცლის დარღვევა. აღნიშნული მოვლენების განვითარებასა და ფილგრასტიმის მიღებას შორის კავშირი დადგენილი არ არის. იშვიათ შემთხვევებში ფილგასტრიმის მიღებისას გამოვლინდა გამონაყარი, რომლის მექანიზმიც უცნობია.
აგრეთვე გამოვლინდა სვიტის სინდრომის შემთხვევები (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი). აღნიშნულ მოვლენებს და ფილგასტრიმის მიღებას შორის კავშირი არ არის დადგენილი, რადგან პაციენტთა უმეტესი ნაწილი იყო ლეიკოზით დაავადებული ადამიანები, ხოლო ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სვიტის სინდრომის განვითარება.
ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა რევმატიული ართრიტის გამწვავება.
ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ფილტვის ინფილტრატის განვითარება, რაც იწვევდა ფილტვის უკმარისობას ან დიდების რესპირატორულ დისტრესს სინდრომს. აღნიშნულმა მოვლენებმა საბოლოოდ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.
აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ალერგიული ტიპის რეაქციებზე, ამათგან დაახლოებით ნახევარი გამოვლინდა პირველი დოზის შეყვანისას. ასეთი რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. ზოგჯერ მკურნალობის განახლებას თან ახლდა სიმპტომების რეციდივი.
მქნ-ს მქონე პაციენტები:
ფილგრასტიმტან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ძვლების ტკივილი, რაც ზოგჯერ კომბინირებულია კუნთების ტკივილთან ერთად.
სხვა გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ელენთის გადიდება (რაც შესაძლებელია პროგრესირდეს პაციენტთა მცირე რაოდენობაში) და აგრეთვე თრომბოციტოპენა.
აღწერილია, რომ ფილგრასტიმის მკურნალობის დაწყებიდან ცოტა ხანში პაციენტთა 10% განუვითარდა თავის ტკივილი და დიარეა. მკურნალობის შემდეგ ასეთივე სიხშირით გამოვლინდა ანემია და ცხვირიდან სისხლდენა. გამოვლინდა შრატის შარდმჟავას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო მომატება, ხოლო სისხლში მოსალოდნელია გლუკოზის დონის გარდამავალი დაქვეითება ჭამის შემდეგ.
ფილგრასტიმის მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რაც ვლინდება მქნ-ს მქონე პაციენტთა 2%-ში არის ადგილობრივი რეაქციები, თავის ტკივილი, ღვიძლის გადიდება, სახსრების ტკივილი, ალოპეცია, ოსტეოპოროზი და გამონაყარი. მქნ-ს მქონე პაციენტთა 2%-ში გამოვლინდა კანის ვასკულიტი, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში პროტეინურია და ჰემატურია.
მქნ-ს მქონე პაციენტებში აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე მცირდება დროსთან ერთად.
შიდსით ინფიცირებულები:
კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ სავარაუდოთ ფილგრასტიმთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კუნთების და ძვლების ტკივილი, რაც როგორც წესი არის სუსტად ან ზომიერად გამოხატული. სიმპტომები ისეთივე სიხშირით ვლინდება, როგორც ონკოლოგიურ პაციენტებში.
3%-ზე უფრო ნაკლებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფილგასტრიმით, გამოვლინდა ელენთის მცირე ან ზომიერი გადიდება, რაც ჩვეულებრივ ხასიათდებოდა კეთილსაიმედო კლინიკური მიმდინარებით; ჰიპერსპლენიზმი და სპლენექტომია არ გამოვლენილა არც ერთ შემთხვევაში. ჩვეულებრივ შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს გადიდებული აქვთ ელენთა, თუმცა კავშირი აღნიშნულ მოვლენას და ფილგრასტიმის მიღებას შორის გარკვეული არ არის.
ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაციისას
სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) ჯანმრთელ დონორებში ფილგასტრიმის მიღებისას ყველაზე ხშირად ვითარდებოდა სუსტად ან ზომიერად გამოხატული ძვლების და კუნთების ტკივილი. დონორთა 41%-ში გამოვლინდა ლეიკოციტოზი ( > 50x 109/ ლ), ხოლო 35%-ში კი – ფილგასტრიმის და ლეიკოფერეზის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა გარდამავალი თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა < 100 x 109/ ლ).
ცალკეულ შემთხვევებში დონორებს გამოუვლინდათ ტუტე ფოსფატაზის, ლაქტატდეჰიდროგენაზის, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზის და შარდოვანას კონცენტრაციის კლინიკურად უსიმპტომო მომატება.
იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ართრიტის სიმპტომების გამწვავება, ხოლო ძალიან იშვიათად კი - მძიმე ალერგიული რეაქციები.
სპღუ-ს დონორებში გამოვლენილი თავის ტკივილი სავარაუდოდ დაკავშირებულია ფილგასტრიმის მიღებასთან.
ერთეულ შემთხვევებში სპღუ-ს ჯანმრთელ დონორებში, რომლებიც ღებულობდნენ კოლონიის მასტიმულირებელ ფაქტორს, განვითარდა ელენთის გასკდომა.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა ფილგრასტიმის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
• ქრონიკული მიელოლეიკოზი და მიელოდისპლაზიური სინდრომი (იხ. `განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები~).
• მძიმე ხარისხის თანდაყოლილი ნეიტროპენია (კოსტმანის სინდრომი) ციტოგენეტიკური დარღვევების თანხლაბით (იხ. `განსაკუთრებული ჩვენებები და სიფრთხილის ზომები~).
• თუ საჭიროა ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული პრეპარატების რეკომენდირებულზე მაღალი დოზების მიღება.
• ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულ ქალებში ფილგრასტიმის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ზოგიერთი ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ფილგრასტიმი კვეთს პლაცენტის ბარიერს. ვირთაგვებზე და ბოცვრებზე ჩატარებული ცდებიდან ფილგრასტიმის ტერატოგენობის შესახებ მონაცემები არ გამოვლენილა. ბოცვრებში, რომლებიც ღებულობდნენ ფილგრასტიმს, გამოვლინდა აბორტების გახშირება, თუმცა განვითარების ანომალიები არ დაფიქსირებულა.
ორსულ პაციენტებში გრასალვას დანიშვნისას საჭიროა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის და მკურნალობასთან დაკავშირებული რისკის გათვალისწინება.
განსაკუთრებული მითითებები
გრასალვას მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ონკოლოგიურ ცენტრთან თანამშრომლობის პირობებში, სადაც არიან სპეციალისტები, რომლებიც გამოცდილნი არიან ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში ფილგრასტიმის გამოყენებაში და აგრეთვე მოიპოვება აუცილებელი სადიაგნოსტიკო საშუალებები.
მობილიზაციის და უჯრედების აფერეზის პროცედურები უნდა ჩატარდეს ონკოლოგიური ან ჰემატოლოგიური ცენტრის დახმარებით, სადაც იქნებიან აღნიშნულ სფეროში გარკვეული გამოცდილების მქონე სპეციალისტები და ჰემატოპოეზის წინამორბედი უჯრედების მონიტორინგისთვის აუცილებელი შესაძლებლობები.
ავთვისებიანი უჯრედების ზრდა
ფილგრასტიმი იწვევს მიელოიდური უჯრედების ზრდას in vitro. ანალოგიური ეფექტები ვლინდება ინ ვიტრო და ზოგიერთ არამიელოიდურ უჯრედებზეც.
მიელოდისპლაზიური სინდრომის და ქრონიკული მიელოლეიკოზის მქონე პაციენტებში ფილგრასტიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, შესაბამისად აღნიშნული დაავადებების დროს გრასალვას დანიშვნა არ შეიძლება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ მოხდეს დიფერენცირება ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტურ კრ