Plasmon
გრიპალნორმი / Gripalnorm

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): paracetamol, chlorpheniramine, phenylephrine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Normon
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: 1000მგ + 4მგ + 10მგ გრანულები შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად საშეტი №10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

1 პაკეტი შეიცავს: პარაცეტამოლს - 1000 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს - 10 მგ, ქლორფენამინის მალეატს - 4 მგ,
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ლიმონის არომატიზატორი.


ფარმაკოლოგიური თვისებები
გრიპალნორმი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს.
პარაცეტამოლი ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს-ში. ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაციებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნეტრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს. 
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი მიეკუთვნება a1-ადრენომიმეტურ საშუალებებს. პრეპარატს გააჩნია გამოხატული ვაზოკონსტრიქციული მოქმედება. ზედა სასუნთქი გზების (ცხვირის ღრუ, დანამატი წიაღები, ხახა) ლორწოვანი გარსის ჰიპერემიისა და შეშუპების შემცირების გზით, იგი ამცირებს რინორეას, ცემინებას, ცრემლდენას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას, რომელიც გამოწვეულია გრიპით, გაციებითა და ალერგიული დაავადებებით. ამას გარდა, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი აბლოკირებს ჰისტამინისა და სეროტონინის გამოთავისუფლებას, ახდენს ბრონქოლიზურ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს გაციების სიმპტომების შემცირებას.
ქლორფენამინის მალეატი H1-ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორია. ის ამცირებს ვაზოდილატაციას, კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ბრონქოსპაზმის განვითარებას და გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება.

ჩვენებები
გრიპალნორმი გამოიყენება მწვავე რესპირატორულ-ანთებითი ინფექციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალოდ:
თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ციებ-ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო და ცემინება, ყელის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ცხვირის წიაღების არეში.

 

მიღების წესები და დოზები
გლიპარნორმი მიიღება პერორალურად. მოზრდილებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 6 პაკეტისა 24 სთ-ის განმავლობაში. 1 პაკეტის შემცველობა ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ადუღებული წყალი და კარგად მოურიეთ ფხვნილის გახსნამდე. გლიპარნორმის მიღების ხანგრძლივობა არის 5 დღე.

გვერდითი მოვლენები
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა (უძილობა), თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: უმნიშვნელო არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, შესაძლებელია, აღინიშნოს გაძლიერებული გულისცემა; 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება;
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი.

 

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი; სისხლის სისტემის დაავადებები; ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები; არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მძიმე ფორმები; ჰიპერთირეოზის მძიმე ფორმები; შაქრიანი დიაბეტი; შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა; ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

 

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

განსაკუთრებული მითითებები
გრიპალნორმი მიიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით. თუ გრიპისა და გაციების სიმპტომები შენარჩუნებულია 5 დღიანი კურსის შემდეგ, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად გრიპალნორმი გამოყენებისას პაციენტები უნდა მოერიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას. არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში. არ შეიძლება პრეპარატით სარგებლობა დაზიანებული პაკეტიდან. სიფრთხილით მიიღება გრიპალნორმი ანტიდეპრესანტებთან, β-ადრენობლოკატორებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად და მათი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში. გრიპალნორმი გამოყენება შეზღუდულია არტერიული ჰიპერტენზიის, გლაუკომის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, თირეოტოქსიკოზის დროს. 

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, მძიმე შემთხვევებში - ენცეფალოპათია და კომატოზური მდგომარეობა. 
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება; აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია. პარაცეტამოლით მოწამვლისას გამოიყენება სპეციფიკური ანტიდოტი - აცეტილცისტეინი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზიდის ჯგუფის ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან, პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებთან გრიპალნორმი ერთდროულად გამოყენებისას იზრდება შარდის შეკავების, ყაბზობის, პირის სიმშრალის განვითარების რისკი. პრეპარატის β-ადრენობლოკატორებთან კომბინაცია იწვევს ჰიპერტენზიულ ეფექტს. გრიპალნორმი საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არითმია. გრიპალნორმი აძლიერებეს მაო-ს ინჰიბიტორების, ეთანოლის, სედატიური პრეპარატების მოქმედებას, ხოლო დიურეტიკებთან კომბინაცია ამცირებს ამ უკანასკნელთა ეფექტს. ციმეტიდინთან ერთდროული მიღება აძლიერებს გრიპალნორმი ანალგეზიურ მოქმედებას. გრიპალნორმი ბარბიტურატებთან, დიფენინთან, კარბამაზეპინთან, რიფამპიცინთან და სხვა მიკროსომური ფერმენტების ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰეპატოტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკი. პრეპარატის ჰალოტანთან კომბინაცია ზრდის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების საშიშროებას. გრიპალნორმი გლიკოკორტიკოსტეროიდებთან მიღებისას იქმნება გლაუკომის განვითარების რისკი.

 

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?